Jump to content
Planeta.Ge

რატომ ეწოდება იესოს ღვთის ძე?


Recommended Posts

სამაგიეროდ თომამ უწოდა ღმერთი.

 

მოსესაც ეწოდება ღმერთი და ადამიანებსაც, ღმერთებად ვაქციოთ? :) :)

 

იეჰოვას მოწმეა :)

 

Student

 

გაფრთიხლებ რომ ჩემს შესახებ დეზინფორმაცია აღად დაწერო! შენ მუსლიმი ხარ და ეს კარგად ვიცი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 64
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ღმერთი მომცველობითი გაგებაა...

 

თავად იასო ბრძანებს - მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული...

 

თავად ღმერთი სამწევრიანი ერთი მთლიანი არსია ყოვლისა - მამა, ძე და სულიწმიდა, თავისი ჰიპოსტასიური ფუნქციურობით...

 

წმიდა სამების იდენტური ადამიანში შეიძლება მივიჩნიოთ გონი, ლოგოსი და მოქმედება ანუ - აზრი, სიტყვა და ქმედება!

 

აზრი, ანუ გონი, იდეა, გლობალური გაგებით არის უზენაესი გონი, სიტყვა კი, ბგერითი რეზონანსი, სიხშირე, რომელიც გამოიწვია აზრმა, ხოლო მოქმედება კი, არეალი და არეალის კანონზომიერება, რომელშიც იდეისგან წამოსული სიტყვა რეალიზდა...

 

მამა - იდეა

ძე - იდეიდან გამოსული სიტყვა

სული წმიდა - იდეის სიტყვით რეალიზაცია

 

ამიტომაა, რომ მამა ღმერთისგან გამოსული ლოგოსი დედა ღმერთში, სული წმიდაში იღვრება გრაალის თასის სიმბოლიკით და წარმოადგენს წმინდა სამების ერთ მთლიანობას...

 

ისევე, როგორც აზრი სიტყვაც და ქმედებაც 1 ადამიანია, ასევე ღმერთიც ერთია - მამის, ძის და სულიწმიდის სახით...

Edited by ierofant
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთი მომცველობითი გაგებაა...

ierofant

 

ეგ თქვენ გგონიათ მასე, და რადგან თქვენ გგონიათ მასე, ეგ არ ნიშნავს რომ სინამდვილეში მასეა. :D

 

თავად იასო ბრძანებს

როცა წერთ რაიმეს, "ამბობს იესო" ან "ამას ამბობს ბიბლია", ციტირება გააკეთეთ ხოლმე და მიუწერეთ ბიბლიის მუხლი რომ ადამიანებმა იცოდნენ რა გაქვთ გულში. ამირანი გულში მღეროდაო ხომ გაგიგიათ. :D

 

თავად ღმერთი სამწევრიანი ერთი მთლიანი არსია ყოვლისა - მამა, ძე და სულიწმიდა, თავისი ჰიპოსტასიური ფუნქციურობით...

მსგავსი რამ, ბიბლიაში არ წერია. ეგ არის ეკლესიის შეთხზული ალოგიკური დოგმატიკა, რომელიც თავის სათავეს, წარმართული რელიგიებიდან და ბერძნული ფილოსოფიიდან იღებს.

 

წმიდა სამების იდენტური ადამიანში შეიძლება მივიჩნიოთ გონი, ლოგოსი და მოქმედება ანუ - აზრი, სიტყვა და ქმედება!

თქვენი მოყვანილი შედარება არაადეკვატური, უხეში, არაბიბლიეურია, რომელზეც კომენტარის გაკეებაც კი არ ღირს. :D ადამიანის აზრი, ან სიტყვა, ან მოქმედება პიროვნებას არ წარმოადგენს. თქვენ კი ამბობთ, რომ სამების თითოეული წევრი პიროვნებააო. ამიტომ, მოყვანილი მაგალითი, უბრალოდ არაადეკვატურია და უადგილო. ჩემ მოკლე კომენტარი, თქვენ მიერ მოყვანილ დანარჩენ არაადეკვატურ შედარებებსაც ეხება, ასე რომ ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები. :givi:

 

 

სინამდვილეში, იესო არის ღვთის ძე და არა წარმართული ღვთაება სამების მეორე ან მესამე ჰიპოსტასი (პირი). არც იესო, არც მისი მოწაფეები, არ ასწავლიდნენ მსგავს არაბიბლიურ წარმართულ დოქტრინებს. არც სიტყვა "სამება" გვხვდება ბიბლიაში. არც IV-საუკუნებმედი ბიბლიის კომენტარები ქადაგებდნენ სამსახოვან ღვთაზებას. უბრალოდ რომ ვთქვათ, ბიბლიაში არაა წარმართული ღვთაება "სამების" ადგილი.

 

იესო თავის მამას უწოდებს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". ვინც სიტყვა "ერთადერთის" მნიშვნელობა იცის, მისთვის ნათელია, რომ წარმართული ღვთაება "სამება", არაქრისტიანული და არა ბიბლიური დოქტრინაა.

