Siknadmo Posted January 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2010 LuKa CerCvadze said: რატომ? რომ გითხრა სიცილით მოკვდები,ხო და მაგიტომ არ გეტყვი აზრი არ აქ უბრალოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 LuKa CerCvadze LuKa CerCvadze said: კიდევ ის მინდა ვთქვა რო უფალი იესო ქრისტეც რო ჩამოვიდეს და ატეისტს გამოეცხადოს ის ათეისტი იტყვის რო მეჩვენებაო ან ჰალუცინაციები დამეწყოვო.ასევე იტყვის ნებისმიერ სასწაულზე ეს უბრალოდ დამთხვევააო.ათეისტი მხოლოდ მაშინ მიხვდება ყველაფერს როცა სასწაული მოხდება და მას გონება გაუნათდება,ეხა აქ მყოფი ათეისტი დავას დამიწყებს მე გონება ისედაც განამინათდაო.მე არსად ვამტკიცებ ღმერთის არარსებობას. შენ კი ამტკიცებ მის არსებობას კვლავ იმ ერთადერთი არგუმენტით, რომლის სისუსტეც ვფიქრობ უკვე დადასტურებულია.კარგი, ათეისტები ასეთი ჯიუტები და თავისნათქვამები ვართ, მაგრამ სხვა რელიგიის მიმდევრებზე რას იტყვი? მათ რომ გამოეცხადოთ იესო, ისინი უარყოფენ თავიანთ რწმენას და ქრისტიანები გახდებიან?ან შენ რომ უცებ კრიშნა გამოგეცხადოს, კრიშნაიდი გახდები?იესო ერთხელ უკვე მოღვაწეობდა დედამიწაზე, მაგრამ მის თანამედროვეთა უმრავლესობამ რატომღაც არ იწამა მისი ღმერთის შვილობა (წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე უამრავი ისტორიული მასალა გვექნებოდა ნაცვლად ფლავიუსის ერთი საეჭვო ჩანაწერისა), ამ ფაქტის ანარეკლები უამრავია თვით ახალ აღთქმაში. მაგრამ ეს ხალხი ათეისტები არ იყვნენ, მათ იესოში დაინახეს ის ადამიანი, ვინც ის ჩემი აზრით სინამდვილეში იყო - ახალი რელიგიის გამავრცელებელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 აუ ერთ დროს მეც ათეისტი ვიყავი..2 არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო რატომ ვიწამე სამყაროს შემოქმედის არსებობა:1) ის, რომ მთელი სამყაროს სისტემა თავისით, ასეთი სიზუსტით, ასე გათვლილად ვერანაირად ვერ წარმოიქმნებოდა ერთო შემთხვევითი აფეთქების შედეგად.. და 2) ის რომ დედამიწაზე შავი და ბოროტი ენერგია არსებობს, ეს კიდევ უფრო მიმყარებს რწმენას რომ არსებობს ღმერთი ... იმიტომ რომ თუ არსებობს ბორიტი, უნდა არსებობდეს სიკეთეც.. მარტო სიბოროტე რომ იყოს, წაილეკებოდა ქვეყნიერება.. თუმცა საპიისპიროს არგუმენტებიც მაქვს.. უფრო სწორედ კითხვები ღმერთთან ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 pariz said: უფრო სწორედ კითხვები ღმერთთან ...აბა მაიტა, გისმენსერიოზულად. უკვე ძალიან კარგია, რომ ამას აფიქსირებ pariz said: მთელი სამყაროს სისტემა თავისით, ასეთი სიზუსტით, ასე გათვლილად ვერანაირად ვერ წარმოიქმნებოდა ერთო შემთხვევითი აფეთქების შედეგად.. pariz said: დედამიწაზე შავი და ბოროტი ენერგია არსებობს, ეს კიდევ უფრო მიმყარებს რწმენას რომ არსებობს ღმერთი ... იმიტომ რომ თუ არსებობს ბორიტი, უნდა არსებობდეს სიკეთეცარსებობს კიდევაც. რომ არ არსებობდეს და შენ მას ვერ აღიქვამდე,მაშინ არც ბოროტება იარსებებდა და არც ბოროტების აღქმა გექნებოდა.