Jump to content
Planeta.Ge

ფული და ურთიერთობები


Recommended Posts

მთავარია, როგორ გრძნობ მასთან თავს, ხარ კომფორტულად და გახსნილად, გაქვთ გულწრფელი ურთიერთობა

თუ კი - გაყევი და მერე ყველაფერი იქნება

 

ღმერთმა ნუ ქნას და თუ არ იქნება (მაგის დაშვებაც არ მინდა შენს შემთხვევაში) საყვარელი ადამიანი შეგრჩება გვერდით, ის, რომელიცც გიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ფული არ გაქვთ.

 

თუმცა მე მაინც მგონია, რომ ფულიც იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...
  • Replies 35
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • 3 years later...
მე ძალიან მერიდება ხოლმე ვინმე რომ მიხდის ან მპატიჟებს სადმე.. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგო, დისკომფორტს ვგრძნობ :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 8/19/2012 at 8:49 PM, ს.. said:
მე ძალიან მერიდება ხოლმე ვინმე რომ მიხდის

აუ, როგორ ვერ ვიტან ამ წესს! მე ვიმალები, ნაცნობს რომ ვნახავ, უფრო იმიტომ რომ აქეთ არ გადამიხადოს... რა დებილი წესია, მე თუ მკითხავთ! ვერ გავიგე, სხვისი იმედით ვმგზავრობ?! ან შეიძლება არ უდევს იმ კაცს თავისი მგზავრობის ფულის მეტი (ეს საქართველოს ყოფაში, მგონი სულ არ უნდა იყოს გასაკვირი), ხო უნდა ჩავარდეს მაგარ უხერხულობაში, - უი, უკაცრავად ვერ გიხდით... ათასნაირი დაღრეჯილობები... ფუ, რამდენი უაზრო წესი გვაქვს ქართველებს..! ეს პატივისცემა თუ ადამიანის უხერხულობისა და (თქვენი არ იყოს) დისკომფორტში ჩაგდება?!

 

  On 8/19/2012 at 8:49 PM, ს.. said:
ან მპატიჟებს სადმე

ნუ, ახლა, მე, როგორ მამაკაცი, ასე აღვიქვამ, რომ თუ ვინმემ რამეზე (სადმე) დამპატიჟა, თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ მომავალში მეც უნდა გადავუხადო.. ნუ, ახლა ყველა შემთხვევას არ ეხება რათქმაუნდა, მაგრამ უმეტს შემთხვევაში, IMHO, ასე გამოდის... ისე კი, ასეთ შემთხვევაში, ვიზეთები, უარს ვამბობ, რამეს ვიგონებ (თუ ადამიანი, რომეიც მეპატიჟება, ძან ახლო არაა), ვუბოდიშებ.., ნუ ვცდილობ, რომ დაპატიჟება ავირიდო... გამოგიტყდებით და უფრო იმიტომ რომ იქეთ დაპატიჟების ზურგი (უი, კინაღამ სხვა დავწერე :D) არა მქვს... -))

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 5/5/2008 at 7:00 AM, nesquik said:
განსაკუთრებით ტრანსპორტში იგრძნობა ხომე ამ "ტრადიციის სიმძაფრე"

არამგონია, - მანდ ის იხდის, ვინც დაასწრებს, ან ვინც უფრო ადრე ჩადის... ახლა, თუ ერთად მგზავრობენ, ეს სხვა საკითხია..

 

  On 5/5/2008 at 7:00 AM, nesquik said:
მარა ესეც უკვე ნელ-ნელა გადაშენების ზღვარზეა...

იმედია, მაგრამ ჯერ, რატომღაც ვერ ვატყობ..

 

  On 5/5/2008 at 7:00 AM, nesquik said:
რატომაა კაცი ვალდებული გადაიხადოს? ანუ დაპატიჟოს რამეზე? როგორ ფიქრობ...

თუ მამაკაცის მიერ ქალის (გოგოს) დაპატიჯებაზეა საუბარი.., ნუ გააჩნია რას წარმადგენს მანდილოსანი, მამაკაცისთვის... და ისე, საერთოდ.., ასეთ შემთხვევებში, მგონი, ყველა ქვეყანში მამაკაცები ეპატიჟებიან... არამგონია მანდილოსანისადმი პატივისცემის კულტი, მარტო საქართველოში იყოს...

  On 5/5/2008 at 7:00 AM, nesquik said:
"ტეხავს" თუ არა გოგოსგან დაპატიჟების მიგება...

ისე ეს, ახლა მოდაშიცაა... ;)))

მე პირადად, არ "ტეხავს"ო, ნამდვილად ვერ ვიტყოდი (ჩემთვის).. :)

  On 5/5/2008 at 7:00 AM, nesquik said:

და საერთოდ, ვისი "ფუნქციაა" ეს :chups:

ვისაც მეტი ფული აქვს... :D ;)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  On 5/5/2008 at 7:00 AM, nesquik said:
რატომაა კაცი ვალდებული გადაიხადოს? ანუ დაპატიჟოს რამეზე? როგორ ფიქრობ...

 

ვალდებული არავინ არაფრის არ არის თუ კანონი არ გავალდებულებს... უბრალოდ კულტურაა და ქალის პატივისცემა.

 

  On 5/5/2008 at 7:00 AM, nesquik said:
"ტეხავს" თუ არა გოგოსგან დაპატიჟების მიგება... და საერთოდ, ვისი "ფუნქციაა" ეს

 

არ ტეხავს, რატომ ტეხავს. გააჩნია რა სახე აქვს ამ დაპატიჟებას, თუ გამუდმებით გოგო გეპატიჟება ნუ ტეხავს არა, უნამუსობაა ჩემი აზრით ეგ უვკე.

 

ფუნქციას რაც შეეხება, არ არსებობს ფუნქციები, ეგ იგივეა დაახლოებით როცა დედა უმეტეს როლს იღებს შვილის გაზრდაში ვიდრე მამა. (ხშირად)

უფრო სასიამოვნო ეს ყველაფერი ხშირად მამაკაცისგან როცა მოდის, მის "ძალას" გრძნობ, და ხვდები რომ გვერდით მამაკაცი გიდგას და საამაყოა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • შექმენი...