 

მოციქული პეტრე, გასაგებად ამბობს იესოზე რომ ის "ღვთის ძეა" (მათე 16:16) და არა წარმართული ღვთაება "სამების" მეორე ან მესამე ჰიპოსტასი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ რას ფიქრობთ, ვინ იყო იესო სინამდვილეში, ღმერთი თუ ღვთის ძე?

 

მე პირადად ვიხრები იმ მოსაზრებისკენ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთიც და კაციც, ანუ იესო ქრისტე ღმერთკაცია.

ამ მოსაზრებას ვაფუძნებ ნათელ ლოგიკაზე:

ადამიანის შვილი არის ადამიანი.

ლომის შვილი არის ლომი.

და ასე, ნებისმიერი რამ შობს თავის ანალოგს.

ჰოდა ვითომ რატომ უნდა იყოს ერთი გამონაკლისი ამ წესიდან?

შესაბამისად ლოგიკისა, იესო ქრისტე არის ღმერთკაცი, ანუ ღმერთი და ადამიანი, ვინაიდან ის არის ღმერთის და ადამიანის შვილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

თქვენ რას ფიქრობთ, ვინ იყო იესო ქრისტე, ღმერთი თუ ღვთის ძე? .

 

ჩვენი პლანეტა – დედამიწა, მაგნიტური და გრავიტაციული ველი სამი რამაა, თუ ერთი?

სამიც არის და ერთიც ხომ!

თან ერთი უფროა, ვიდრე სამი ხომ!

ანუ საბოლოო ჯამში ერთია, მათი გაყოფა ხომ შეუძლებელია.

თუმცა ამავე დროს სამივეს თავისი მოქმედების სხვადასხვა სფერო აქვს.

და თუკი მატერიალური სხეული შეიძლება იყოს სამება, რატომ არ შეიძლება ასეთი იყოს ღმერთი.

რა არის აქ გაუგებარი!

 

ასე რომ, იესო ქრისტე ღმერთიც არის, ღვთის ძეც და პლუს კიდევ ადამიანის ძეც.

 

 

აზრი

სიკვდილის წინ, მილურსმული რომ იყო ავაზაკებთან ერთად, ვის ევედრებოდა იესო სიტყვებით: 'მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ'-ო?

ან მარიამს რომ ეუბნებოდა 'მე ავდივარ ჩემ ღმერთთან და თქვენს ღმერთთან'-ო, თავის თავს გულისხმობდა?

 

აქ იესო უნდა განვიხილოთ როგორც ადამიანი.

სახარებაში იესო ქრისტე მოქმედებს ხან როგორც ადამიანი, ხან როგორც ღმერთი. ის ხომ ორივე ერთად იყო, რამეთუ იყო ღვთის და ადამიანის შვილიც. ეს ფაქტი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ და გაუგებარი არაფერი იქნება.

 

 

აზრი

თუ მამამისია ღმერთი, რაღატომ ამბობ რომ ღვთის ძე ღმერთია.

წინადადება არასწორადაა გამოთქმული. სწორად კი ითქმის ასე: მამასისიც ღმერთია და ღვთის ძეც ღმერთია. და ეს ორი რომ ერთი ღმერთია, ამის შესახებ იხილე ზედა მსჯელობა.

 

ქრისტიანულ სახელმძღვანელოში - ბიბლიაში - მას ეწოდება ღვთის ძე.

არა მარტო ასე, არამედ იესო ბიბლიაში სხვა სახელითაც, ძე კაცისად მოიხსენიება:

6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში(მათეს სახარება.თავი მეცხრე).

 

 

აზრი

ჩემი აზრი ამ საკითხზე ისეთივეა, როგორიც იესოს პირველ მიმდევრებს ჰქონდათ. მაგალითად, იესოს მოწაფეთაგან ერთერთი პირველთაგანი იყო პეტრე მოციქული, რომელმაც იესოს ღვთის ძე უწოდა და არა თავად ღმერთი.

ამ შემთხვევას რომ ააბსოლუტურებ, სხვა შემთხვევებს კი არა, ვითომ რატომაო?

28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (იოანეს სახარება.თავი მეოცე)

იესოს ეუბნება თომა ხომ?

რავა, პეტრეს სიტყვაა სიტყვაა და თომასი არა?

 

 

აზრი

მოსესაც ეწოდება ღმერთი და ადამიანებსაც, ღმერთებად ვაქციოთ?

იესო თავის თავს ძე კაცისას უწოდებს. რატომ აქვს თქვენთვის პეტრეს ნათქვამს საბოლოო ჭეშმარიტების პრეტენზია, თომას ნათქვამს კი და თვით იესოს ნათქვამს კი არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ჩვენი პლანეტა – დედამიწა, მაგნიტური და გრავიტაციული ველი სამი რამაა, თუ ერთი?

სამიც არის და ერთიც ხომ!