საქმე ისაა, რომ გარკვეული უკუღმართობის გამო, მორალისა და სულის შესახებ იმ მეცნიერებმა იმსჯელეს, რომელთა საბუნებისმეტყველო აზროვნება მიჯაჭვული იყო მატერიაზე.სამწუხაროდ, ამ ტიპის მეცნიერებმა ადამიანებს განუსაზღვრეს და დაუსაზღვრეს შემეცნების უნარი, და ეს დასაზღვრა ადამიანებმა "დაიჯერეს."სამწუხაროდ, ადამიანების ტვინების "დაბოლება"და მახეში გაბმა მოხდა საოცარი ოსტსტობით დაწნული ხლართით:1. რელიგიური მატერიალიზმით (ცოდნისა და რწმენის სრული გამიჯვნა,ადამიანის "გადაყვანა"გარე მატერიალურ რიტუალებში)2.მეცნიერული ცრურწმენით! (აგნოსტიციზმი,"საგანი თავისთავად") მეცნიერულმა ცრურწმენამ და რელიგიურმა მატერიალიზმმა ადამიანის ცნობიერება კარგა ხნით დააბოლეს და გააბითურესთუმცა გამოსავალი რა თქმაუნდა არის. თუკი ადამიანი ინებებს და გვერდზე გადადებს ყოველგვარ კერძო, პირად მოსაზრებას,აკვიატებულ იდეებსა და სიმპატიების გამო კოხტად მორგებულ მსოფლხედველობრივ "კრედოს" და მისთვის სათაყვანებელი ავტორიტეტებისადმი ბრმა დაჯერება-მიდევნებას.მაგრამ ადამიანი არის ზარმაცი, და ინერციას დანებებული. ჰოდა ეს ინერცია იმას უშვება რაც უნდა უქნას. უკვე უქნა. და კვლავაც უზამს.მაგრამ შედეგი იქნება ფრიად არასასაცილო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 nuaka სამყაროს ბოლომდე შეცნობა არავის ძალუძს, ეგ მართალია.. დარვინის თეორიას კი დაუნის თეორიას ვეძახი .. რელიგიაც რა არის? ხალხის სამართავი.. კომუნისტები ისე ბევრ კარგ რაღაცას აკეთებდნენ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 nuaka pariz said: მეცნიერულმა ცრურწმენამ და რელიგიურმა მატერიალიზმმა ადამიანის ცნობიერება კარგა ხნით დააბოლეს და გააბითურესმეცნიერულ ცრურწმენას რას ეძახი ეს ერთი?რელიგიური მატერიალიზმი რა, რაღა უბედურებაა? და რით გააბათილეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 nuaka რისი თქმა გინდა, რომ ადამიანის გონებას შეუძლია სინამდვილის სრული შეცნობა?კანტის მსოფლმხედველობას გულისხმობ მეცნიერულ ცრურწმენაში და რელიგიურ მატერიალიზმში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სლავიკა Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 სანამ ღმერთის არსებობაზე ვიმსჯელებთ, უნდა გავარკვიოთ ვარსებობთ რო ჩვენ საერთოდ??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 სლავიკა said: სანამ ღმერთის არსებობაზე ვიმსჯელებთ, უნდა გავარკვიოთ ვარსებობთ რო ჩვენ საერთოდ???ეს ყველაზე უეჭველი რამაა, როგორც დეკარტმა გაარკვია. ვაზროვნებ, ვარსებობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nefertiti Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 paolo said: ადამიანის გონებას შეუძლია სინამდვილის სრული შეცნობა? ნამდვილად, და ეგ ''რჩეულთა'' ხვედრია ამისთვის იმდენი მუშაობაა საჭირო საკუთარ თავზე, შეიძლება მთელი სიცოცხლეც კი მოანდომო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 Pariz pariz said: დარვინის თეორიას კი დაუნის თეორიას ვეძახი ..:DD მაგადია რა მაგადი.. რა უსუსურობაა ევოლუციის წინააღმდეგ, არანაირი