Jump to content
Planeta.Ge

ყველას გთხოვთ ... აუცილებლად მოდით


Recommended Posts

დაღუპული ადამიანები ჩემთვის არაფრით იყვნენ გირგვლიანზე ან რობაქიძეზე მეტნი...

აი გირგვლიანის საქმეზე რომ გამოსულიყო ქუჩაში ასი ათასი ადამიანი, მაშინ დღეს შესაძლოა სულ სხვა სიტუაცია გვქონოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Private Nodari

ნიუსტუდიო , ლიციმერი. მე მემგონი მაჭკატელაც..

 

 

 

ფორუმ.გე-დან ბევრი მოვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარასკევს, 20 ნოემბერს, 2 საათზე

გაციებული ვარ და ფიზიკურად თუ მოვახერხე მოვალ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წინასწარ ბოდიშს გიხდით ვისაც გულით გსურთ უსამართლობასთან შერკინება, ვერ მოვალ თუნდაც იმიტომ რომ თბილისში არა ვარ. მაგრამ რ2-ის შენობასთან რატომ?

ეს სიმბოლურია, რადგან დაღუპულები რ2-ის თანამშრომლები იყვნენ, თუ თვითონ რ2-ს ვუცხადებთ პროტესტს?

 

კიდევ ერთხელ მაპატიეთ თუ სწორად ვერ გავერკვიე სიტუაციაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

იმიტორომ რ2-ის თანამშრომლები იყვნენ , იმიტო რომ რ2-ს მოვუწოდოთ გამოფხიზლებისაკენ..

იმიტომ რომ რ2-ს შეუძლია დიდი წვლილის შეტანა სიმართლის დადგენაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტო რომ რ2-ს მოვუწოდოთ გამოფხიზლებისაკენ..
საკუთარი მეგობრების დაღუპვაზე გამოძიება მათ უნდა მოეთხოვათ და არა მგონია ჩვენზე ნაკლებად ესმით ეს. ამ ამბავმა ვერ გამოაფხიზლა და კიდე ვინმეს გონია, რომ მაგათი გამოფხიზლება შეიძლება?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

იმიტორომ რ2-ის თანამშრომლები იყვნენ , იმიტო რომ რ2-ს მოვუწოდოთ გამოფხიზლებისაკენ..

იმიტომ რომ რ2-ს შეუძლია დიდი წვლილის შეტანა სიმართლის დადგენაში

ნუ, ეს ფანტასტიკის სფეროა, რაცხა დავწერე მე მაგათზე და მიმბაზე, აღარ განვმეორდები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს საპროტესტო აქცია "მაყურებლის გზავნილი "რუსთავი 2"-ს" გაიმართება

08:56 - 20.11.2009

დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინ საპროტესტო აქცია "მაყურებლის გზავნილი "რუსთავი 2"-ს" გაიმართება. აქციის მონაწილეები პროექტ “ვარსკვლავების აკადემიის” საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ხელახალ გამოძიებას და "რუსთავი 2"-ის მიერ საქმესთან დაკავშირებული დეტალების გაშუქებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორი შენობის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 აპრილს სანდრო ეულის ქუჩაზე "რუსთავი 2"-ის კუთვნილი შენობა ჩამოინგრა, რომელშიც ტელეკომპანიის თანმშრომლები და პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილეები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად "რუსთავი 2"-ის ორი თანამშრომელი ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია გარდაიცვალნენ.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...57&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

მორჩა სადღა უნდა მოხვიდე :)

 

 

ლიციმერი ვნახე და ძალიან გამიხარდა რომ მოვიდა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

ძალიან მინდოდა,მაგრამ ვერ მოვედი, სორრიი.

მეც

 

ესეც ვიდეო:

 

ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას ახლობლებმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს."ვარსკლავების აკადემიის" შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახის წევრები და მათი მეგობრები მომხდარის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ და გამოტანილ განაჩენს უკანონოდ მიიჩნევენ. ნიკა გელაშვილის დედა, ნუცა თოფჩიშვილი აცხადებს, რომ კომპანია "არტიქსის" თანამშრომელი დავით გვასალია, რომელიც უშუალოდ უძღვებოდა "ვარსკვლავების აკადემიის" შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და რომელსაც ბრალი მიუძღვის ორი ადამიანის სიკვდილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს გამართული პროცესიდან გაათავისუფლა

 

http://itv.ge/?p=36101

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ ცდილობს “ვარსკვლავების აკადემიის” ნგრევის მიზეზების მიჩუმათებას

 

“ვარსკვლავების აკადემიის” შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახის წევრებმა გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახი და მეგობრები ნგრევის ფაქტის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ და გამოტანილ განაჩენს, რის შედეგადაც საქმეში ერთადერთ ბრალდებულს 2-წლიან საპროცესო გარიგება გაუფორმდა, უკანონოდ მიიჩნევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მაყურებლის გზავნილი “რუსთავი 2”-ს” / “მე მყავდა ღირსეული შვილი და მინდა ეს საქმე ღირსეულად მივიყვანო ბოლომდე”.

