Jump to content
Planeta.Ge

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?


Recommended Posts

ღმერთი ნამდვილად კეთილია მაგრამ რას ერჩით ღმერთს როცა ჩვენ რაებს ჩავდივართ ღმერთმა მოგვცა დედამიწა და სრული ხელმწიფება დედამიწაზე მოგვანიჭა უკვდავება მაგრამ ჩვენ ღმერთობა მოვინდომეთ და ეხლა კიდე როგორმე თავი უნდა გადავირჩინოთ და შენ რო ჩამოთვალე კატასტროფები ეგ ღვთის სასჯელები იყო ! 11 სექტემბერი ამერიკის სასჯელი იყო რადგან ამერიკა არის გარყვნილობის ბუდე და სხვებსაც ითრევს ხოლო 2008 წლის აგვისტოში კიდევ ღმერთმა დაუშვა იმიტომ რომ ქართველები ვერ ხედავ როგორ ვიქცევით?შორენებიო ნანკებიო და ევროკავშირი და ნატოო ღმერთი სულ დაგვავიწყდა ესე არ შეიძლება

 

ღმერთი ნამდვილად კეთილია მაგრამ რას ერჩით ღმერთს როცა ჩვენ რაებს ჩავდივართ ღმერთმა მოგვცა დედამიწა და სრული ხელმწიფება დედამიწაზე მოგვანიჭა უკვდავება მაგრამ ჩვენ ღმერთობა მოვინდომეთ და ეხლა კიდე როგორმე თავი უნდა გადავირჩინოთ და შენ რო ჩამოთვალე კატასტროფები ეგ ღვთის სასჯელები იყო ! 11 სექტემბერი ამერიკის სასჯელი იყო რადგან ამერიკა არის გარყვნილობის ბუდე და სხვებსაც ითრევს ხოლო 2008 წლის აგვისტოში კიდევ ღმერთმა დაუშვა იმიტომ რომ ქართველები ვერ ხედავ როგორ ვიქცევით?შორენებიო ნანკებიო და ევროკავშირი და ნატოო ღმერთი სულ დაგვავიწყდა ესე არ შეიძლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 593
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

როცა ღმერთის არსებობის მტკიცებას ითხოვ, მაშინ არაა სოფიზმი ხომ? და როცა ღმერთის არ არსებობის მტკიცებას მოითხოვენ სოფიზმია?   სანტაკლაუსის რეალურობას ვინმე ამტკიცებდეს არ გამიგია ჯერ. :D

აზრი

მრავალი მორწმუნე ადამინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ისინი სამყაროს და რაც მასშია, ღვთის არსებობის უდაო მტკიცებად მიიჩნევენ. ის რომ მისი დანახვა არ შეგიძლია, ეს არც გამორიცხავს და არც იმ

აზრი

ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს:       ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლ

ისე...

 

რატომაა რომ ღმერთი აუცილებლად სამართლიანი და კეთილი უნდა იყოს ყველა რელიგიისა და მოსაზრების თანახმად. ათეისტები ხშირად ღმერთის არცთუ კეთილი ხასიათის გამო უგულებელჰყოფენ ხოლმე მას და რადგან მისთვის რაიმე მოვლენის დადებითად ახსნა შეუძლებელია, ე.ი. ღმერთი არ არსებობს.

 

რატომ უნდა იყოს ღმერთი სამართლიანი? იქნებ არსებობს და იმ მოვლენებს, რომლებსაც საკმაოდ არადამაჯერებლად, ათასგვარი ზღაპრებით ხსნიან მორწმუნეები ზუსტად მისი არაკეთილშობილებით იხსნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე...

 

რატომაა რომ ღმერთი აუცილებლად სამართლიანი და კეთილი უნდა იყოს ყველა რელიგიისა და მოსაზრების თანახმად. ათეისტები ხშირად ღმერთის არცთუ კეთილი ხასიათის გამო უგულებელჰყოფენ ხოლმე მას და რადგან მისთვის რაიმე მოვლენის დადებითად ახსნა შეუძლებელია, ე.ი. ღმერთი არ არსებობს.

 

რატომ უნდა იყოს ღმერთი სამართლიანი? იქნებ არსებობს და იმ მოვლენებს, რომლებსაც საკმაოდ არადამაჯერებლად, ათასგვარი ზღაპრებით ხსნიან მორწმუნეები ზუსტად მისი არაკეთილშობილებით იხსნება?

თვით სატანის არსებობა და ადამიანის განსაცდელშიო ჩაგდება(როგორც რელიგია ხსნის) უკვე ღმერთის უსამართლობაზე საუბრობს.

ღმერთი იმ სახით რა სახითაც არსებობს ადამიანის გონებაში, თავად ადამიანის შექმნილია მისი ბუნებიდან გამომდინარე და არა ღმერთის ბუნებიდან.

თუმცა ადამიანს რომ ღმერთის შიში არ ჰქონდეს მაინც, როგორი იქნებოდა არავინ იცის...

ვისაც ღმერთის არ სწამს ისეთის, როგორსაც მას აწვდიან რელიგიური კონფესიები, არ ნიშნავს რომ მას ღმერთის არ სჯერავს, ოღონდ ეგაა მის სამართლკიანობაში ვერ გარკვეულა ვერც იმას ღებულობს სამართლიანად რასაც სხვა ადამიანები აწვდიან ღმერთის სახელს ამოფარებულები.

ამიტომ რჩება კითხვა ღიად ღმერთზე და მის შეცნობაზე, ვისგან მივიღოთ და ვის დავუჯეროთ, როცა მისგან პირადად არ გვესმის არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

ადამიანს რომ ღმერთის შიში არ ჰქონდეს მაინც, როგორი იქნებოდა არავინ იცის..