თან ერთი უფროა, ვიდრე სამი ხომ!

ანუ საბოლოო ჯამში ერთია, მათი გაყოფა ხომ შეუძლებელია. თუმცა ამავე დროს სამივეს თავისი მოქმედების სხვადასხვა სფე რო აქვს.და თუკი მატერიალური სხეული შეიძლება იყოს სამება, რატომ არ შეიძლება ასეთი იყოს ღმერთი.

რა არის აქ გაუგებარი!

პლატონი გამარჯობა :)

 

პლანეტა დედამიწა მხოლოდ მაგნიტური და გრავიტაციული ველია არაა. შედარება მთლად კარგი ვერ გამოგივიდა. ამასთან ერთად, გაუგებარია-თქო არ ვაბობ. სამებაზე გარკვევით დავწერე, რომ მას თქვენთვითონ, ვინც სამებას ეთაყვანებით როგორ ღმერთს, ამბობთ რომ ის საიდუმლოა, მიუწვდომელ-ჩაუწვდომელი. გრავიტაციის, დედამიწის და ატმოსფეროს მაგალითები, ვერ გამოდგება ქრისტიანობამდელი წარმართული ფილოსოფიის ბიბლიურ სწავლებად გასაღებაში.

 

 

ასე რომ, იესო ქრისტე ღმერთიც არის, ღვთის ძეც და პლუს კიდევ ადამიანის ძეც.

როგორც ბიბლია იუწყება, იესო ქრისტე არის ღვთის ძე და არა თავად ის ღმერთი, რომელმაც ის დედამიწაზე გამოგზავნა გარკვეული მისიით და რომელსაც იესო ქრისტე თავის ღმერთს უწოდებდა. რატომ ურევთ ღვთის ძეს მერთთან? იესო თავის ღმერთს, "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს" უწოდებდა. წაიკითხე იოანეს სახარების 17:1-3. ის ვინც ერთადერთი ღმერთია, სინამდვილეში ერთადერთია და არა რამოდენიმე. თუ სიტყვა "ერთადერთს" მართლმადიდებლები არასწორად იგებთ, ეგ ბიბლიის ბრალი ნამდვილად არ არის.

 

 

აქ იესო უნდა განვიხილოთ როგორც ადამიანი.

იესო ისე უნდა განვიხილოთ, როგორც ბიბლია წარმოგვიდგენს მას და არა ისე, რომ საკუთარ რელიგიურ მოსაზრებებს მოვარგოთ ბიბლიის სწავლებები.

 

 

სახარებაში იესო ქრისტე მოქმედებს ხან როგორც ადამიანი, ხან როგორც ღმერთი.

სიცრუეა. თუ კი მსგავს რამეს განაცხადებ, დასაბუთებად უნდა შეგეძლოს.

 

 

ის ხომ ორივე ერთად იყო, რამეთუ იყო ღვთის და ადამიანის შვილიც. ეს ფაქტი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ და გაუგებარი არაფერი იქნება.

ის რომ იესოს მამა იყო ღმერთი და დედა ადამიანი, არ ხდის იესოს ყოვლისშემძლე ღმერთად. იესო იყო ღვთის ძე, ისევე როგორც მისი სხვა ძეები. ღმერთმა თავისი პირველი შვილი, ანუ პირმშო, ადამიანად მოავლინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღვთის ძე, რომელიც ზეცაში ღვთის "სიტყვად" მსახურობდა, გახდა ადამიანი. იოანეს 1:14-ში სწორედ ამაზეა საუბარი: "ამგვარად, სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება".

 

 

წინადადება არასწორადაა გამოთქმული. სწორად კი ითქმის ასე: მამასისიც ღმერთია და ღვთის ძეც ღმერთია. და ეს ორი რომ ერთი ღმერთია, ამის შესახებ იხილე ზედა მსჯელობა.

მსგავსი განაცხადი არც იესოს გაუკეთებია, არც მის მიმდევრებს და არც ბიბლიაში არ წერია არსად. ასე რომ, თქვენი განაცხადის მხარდამჭერი ბიბლიური არგუმენტ თუ ვერ მოიყვანთ, თქვენი განაცხადი, მხოლოდ განაცხადად დარჩება, რომელიც ბიბლიის სწავლებას არ შეესაბამება.

 

არა მარტო ასე, არამედ იესო ბიბლიაში სხვა სახელითაც, ძე კაცისად მოიხსენიება:

6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში(მათეს სახარება.თავი მეცხრე).

აზრი

ცხადია ძე კაცისადაც იქნება მოხსენიებული იესო, რადგან, ის ადამიანისგან დაიბადა. ამიტომ ღვთის მიერ ზეციდან მოვლენილი ძე, კაცის ძედ იმიტომაა მოხსენიებული რომ ადამიანისგან დაიბადა ადამიანად. ამრიგად, იმაზე აპელირება, რომ იესოს ცაცის ძე ეწოდებაბიბლიაში, საკმარის არგუმენტად ვერ გამოდგება რომ ის ღმერთს გაუთანასწოროთ და ღმერთად გამოაცხადოთ.

