Jump to content
Planeta.Ge

თოფაძე აპროტესტებს გადასახადებს


Recommended Posts

http://www.ambebi.ge/ekonomika/13386-qgizh...uli-chadoq.html

გიჟი უნდა იყო, რომ დღეს წარმოებაში ფული ჩადო"

Ambebi.Ge"ყაზბეგის" რუსთავის ქარხანა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიხუროს. როგორც ბიზნესმენი გოგი თოფაძე ამბობს, პრინციპულად არ გადაიხდის იმ აბსურდულ გადასახადს, რაც სახელმწიფომ დააკისრა. ქარხნის 400-მდე თანამშრომელს უსამსახუროდ დარჩენა ემუქრება. საწარმოსთვის დაკისრებული თანხა 3 მილიონ ლარს აღემატება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგი თოფაძე თავისი ბიზნესაქტივების საქართველოდან ყაზახეთსა და უკრაინაში გატანას გეგმავს. ამ საკითხებზე ვესაუბრებით ბიზნესმენსა და პოლიტიკური პარტიის "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ხელმძღვანელს გოგი თოფაძეს.

 

"ყაზბეგის" რუსთავის ქარხანა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიხუროს. როგორც ბიზნესმენი გოგი თოფაძე ამბობს, პრინციპულად არ გადაიხდის იმ აბსურდულ გადასახადს, რაც სახელმწიფომ დააკისრა. ქარხნის 400-მდე თანამშრომელს უსამსახუროდ დარჩენა ემუქრება. საწარმოსთვის დაკისრებული თანხა 3 მილიონ ლარს აღემატება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგი თოფაძე თავისი ბიზნესაქტივების საქართველოდან ყაზახეთსა და უკრაინაში გატანას გეგმავს. ამ საკითხებზე ვესაუბრებით ბიზნესმენსა და პოლიტიკური პარტიის "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ხელმძღვანელს გოგი თოფაძეს.

 

- გადასახადი, რომელიც დამაწერეს, აბსურდულია. წარმოგიდგენიათ, ადამიანს ბეგრავდე იმის გამო, რომ თავის საწარმოში თანამშრომლებს უფასოდ კვებავს, ანდა დაბეგრო მაცივარ-დანადგარები, რომელთა ჩამოტანისა და განბაჟების თანხები გადახდილი მაქვს?! გარდა ამისა, თურმე სრულიად უდანაკარგო წარმოება გვქონია, არსად, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს წარმოება, რომელსაც რაღაც პროცენტი დანაკარგი არ ჰქონდეს. წესით, სახელმწიფო ამ დანაკარგს უნდა ითვალისწინებდეს, მაგრამ საქართველოში ეს არ ხდება. მაგალითად, უცხოეთიდან შემოტანისას მინის ტარის გარკვეული პროცენტი მგზავრობისას ტყდება, მაგრამ ამას საგადასახადო არ ითვალისწინებს. საბოლოოდ ყველაფერს მზა პროდუქციად გვითვლიან და ისე გვბეგრავენ, თანხა მილიონებს აღწევს. თუ დანაკარგები აქვს იმ პროდუქციას და წარმოებას, სადაც ხელისუფლებას აქვს ინტერესი, მაგალითად, ნავთობს, ლუდის წარმოებას რატომ არ შეიძლება ჰქონდეს? ჩვენთან რა, სპირტი არ ორთქლდება?! თუმცა ასეთ არაობიექტურ დამოკიდებულებას უკვე ლამის შემაჩვიეს. კარგა ხანია ხელისუფლება მე და ჩემს ბიზნესს დიდად არ გვწყალობს...

 

- ბატონო გოგი, რას გერჩიან?

- მათ ჰკითხეთ. ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად აფრთხილებდნენ ბარებისა და სუპერმარკეტების მეპატრონეებს, "ყაზბეგის" პროდუქცია არ მიიღოთო. აშინებდნენ, თუ მიიღებთ, ფინანსური პოლიცია შემოვაო! როგორც ჩანს, ხელისუფლებას გარკვეული ინტერესი აქვს ჩემი ბიზნესის მიმართ: ისე, რომ იცოდეთ, ასეთი აბსურდული გადასახადი, თითქმის 7 მილიონ ლარამდე, "კასტელსაც" დააკისრეს, რასაც ვერ გადაიხდიან. გაჩუმებას და გაჩერებას არ ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი უფლებების დასაცავად. ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ პრინციპის გამო გავაჩერებ რუსთავის ქარხანას. საწარმოს, რომელმაც ბოლო 2-3 წელიწადში 30 მილიონი ლარი შეიტანა ბიუჯეტში. ამით ყველას დავანახვებ, რომ წარმოების ასე დახრჩობა არ შეიძლება!

 

- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველოში საგადასახადო კოდექსი ლიბერალურია და წარმოებას ყველანაირად უწყობს ხელს...

- ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოში ლიბერალური საგადასახადო კოდექსი გვაქვს. ეს თუ ასეა, რატომ გარბიან საქართველოდან ინვესტორები ან რატომ არავინ შემოდის?! დამისახელეთ ერთი ინვესტორი მაინც, ვინც ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული ინვესტიცია ჩადო წარმოებაში. არ ვლაპარაკობ სასტუმროებსა და გზების დაგებაზე... გიჟი უნდა იყო, რომ დღეს საქართველოში წარმოებაში ფული ჩადო. თუ დროზე არ მოგვარდა ეს პრობლემები, იმ მცირე მეწარმეთაგან, ვინც კიდევ ცდილობს ამ ქვეყანაში საქმის კეთებას, ან წაიღებს წარმოებას აქედან, ან საერთოდ გააჩერებს. არადა, ეროვნული წარმოების განვითარების გარეშე ამ ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია. ვეკითხები ხელისუფლებას, თუ ასეთი კარგი ბიზნესგარემო გვაქვს, რატომ კოტრდება ღვინის ქარხნები და იხურება, ან რატომ აღარ არსებობს საკონსერვო მრეწველობა საქართველოში?! ჩამოდიან რუსი ოლიგარქები, ყიდულობენ სასტუმროებს, კაზინოებს, გვიხსნიან ლომბარდებს და ცდილობენ, რაც სიმდიდრე დარჩა ამ ქვეყანაში, გაზიდონ...

 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი ბიზნესაქტივების ნაწილი საქართველოდან ყაზახეთსა და უკრაინაში გაიტანეთ...

- საქართველოსთვის არაფერი მომიკლია და არც აქტივები გამიტანია, უბრალოდ, ამ ქვეყნებში ვიწყებ ლიმონათის წარმოებას. ამ დღეებში ფინეთთან ვიწყებ მოლაპარაკებას და შესაძლოა, იქაც დავიწყო ლიმონათის ჩამოსხმა. ვიღაცებს რა უკარგავს მოსვენებას, იცით? ის, რომ ჩვენი წარმოება 100%-ით ქართულია. რამდენი მოდის - მოგვყიდეო, მაგრამ არაფრის გაყიდვას არ ვაპირებ, ამ ქვეყანაში რაღაც მაინც ხომ უნდა იყოს ქართული?! ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერს უცხოელები იყიდიან! აი, მერე შეამცირებენ გადასახადებს... უმნიშვნელოვანესია საკანონმდებლო სტაბილურობა, არ შეიძლება ბიზნესმენს წარამარა უცვალო კანონები და მუშაობის საშუალება არ მისცე.

 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის პოსტზე აპირებთ კენჭისყრას...

- ამის თაობაზე ბოლო ხანს ხშირად მეკითხებიან, თუმცა რის საფუძველზე გავრცელდა ეს ინფორმაცია, არ ვიცი. ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია, ვნახოთ, რა საარჩევნო კანონს მიიღებენ და მოვლენები როგორ განვითარდება.

 

ნათია დოლიძე

 

”ყველა სიახლე”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თოფაძე აპროტესტებს გადასახადებს, გიჟი უნდა იყო, რომ დღეს წარმოებაში ფული ჩადო

 

 

მართალია თოფაძე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნელნელა ყველა გააპროტესტებს

გაქცევის წინ მეწველ ძროხებს კლავენ

 

პატარა მაღაზიაც კი არ დატოვეს, რომ საგადასახადო არ შევარდნილიყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაქცევის წინ მეწველ ძროხებს კლავენ

choxa+100%, ახლა პარალელურად საზმაუზე ვუყურებ მიხოს გამოსვლას შუსტერის გადაცემაში და ბოღმა მახრჩობს.

ნუთუ შესაძლებელია კაცი ასე უსინდისოდ ტყუოდეს?

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა პარალელურად საზმაუზე ვუყურებ მიხოს გამოსვლას შუსტერის გადაცემაში და ბოღმა მახრჩობს.

ნუთუ შესაძლებელია კაცი ასე უსინდისოდ ტყუოდეს?

 

 

დაიკიდე.ეხლა ღვინო და სტეიკი მოვიტანე და მეც დავიკიდებ შენთან ერთად. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

დაიკიდე.ეხლა ღვინო და სტეიკი მოვიტანე და მეც დავიკიდებ შენთან ერთად.

მე ქორწილიდან მოვბრუნდი და უკვე დაგრუზული ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ქორწილიდან მოვბრუნდი და უკვე დაგრუზული ვარ.

 

 

მერე მითუმეტეს შე კაცო.მიშას არ ################## დილა საღამოს. :D: წავედი,ჩემი ჯერია დღეს კუხნაში.კაცური საჭმელები უნდა გავაკეთო. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

პატარა მაღაზიაც კი არ დატოვეს, რომ საგადასახადო არ შევარდნილიყო

მე მგონი საგადასახადოსადმი ბოიკოტი ისევ აქტუალური გახდება, ასე თუ გააგრძელეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...