არსებობენ ეგეთი ადამიანები საკმაოდ ბევრი მაგრამ, სამწუხაროდ ბევრი მათგანი ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

მოსაზრება ვის ეკუთვნის ის მნიშვნელობა აქვს, რომ ერთი მეზობელი მყავს "ლოთი ამბერკა" უამრავი მოსაზრება ეკუთვნის მას, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად ავტორიტეტულია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მოსაზრება "ლოთ ამბერკას ეკუთვნის",

არ გეთანხმები მოსაზრება ყველა უნდა მოისმინო, გააანალიზო და შემდეგ შეაპასო. შენმა მეზობელმა "ამბერკამ" შეიძლება სრულიად შემტხვევით და გაუაზრებლად ისეთი რაღაც "დააბრეხვოს" ბევრ სხვა მოაზროვნეს თავში აზრადაც არ მოუვიდეს. აზრი არ უნდა შეაფასო თუ ვისი ნათქვამია, მხოლოდ ის რომ რაღაც სიტყვები ვიღაც გენიოსს ეკუთვნის ავტომატურად არ ნიშნავს რომ ეს სიტყვებიც გენიოსობაა. "ყველა გენიოსიც დღეში 1საათი სულელია"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

კიდევ ის მინდა ვთქვა რო უფალი იესო ქრისტეც რო ჩამოვიდეს და ატეისტს გამოეცხადოს ის ათეისტი იტყვის რო მეჩვენებაო ან ჰალუცინაციები დამეწყოვო

 

არადა ეს უეჭველი მოხდება და ბევრისთვის სანატრელი იქნება რომ ჰალუცინაცია იყოს.

გვაშინებ :sad: :clapp: :ihihi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

გვერდით თემაში დევს სვეტიცხოვლის ტაძარში გადაღებული ფოტო, რომელსაც ფოტოგრაფი ხატს უღებდა, მაგრამ ფირზე ანგელოზიც აღიბეჭდა, გაადიდე ეს ფოტო და ანგელოზს გარკვევით გაარჩევ, ნუ თუ ამაზე იტყვი ფოტოშოპით არის ნაჩალიჩარიო, მაშინ იმ ფოტოებზეც რაც მე მაქვს იგივეს იტყვი.

მზის სხივის, სიბნელის, ფირის წუნის თუ სხვა მიზეზების გამო გაფუჭებული ფოტო გინახავს???????????????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

"შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი" არავის ძალუძს ბოლომდე ჩაწვდეს მას

 

ღმერთი იდეალურია ამიტომ ადამიანის გონებას არ ძალუძს იდეალურის წარმოდგენაც კი ამიტომაც გაამპარტავნებული ადამიანები ირჩევენ მარტივ გზას და ასკვნიან რომ ღმერთი არ არსებობს

 

 

ეგ სასულიერო პირებმა მოიგონეს რომლებიც მიხვდნენ რომ ადამიანებს კითხვები გაუჩნდებოდათ მათ პასუხი არ ქონდათ და ამიტო თქვეს არანაირი გამოკვლევები უბრალოდ დაიჯერეთ რასაც გეუბნებითო. ადამიანი მორჩილებაში ვერ გეყოლება თუ არ აჩვენებ რომ შენ მასზე ძლიერი ხარ ფიზიკურადაც და სულიერადაც. "დათა თუთაშხია" თუ გაქვს წაკითხული(lib.ge მოსე ზამთარაძე) მიხვდები რასაც ვგულისხმობ. იქ ყველაფერი ნათლადაა ახსნილი მე ვერ გადმოვცემ ისე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

კიტხვა მაქვს მორწმუნეებთან:იცით რომ "აბო თბილელის ისტორია" ეკლესიის წინამძღვრების შეკვეთით არის დაწერილი????????????

 

ვიცით, მაგრამ ფაქტი რეალურად მოხდა და ისტორიის ამსახველი წიგნის დაწერის შეკვეთას ეკლესია მისცემდა თუ გოგი თოფაძე ამას თავად ფაქტის არსებობა არ არსებობასთან კავშირი არ აქვს.

შეკვეთაში ფაქტის დამახინჯება და გაბუქება ვიგულისხმე. რა და როგორ მოხდა ნუ დადებ თავს

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

ყველა პასუხისთვის არსებობს ბიბლია რომელიც ღვთის სიტყვაა და იქ ჩვენ ვხედავთ ღმერთის ხასიათს და იქ ვხედავთ მის სიყვარულსაც და მის სამართლიანობასაც, ხოლო ღმერთი არ უნდა შევაფასოთ კონფესიების მიხედვით არამედ სიტყვის მიხედვით და იმ ხალხის მიხედვით ვინც ამ სიტყვას ასრულებენ, ვინც მრუშია იმან როგორ უნდა გასწავლოს არ იმრუშო? ამიტომ თუ ვინმე ასწავლის არ იმრუშოს ის თვითონ არ უნდა იყოს მრუში, ამას ვგულისხმობდი სიტყვის შესრულებაში,

 

ხოლო ღმერთის არსებობის დამტკიცება ყველაფერით შეიძლება, თუნდაც ავიღოთ ის წინასწარმეტყველები რომელიც თითქმის 333 და აღსრულდა, რა თქმა უნდა ეს ზედაპირულად ცოტა ისე ჩანს მაგრამ თუ დაუკვირდები და დაუფიქრდები მაშინ უფრო და უფრო გაგაკვირვებს ეს, მე როცა დავიწყე ბიბლიის კითხვა გაოცებული ვრჩებოდი. მცირედზე კიდევ გამახვილებულია ყურადღება რავი ვერ ვხსნი სიტყვებით ისეთი რამ არის ეს. ხოლო ღმერთი რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაშიც გამომიცდია, მაგალითად ლოცვაზე პასუხით, ან კიდევ მისი თანდასწრებით,

