Jump to content
Planeta.Ge

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?


Recommended Posts

რაც შეეხება განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებს პიროვნების განათლების დონესთან ამას კავშირი არ აქვს იმიტომ რომ სწავლა თუ არ გინდა ოქსფორდში რო დაგსვან არ ისწავლი და თუ განათლების მიღება გსურს ამას სასწავლებლის გარეშე დამოუკიდებლადაც შეძლებ. ღმერთის არსებობას იმიტომ უარჰყოფს მეცნიერი რომ მას უკვე ჰყავს თავისი ღმერთი სახელად მეცნიერება.

აქ გეთანხმები, ოღონდ ისიც დაგემატებინა ნიჭი თუ აქვსო და უფრო მართალი იქნებოდა.

ნიჭი კი ალბათ ღვთიური ჯილდოა რისი მიცემაც მას ადამიანზე შეუძლია.

 

ჰო მართლა დავით, მოიწყინე მგონი აზრის გარეშე)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 593
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

როცა ღმერთის არსებობის მტკიცებას ითხოვ, მაშინ არაა სოფიზმი ხომ? და როცა ღმერთის არ არსებობის მტკიცებას მოითხოვენ სოფიზმია?   სანტაკლაუსის რეალურობას ვინმე ამტკიცებდეს არ გამიგია ჯერ. :D

აზრი

მრავალი მორწმუნე ადამინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ისინი სამყაროს და რაც მასშია, ღვთის არსებობის უდაო მტკიცებად მიიჩნევენ. ის რომ მისი დანახვა არ შეგიძლია, ეს არც გამორიცხავს და არც იმ

აზრი

ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს:       ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლ

Morfius

ბევრისთვის სანატრელი იქნება რომ ჰალუცინაცია იყოს.

საკმაოდ საინტერესო და სავსებით დამაჯერებელი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რომ ზოგადად რელიგიისა და ღმერთების საფუძველი ჰალუცინოგენებიდან მოდის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო მართლა დავით, მოიწყინე მგონი აზრის გარეშე)))

პირველ რიგში გამარჯობა, არ მომიწყენია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეგ პიროვნება ჩემთვის მას შემდეგ რეებიც იკადრა ნულის ტოლიც აღარ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკმაოდ საინტერესო და სავსებით დამაჯერებელი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რომ ზოგადად რელიგიისა და ღმერთების საფუძველი ჰალუცინოგენებიდან მოდის

მერე გაგვაცანით ვის ეკუთვნის ეს მოსაზრება, თავად ამ მოსაზრების არსი, ვის სჯერა რომ ზებუნებრივის არსებობა მხოლოდ ჰალუცინაციაა და ასე შემდეგ. ჰალუცინაციას ხილვას უწოდებენ მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ჰალუცინაციის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ტვინის გარკვეული უბნის აღგზნება ან ფსიქიური აშლილობა, ხოლო ხილვა სრულიად ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგ ლოგიკით კი ბიბლიის წიგნები გიჟებისა და დაბოლილების დაწერილი გამოდის და ვერც ერთ წინასწარმეტყველზე ამას ვერ იტყვი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიჭი კი ალბათ ღვთიური ჯილდოა

დავით მასეთი ჯილდო ყველას აქვს უბრალოდ განსხვავება ის არის რომ ზოგი ამ ჯილდოს კუთხეში მიაგდებს ხოლმე და არ იყენებს, გენიოსები აკვნიდან გენიოსები არ ყოფილან განათლება კი სწავლას მოაქვს, ამბიცია და ფანატიზმი კი ვითომ სწავლას და მერე ამ ვითომ ნასწავლით ამპარტავნობას, როგორც ეს ბევრს ემართება ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

მერე გაგვაცანით ვის ეკუთვნის ეს მოსაზრება, თავად ამ მოსაზრების არსი, ვის სჯერა რომ ზებუნებრივის არსებობა მხოლოდ ჰალუცინაციაა და ასე შემდეგ.

რა მნიშვნელობა აქვს ვისი მოსაზრებაა. მთავარი მისი ასრებობა და შინაარსია.

