jood Posted November 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2009 რამე გონისზიებები იგეგმება ტუ იციტ? ლელა წურწუმიას ამგერებენ და სეფასვილს ალბატ ხო? საატები ანუ დგის განრიგი 23ის იცის ვინმემ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2009 მე გიორგობას ავღნიშნავ და ვისაც სურს წურწუმიას კანცერტს დაესწროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2009 lasha_alo ვარდების რევოლუცია რეალურად იყო სახელმწიფო გადატრიალებაარა. ხავერდოვანი რევოლუცია იყო. სახელმწიფო გადატრიალება განიმარტება როგორც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რასაც ადგილი არ ჰქონია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2009 და სატურნ-ჩიკ ხავერდოვანი რევოლუცია განმარტება არსებობს?ისე ჯერ რომ არ გაგიჭირდეს რევოლუცია განმარტე მცნება პ.ს. წურწუს კონცეწრტზე წახვალ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2009 წურწუს კონცეწრტზე წახვალ?მე პაპსაზე? : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2009 :drumer: :rocker: :maladec: Saturn მე პაპსაზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2009 (edited) ვახ, ლ ი ც ი ამ თემაში რომ არ შემოვსულიყავი, ხოდა ასე , ჩემო კარგო ბატონო Lo Janko , ხშირად უნდა შემოიხედო ხოლმე ჩემს თემებში Edited November 22, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავსხოდა ასე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ლ ი ც ი გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავს ხოდა ასე12 სათია უკვე?აუ ესე გავბიჟვინდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 tb_parazitka საატები ანუ დგის განრიგი 23ის იცის ვინმემ?როგორც ჩანს დიდი არაფერი პ.ს. "რატომ" აპირებს მიშას სდიოს ყველა ღონისძიებაზე, იმედია არ მოვიწყენთ :jump: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 (edited) Saturn არა. ხავერდოვანი რევოლუცია იყო. სახელმწიფო გადატრიალება განიმარტება როგორც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რასაც ადგილი არ ჰქონია. პარლამენტში შევარდნა ძალადაბა იყო მა რა? უბრალოდ ყველაფერი უსისხლოდ მოხდა.ლ ი ც ი მეც გილოცავთ ყველას დიდი ნოემბრის რევოლუციის მე-6 წლისთავს. : თუ სერიოზულად გიორგობას გილოცავთ ყველას. Edited November 22, 2009 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ხოდა ასე , ჩემო კარგო ბატონო Lo Janko , ხშირად უნდა შემოიხედო ხოლმე ჩემს თემებშიხოდა მეც შენივე სიტყვებით გიპასუხებ, დასტურ ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავსმრავალს დაესწარით! :) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 23, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 (edited) გე-ზე დაიპოსტა ერთ-ერთ ჩემს თემაში ჩემი რევოლუცია ანუ ერთი დღე არა ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან ------------------------------- 22 ნოემბერი, შაბათი, ჩემთვის არ იყო სამუშაო დღე. მაინც შევიარე სამსახურში. უმანქანოდ. იმხანად რადიო „თავისუფლების“ კორეპონდენტი ვიყავი. ოფისში, კინოს სახლის მე–5 სართულზე, ტელევიზორის წინ თამარ ჩიქოვანი და დათო უსუფაშვილი საუბრობდნენ. დათო ძალიან შეფიქრიანებული ჩანდა. მგონი, მაშინ ჯერ არ გაწევრიანებულიყო რესპუბლიკურ პარტიაში. 