 

ამ შემთხვევას რომ ააბსოლუტურებ, სხვა შემთხვევებს კი არა, ვითომ რატომაო?

ყველა შემთხვევას მხედველობაში ვიღებ და არანაირად არ ვცდილობ, ისეთი დასკვნები გავაკეთო, რის საფუძველსაც ბიბლია არ იძლევა. ესაა და ეს.

 

 

28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (იოანეს სახარება.თავი მეოცე)

იესოს ეუბნება თომა ხომ?

რავა, პეტრეს სიტყვაა სიტყვაა და თომასი არა?

 

პლატონი, საინტერესო ადგილია, მაგრამ უნდა გაგაწბილო, რადგან როცა ადამიანები, ზეციდან მოვლენილ ღვთის ძეებს, ანუ ანგელოზებს, იხილავდნენ, ამბბდნენ ღმერთი ვიხილეთო. მიუხედავად ამისა, ისინი, არასოდეს მიიჩნევდნენ ზეციდან მოვლენილ ღვთის წარმომადგენლებს პირდაპირი გაგებით ღმერთად. იესოს შემთხვევაშიც ანალოგიურადაა საქმე. ამრიგად, მოდი ნუ ამოგლეჯ ერთ რომელიმე მონაკვეთს რომ არაბიბლიური ეკლესიური დოგმატები ბიბლიურ სწავლებად გაასაღო. პირიქით, მხედველობაში მიიღე ბიბლიის სხვა მონაკვეთებიც, რომ სწორი აზრი და სწორი დაასკვნა გამოიტანო და გაუგებრობაში არ აღმოჩნდე. აი მოვიყვან მაგალითს ბიბლიიდან, როცა ღვთის წარმომადგენელი ანგელოზი იხილეს ადამიანებმა და თქვეს, ღმერთი ვიხილეთო (ციტატას მოვიყვან თქვენივე ეკლესიის თარგმანიდან):

 

"და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას".

 

ამის მხილველები იყვნენ მანოახი და მისმა ცოლი. მანოახმა თავის ცოლს უთხრა:

 

"სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ". (მსაჯულთა 13:20-22). აი თქვენი ეკლესიის ბიბლია და წაიკითხე რომ ასეა როგორც დავაციტირე: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/msaj11-15.htm

 

თუ თქვენ მსჯელობას მივყვებით, გამოდის რომ ვისზეც ღვთის მორწმუნე ადამიანები წარსულში ამბობდნენ ღმერთი ვიხილეთო, ერთპიროვნულ ღმერთს შევმატოთ და საბოლოოდ რას მივიღებთ? სამებას კი არა, "სამება" აყვანილ 30-თე ხარისხში მივიღებთ.

 

იესო თავის თავს ძე კაცისას უწოდებს. რატომ აქვს თქვენთვის პეტრეს ნათქვამს საბოლოო ჭეშმარიტების პრეტენზია, თომას ნათქვამს კი და თვით იესოს ნათქვამს კი არა?

 

როგორც ზემოთა კომენტარში დავასაბუთე ბიბლიიდან, ადამიანები ღვთის წარმომადგენლებს ღმერთს უწოდებდნენ და ამბობდნენ 'ღმერთი ვიხილეთო'. ანალოგიურად მოხდა თომას შემთხვევაშიც. მაგრამ როცა პეტრე იესოზე ამბობს რომ ის 'ცოცხალი ღვთის ძეა' (მათე 16:16), პეტრეს სიტყვები გამონაკლისი არაა. იესოს წმინდა წერილებში ღვთის ძე ეწოდება (და არა სამების მეორე ჰიპოსტასი და მამის თანასწორი სამება), რომელსაც თავისი ღმერთი ჰყავს, ვისაც თაყვანს ემსახურება და ემორჩილება.

 

ბიბლიის თანახმად ღმერთი სხვაა და ღვთის ძე კი სხვა. ის ვინც ღმერთს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს უწოდებს", მას ვერ დავაბრალებთ რომ თავად არის ღმერთი. იესომ თავის მამას, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი" უწოდა. წაიკითხე იოანეს 17:3.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

გაუგებარია-თქო არ ვაბობ. სამებაზე გარკვევით დავწერე, რომ მას თქვენთვითონ, ვინც სამებას ეთაყვანებით როგორ ღმერთს, ამბობთ რომ ის საიდუმლოა, მიუწვდომელ-ჩაუწვდომელი.

 

აზრს სალამი!