მაგრამ ამის გაგება არ ხდება თუ არ მოინანიე და არ აღიარე უფალი თუ არ ირწმუნე მისი, როცა ირწმუნებ შენ არ ეშმაკის მონობაში ხარ და არც მის ძალაუფლება და მერე უკვე ბიბლიასაც იგებ. ღმერთი გვთავაზობს სიცოცხლეს უანგაროდ და საჩუქრად, მან გადაიხადა ჩვენი ცოდვის საფასური ჩვენი უბრალოდ უნდა მივიღოთ ეს საჩუქარი მისგან, თუ უარს იტყვის ვინმე მის მადლზე ანუ საჩუქარზე მაშინ ღმერთი უძლურია,ის ძალით ვერ მოგცემს სიცოცხლეს რაგდანაც ის მოძალადე არ არის და პატივს ჩემს შენს თავისუფალ ნებას,

 

ღმერთმა ყველა გამოისყიდა მაგრამ ყველა როდი გადარჩება რადგანაც ვიღაცამ უარი თქვა საჩუქარზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

ყველა პასუხისთვის არსებობს ბიბლია რომელიც ღვთის სიტყვაა და იქ ჩვენ ვხედავთ ღმერთის ხასიათს და იქ ვხედავთ მის სიყვარულსაც და მის სამართლიანობასაც, ხოლო ღმერთი არ უნდა შევაფასოთ კონფესიების მიხედვით არამედ სიტყვის მიხედვით და იმ ხალხის მიხედვით ვინც ამ სიტყვას ასრულებენ, ვინც მრუშია იმან როგორ უნდა გასწავლოს არ იმრუშო? ამიტომ თუ ვინმე ასწავლის არ იმრუშოს ის თვითონ არ უნდა იყოს მრუში, ამას ვგულისხმობდი სიტყვის შესრულებაში,

 

ხოლო ღმერთის არსებობის დამტკიცება ყველაფერით შეიძლება, თუნდაც ავიღოთ ის წინასწარმეტყველები რომელიც თითქმის 333 და აღსრულდა, რა თქმა უნდა ეს ზედაპირულად ცოტა ისე ჩანს მაგრამ თუ დაუკვირდები და დაუფიქრდები მაშინ უფრო და უფრო გაგაკვირვებს ეს, მე როცა დავიწყე ბიბლიის კითხვა გაოცებული ვრჩებოდი. მცირედზე კიდევ გამახვილებულია ყურადღება რავი ვერ ვხსნი სიტყვებით ისეთი რამ არის ეს. ხოლო ღმერთი რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაშიც გამომიცდია, მაგალითად ლოცვაზე პასუხით, ან კიდევ მისი თანდასწრებით,

მაგრამ ამის გაგება არ ხდება თუ არ მოინანიე და არ აღიარე უფალი თუ არ ირწმუნე მისი, როცა ირწმუნებ შენ არ ეშმაკის მონობაში ხარ და არც მის ძალაუფლება და მერე უკვე ბიბლიასაც იგებ. ღმერთი გვთავაზობს სიცოცხლეს უანგაროდ და საჩუქრად, მან გადაიხადა ჩვენი ცოდვის საფასური ჩვენი უბრალოდ უნდა მივიღოთ ეს საჩუქარი მისგან, თუ უარს იტყვის ვინმე მის მადლზე ანუ საჩუქარზე მაშინ ღმერთი უძლურია,ის ძალით ვერ მოგცემს სიცოცხლეს რაგდანაც ის მოძალადე არ არის და პატივს ჩემს შენს თავისუფალ ნებას,

 

ღმერთმა ყველა გამოისყიდა მაგრამ ყველა როდი გადარჩება რადგანაც ვიღაცამ უარი თქვა საჩუქარზე

ღმერთი ასე თუ ისე არსებობს.

ის შეიძლება სამყაროს არსებობის ელემენტარული კანონი იყოს და შეიძლება ჯერ კიდო აღმოუჩენელი.

ეგ არავინ იცის და ამიტომაა მის გარშემო ამდენი კამათი.

ეგაა პასუხს ზოგი სად ეძებს და ზოგი სად და ამის მიხედვით აქვს ყველას მეტ ნაკლები შანსი ის აღმოაჩინოს.

არც მე ვამბობ ღმერთი არ არსებობს, მწამს რომ არსებობს, მაგრამ არ ვიცი ვინაა, სადაა და რა უნდა ჩვენსგან. რა როლს ვთამაშობთ მის არსებაში და რა მოგვეთხოვება და საერთოდ მოგვეთხოვება კი რამე?

მეც მილოცია ისე ჩემთვის როგორც ყველა ალბათ მაშინ, როცა ძალიან გვიჭირს, საერთოდ ასეთ დროს თუ გვახსენდება ალბათ ყველაზე მეტად და როცა არ გვიჭირს, არ გვახსოვს.

ან გვახსოვს, მივმართავთ ფიქრებს, ლოცვებს ჩუმად თუ ხმამაღლად მის მიმართ და მალევე ვივიწყებთ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება და არ გვავიწყდება რაღაც უმნიშვნელო თხოვნა, რომელიც არ შესრულდა და გული მოგვდის მასზე.