“როგორც ნიკა გელაშვილის დედამ, ნუცა თოფჩიშვილმა აღნიშნა, კომპანია “არტ-იქსის” თანამშრომელ დავით გვასალიას, რომელიც უშუალოდ უძღვებოდა “ვარსკვლავების აკადემიის” შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და რომელსაც ბრალი მიუძღვის ორი ადამიანის სიკვდილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს გამართულ პროცესში 2-წლიანი საპროცესო გარიგება დაუდო და საქმე ამით დახურა, რამაც ოჯახის პროტესტი გამოიწვია. მისი თქმით, ეს უსამართლო საქციელი და მკვლელების მფარველობაა. გარდა გამოძიების ხელახლა დაწყებისა, აქციის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდათ “რუსთავი 2”-თანაც. გუშინვე ოჯახის წევრებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას მიმართვა გაუგზავნეს, აქციის მსვლელობისას კი მიმართვაზე ხელმოწერებიც შეგროვდა და ტელეკომპანიაში შეგზავნეს. საპროტესტო აქციას დაახლოებით ასი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოჯახმა მიმართვა “რუსთავი 2”-ის გენდირექტორ გოგი გეგეშიძეს გაუგზავნა: “ბატონო გოგი, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 აპრილს ჩამოინგრა თქვენი კომპანიის კუთვნილი შენობა, სადაც მიმდინარეობდა ტელეპროექტი “ვარსკვლავების აკადემია”. ამ შემთხვევის დროს სხეულის დაზიანება მიიღო რამდენიმემ და გარდაიცვალა თქვენი კომპანიის ორი თანამშრომელი. ამ უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს სრულყოფილი სიუჟეტი დღემდე არ გაუკეთებია. დაზარალებული მხარე მიიჩნევს, რომ გამოძიება იყო მიკერძოებული და არაობიექტური. გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი კომპანიის პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან, ჩატარებულ გამოძიებასა და სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით” - ნათქვამია მიმართვაში. აქციაზე მისულ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეჭირათ პლაკატები “ნუ უქმნით საფრთხეს ადამიანის სიცოცხდეს, გაირკვეს სიმართლე”, ასევე იყო პლაკატები სირაქლემას გამოსახულებით, რაც ახლობლების თქმით, “რუსთავი2”-ის პოზიციის გამომხატველია”, - დასძენს გამოცემა.

“სასამართლომ მასხრად აგვიგდო. მე გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა შეიძლება იპოვო სამართალი და არ მეგონა, რომ ასეთ დონეზე აგვიგდებდნენ მასხრად. შვიდ თვეს ველოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ჭორების დონეზე არ მელაპარაკა, ეს არის დამნაშავე და ის-თქო. მინდოდა, კანონით დასჯილიყო ის, ვინც მართლა დამნაშავე იყო. ამიტომ მინდოდა სასამართლო და არა ქუჩა, ქუჩაში საერთოდ არ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს. მას შემდეგ, რაც 12 ნოემბერს სასამართლომ გვასალია საპროცესო გარიგებით გაუშვა, რა უნდა მექნა სხვა? ეცადნენ, რაც შეიძლებოდა სწრაფად მომხდარიყო ამ საქმის მიჩუმათება. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც კომპანია “არტ-იქსის” უკან დგანან. ალბათ, მათ აფარებენ ხელს, მაგრამ მე არ ვაპირებ დანებებას. კიდევ ერთხელ ვცდი, პრეზიდენტს მივაწვდინო ხმა და იქნებ გაიგოს, რომ მხოლოდ სამართლიანობას ვითხოვ და მეტს არაფერს. მე მყავდა ღირსეული შვილი და მინდა, ეს საქმე ღირსეულად მივიყვანო ბოლომდე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუცა თოფჩიშვილი.

“იმის გამო, რომ “არტ-იქსის” უკან ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები დგანან, გიგა ბოკერიას ცოლისდა და დავით კეზერაშვილის ცოლი, საქმის კვალიფიციური წარმოება არ მომხდარა. სასამართლო პრაქტიკულად ერთ დღეში დასრულდა, კომპანიის საქმეთა მწარმოებელ მერაბ გვასალიას კი 12 ნოემბერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამიტომაც მოვითხოვთ საქმის ხელახალ წარმოებას, რადგან დარწმუნებული ვართ, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით კომპანიის მფლობელებს დააფარა ხელი. შედეგებით ნათელია, რომ ამ საქმეში პასუხისმგებელი ირაკლი ჩიქოვანი და “არტ-იქსის” დამფუძნებლებია. ისინი, როგორც ჩანს, კანონზე მაღლა დგანან და კანონს საკუთარ ტყავზე ირგებენ”, - განაცხადა გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა გელაშვილის მეუღლე ეკა კახიანმა.

“ჩვენ მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული გამოძიების შედეგად, აბსოლუტურად სხვა სურათი შეიქმნა. ამ გამოძიების შედეგების წარვუდგინეთ სასამართლოსაც და პროკურატურასაც, მაგრამ საერთოდ არ გამართულა პროცესი, ისე დაიდო საპროცესო გარიგება მსჯავრდებულთან. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიებით გაირკვა, რომ იქ არ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, როგორც თავის დროზე ითქვა. ეს გახლდათ რეკონსტრუქცია, რომელსაც სჭირდებოდა ნებართვა, რაც კომპანიას არ გააჩნდა. ამიტომ მოვითხოვდი კომპანია “არტ-იქსის” სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და არა კონკრეტული პირების. ასევე მოვითხოვეთ ირაკლი ჩიქოვანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რადგან სწორედ მისი გულგრილობითა და გაუფრთხილებლობით დადგა ეს შედეგი. როდესაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, შენობაში პროექტის მოწყობა არ შეიძლებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელაშვილების ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი.

“რეზონანსი” შეეცადა, დაღუპული გელაშვილის ახლობელთა პროტესტსა და ბრალდებებზე “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას და ირაკლი ჩიქოვანს დაკავშირებოდა, მაგრამ ვერც ერთ მათგანთან დაკავშირება ვერ მოახერხდა. ირაკლი ჩიქოვანს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ნინო შუბლაძემ და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ბოლო დროს “რეზონანსი” პერმანენტულად ცდილობს მათთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ, ისინი ქრონიკულად არ პასუხობენ ჩვენს ზარებს”, - წერს სტატიის ავტორი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117519.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...