 

სხვა თემაში თქვენდამი მოძღვნილ პასუხში მოგახსენეთ რომ მართლმადიდებელი არ ვარ, და არც სხვა ვინმე, უბრალოდ ფილოსოფოსი ვარ. შესაბამისად სამებას არ ვეთაყვანები. მე ასე მესმის იესო: თვით ღმერთი მარიამის მეშვეობით ღვთის სულით და ადამიანის სხეულით მოევლინა დედამიწას. ჩემი აზრით იესო ქრისტე არის ერთდროულად მამაც, ძეც და სული წმინდაც, ანუ იესო ქრისტე არის წმინდა სამება. ანუ იესო ქრისტეში ეს სამი ერთია. თქვენ არ მოგწონთ ეს შედარება, მაგრამ მე მომწონს: როგორც ადამიანში ერთია სხეული, აზროვნება და ლაპარაკი. რატომაა ვითომ ეს უხეში მაგალითი, როგორც თქვენ მოიხსენიებთ: განა ადამიანის ეს სამი თვისება, მოქმედებდეს სხეულით, სიტყვით თუ აზრით გარკვეულწილად დამოუკიდებელი არაა. საბოლოოდ საქმე კი სამებაში კი არ არის, არამედ იესო ქრისტეს რაობაშია. სამების დოგმატი მხოლოდ იმიტომ იქნა მიღებული, რომ იესო ქრისტეს ღმერთობა ეღიარებინათ. მე პირადად სულაც არ ვთვლი სამებას რაღაც მიუწვდომელ და ჩაუწვდომელ რამედ, არამედ სრულიად გასაგებად განვიხილავ მას. რაც შეეხება წარმართულ დროში არსებულ სამებებს, რომლებიც მოცემულია ეგვიპტურ, ბერძნულ თუ ინდუისტურ მსოფლმხედველობებში, ჩემთვის ეს ფაქტი სწორედაც რომ ადასტურებს ღმერთის სამების ფაქტს, მაგრამ არა გაუგებარი და ჩაუწვდომელი სამებისას, არამედ გასაგებისა.

თქვენ საბოლოო ჯამში ეყრდნობით ბიბლიას, ბიბლიას და მხოლოდ ბიბლიას და თვლით რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ბიბლიაშია მოცემული. მე ასე არ ვფიქრობ. ჭეშმარიტება სხვადასხვა ფორმით და აზრით მოცემულია არა მარტო ბიბლიაში, არამედ მთელ რიგ სხვა რელიგიებსა და ფილოსოფიებშიც. სხვადასხვა რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრებები ჩემთვის ერთმანეთს კი არ უარყოფენ, არამედ სხვადასხვანაირად განიხილავენ და წარმოაჩენენ ერთი და იგივე ჭეშმარიტებას.

 

თქვენ თვლით რომ ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტი წიგნია. რატომ თვლით ასე? რას ეფუძნება თქვენი ასეთი აზრი? განა ცოტა რამაა საინტერესო და ჭეშმარიტი მაგალითად პლატონში. ან სხვა ფილოსოფოსები განა ცოტა რამეს იძახიან ჭეშმარიტს? ასე ხელაღებით ბიბლიის გარდა ყველა დანარჩენის ისტორიის სანაგვეზე მოსროლა მე არ მომწონს. საინტერესოა თუ იცნობთ პლატონის, კანტის, შოპენჰაუერის, სვედენბორგის, სარტრის, კამიუს თუ სხვა თვალსაჩინო მოაზროვნეების თხზულებებს და თუ იცნობთ რას ფიქრობთ მათზე, რავა მთლად აფრენდნენ ეგენი? ჰა? :D:

Edited by პლატონი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა პლატონი :D

 

გასაგებია რომ ამბობთ მართლმადიდებელი არ ვარო, მაგრამ, ის რასკენაც თქვენ იხრებით და ეთანხმებით, არის მართლმადიდებლების შექმნილი სწავლება და არა ბიბლიური სწავლება. მცირე მაგალიტები და კონკრეტული მონაკვეთებით წინა პოსტებში შევეცადე დამენახვებინა რომ ბიბლიაში ჩაწერილი სხვაა, და მართლმადიდებელთა დოგმატური დოქტრინები კი სრულიად სხვა. თქვენ ფიქრობთ რომ "იესო ქრისტე არის ერთდროულად მამაც, ძეც და სული წმინდაც, ანუ იესო ქრისტე არის წმინდა სამება" და თქვენივე პოსტში (გვერდით თემაში სადაც "სამებაზე" საუბრობდით) აღიარეთ რომ დარწმუნებული არ ხართ ამ ყოველივეში, უბრალოდ სამებისკენ ვიხრებიო.

ამავდროს ამბობთ, რომ სულაც არ მიიჩნევთ სამებას მიუწვდომელს და გაუგებარს. მაგრამ როცა კონკრეტულად მიდგება საკითხი მის დეტალურ გაანალიზებაზე და ლოგიკურ მსჯელობაზე, თქვენც და სხვებიც, დაახლოებით ასეთ რამეს ამბობთ, რომ ეს როგორაა არ ვიციო. საბულოო ჯამში სამების მომხრეებსაც კი ვერ გაუგიათ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ღმერთი საკუთარ თავს ეუბნებოდეს მიშველეო, რად მიმატოვეო, შენი ნება იყოს და არა ჩემიო, ზოგი რამ არ ვიცი და ზოგი რამ ვიციო და ა.შ.

