Jump to content
Planeta.Ge

ვზივარ და ვფიქრობ............


Recommended Posts

თან ღვინოს ვწრუპავ..........რატომ ვართ ესეთი ამბიციურები და რა გაგვიკეთებია ისეთი მსოფლიომ რომ იცოდეს?

ენბეას ვუყურებ და ყოველ კალათბურთელში ვხედავ თავისი პროფესიის სიყვარულს.მარტო კალათბურთელებზე არა მაქვს ბაზარი.ყველას უყვარს თავისი საქმე და ამავე დროს უყვართ ადამიანები.ოღონდ პირადათ არ უნდა შეეხო იმათ ცხოვრებას,თუ რამეს ისეთს არ გააკეთებენ.გარეთ გავალ და სანამ სამსახურამდე მივაღწევ,ერთ ათ კაცს მაინც მადლობას ვუხდი და პირიქით.აი ამიხსენით რა,ღმერთის რჩეული ერი და ღვთის მშობელის ნარჩევი ქვეყანა,რატომ ვართ ესეთი ბოღმა როჟები და რატომ არ გვინდა ვაკეთოთ ის,რაც ჩვენ გვიყვარს?

 

ყველანი ვპრაფესორობთ ყველა საკითხში.ვიცით თუ არ ვიცით და ყველა დაუნი გვგონია თუ ჩვენს აზრს არ ემთხვევა სხვისი აზრი.თუ რამე თანამდებობაზე გაიჩითა ქართველი,შეიძლება დედასაც პასუხი მოსთხოვოს „არა მართალ“ საქციელზე.

 

 

ამიხსენით რა რატომ ხდება ეს ჩვენს ქვეყანაში და რატომ არ ხდება აქ? მე ბოდიში სიმართლის თქმის გამო.:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტო რო ზანგები ვართ და ქაჯები ვართ.

აი, ამერიკაში ხო ხარ? 200 წლის ქვეყანაა, ისტორია არ ქონდათ და ისტორია შექმნეს, ტრადიციები არ ქონდათ და ტრადიციები შექმნეს, კულტურა არ ქონდათ და კულტურა შექმნეს, ბოლობოლო ნაცია არ ქონდათ და იმდენი იჩალიჩეს ნაცია შექმნეს!

ქართველი ემიგრანტების შთამომავლები ევროპაშიც ხო ცხოვრობენ, ფერეიდანზე და თურქეთზე აღარაფერს ვიტყვი, თაობებია იქ დაბადებულ გაზრდილი, მარა ქართველობენ, ენა, ტრადიციები, კულტურა შენარჩუნებული აქვთ მეტ-ნაკლებად, ამერიკაში ჩასული ქართველის შვილი კი უკვე ამერიკელია, აღარაფერი აქ ქართული და ამაყობს, რომ ამერიკელია.

აი ეგ გვაკლია დიტო, საკუთარი თავის პატივისცემა, თვითმყოფადობა და ღირსება!

არასწორად გვაქ ტვინები მოწყობილი, იმის მაგივრად ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ენა ავაღორძინოთ და ამით ვიამაყოთ, ღვინო, ხორბალი, თხილი, ცეკვა, სიმღერა და ყველაფერი გავაუმჯობესოთ, ხარისხი მოვუმატოთ და თუ გაქაჩავს ბაზარზე, მერე გასაყიდადაც გამოვიტანოთ, პირიქით ვიქცევით - ღვინით, ხორბლით, თხილით, ცეკვით და სიმღერით ვამაყობთ და უაზროდ ვახარჯავთ ფულს რო Fირმაში გავამარიაჟოთ, ტრადიციებს, კულტურას და ენას კი ვივიწყებთ და გვეპაზორება.

ეჰ, ძალიან ფილოსოფიაში გადავვარდები რო მივყვე მაგ ყველაფერს, მარა ეგრეა რა.

 

ისე, ჯიგარი ხარ, კაია თუ ფიქრობ და გტკივა ე.ი. კაი კაცი ხარ :(:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

ეხლა ლაშა გავაბრაზე მაგრათ.ჭადრაკი ვეთამაშე თან ვარიგებდი,თან ვუბრუნებდი სვლებს და მაინც წააგო სამი პარტია.