ჰალუცინაციას ხილვას უწოდებენ მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ჰალუცინაციის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ტვინის გარკვეული უბნის აღგზნება ან ფსიქიური აშლილობა, ხოლო ხილვა სრულიად ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს

დავაზუსტებ. მხოლოდ ჰალუცინაცია არ მიგულისხმია. არამედ აზროვნებისა და ცნობიერების ნებისმიერი შეცვლილი ფორმა. მათ შორის ტრანსი, ჰალუცინაცია, ხილვა, ძილი, სიზმარი და ა.შ.

Morfius

მაგ ლოგიკით კი ბიბლიის წიგნები გიჟებისა და დაბოლილების დაწერილი გამოდის

ზემო დაზუსტების შემდეგ აღარ გამოდის. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველ რიგში გამარჯობა, არ მომიწყენია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეგ პიროვნება ჩემთვის მას შემდეგ რეებიც იკადრა ნულის ტოლიც აღარ არის.

სალამი, სალამი... ეგ ნულიოს ტოლი კი არა, მინუსებშიც იყო მაგრად, თავს თუ ასე იფასებდა რეიტინგით თუ რა ჯანდაბა ქვია, პოზიტივით ავატარში ))

მეც გაბრაზებული ვარ, თემა დახურეს პოლიტიკაში აქ. ცალკე რუსებმა დახურეს თუ მე დამიხურეს არ ვიცი გეორგიან ტიმეში თემები კომენტარებისგან ))

ერთ ონლაინ თამაშს ვთამაშობდი ადრე ძალიან პოპულარულს რუსეთში და მსოფლიოში, გავანებე თავი რამოდენიმე თვეა, მაგრამ ფორუმზე მაინც შევდივარ, დამიგროვდა ნაცნობები და იქაც ვერთობი ხოლმე ))

ისე იქ საინტერესო რამ იყო, მაინტერესებდა რაღაც რაღაცეები ფსიქოლოგიის თვალსაზრისით და მოკლედ ვირტუალური სახელმწიფო იყო არაფრით გამორჩეული რეალურიდან. ინტრიგები, ერთგულება, ღალატი, ყველაფერი იყო და რაც მთავარია რუსები ბევრი, რომლებიც ერთ ქართველს ემორჩილებოდნენ და სტალინის ნოსტალგიაც გავუჩინე)))

მეორე ქართველიც იყო, ცრუპენტელა მაგარი? სულ მიშიკოს გავდა))) მოკლედ ის რა ხერხებს არ მიმართავდა, მარა არაფერი გამოუვიდა. დაენგრა ყველაფერი და მისი სახელმწიფო მისი ხალხიანად ჩავყლაპე)

მერე თამაშსაც თავი გავანებე, თორემ ძალიან დამღლელი იყო და ძალიან ბევრი დრო უნდოდა.

ჰოდა დავტოვე მემკვიდრე და გავედი პენსიაზე, გადავდექი)))

ხანდახან ვაკითხავ და ვგებულობ რა ხდება იქ))

ნუ ზოგჯერ ფეისბუქზე დავძრები)

ბავშვები თუ არ მიშლიან ხელს))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

ჰალუცინაციის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ტვინის გარკვეული უბნის აღგზნება

ტვინის აღგზნება მხოლოდ ჰალუცინოგენებით არაა შესაძლებელი. სულ მცირე სტანისლავ გროფის (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი) ჰოლოტროპული სუნთქვა შეგიძლიათ დასერჩოთ ინტერნეტში.

Edited by Anima Libera
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავით მასეთი ჯილდო ყველას აქვს უბრალოდ განსხვავება ის არის რომ ზოგი ამ ჯილდოს კუთხეში მიაგდებს ხოლმე და არ იყენებს, გენიოსები აკვნიდან გენიოსები არ ყოფილან განათლება კი სწავლას მოაქვს, ამბიცია და ფანატიზმი კი ვითომ სწავლას და მერე ამ ვითომ ნასწავლით ამპარტავნობას, როგორც ეს ბევრს ემართება ხოლმე.

ჰო რა თქმა უნდა, ნიჭის გამოყენებას ქვია ჭკუა, თორემ ისე ბიბლიოთეკა ჩაუდე თავში და გოოოგლესავით მარტო პასუხების ამოგდება შეეძლოს და მსჯელობა მასზე და გამოყენება არ შეეძლოს პრაქტიკულად, ჭკუა ვერ იქნება))

ეგ უკვე თვირთი უფროა ზოგისთვის))

და მაგდენი სიმზიმის ქაჩვას უმიზნოდ, თოხის მოქნევა ისწავლოს ის ჯობია)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

 

რა მნიშვნელობა აქვს ვისი მოსაზრებაა. მთავარი მისი ასრებობა და შინაარსია.