არგუმენტი, მაქსიმალური შეურაცხყოფა ამ თეორიის. :DD http://azrebi.ge/index.php?m=2&newsid=19 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 (edited) Nefertiti said: ნამდვილად, და ეგ ''რჩეულთა'' ხვედრია ამისთვის იმდენი მუშაობაა საჭირო საკუთარ თავზე, შეიძლება მთელი სიცოცხლეც კი მოანდომო... Nefertiti ვინ ნახე ასეთი რჩეული??? არ არსებობს, ადამიანი ვერასოდეს ვერ ჩაწვდება სამყაროს სიღრმეებს ბოლომდე ამომწურავად... თუ ვინმემ არ უთხრა ზებუნებრივმა.. კაცობრიობა მთელი თავისი არსებობა ამოუცნობის და ცოდნის ძიებაშია.. ცნობილი ფიზიკოსი, ფრიმან დაისონი ამბობდა რომ " მეცნიერება და რელიგია, ეს არის ორი ფანჯარა, სიდანაც ადამიანები იყურებიან იმ იმედით რომ ამოიცნობენ ჩვენს უსასრულო სამყაროს.. შეიძლება ზუსტად ვერ დავწერე, მაგრამ ეგ არის აზრი ... Edited January 14, 2010 by Pariz Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 Nukriko თან ვუსმენ დარვინზე სადღაც ყური მაქვს მოყრული, და აღარ მახსოვს, ერთხელ ვუყურებდი გადაცემას, მაგიშ შვილიშვილი ყვებოდა დარვინზე და ალბათ მაქედან მახსოვს.. მოკლედ, რისი თქმა მინდა, რომ, თურმე იმ დროინდელ მთავრობას აწყობდა ეგ თეორია, და მაგიტომ შეუწყეს ხელი მის პოპულარიზაციას .., და გაიხსენეთ კომუნიეტებიც.. არანაირი რელიგია, მხოლოდ დარვინის თეორია ისწავლებოდა სკოლებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 Nukriko said: http://azrebi.ge/index.php?m=2&newsid=19 :maladec: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 Pariz pariz said: სადღაც ყური მაქვს მოყრული, და აღარ მახსოვს, ერთხელ ვუყურებდი გადაცემას, მაგიშ შვილიშვილი ყვებოდა დარვინზე და ალბათ მაქედან მახსოვს.. მოკლედ, რისი თქმა მინდა, რომ, თურმე იმ დროინდელ მთავრობას აწყობდა ეგ თეორია, და მაგიტომ შეუწყეს ხელი მის პოპულარიზაციას .., და გაიხსენეთ კომუნიეტებიც.. არანაირი რელიგია, მხოლოდ დარვინის თეორია ისწავლებოდა სკოლებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში..ესე ყურმოკვრით რომ იცი, ამიტომ არის ამხელა ბარგი. ;) ევოლუციის თეორია არის მეცნიერული თეორია, რელიგია კი თავისთავად მეცნიერება არ არის, ის სულ სხბვა ირაციონალურ სფეროს განეკუთვნება. მეცნიერები ვერ ასწავლიან მომავალ მეცნ9იერებს, არამეცნიერულ თეორიებს, მეცნიერებმა უნდა ასწავლონ მეცნიერება, შესაბამისდად, მოითხოვო მეცნიერისგან, რომ იმან ასწავლოს არამეცნიერული თეორია არის აბსურდი. რაც შეეხება ევცოლუციის თეორიის სკოლაში სწავლას, XX-საუკუნის 20-იანმ წლებში დარვინის თეორია რომ ასწავლა მასწავლებელმა ბავშვებს, მთელი სასამართლო მოუწყეს. ამის გარდა, მე სკოლაშI არ მისწავლია დარვინის თეორია, მარა ზატო მყავდა რელიგიის მასწავლებლები, რომლებიც სრული სერიოზულლობით მეუბნებოდნენ რომ 1999 წელი არის აპოკალიფსის წერი რადგან სამ 999 რომ ამოატრიალებ გამოდის 666 :DD დეგენერატიზაცია მიდიოდა სკოლების, ალბათ ეხლა ცოტა უკეთესია ამ მხრივ, ეს ნაგიჯრები იმედია გააგდეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.