ადამიანი ღმერთთან დამოკიდებულებაშიც ისეთივე უმადურია როგორც სხვა ადამიანებთან.

და ესეც უფრო ინდივიდუალური თვისებაა ზოგში მეტ ნაკლებად გამოვლენილი.

ამიტომ ჩვენ რა და როგორ გვწამს, გვწამს თუ არა და საერთოდ რას ვფიქრობთ ღმერთზე მას ვერც დააკნინებს და ვერც მოუმატებს რამეს.

ღმერთი ღმერთი იქნება ყოველთვის, უბრალოდ ეს ჩვენ ვიცით ან არ ვიცით. უფრო კი მგონი არ ვიცით... იქნებ იმიტომ რომ არ გვინდა, ან მას არ უნდა ვიცოდეთ, ესეც არავინ არ იცის...

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

არც მე ვამბობ ღმერთი არ არსებობს, მწამს რომ არსებობს, მაგრამ არ ვიცი ვინაა, სადაა და რა უნდა ჩვენსგან. რა როლს ვთამაშობთ მის არსებაში და რა მოგვეთხოვება და საერთოდ მოგვეთხოვება კი რამე?

მე გეტყვით რა უნდა მას თქვენგან ბიბლიის კუთხით: მოინანიოთ და მას მიყვეთ, რას ნიშნავს ეს? თქვენ უნდა მოექცეთ ყოველი იმ საქმისაგან რაც ცოდვაა,მაგრამ ამას მის უმისოდ ვერ გააკეტებთ ამიტომ უნდა მოინანიოთ და თხოვოთ მას შემოვიდე თქვენს ცხოვრებაში და დაგეხმაროთ. მას უნდა რომ ბიბლია რასაც ამბობ იმ ვაკეთოთ ანუ გიყვარდეს უფალი მთელი შენი არსებით და მოყვასი ისე როგროც საკუთარი თავი, ამის შემსრულებელი ასრულებს მთელს რჯულს. მე დაახლოებით სამი წელია ვცხოვრობ ქრისტიანულად მივყვები ქრისიტეს,მაგრამ მაქ შეცდომები და ცოდვები მაგრამ მისი სისხლი მწენდს ყოველ ჯერზე როდესაც ვინანიებ და რა თქმა უნდა იმ ცოდვას ჩადენას თავ ვარიდებ, უფალს თქვენ უყვარხართ და იმას არ ელოდება როდის შესცოდავთ რომ დაგსაჯოთ არა, ასე არ არის პირიქით ის ელოდება რომ მიხვიდეთ მოინანიოთ და თხოვოთ მადლი რომ გაუმკლავედეთ ამ ცოდვას, ანუ მას\ე მინდობილი უნდა რომ იყოთ და მისით იცოცხლოთ. მას თქვენთან უნდა ურთიერთობა ყოველდღიური როგორც საყვარელ შვილთან და არა როგროც რელიგიურ ფანატთან, ანუ გულიდან ლოცვით არა დაზეპირებული სიტყვებით არამედ აი როგორ ორი საყვარელი ადამიანი დაჯდება და გულს გადაუშლიან ერთი მეორეს აი ასე, ეს აახლოებს ორ პიროვნებას ყოველთვის, ეს სურს უფალს თქვენგან, ეს მშვენიერია ყოვლისშემძლე ღმერთს რომელმაც შექმნა ყველაფერი თავისი სიტყვით სურს თქვენთან ურთიერთობა, ის სიცოცხლეს ანუ სამოთხის გასაღებს გჩუქნით თქვენ ოღონდ გაიწოდეთ ეს ხელი მისკენ და გამოართვით, ის მოოკვდა თქვენთვის იყო დამარხული და მესამე დღეს აღსდგა, მერე შეიძლება თქვათ მე რა ამით? :D აღსდგა და აღსდგა მე რა, მაგრამ ის თქვენთვის მოკვდა რადგან თქვენ თქვენით ვერ დაიმსახურბდით ვერასოდეს სასუფეველს რომ არა მისი მსხვერპლი , ამიტომ არის იესო ქრისტე ერთადერთი გზა, სიცოცხლე ეს უნდა ირწმუნოთ და მიიღოთ თქვენს ცხოვრებაში. და შემდეგ უკვე ნაყოფებსაც გამოიღებთ მისთვის, ამაზე მერე :)

მეორე კითხვა. ჩვენ დიდ რომლს ვთამაშობთ მან ჩვენ შეგვქმნა საკუთარ ხატად და მსგავსად და ვიყავვით ედემის ბაღში სრულ ნეტარებაში ანუ ბედნიერებაში და გვქონდა ყველაფერი, მან ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა რომ სურდა ეხარა და ესიამოვნა თავისი ქმნიელბით და რომ ქმნილებაც ყოფილიყო გახარებული რაც იყო კიდევაც აი ეს არის ჩვენი როლი, რომ ვიყავოთ მასთან ერთად როგორც საყვარელი შვილები, ხოლო აქ მიწაზე მის შვილები ანუ ეკლესია დიდ როლს ასრულებს ის ქადაგებს სახარებას ის ემსახურება ხალხს და ღმერთს და აკეთებენ კეთილ საქმეებს

 

მესამე კითხვა, დიახ მოგვეთხოვება მისი სიტყვის დაცვა ანუ ის მოგვეთხოვება მხოლოდ რომ "არ შევცოდოთ" დანარჩენი ყველაფერი აკეთე რაც გინდა,

ხოლო თუ ირწმუნებთ უფალს უფლის სამსჯავროზე სადაც ის განნიკითხავს კაცობრიობას არ წახვალთ ანუ პირდაპირ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადიხართ, უფალმა თქვა: ჩემი მორწმუნე რომც მოკვდებს იცოცხლებს.