22 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოეცხადებინა. ჩვენც ვუყურებდით ტელევიზორს და ვლაპარაკობდით. ეკრანზე რა ჩანდა, არ მახსოვს. დღეს ყველაფერი მორჩება – თქვა თამარ ჩიქოვანმა, – გამოაცხადებენ შედეგებს, ესენი რამდენიმე დღეს კიდევ იდგებიან და ბოლოს დაიშლებიან. არ მოხდება ეგრე, თამარ – ვუთხარი. აბა, რა იქნება? – მკითხა არა ნამდვილი ცნობისმოყვარეობით, არამედ სურვილით, გაეგო, რა სისულელეს დავუყენებდი გვერდით მის უტყუარ პროგნოზს. ხალხი შევა პარლამენტის შენობაში და აიღებს პარლამენტს – ვთქვი მე. თამარმა ისეთი მზერა მომიცურა სახეზე, არასოდეს დამავიწყდება. ასე უსიტყვოდ და ასე ძლიერად ჩემთვის არავის დაუცინია. მე წავედი თავისუფლების მოედანზე. ნაშუადღევს იქ მოქალაქეები უნდა შეკრებილიყვნენ. სახლიდანაც მაგისთვის ვიყავი გამოსული. სამნი მივდიოდით: დათო უსუფაშვილი, მე და ერთი ქართველი ინტელექტუალი. დათო ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩასთან დაგვემშვიდობა. ნოემბრის პირობაზე ძალიან თბილი და მზიანი დღე იყო. თავისუფლების მოედანზე მერიისკენ ზურგით ვიდექით და ვუყურებდით, ყველა ქუჩიდან როგორ მოდიოდნენ და იყრიდნენ თავს მოქალაქეები. დავინახეთ, როგორ დარბოდა ოპერატორით და მიკროფონით გურამ დონაძე. რამხელა დაცინვაა – ირონიით თქვა ქართველმა ინტელექტუალმა, – რომ დემოკრატიის ბედი ახლა ამ ადამიანის ხელშია. შემდეგ მან ისიც თქვა, არჩევნებთან შეურიგებლობისათვის როგორ აგულიანებდა ქართველ არასამთავრობო აქტივისტებს საერთაშორისო ორგანიზაციათა ზოგიერთი წარმომადგენელი, თბილისში რომ მოევლინათ მისიების წევრებად. თავისუფლების მოედანი მალე გაივსო. ყველამ პირი იბრუნა ლეონიძის ქუჩისკენ და ნელი სვლით აუყვა მცირე აღმართს. ჩუმად, მშვიდი დაძაბულობით, ხმადაბალი საუბრით. მე მივდიოდი პროფესორ ზურაბ კიკნაძის გვერდით. უცბად ლეონიძის ქუჩაზე რაღაც სითხე ჩამოედინა გვარიანი რაოდენობით. წყალს კი ჰგავდა, მაგრამ მაინც უცბადვე გავრცელდა და ყველას მოედო გაფრთხილება, სიგარეტი არ მოეწიათ და არც ძირს დაეგდოთ. ჩანს, შევარდნაძისგან მაინც ყველაფერს ველოდით. ზოგ მოქალაქეს ფანჯარა გაეღო, ხელს იქნევდა და ალბათ რაღაც გამამხნევებელს ამბობდა. ინგოროყვას ქუჩას ცოტა გვაშორებდა, როცა ჩოჩქოლის ტალღა მოგვწვდა. არაფერი ჩანდა. წინ ვეღარ მივდიოდით. თუმცა, ცოტა ხანში ისევ დავიძარით. ქუჩის კუთხესთან დავინახეთ მიწაზე დაწყობილი საპოლიციო ფარები და განზე გამდგარი, ხელებჩამოშვებული, სპეცსამოსიანი ახალგაზრდა კაცები. ერთ–ორს თვალში ცრემლი ედგა. სვლა გაგრძელდა კანცელარიამდე. იქ შევდექით და კარგა ხანს დავრჩით. მობილური ტელეფონები არ მუშაობდა. საიდანღაც უშნოდ მოკაზმული ჯაგლაგი ჩამოატარეს. ამჯერად ვიდექი რესპუბლიკელი ოთარ ზოიძის გვერდით. ოთარმა თქვა, კერძო საუბრებში როგორ მოუწოდებდა ერთი მღვდელმთავარი შეტევისა და შეუპოვრობისკენ. მღვდელმთავრის ვინაობა არ გაუმხელია. არ მახსოვს, ვინ ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ახალ მემარჯვენეებს