 

დავაზუსტებ. მხოლოდ ჰალუცინაცია არ მიგულისხმია. არამედ აზროვნებისა და ცნობიერების ნებისმიერი შეცვლილი ფორმა. მათ შორის ტრანსი, ჰალუცინაცია, ხილვა, ძილი, სიზმარი და ა.შ.

Morfius

 

ზემო დაზუსტების შემდეგ აღარ გამოდის. :)

მოსაზრება ვის ეკუთვნის ის მნიშვნელობა აქვს, რომ ერთი მეზობელი მყავს "ლოთი ამბერკა" უამრავი მოსაზრება ეკუთვნის მას, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად ავტორიტეტულია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მოსაზრება "ლოთ ამბერკას ეკუთვნის", რაც შეეხება ტრანსს, ჰალუცინაციას, სიზმარს და ასე შემდეგ ეს მოვლენები ჯერ არ არის ახსნილი ბოლომდე მეცნიერების მიერ, თუმცა ერთი ცხადია, ნებისმიერი ასეთი მდგომარეობის მისაღწევად საჭიროა ტვინის შესაბამისი უბნის აღგზნება ან პასიურ მდგომარეობაში მოყვანა.

ზემო დაზუსტებით კი ის მტკიცდება მხოლოდ რომ ადამიანი ხან ილუზიას ხედავს ხან რეალობას, ხოლო ეს რეალობა რომ ილუზიად იქნეს აღქმული ხომ ვთქვი ან გიჟი უნდა იყოს კაცი ანდა დაბოლილი.

 

ჰო რა თქმა უნდა, ნიჭის გამოყენებას ქვია ჭკუა, თორემ ისე ბიბლიოთეკა ჩაუდე თავში და გოოოგლესავით მარტო პასუხების ამოგდება შეეძლოს და მსჯელობა მასზე და გამოყენება არ შეეძლოს პრაქტიკულად, ჭკუა ვერ იქნება))

ეგ უკვე თვირთი უფროა ზოგისთვის))

და მაგდენი სიმზიმის ქაჩვას უმიზნოდ, თოხის მოქნევა ისწავლოს ის ჯობია)))

მსგავსი რამ სჭირთ ზუსტად რასელისტებს, დაგუგლავ კი არა და დარასელავ და უცბათ ამოგიყრის ბიბლიის სათავისოდ გადაკეთებულ მუხლებს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსაზრება ვის ეკუთვნის ის მნიშვნელობა აქვს, რომ ერთი მეზობელი მყავს "ლოთი ამბერკა" უამრავი მოსაზრება ეკუთვნის მას, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად ავტორიტეტულია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მოსაზრება "ლოთ ამბერკას ეკუთვნის", რაც შეეხება ტრანსს, ჰალუცინაციას, სიზმარს და ასე შემდეგ ეს მოვლენები ჯერ არ არის ახსნილი ბოლომდე მეცნიერების მიერ, თუმცა ერთი ცხადია, ნებისმიერი ასეთი მდგომარეობის მისაღწევად საჭიროა ტვინის შესაბამისი უბნის აღგზნება ან პასიურ მდგომარეობაში მოყვანა.

ზემო დაზუსტებით კი ის მტკიცდება მხოლოდ რომ ადამიანი ხან ილუზიას ხედავს ხან რეალობას, ხოლო ეს რეალობა რომ ილუზიად იქნეს აღქმული ხომ ვთქვი ან გიჟი უნდა იყოს კაცი ანდა დაბოლილი.

 

 

მსგავსი რამ სჭირთ ზუსტად რასელისტებს, დაგუგლავ კი არა და დარასელავ და უცბათ ამოგიყრის ბიბლიის სათავისოდ გადაკეთებულ მუხლებს :givi:

ეგაა ზოგი ამას ვერ აღიქვამს და როგორც საჭიროა ზოგჯერ, სადაა ილუზია და სად რეალობა...