 

იცი რატომ წააგო? გამწარებული მეთამაშებოდა და მოგება უნდოდა.აი ესე ვართ ქართველები.უტვინოთ და ცხელ გულზე ვაკეთებთ ყველაფერს.ბევრჯერ მითქვია,რომ გამწარებული ვერაფერს ვერ გააკეთებ მეთქი და დღეს კიდევ ერთხელ დავუმტკიცე. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, ჯიგარი ხარ, კაია თუ ფიქრობ და გტკივა ე.ი. კაი კაცი ხარ

 

 

ამაზე რა გითხრა? აი ეხლაც ცრემლი მომდის ისე მინდა მანდ ყოფნა,მაგრამ აქ მირჩევნია ისევ ჩემი შვილის(ბის) მომავლის გულისთვის.ვისაც უნდა ის იფიქროს.მე ჩემი აზროვნება მაქვს და თავისუფლებას არაფერი არ სჯობს ამ ქვეყანაზე. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თან ღვინოს ვწრუპავ..........რატომ ვართ ესეთი ამბიციურები და რა გაგვიკეთებია ისეთი მსოფლიომ რომ იცოდეს?

ენბეას ვუყურებ და ყოველ კალათბურთელში ვხედავ თავისი პროფესიის სიყვარულს.მარტო კალათბურთელებზე არა მაქვს ბაზარი.ყველას უყვარს თავისი საქმე და ამავე დროს უყვართ ადამიანები.ოღონდ პირადათ არ უნდა შეეხო იმათ ცხოვრებას,თუ რამეს ისეთს არ გააკეთებენ.გარეთ გავალ და სანამ სამსახურამდე მივაღწევ,ერთ ათ კაცს მაინც მადლობას ვუხდი და პირიქით.აი ამიხსენით რა,ღმერთის რჩეული ერი და ღვთის მშობელის ნარჩევი ქვეყანა,რატომ ვართ ესეთი ბოღმა როჟები და რატომ არ გვინდა ვაკეთოთ ის,რაც ჩვენ გვიყვარს?

 

ყველანი ვპრაფესორობთ ყველა საკითხში.ვიცით თუ არ ვიცით და ყველა დაუნი გვგონია თუ ჩვენს აზრს არ ემთხვევა სხვისი აზრი.თუ რამე თანამდებობაზე გაიჩითა ქართველი,შეიძლება დედასაც პასუხი მოსთხოვოს „არა მართალ“ საქციელზე.

 

სხვა თემაში მქონდა დაპოსტილი და აქაც დავაკოპირებ

 

ცუდად გავიფხორეთ ჩვენ ქართველები, ცუდად "ვმარიაჟობდით" და ბევრჯერ წავიტრაბახეთ ხმამაღლა-რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო. იმით "ვამარიაჟებდით" , რაშიც "სამარიაჟო" ნამდვილად არაფერი იყო.; ის მიგვაჩნდა ღირსებად, რაც "ცვეტში" სათაკილო და მიუღებელი უნდა ყოფილიყო ჩვენთვის.

რეალობაში, საკუთარი ნაკლის და "გრეხების" დანახვის უნარი დავკარგეთ. სანიკიძის რესტავრირებული ისტორიის, ცრუპატრიოტული ლექსებით და სიმღერებით "გალეწილმა მთვრალებმა".

მე და შენ ერთ ტალღაზე გავიზარდეთ და ამიტომ შენსავით მეც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქართველების არსენალში ამდენი:- სიცრუე, სიყალბე, სიმახინჯე და ეშმაკისეული ცბიერება იყო დაბუდებული. მოკლედ, 20 წელია საკუთარ ემოციებს წყალობით სკრუპულოზული გულმოდგინებით ვიშიშვლებთ თავს.