 

ეს მოკლედ თქვენ კითხვებზე პასუხი. ხოლო ჩემი მხრივ გეტყვით რომ ადვილია და ამავ დროს პასუხისმგებლობაა ქრისტიანული ცხოვრება, ეს არის სიამოვნება როდესაც შეიცნობ რა ტკბილია უფალი და რა კარგია მასთან ერთად სიარული, პრობლემა მოდის მაგრამ ყოველთვის არის გამოსავალი, ის გვიცავს და გვაძლევს გამოსავალს ყველა სიტუაციაში. მოკლედ კარგია ნამდვილად, მშვენიერია :)

 

 

ხოლო დიახ ბევრი ადამიანი მისგან ეძებს სარგებელს და როცა ვერ იღებს იმას რაც უნდა მერე ამბობს რომ არ არსებობსმაგრამ რატომ ვერ მიიღო იმას არ კითხულობს , ანუ ადამიანი ეგოისტია ყოველთვის ის საკუთარს ეძებს და არა სხვისას ანუ მე მე მე და მხოლოდ მე ამიტომაა რომ განაწყენებულები არიან ღმერთზე როდესაც არ პასუხობს მის ლოცვაზე, ანუ წუწუნი დრტვინვა და არცერთი მადლიერება მის მიმართ ეს ძულს უფალს, მაგრამ როდესაც შენ მადლიერი ხარ და მადლიერებით ხარ მის მიმართ განწყობილი თუნდაც არ შეგისრულოს მან ის რაც ითხოვე (ისიც სასიკეთოთ იქნება) არ იქნები განაწყენებული რადგანაც იცი რომ შენი მამა კეთილია და ის ყოვლისმცოდნეა და მან უკეთ იცის რა გამოგადგება შენ, თქვენ შეიძლება ბავშვი გყავთ და განა მიცემთ მას ცხელს უთოს ხელში? როდესაც მისი მოხმარება არ იცის? არ მიცემთ მაგრამ მოვა დრო და ის თავად აიღებს ამ უთოს და გამოიყენებს მას სწორად, დაახლოებით ასეა უფალმა იცის რა და როდის მოგვცეს,.

 

ღმერთი ღმერთი იქნება ყოველთვის, უბრალოდ ეს ჩვენ ვიცით ან არ ვიცით. უფრო კი მგონი არ ვიცით... იქნებ იმიტომ რომ არ გვინდა, ან მას არ უნდა ვიცოდეთ, ესეც არავინ არ იცის...

დამიჯერეთ ის იმისთვის არ მომკვდარა რომ ვიღაცას დამალვოდა და არავის გაეგო მასზე, არა პირიქით სახარება იქადაგება მაგრამ და ეს მისი ძახილია ეს მისი სიტყვაა და ის მოუხმობს ხალხს, ანუ ღმერთი თავად არ ჩამოდის მიწაზე არა, ის იყენებს ადამიანებს რომ მიუტანონ კეთილი უწყება ხალხს მაგრამ ხალხი ირჩევს მიიღოს ეს სიტყვა თუ არა, მას სურს მაგრამ თქვენ გსურთ, თქვენ თუ არ გსურთ ღმერთი უძლურია ის პატივს ცცმს თქვენს თავისუფალ ნებას.

 

მე ვიცი რატომ ხდებიან ათეისტები, ნუ ნაწილობრივ: ეს არის მორწმუნეების უმგავსო საქციელი, ისინი ვერ ხედავენ ღმერთს ხალხში, დადგება ადამიანე ღმერთზე უქადაგებს და თვითონ უმგავსობას ჩადის, იმ სიტყვას რა საკვირველია ფასი ეკარგება,თუმცა როდესაც როდესაც შეიცნობთ უფლას ეს პრობლემა არ იქნება იმიტომ რომ უკვე ხალხში კი არ ეძებ მხოლოდ უფალს არამედ ბიბლიაში ლოცვაში და თუნდაც ვინმემ რამე უმსგავსობა დაიწყოს ღმერთს კი არ მიატოვებ არამედ დადგები და ილოცებ მასზე რომ სწორ გზაზე დადგეს. ანუ ადამიანებზე არ იქნება დამოკიდებული ღმერთის რწმენა, უკვე საკუთარი რწმენით დადიხართ.... არის კიდევ დაძალება ლოცვის, მსახურების ეს ადამიანს შინაგანად უნდა ქონდეს და არა დაძალებით სხვის მიერ

უფალმა გაკურთხოთ თქვენ

Edited by zanneti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვიცი რატომ ხდებიან ათეისტები, ნუ ნაწილობრივ, ეს არის მორწმუნეების უმგავსო საქციელი

 

არა მგონია ადამიანს სხვისმა უმსგავსო საქციელმა უბიძგოს ღმერთის უარყოფისკენ და ათეისტობისკენ :) მე ვფიქრობ მიზეზია კითხვები, რომლებზეც არაა ადამიანის ლოგიკისთვის და საღი აზროვნებისთვის გასაგები პასუხები, არ არის კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი. აი თუნდაც:

 

1) სამოთხე, რა არის სამოთხე, რა გველის იქ და რატომ უნდა მივისწრაფვოდეთ მისკენ. მარადიული ნეტარება? არაფერი არ მოგვაკლდება იქ? არაფერზე და არავიზე არ ვიდარდებთ? რითი დავტკბებით იქ და რითი იქნება იქაურობა ამ ცხოვრებაზე უკეთესი, ბევრი ქალები და კაცები გვეყოლება და მრუშობა დაშვებული იქნება? ანდა მუცლის ამოყორვა და გაძღომა იქნება ნებადართული?