თუმცა გიჟის არ იყოს საკითხავია ვინ არის გიჟიო ხო?

თქვენ რო ბევრი ხართო და ჩვენ ცოტა, არ ნიშნავს გიჟები ვართო)))

ისე მართლა ძალიან საინტერესო რამეა და რატომ ხდება ეგრე საინტერესოა.

მე დავკვირვებივარ ცხოვრებაში ადამიანებს და მქონია ურთიერთობა მათთან ვისაც სჰიზოფრენია სჭირდა და ვხედავდი როგორ სერიოზულობით ამტკიცებდენ რაღაცას, ხედავდენ, რასაც მე ვერ ვხედავდი.

სხვა არანაირად არ იქცეოდნენ გამორცეულად. უბრალოდ რაღაცას სხვანაირად ხედავდენ...

და მატ ამის სჯეროდათ.

მერე კი არ სჟეროდათ როცა მდგომარეობიდან გამოდიოდნენ რომ ასე რარაცას აკეტებდენ ან ამბობდენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

 

ტვინის აღგზნება მხოლოდ ჰალუცინოგენებით არაა შესაძლებელი. სულ მცირე სტანისლავ გროფის (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი) ჰოლოტროპული სუნთქვა შეგიძლიათ დასერჩოთ ინტერნეტში.

ტვინის აღგზნება ჩემზე უკეთ არა მგონია აქ ვინმემ იცოდეს როგორ შეიძლება :givi: ცუდად ნუ გამიგებ სხვა რამეს ვგულისხმობ, ანუ:

ტვინის ცალკეული უბნების აღგზნება შეიძლება:

1. სტიმულატორებით (ნარკოტიკი, ტანინი, კოფეინი)

2. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერების მიწოდების შეფერხებით.

3. ჭარბი ჟანგბადის მიწოდებით.

4. ტრავმით.

5 გარემო ეფექტებით (შიში, სიხარული, ემოცია, მწუხარება)

რაც შეეხება პოლოტროპულ სუნთქვას ეს არის პრანაიამას ერთ ერთი სახე, რომლის ერთი სიანსით და მრავალჭერადმა გამეორებამ შესაძლოა გამოიწვიოს უბნის იმპულსების დაბლოკვა ან გააქტიურება, რის შედეგადაც ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი ხდება რეალობასთან მიახლოვებული ხილული საგანი, მაგრამ ეს არის ილუზია და სხვა არაფერი, ასეთი ილუზიები კი რელიგიის წარმოშობასთან და ღვთის რწმენასთან არანაირ კავშირში არ არის, მარტივი მიზეზის გამო:

ილუზია ბიბლიას ვერ დაგაწერინებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავწვე სჯობს, თორემ ილუზიების მიზეზების ძიებაში ეგ ილუზიები არარ დამაზინებს მერე ))

მშვიდი ღამე/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

მოსაზრება ვის ეკუთვნის ის მნიშვნელობა აქვს, რომ ერთი მეზობელი მყავს "ლოთი ამბერკა" უამრავი მოსაზრება ეკუთვნის მას, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად ავტორიტეტულია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მოსაზრება "ლოთ ამბერკას ეკუთვნის"

მცდარი მიდგომაა. მოსაზრება მოსაზრებად რჩება (ან მცდარი ან სწორი) მიუხედავად იმისა, თუ ვინაა ავტორი. ახლა ლოთმა ამბერკას რომ მეათე საუკუნეში მოებოდიალებინა დედამიწა მრგვალიაო ხომ მართალი იქნებოდა?

პ.ს. ტერენს მაკენას ეკუთვნის მოსაზრება.

 

თუმცა ერთი ცხადია, ნებისმიერი ასეთი მდგომარეობის მისაღწევად საჭიროა ტვინის შესაბამისი უბნის აღგზნება ან პასიურ მდგომარეობაში მოყვანა.

ზემო დაზუსტებით კი ის მტკიცდება მხოლოდ რომ ადამიანი ხან ილუზიას ხედავს ხან რეალობას, ხოლო ეს რეალობა რომ ილუზიად იქნეს აღქმული ხომ ვთქვი ან გიჟი უნდა იყოს კაცი ანდა დაბოლილი.

როგორაა ცხადი, სიზმარს მხოლოდ გიჟები და დაბოლილები ხედავენ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...