 

 

 

 

ერთი სიტყვით, ჩვენ იმ ბრმას ვგავართ, რომელსაც ადრე ლამაზი ეგონა თავისი თავი, მერე კი უეცრად თვალი აეხილა და ახლა, სარკეში უყურებს და გაოცებით ათვალიერებს თავის მახინჯ ნაკვთებს. ასეა ეს, ჩEმო დიტო

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი სიტყვით, ჩვენ იმ ბრმას ვგავართ, რომელსაც ადრე ლამაზი ეგონა თავისი თავი, მერე კი უეცრად თვალი აეხილა და ახლა, სარკეში უყურებს და გაოცებით ათვალიერებს თავის მახინჯ ნაკვთებს. ასეა ეს, ჩEმო დიტო

 

 

ლიც,ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დამსახურება იყო.ჩვენ არაფერზე არ ვფიქრობდით.კაი ტიპები ვიყავით მაგ სივრცეში. ბრახ,დაინგრა ის ქვეყანა და ავღმოჩნდით რეალობასთან პირისპირ და რაც მთავარია მიჩმორებულები.ეხლა ვინც არ უნდა იხტუნაოს,ვინა და რამე,ეგრეა თორემ ცხოვრებაში ვერავინ ვერ მიმაჩმორებს სანამ ცოცხალი ვიქნები.ერი ვართ მიჩმორებული და ესე გაგრძელდება სანამ ამისთანა განდილებს ავიტანთ ხელისუფლებაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

პირიქით ვიქცევით - ღვინით, ხორბლით, თხილით, ცეკვით და სიმღერით ვამაყობთ

 

თხილის ამბავში ჩაიჭერი და ამოიღე შენი ჩამონათვალიდან სიტყვა "თხილი". :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებობს ერთი წამალი მაგას ეკლესია და მართლმადიდებლური ცხოვრება ჰქვია,

მაგრამ მერე თქვენ იტყვით რომ ამდენი ხალხი ეკლესიაში დადის და რა ხეირი :)

საკუთარი ემოციების კონტროლო,

ამპარტავნობაზე უარის თქმა,

კეთილგანწყობილება ადამიანების მიმართ,

სულაც კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი,

ზოგ ერს აქვს ტრადიციები რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოსდის,

ჩვენ კი ეს ყველაფერი რომ მივიღოთ საჭიროა უფლისადმი შიში,

მაგრამ ნუ, არა არაოო, არაო არაოო და ნუო :resent:

ქართველი კაცს საუკუნეების განმავლობაში შეთვისებული ჰქონდა რწმენა,

მერე ეს რწმენა დაიკარგა და თან წაიყოლა ქართველი კაცის საუკეთესო თვისებები

და მივიღეთ ჩვენ დღეს ის რაც მივიღეთ,

მიშისტი,

ზვიადისტი,

შავი,

მუქთახორა,

ჰედონისტი,

ეგოისტი,

უპასუხისმგებლო

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოფითი კულტურა,რომ ჩვენში პრობლემაა ეს ფაქტია,მაგრამ ამას თავისი წინაპირობა აქვს.აზიის გავლენა ჩვენს ცნობიერებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც მულტი-ეთნიკური საზოოგადოება ვართ, არც ასევე აჩენს კვალს ყოფით კულტურაზე. ერთი მაგალითი, ევრო-ატლანტიკური სივრცისაგან განსხვავებით, ჩვენში არ არის მიღებული მიესალმო უცხო ადამიანებს,უცხო ქალბატონების მისალმება კი უკვე დანაშაულია. ეს ჩვენი აზიური ნაწილია და ამის შეცვლას დრო უნდა.

 

რაც შეეხება ეკლესიას, ილია-II-ის ბოლოდროინდელი მოწოდებები და ინციატივები (მაგ. დანის ტარების შესახებ და ტყის გაშენება) იმედს მიტოვებს,რომ ეკლესია უფრო "სოციალურად აქტიური" გახდება, გაუწევს პატრონაჟს მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს,იქნებ ჰოსპისიც კი დააფუძნონ ან ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრი. ეკლესიას შეუძლია გამოიყენოს, თავისი ავტორიტეტი, ხალხის ყოფითი კულტურის ასამაღლებლად და აზიური გადმონაშთების გასანეიტრალებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოც მპოვწრუპავ ამ საღამოს და დავსდეფ ჩემს აზრებს. მარ აკაის არაფერს ელოდოთ რადგანაც დიდი გუბაზის აზრს საქონლებზე ვიზიარებ სამწუხაროთ:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოფითი კულტურა,რომ ჩვენში პრობლემაა ეს ფაქტია,მაგრამ ამას თავისი წინაპირობა აქვს.აზიის გავლენა ჩვენს ცნობიერებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც მულტი-ეთნიკური საზოოგადოება ვართ, არც ასევე აჩენს კვალს ყოფით კულტურაზე. ერთი მაგალითი, ევრო-ატლანტიკური სივრცისაგან განსხვავებით, ჩვენში არ არის მიღებული მიესალმო უცხო ადამიანებს,უცხო ქალბატონების მისალმება კი უკვე დანაშაულია. ეს ჩვენი აზიური ნაწილია და ამის შეცვლას დრო უნდა.