უარი ეთქვათ პარლამენტში შესვლაზე და ამით კვორუმი ვერ შემდგარიყო. თუმცა, ეს ცნობა მალე საპირისპირო შინაარსის ამბავმა შეცვალა. ისიც გავრცელდა, პატრიარქი სხდომაზე არ მივიდაო. რა ხდებოდა, არაფერი ვიცოდი. უცნობი ორატორი მოგვიწოდებდა ვმდგარიყავით კანცელარიასთან, რადგან ეს ჭირდებოდა საქმეს. მე მეტის გაგება მსურდა და პარლამენტისკენ წავედი. ამჯერად თემურ მჟავიასა და ეთერ ასტემიროვასთან (აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები) ერთად მოვხვდი. პარლამენტს უკანა შესასვლელიდან მალე მივუახლოვდი, ხალხმრავლობის მიუხედავად გავძვერ–გამოვძვერი და მარცხენა ფლიგელის კართან ამოვყავი თავი. ეზოში შესასვლელ ჭიშკარს რამდენიმე ადამიანი ამაოდ ეჯაჯგურებოდა. შესასვლელს ბლომად ხალხი შემოჯარვოდა. კარი დაეკეტათ და პარლამენტში ვერავინ შედიოდა. კართან იდგა კოპებშეკრული ბადრი ბიწაძე და მშვიდად განმარტავდა გარეთ ყოფნის საჭიროებას. საიდანღაც ჩემს გვედრით აღმოჩნდა ანდრო ბარნოვი. ჩვენ და ხუთიოდე კაცმა დავუჯერეთ ბიწაძეს და რაღაც ცოცხალი ჯაჭვის მსგავსი შევკარით კარის წინ. უცებ გამოჩნდა ზვიად ძიძიგური, კარზე ძლიერად დააკაკუნა და მოითხოვა, პარლამენტის წევრი ვარ, შემიშვითო. გაუღეს და შეუშვეს, ხოლო კარი ისევ ჩაკეტეს შიგნიდან. ის ჩვენი ექვს თუ შვიდკაციანი ცოცხალი ჯაჭვი ტყუილად გვეყენა, რადგან აგრესიულად არავინ იწეოდა კარისკენ. მთელი ამ ხნის მანძილზე წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება პარლამენტში. ცოტა ხანში კარი ისევ გაიღო და შენობაში მყოფმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, ყველანი შემოუშვითო. მე სხვებთან შედარებით ცოტა გვიან შევედი. მარცხენა ფლიგელის ლიფტებისკენ რომ გავიქეცი (თან დაცვას გზადაგზა ვუფრიალებდი ჟურნალისტის აკრედიტაციას – როგორ ჭირდებოდათ!), დავინახე, ბადრი ბიწაძე პარლამენტის ეზოში გამავალ კართან იდგა და მოქალაქეთა ნაკადს სწორედ იქით, ეზოში უშვებდა. ამჯერად აღარ დავუჯერე (ეზოში რა მინდოდა), პირდაპირ წავედი, ვიწრო დერეფანი გავირბინე და პარლამენტის სხდომათა დარბაზის თითქმის ცარიელ ჰოლში აღმოვჩნდი. მაშინ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად შევაღე სხდომათა დარბაზის კარი. დარბაზიც ასევე თითქმის ცარიელი იყო. რამდენიმე ადამიანს წიხლქვეშ გაეგდო დეპუტატი ჯემალ გოგიტიძე და თავდავიწყებით, მენადური აღტყინებით ურტყამდა. მე გამახსენდა, რომ აქამდე ყველაფერი უმსხვერპლოდ მიდიოდა და ძალიან არ მომინდა, ჯემალი ქცეულიყო ზვარაკად. თან, როგორ ვთქვა და, შემეცოდა. მივვარდი და მცემელებს სათითაოდ ვაგლეჯდი. იმდენად ატანილები თუ შეპყრობილები იყვნენ, რომ ვერც გრძნობდნენ ამას. თან ჯემალის ცემის მოსურნეებიც არ ილეოდნენ. ერთი „აგლეჯილი“ სრულიად შეშლილი, წითელი, ანგრეული სახით მომიტრიალდა და დავასწარი, ბოლო ხმაზე ვუღრიალე: „მაგის დედაც ##################!“ – მივუთითე ჯემალზე – „მაგრამ არ გინდა, რაში გჭირდება!