 

2) ღმერთმა მოგვცა არჩევანის უფლება, და ირჩევს ადამიანი კეთილ და პატიოსან ცხოვრებას, მაგრამ არ წამს ღმერთის, თუმცა ბევრ "მორწმუნეზე" უკეთ ატარებს ცხოვრებას, ან არაა ქრისტიანი, ბუდისტია ანდა მუსულმანი, და რატომ გვეუბნებიან რომ ამას მნიშვნელობა აქვს, ანუ რატომ არ განიკითხება ადამიანი მხოლოდ თავისი საქციელით?

 

3) რა არის მარხვა? რატომ არ შეიძლება ხორცი, ანდა რძის ნაწარმი, ვინ დააწესა ეს, ვინ შეადგინა რაციონი და რატო. თუ მე რძე და ხორცი მეზიზღება, მაგრამ სამარხვო ბულკის გემოთი განვიცდი ნეტარებას, განა მე ჩავითვლები მომარხულედ? ჩემი აზრით ზოგადი უნდა იყოს მარხვის წესი, არ უნდა იყოს კონკრეტული საკვები აკრძალული, არამედ ზოგადად, ამოცანაა მოიკლო ის რაც შენს ხორციელს ასიამუვნებს.

 

აი ასეთ კითხვებსა და დილემებს შეჯახებული ადამიანი, ამ კითხვებზე მორწმუნეთა არაადეკვატური და არალოგიკური პასუხების გამო, იმის გამო რომ რელიგია დოგმატურია და არ მიყვება დროს, როცა ადამიანს უფალმა მისცა არჩევანის უფლება და ადამიანის ბუნება თავისუფლებისკენ მიისწრაფის და ამ დროს ეკლესია ძალით, თუ მიტინგებით, თუ ტელევიზიასთან და კინოთეატრებთან შეკრებით ზღუდავს ამ ყველაფერს და ებრძვის ღვთის მიერ ბოძებულ არჩევანის უფლებას და თავისუფალ არჩევანს...

 

აი ამ დროს რწმენა იკლებს და ჩნდება ათეიზმი, სავსებით ლოგიკურად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

არა მგონია ადამიანს სხვისმა უმსგავსო საქციელმა უბიძგოს ღმერთის უარყოფისკენ და ათეისტობისკენ მე ვფიქრობ მიზეზია კითხვები, რომლებზეც არაა ადამიანის ლოგიკისთვის და საღი აზროვნებისთვის გასაგები პასუხები, არ არის კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი. აი თუნდაც:

ხო პრინციპში მე ერთერთი მიზეზები მოვიყვანე, და ასევე ის მიზეზები რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ანუ უცოდინრობა ბიბლიისა კი გეთანხმებით

1) სამოთხე, რა არის სამოთხე, რა გველის იქ და რატომ უნდა მივისწრაფვოდეთ მისკენ. მარადიული ნეტარება? არაფერი არ მოგვაკლდება იქ? არაფერზე და არავიზე არ ვიდარდებთ? რითი დავტკბებით იქ და რითი იქნება იქაურობა ამ ცხოვრებაზე უკეთესი, ბევრი ქალები და კაცები გვეყოლება და მრუშობა დაშვებული იქნება? ანდა მუცლის ამოყორვა და გაძღომა იქნება ნებადართული?

არა არც ქალებშია საქმე არც კაცებში ანუ ამაში არ არის ბედნიერება, ადამიანს აქვს თავისი ბედნიერება წარმოსახული მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს მართლაც ბედნიერებაა, ბევრი სექსი ადამიანს ბედნიერეს ვერ ხდის და საერთოდ სექსში არ არის ბედნიერება, სოლომონს 1000 ქალი ყავდა აასე ვთქვათ და მან თქვა რომ ამაოებაა ყველაფერი ანუ სამოთხეში იქნება ის რომ ჩვენ უფალთან ახლოს ვიქნები და ეს მოგვცემს სრულ ნეტარებას, არ ვიცი თუ განგიცდიათ მისი თანდასწრება როდესაც ის მოდის თავისი სიყვარულით მაგრამ ეს არის ენით აუღწერელი,ამას როცა განიცდი მერე მიხვდები თუ რა ფასი აქვს სამოთხეში ყოფნას და რატომ უნდა ვისწრაფოთ მისკენ, ანუ ეს არ არის ჯოჯოხეთის შიშის გულისთვი არამედ მასთან ახლოს ყოფნის სურვილის გულისთვის,

2) ღმერთმა მოგვცა არჩევანის უფლება, და ირჩევს ადამიანი კეთილ და პატიოსან ცხოვრებას, მაგრამ არ წამს ღმერთის, თუმცა ბევრ "მორწმუნეზე" უკეთ ატარებს ცხოვრებას, ან არაა ქრისტიანი, ბუდისტია ანდა მუსულმანი, და რატომ გვეუბნებიან რომ ამას მნიშვნელობა აქვს, ანუ რატომ არ განიკითხება ადამიანი მხოლოდ თავისი საქციელით?