 

თქვენ წერთ: "თქვენ თვლით რომ ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტი წიგნია. რატომ თვლით ასე? რას ეფუძნება თქვენი ასეთი აზრი?"

 

ბევრი რომ არ გამიგრძელზდეს ამ შეკითხვებზე პასუხი გაცემა მოკლედ გეტყვით, თუ რას ეფუძნება ჩემი ასეთი თვალსაზრისი. ჩემი თვალსაზრისი არ არის ჩემი პირადი მოსაზრება რომელიც ვინმე "ფილოსოფოსის" ან "ფილოსოფოსების" მჭერმეტყველებაზე იყოს დაშენებული. ჩემი თვალსაზრისი თვით ბიბლიაზე და ქრისტიანობის ფუძემდებლის, იესო ქრისტეს სიტყვებს ეფუძნება, რადგან იესომ ღვთის სიტყვას (რომელიც გახლავთ ბიბლია) უწოდა "ჭეშმარიტება": "შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა" - იოანეს სახარება. ამრიგად, როდესაც ქრისტიანულ სწავლებებზე ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ, ჩვენი მსჯელობისა და დასკვნების წყაროს უნდა წარმოადგენდეს ბიბლია და ის, რასაც ქრისტიანობის ფუემდებელი ასწავლიდა და არა IV საუკუნის შემდეგ შეთხზულ დოგმატურ დოქტრინებს, რომლებიც წარმართულ ფილოსოფიურ მჭერმეტყველობაში იღებს თავის სათავეს. ცხადია, თქვენი პირადი საქმეა თქვენს მოსაზრებებს და ბიბლიურ სწავლებებს წარმართულ ფილოდოფიურ ჭრილში განიხილავთ და განმარტავთ თუ უშუალოდ ბიბლიით. ეს თითოეული ადამიანის პირად საქმეს წარმოადგენს. უბრალოდ, როცა თვალსაზრისის სისწორეზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია რომ ჩვენი თუ ნებისმიერ ფილოსოფოსის, პლატონი იქნება ის, კანტი, შოპენჰაუერი, სვედენბორგი, სარტრი, კამიუსი, სპინოზა თუ სხვა მოაზროვნეების თხზულებები, ნებისმიერ თვალსაზრისი ჰარმონიაში უნდა იყოს იმასთან, რასაც ქრისტიანები ასწავლიდნენ I საუკუნეში და რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი. სხვა მხრივ კი, ფილოსოფიური თხზულებები თუ მოსაზრებები ცხადია საინტერესო და შემეცნებითია სხვა ველაფერთან ერთას. იმაში რაშიც მე ვერ გეთანხმებით არის მარტივად გასაგები: თქვენი რელიგიური შეხედულებები არ ემყარება და არ არის იმასთან თანხმობაში, რასაც ბიბლია ასწავლის, ანუ იმასთან რასაც იესო ქრისტეს მოწაფეები ასწავლიდნენ. ამრიგად, ნებისმიერი რელიგიური შეხედულებები, რომლებიც ქრისტიანულ სწავლებებს ეხება უნდა ეთანხმებოდეს იმას, რასაც ქრისტეს მოწაფეები ასწავლიდნენ. სხვა შემთხვევაში, ის ვერ იქნება ქრისტიანული სწავლება. პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ ზოგის მისამართით დაწერა: "მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ, დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი" ნათქვამია ქრისტიანულ წიგნში ბიბლიაში, კერძოთ კი, ახალი აღთქმის წიგნ გალატელთა 1:6-8 მუხლებში.

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, სამების დოგმატიკა, ბიბლიისთვის უცხოა. ის თავის სათავეს იღებს წარმართულ რელიგიურ შეხედულებებსა და სწავლებებში. ქრისტემდე ღვთაება სამების, ანუ ტრიადას (სამი ღმერთი ერთ ღმერთად წარმოადგენილი) წარმართ ერებში არსებობდა და მოგვიანებით, კი, როგორ პავლეს სიტყვებიდან ხედავთ, ადამიანები ქრისტიანული სახარებიდან, ანუ სწავლებიდან, 'გადავიდნენ' სხვა სწავლებაზე, ანუ სწავლებაზე, რომელსაც I საუკუნის ქროსტიანობა არ ასწავლიდა. სინამდვილეში ქრისტიანობის სახის შეცვლას ჰქონდა ადგილი. ამის ასახსნელად და დასანახვებლად, მინდა მაგალითი მოგიყვანოთ. დავუშვათ, ერთ მხატვარს თქვენი პორტრეტის დახატვა დაავალეთ. სამუშაოს დასრულების შემდეგ ნანახმა აღგაფრთოვანათ; მსგავსება სრულყოფილი იყო. ფიქრობთ, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები დიდი სიამაყით შეხედავენ ხოლმე მას. მაგრამ რამდენიმე თაობის შემდეგ თქვენმა ერთ-ერთმა შთამომავალმა იფიქრა, რომ პორტრეტზე შეთხელებული თმის დანახვა მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყო და თმა უფრო ხშირი გახადა. სხვას კიდევ ცხვირის ფორმა არ მოეწონა და შეცვალა. შემდგომი "გაუმჯობესებები" მომდევნო თაობებმა მოახდინეს და საბოლოოდ პორტრეტზე ასახული პიროვნება უკვე ოდნავღა გგავთ. რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, თუ გეცოდინებოდათ, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა? რა თქმა უნდა, იფიქრებდით, რომ თქვენი ღირსება შელახეს. სამწუხაროდ, პორტრეტთან დაკავშირებული ეს ამბავი თავისი ხასიათით ძალიან ჰგავს ნომინალური ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას. ისტორია ცხადყოფს, რომ ქრისტეს მოციქულების სიკვდილის შემდეგ მალე, როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, "ქრისტიანობის" ოფიციალური სახის შეცვლა დაიწყო წაიკითხეთ მათე 13:24-30, 37-43; საქმეები 20:30.