 

რაც შეეხება ეკლესიას, ილია-II-ის ბოლოდროინდელი მოწოდებები და ინციატივები (მაგ. დანის ტარების შესახებ და ტყის გაშენება) იმედს მიტოვებს,რომ ეკლესია უფრო "სოციალურად აქტიური" გახდება, გაუწევს პატრონაჟს მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს,იქნებ ჰოსპისიც კი დააფუძნონ ან ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრი. ეკლესიას შეუძლია გამოიყენოს, თავისი ავტორიტეტი, ხალხის ყოფითი კულტურის ასამაღლებლად და აზიური გადმონაშთების გასანეიტრალებლად.

ხალხი სოფლებში ადრე უცხო ადამიანს ესალმებოდა,

ეს მიღებული იყო,

უცხო ქალბატონისთვის მისალმება თუ ქართულ საზოგადოებაში არ იყო მიღებული ეს აღმოჩენაა პირადად ჩემთვის,

რაც შეეხეა ეკლესიის სოც. გააქტიურებას,

მართლმადიდებლური ეკლესიის დანიშნულება არასდროს არ ყოფილა სოც. აქტიურობა, ეს უფრო კათოლიკურ და ბაპტისტურ ეკლესიებს ახასიათებთ,

როდესაც ცდილობენ ეკლესია გამოიყენონ არასასულიერო, თუნდაც ძალიან ჰუმანური მიზნებისთვის ეს როგორც წესი უკუშედეგით მთავრდება, უფრო სწორად,

ეკლესიის დანიშნულება არის სულის გადარჩენა და ადამიანის თვისობრივი შეცვლა და არა ჰუმანიტარული საქმიანობა, თუმცა მცირეოდენი დოზით ესეც შეასძლებელია

ღმერთის რჩეული ერი და ღვთის მშობელის ნარჩევი ქვეყანა

არსებობს საეკლესიო გადმოცემა რომ ღვთისმშობელი აპირებდა ივერიაში ქადაგებას, მაგრამ ეს მისი სურვილი ვერ შესრულდა, ის გარდაიცვალა

და ეს არ იძლევა ამპარტავნობის და თავმომწონების საფუძველს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებობს საეკლესიო გადმოცემა რომ ღვთისმშობელი აპირებდა ივერიაში ქადაგებას, მაგრამ ეს მისი სურვილი ვერ შესრულდა, ის გარდაიცვალა

 

ანუ ლეგენდა,ზღაპარი,რომლის დამამტკიცებელი საბუთიც არ არსებობს,არანაირი სანდო წყარო...

მხოლოდ მითები და ამ მითებზე აგებული საქართლელო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ ლეგენდა,ზღაპარი,რომლის დამამტკიცებელი საბუთიც არ არსებობს,არანაირი სანდო წყარო...

მხოლოდ მითები და ამ მითებზე აგებული საქართლელო

 

 

მითებით ვცხოვრობთ დღესაც და მეთორმეტე საუკუნის გმირობებით..

 

ერთი კითხვა მაქვს.გუშინ ჩემს ბიძაშვილს ველაპარაკებოდი ტელეფონით აქედან.ოპოზიციაშია და ტელეფონი უცებ აშრიალდა.მისმენენო.გადმოვრეკავ მეთქი და ტელეფონი სულ დაკავებას იძლეოდა.მობილზე რომ დავურეკე დადებული მაქვს ტელეფონიო და აზრზე ხართ ვინმე ამაზე? სატურნ,მოდი აქ და გამეცი პასუხი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...