საქმე რაშია იცით ადამიანი ვერ მოიქცევა კარგად ანუ ის უანგაროდ ვერ შეიყვარებს ან კიდევ თავის მტერს ან თუნდაც იმას ვინც მას შეურაცყოფას მიაყენებს ამას ღმერთის უმისოდ ვერ გააკეთებს, კეთილისათვის შეიძლება ვინმე მოკვდესო მაგრამ მართლისთვის ძნელად თუ მოკვდება ვინმე ანუ ეს რას ნიშნავს: კეთილს ვინც გაგიკეთებს მას შეიძლება გაუკეთო კეთილი მაგრამ მართალ კაცს რომელიც მართალია მისთვის ძნელად თუ გაიღებს ვინმე რამეს რადგანაც ყველა მოგებას ეძებს ადამიანისგან ანუ ეგოისტურია მისი სიყვარულიც კი, ეს ღმერთით არის შესაძლებელი, ხოლო თუ მას ქრისტეზე არ სმენია ეს სხვა მდგომარეობაა ამაზე არ მაქ ლაპარაკი. არავინ ამბობს რომ ასეთი ადამიანები უეჭველი ჯოჯოხეთში მიდიან ანუ მათ აქვთ შანსი ხსნის, ღმერთი უმოწყალო არ არის და არც უსამართლო დასაჯოს ისეთი ვისაც მასზე საერთოდ არც სმენია.

ხოლო ყველას თავისი სიმართლე აქვს ანუ ვიღაცას შეიძლება მოპარო მდიდარს და ღარიბს მიცეს კარგი გონია მაგრამ ასე არ არის, ამიტომაა თვითსიმართლე არის ბევრში მაგრამ სიმართლე არის ღმერთი და მის სიყვაში ვიპოვით ამ სიმართლეს,

3) რა არის მარხვა? რატომ არ შეიძლება ხორცი, ანდა რძის ნაწარმი, ვინ დააწესა ეს, ვინ შეადგინა რაციონი და რატო. თუ მე რძე და ხორცი მეზიზღება, მაგრამ სამარხვო ბულკის გემოთი განვიცდი ნეტარებას, განა მე ჩავითვლები მომარხულედ? ჩემი აზრით ზოგადი უნდა იყოს მარხვის წესი, არ უნდა იყოს კონკრეტული საკვები აკრძალული, არამედ ზოგადად, ამოცანაა მოიკლო ის რაც შენს ხორციელს ასიამუვნებს.

დიახ გეთანხმებით, მარხვა არ არის საჭმელ სასმელი არამც და არამც. რა არის მარხვა? მარხვა არის ღმერთის ძიება, ბიბლიაში არის მარხვები ნაჩვენები ანუ ეს ხდებოდა ასე: ან საერთოდ არ ჭამდნენ ან კიდევ მწნილზე იყვნენ ხოლო ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ არის სრული არაბიბლიური და ამას ღმერთთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის მარხვა ეს არის რელიგიურობა და ადამიანური დადგენილება ანუ სულიერი დაიყვანეს მიწიერის დონეზე და ღმერთის მცენები აქციეს თავის მნებებად ეს არის არასწორი,

რა არის მარხვა კარგად არის ნაჩვენები ესაიას 58 თავში იქ ამბობს უფალი რა არის მარხვა და როგორი მარხვა სურს მას და მოდი დავაციტირებ

4. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა.

 

5. განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე?

 

6. განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი?

 

7. რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?

 

8. მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება.

მარხვის დროს ხალხი ეძებდა ღმერთს ანუ ამბობ უარს მიწიერზე და ლოცვაში და ბიბლიის კითხვაში ატარებ დროს აი ესაა მარხვა და არა ის რა ჭამო ახლა და რომელ სერიალს უყურო, მარხვაზე არიან და ისე იგინებიან ან კიდევ მრუშობენ ან კიდევ რავი რას ჩადიან ან კიდევ ჩხუბობენ ესაა მარხვა? არამც და არამც მარხვა არის ღმერთის ძიება

 

 

ხოლო თავისუფალი ნება ადამიანს აქვს დიახ მაგრამ მან სწორად უნდა გამოიყენოს ეს თავისუფალი ნება, რა თქმა უნდა მასზე ზეწოლა არავინ უნდა იქონიოს არამედ უნდა იყოს ეს ბიბლიის მიხედვით გაკეთებული სიყვარულით სიმშვიდით და არა მიტინგებით და პიკეთებით ამაში გეთანხმებით, უბრალოდ როცა უფალს შეიცნობ შენ თავად ტოვებ ყველაფერს იმას რა არ მოწონს უფალს, ეს არის სიყვარული მისდამი ანუ ორმაგი სიყვარულია რომელიც არ არის ეგოისტური და ყველა თავის სურვილზე არ ფიქრობს არამედ იმაზე როგორ ასიამოვნონ ერთმანეთს. მაგრამ პიკეტებით გაკეთებული საქმე მე არ მინახავს ამაში მართალი ხარ

ამიტომ ვამბობ რომ ბერვი რაღაც არის რომ არასოწრია ანუ ფაქტიურად ჯვაროსნებს არ ჩამოუვარდებიან ზოგჯერ და ისეთ რაღაცეებს აკეთებენ ინკიზიტორებს შეშურდებოდათ, ამას ვიძახი მორწმუნეებზე ,ნუ ვითომ მორწმუნეებზე თორემ ასეთს ძნელად თუ დაარქმევ მორწმუნეს, ან არიან ახალი მორწმუნეები მაგალითად როგროც პეტრემ ყური მოათალა მალქოლმს :D ნუ ასეც ხდება ხომე მაგრამ მოდის შემეცნება და ამას ქრისტიანი არასოდეს აკეთებს შემდეგ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ უფალთან ახლოს ვიქნები და ეს მოგვცემს სრულ ნეტარებას

 