“ რატომღაც გაჭრა. ამასობაში გაფითრებული გოგიტიძე, მორღვეული პერანგითა და სისხლის ლაქებით, ვიღაცეებმა გამოაძვრინეს და დარბაზიდან გაიყვანეს. დარბაზში კი დეპუტატების შესასვლელი კარიდან შემოდიოდა და შემოდიოდა ხალხი. უხმოდ, გამშრალი და გაფითრებული იდგა ელენე თევდორაძე. სამთავრობო ლოჟის მხრიდან გამოჩნდა მხრებზე დროშაშემოხვეული (რა თქმა უნდა, ხუთჯვრიანი) ელდარ შენგელაია და უბედნიერესი სახით გადამეხვია. მე ვუთხარი: რაღას უცდით, დროზე, ნინო ბურჯანაძემ გააკეთოს განცხადება, რომ თავის თავზე იღებს პრეზიდენტის ფუნქცათა შესრულებას. რატომღაც რომ ეს უჩემოდაც არ ცოდნოდათ. დარბაზში კი ზეიმობდნენ. თინა ხიდაშელი და მე ჯერ ერთმანეთს გადავეხვიეთ, მერე დავდექით სამთავრობო ლოჟაში და ზურა ბურდულს (ახლა წითელ ჯვარში მუშაობს და სადღაც აფრიკაშია) ვთხოვეთ, სურათი გადაეღო. თინას წინ იდო წარწერა „კობა ნარჩემაშვილი“. შუა დარბაზში, მოზეიმე და გაბრწყინებულ ადამიანთა შორის ვხედავდი კახა ლომაიასა და მის ცოლს. კახას ხელები გაეშალა და მგონი, მღეროდა. პარლამენტის ხმის რეჟისორი დაუსრულებლად აგუგუნებდა სიმღერას ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“. დარბაზიდან გამოვედი და აღმოვჩნდი პარლამენტის წინ, მიტინგზე. საკვირველებავ, იქ მყოფებმა არაფერი იცოდნენ. უკვე ბნელოდა. უცებ ვიგრძენი, რომ ძალიან მომშივდა. წავედი „ნიკალაში“. „ნიკალაში“ შევუერთდი ნაცნობების ჯგუფს (მათგან მარტო თეო ხატიაშვილი მახსოვს). 21 ლარის საჭმელი ვჭამე (ჩეკს კარგახანს ვინახავდი). შემოვიდა ლაშა ბაქრაძე და დაიგრგვინა: “ვისია საქართველო?!!!“ ერთხმად უპასუხეს, ვისიც იყო. ტელეფონები ამუშავდა და ტელეკომპანია მე–9 არხმა დამირეკა, ეგებ ჩვენთან მოხვიდეთ და კომენტარი გააკეთოთ დღევანდელ დღეზეო. მე–9 არხზე, ეთერის მოლოდინში ვნახე, რაც მომხდარა ამ დღეს: ვარდი, გადადექი, ჩაი, შევარდნაძის ციმციმ წაცუხცუხება. ვგრძნობდი შვებას, ცოტა მღელვარებას და ვიყავი ბედნიერი. არ მახსოვს, ეთერში რა ვთქვი, ერთადერთი ფრაზის გარდა: რუს რეჟისორსა და პარლამენტის წევრს, სტანისლავ გავარუხინს გადაღებული აქვს ფილმი „РОССИЯ, КОТОРУЮ МЫ ПОТЕРЯЛИ“. ახლა შეუძლია გადაიღოს ახალი ფილმი, ГРУЗИЯ, КОТОРУЮ МЫ ПОТЕРЯЛИ–მეთქი. ძალიან მკაფიოდ მქონდა მაშინ ეს შეგრძნება – შეგრძნება, რომ რუსეთს ვწყდებოდით. ეთერის შემდეგ კიტა მხეიძემ წამოგვიყვანა გოგა ხაინდრავა და მე. ხაინდრავა რუსთაველზე ჩამოსვა, მე – სახლთან. კიტას ეფიქრებოდა, რას იზამდა შევარდნაძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. მე – არა. და არ მესმოდა მისი დაძაბული სიფრთხილის. არ ვიცოდი – ვგრძნობდი, რომ შევარდნაძე ვეღარაფერს ვეღარ იზამდა. ხოლო სიტყვებთან, რომელიც ვუთხარი თამარ ჩიქოვანს, ინტუიცია არაფერ შუაშია. წინა დღეს, 21–ში დილით, მძიმე ხასიათზე, თითქმის დათრგუნული მივედი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლევან ბერძენიშვილთან. სწორედ მან დამამშვიდა და მითხრა, თუ წესიერი შედეგი არ იქნა, ხალხი შევა და აიღებს პარლამენტსო. მეც დავიჯერე. ჩემი რევოლუცია 22 ნოემბერს მოხდა. დავით პაიჭაძე Edited November 23, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 23-ში ამ პოლიტმაიმუნობის დამთხვევა უკვე მკრეხელობაა-22 და 24 ვისაუბრებ ამაზე დღეს კი ვერ წავბილწავ თარიღს( თუ თავი მექნა და 12-ის მერე შემოვედი ვორნები გაამზადეთ:sorry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.