რა თქმა უნდა, საკმაოდ მართებულია ბიბლიური პრინციპების სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის დროს გამოყენება. მაგრამ, სრულიად სხვა საკითხია პოპულარული აზროვნებისთვის მოსარგებად ბიბლიური სწავლების შეცვლა. მაგრამ სწორედ ეს უკანასკნელი მოხდა. მაგალითად, განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხში შეტანილი ცვლილებები.

 

ის რასაც მე გწერთ რეალური ისტორიაა და არა ჩემი სუბიექტური ვარაუდები ან მოსაზრებები. "ქრისტიანობა მტრულად იყო განწყობილი წარმართული ბერძნული და რომაული კლასიკური ფილისოფიის მიმართ, მაგრამ მათგან ბევრი რამ შეისისხლხორცა" - ნათქვამია ენციკლოპედია "ამერიკანა-ში. ქრისტიანობაზე საგრძნობი გავლენის მომხდენთა შორის ავგუსტინე ნეტარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ენციკლოპედია "ბრიტანიკას" თანახმად, ავგუსტინეს "მსოფლმხედველობაში ახალი აღთქმა ბერძნულ ფილოსოფიასთან, კერძოდ კი, პლატონის მოძღვრებასთან, იყო შერწყმული; ამ მსოფლმხედველობამ ქრისტიანულ სამყაროში, შუა საუკუნეების რომაულ კათოლიციზმსა და რენესანსის პერიოდის პროტესტანტიზმში, შეაღწია".

ავგუსტინეს მსოფლმხედველობის გავლენა საკმაოდ დიდი ხანია, რაც გრძელდება. დუგლას ტ. ჰოლდენმა, როდესაც ლაპარაკობდა, რამხელა გავლენა იქონია ქრისტიანულ სამყაროზე ბერძნულმა ფილოსოფიამ, აღნიშნა: "ქრისტიანული თეოლოგია ბერძნულ ფილოსოფიაში ისე აითქვიფა, რომ მასზე აღიზარდნენ პიროვნებები, რომლებიც ცხრა ბერძნულ აზრში ერთ ქრისტიანულს თუ გამოურევდნენ".

სინამდვილეში ქრისტიანული სწავლებების საპირისპირო რელიგიურ-ფილოსოფიურმა ზეგავლენამ, ნამდვილი ქრისტიანული სწვალებები დაამახინჯა. ამ ყველაფერში ადვილად რწმუნდება ადამიანი, როცა მიუკერძოებელი განსჯით განიხილავს ისტორიას. ძვ. წ. III საუკუნიდან ახ. წ. V საუკუნემდე მომხდარ რამდენიმე მოვლენაზე ყურადღების გამახვილება დაგეხმარებოდათ. ისტორიულ რეალობას გაეცანით და განიხილეთ შემდეგი:

 

1) "გაელინებული იუდაიზმი",

2) "გაქრისტიანებული ელინიზმი",

3) "გაელინებული ქრისტიანობა" და

4) "ქრისტიანული ფილოსოფია".

 

თუ გაინტერესებთ ამ 4 ფრაზის ისტორიულ ჭრილში განხილვა, დაწერეთ და შევეცდები მოკლედ წარმოგიდგინოთ ეს ყოველივე, რათა დაგანახოთ რომ ქრისტიანული სწავლება და ნომინალური ქრისტიანული დოქტრინები, ძალიან შორს დგანან ერთმანეთისგან. თქვენ კი, სწორედ იმისკენ "იხრებით", რომელიც ქრისტიანობისგან ძალიან შორსაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალამი აზრს!

 

არ მიყვარს დოგმატები.

ვთვლი რომ სანამ კაცობრიობა იქნება, ყოველთვის იქნება რაღაც ახალი და არასოდეს არ იქნება ისეთი სწავლება, რომელიც მარად უცვლელი სახით მარად იარსებებს.