ძალიან ზოგადია, სრული ნეტარება რას გულისხმობს, რომ არ ღელავ, არ დარდობ, არაფერი არ გაწუხებს და არავინ არ გაღელვებს? ისმის კითხვა, რანაირად უნდა ვიგრძნო თავი ნეტარად, თუ ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები დავუშვათ განსაცდელში არიან, ან შენი ახლობელი ან საყვარელი ადამიანი რაიმე ისეთ ცოდვას ჩაიდენს რომ ჯოჯოხეთში უნდა ამოყოს თავი, ნუთუ ეს ყველაფერი არ ამძიმებს შენს სულს თუნდაც უფლის გვერდით იყო, რამეთუ ადამიანებად სწორედ ერთმანეთზე ზრუნვა, დარდი, განცდების გაზიარება და სხვისი ტკივილის საკუთარ ტკივილად მოაზრება გვხდის. და კიდევ, საინტერესოა კონკრეტულად რას გვეუბნება რელიგიური ლიტერატურა, რანაიერი იქნება სამოთხე, ნეტარება გასაგებია, მაგრამ რას გავაკეთებთ იქ, ბოლობოლო მარადიულობაა და სამოთხე სწორად ცხოვრების ჯილდოდ მოიაზრება, ამიტომ ნაკლებად წარმომიდგენია მარადიულოდ კუნძივით უმოქმედოდ, თუმცა ბედნიერი და ნეტარებით აღსავსე არსებობა. ანუ კითხვაა, რას მოიაზრებს ნეტარება და როგორ განმარტავს ან აღგვიწერს რელიგია იმქვეყნიურ ცხოვრებას, გარდა ამ ზოგადი თეზისებისა "ნეტარება", "ბედნიერება"... და ა.შ. ანუ უფრო კონკრეტულად

 

კიდევ ერთი რამ, სამოთხე მარადიულობას მოიაზრებს, ანუ მარადიულ ნეტარებას. ნეტარება კი ყოველგვარი ცუდის გარეშე მოიაზრება, ჩვენ კი კარგს მხოლოდ ცუდთან შედარებით ვაფასებთ, ცუდის გარეშე კარგიც ფასს კარგავს, მარადიული ნეტარება თუ მას ცუდი არ ახლავს უფასურდება და ნეტარებად აღარ მოიაზრება, და თუ ცუდი ფიგურირებს მაშინ ეს უკვე ნეტარება აღარაა. რატომ შექმნა ღმერთმა დღე და ღამე, რადგან ღამის სიმშვიდე დღის სარგებელს შევადაროთ და დავაფასოთ ორივე, ერთმანეთის შედარებით, მხოლოდ დღე რომ ყოფილიყო, ის იქნებოდა და ვერავინ დააფასებდა, ამას ადამიანი თავისთავად არსებულად მოიზრებდა, როგორც კარგ ამინდს ვაფასებთ ცივი ზამთრის შემდეგ.

 

ნეტარება, წარმოგიდგენიათ უკიდეგანო, მარადიული ნეტარება ყოველგვარი ცუდის გარეშე, წარმოგიდგენიათ რომ ცხვრებაში არაფერი არ ხდება ცუდი, ყველაფერი კარგადაა და იდეალურად, და ეს იდეალი მარადიულია, მარადიული გაუთავებელი უპრობლემობა და ნეტარება თავისებული სასჯელია, კი ცხადია არჩევანის წინაშე თუ დავდგები ჯოჯოხეთის ტანჯვებსა და ასეთ ტანჯვას შორის, სამოთხეს ვარჩევ :D მაგრამ არც ესაა იდეალური მოდელი, ალბათ ადამიანს არ შეუძლია ახსნას სამოთხის არსი, მისი გონება ვერ შეწვდება ამას და ამიტომ ჯობია ვთქვათ რომ უბრალოდ არ ვიცით რა იქნება იმქვეყნად, ვიდრე რაიმე ვარაუდებით ვისაუბროთ

 

 

 

საქმე რაშია იცით ადამიანი ვერ მოიქცევა კარგად ანუ ის უანგაროდ ვერ შეიყვარებს ან კიდევ თავის მტერს ან თუნდაც იმას ვინც მას შეურაცყოფას მიაყენებს ამას ღმერთის უმისოდ ვერ გააკეთებს

 

ვფიქრობ ძალიან დაბალი წარმოდგენა გაქვთ ადამიანებზე, ღმერთის რწმენა და უანგარო სიკეთის კეთება შესაძლოა ერთმანეთის გარეშეც, ის რომ ბუდისტი შენ ღმერთს არ აღიარებს, ეს არ ნიშნავს იმას რომ მასში სიკეთე არაა და მას არ შეუძლია თუნდაც მტრის სიყვარული.

 

ეს თეორია ფაშიზმს გავს, სადაც ნაცისტები თავის რასას ყველაზე მაღლა აყენებდნენ, რატომ გგონიათ რომ ქრისტიანს მეტი შეუძლია, რატომ არ შეიძლება ურჯულომ ან თუნდაც ათეისტმა იგივე ან უფრო მეტი გააკეთოს ვიდრე მორწმუნე ქრისტიანმა, ღმერთი ყოველ ადამიანშია და მას სიკეთეს უწოდებენ ხშირად, სიკეთე და კეთილი ადამიანის მცნება რწმენის არსებობის აუცილებლობას არ მოიაზრებს, თუმცა არც უმისობას გამორიცხავს, ამიტომ ვფიქრობ უპრიანი იქნებოდა არ გავკიცხოთ არც ურჯულონი და არც ათეისტები, ადამიანი ადამიანია, ზოგი კეთილია და ზოგი ბოროტი, და თუ სიმართლე არსებობს ყველას თავისი საქციელით უნდა მიეზღოს და არა რწმენით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...