კი ბატონო, ეხლანდელი ქრისტეანობა არაა ისეთი როგორიც პირველ საუკუნეში იყო, მაგრამ ეს ფაქტი ჩემთვის პოზიტიურია და არა ნეგატიური.

Edited by პლატონი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პლატონი ეკითხება აზრს:

"თქვენ თვლით რომ ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტი წიგნია.

რატომ თვლით ასე?

რას ეფუძნება თქვენი ასეთი აზრი?"

 

აზრი პასუხობს:

*ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ამ შეკითხვებზე პასუხი გაცემა მოკლედ გეტყვით,

თუ რას ეფუძნება ჩემი ასეთი თვალსაზრისი.

ჩემი თვალსაზრისი თვით ბიბლიაზე და ქრისტიანობის ფუძემდებლის, იესო ქრისტეს სიტყვებს ეფუძნება, რადგან იესომ ღვთის სიტყვას (რომელიც გახლავთ ბიბლია) უწოდა "ჭეშმარიტება": "შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა" - იოანეს სახარება*.

 

 

პლატონის კომენტარი აზრის პასუხზე:

ალოგიკური პასუხია ჩემი აზრით: თქვენი თქმით ბიბლია ჭეშმარიტებაა იმიტომ, რომ ბიბლიაში წერია ასე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალამი აზრს!

კი ბატონო, ეხლანდელი ქრისტეანობა არაა ისეთი როგორიც პირველ საუკუნეში იყო.

 

პლატონი

 

სწორედ მაგას ვამბობ მე. :( კარგია რომ თავად აღირე. :D თავიდანვე რომ დაგეწერა ეგ სიტყვები, უკეთესი იქნებოდა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
zeppelina

 

როგორ გავიგოთ შენი პოსტი? ღმერთიც იყო და ღმერთის შვილიც?

 

ანუ, მამაც იყო და ძეეც? :D

 

ხომ არ დაკონკრეტდებოდი ცოტა?

თუ სამება ერთარსებაა მაშინ რატომ არ შეიძლება რომ იესო ძე ღვთისაც იყოს და უფფალიც.......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ სამება ერთარსებაა მაშინ რატომ არ შეიძლება რომ იესო ძე ღვთისაც იყოს და უფფალიც.......

eka_li

 

იმიტომ რომ "სამება" როგორც ასეთი რელიგიური სწავლება, საერთოდ არ წარმოადგენს ქრისტიანულ სწავლებას. ის რასაც "სამების" დოგმატის მომხრეები ასწავლიან (ერთარსება, სა-ერთი-ანი, ღმერთ-კაცი, სამ-პირ-ოვანი) არ მომდინარეობს ქრისტეს სწავლებისაგან.

 

სამება არაბიბლიური, წარმართული მითოლოგიური სწავლებაა.

 

ქრისტიანული სწავლების თანახმად, ღმერთი არის სამყაროს უზენაესი შემოქმედი, მამა, რომლისგანაც არის ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალამი ყველას და ერთი სიტყვით გეტყვით ყველას,სამებაზე და განგიმარტავთ რატომ არის იესო ქრისტე ღმერთიც და ღვთის ძე.წარმოიდგინეთ ღმერთი ერთი,მაგრამ სამპიროვანი,რომლებსაც სხვადასხვანაირი აზრი არ აქვთ,და ბიბლიაში წერია რომ მხოლოდ ერთ ღმერთს უნდა ეთაყვანოთ.ხო და აქედან გამომდინარე არსებობს სამება რომელიც გითხარით როგორ განიმარტება ყველაზე იოლი ენით სხვანაირად ვერ აგიხსნით იმიტომ,რომ ეს მცნება ისეთივე შეუცნობელია როგორც ღმერთი,სამოთხე,ჯოჯოხეთი და ა.შ.

 

აზრი ეგ არის სისულელე რა არ არის ქრისტიანული ნუ გამაგიჯე მაინცდამაინც წიგნი უნდა მოგიტანო სახლში და წაგაკითხო რომ ეგ დოგმატი არაა და ქრისტიანულია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრ სისულელეს იძახით სიმართლე გითხრა რაც არ გაქვთ გაგონილი იმას ნუ ამახინჯებ.მართლმადიდებელი თუ ხარ და არ იცი მის შესახებ წადი ეკლესიაში და იკითხე ეგ სწავლება ქრისტიანულია თუ არა I საუკუნეში როგორი ქრისტიანობაც გავრცელდა იმ ქრისტიანობას მივყვებით ჩვენ და ვისაც ეჭვი ეპარება მე იმათი აზრი არ მაინტერესებს მე ეხლა ინტერნეტში ვერ მოგიძებნით საიდან მაქ ეს წყარო მარა წიგნები მაქვს,მაგრამ ამ ყველაფრის იქიდან გადმოწერა ცოტა არ იყოს დასაზარებელი იქნება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...