newstudio Posted November 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 ბატონო ირაკლი როგორ საქართველოს ეკოლოგიურ ვითარებაზე თუ აქვს თქვენს პარტიას რაიმე პროგრამა მომზადებული?! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 ბატონო ირაკლი-ცინცხალი შეკითხვა მაქვს- რას ფიქრობთ ბატონი ნინუას მკვლელობაზე? და რას გვეტყვით ამ პიროვნების პოლიტიკურ წარსულზე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 გამარჯობა ბატონო ირაკლი!რამოდენიმე კითხვა მაქვს და დამისვავს სხვა პოლიტიკოსებისთვის თუ მოაზროვნე ხალხისთვისაც, პასუხი თითქმის, ყოველთვის ერთნაირი იყო, დიდი თემაა და სხვა დროს იყოსო.. ძალიან გთხოვთ იგივენაირად არ გამისტუმროთ თქვენც.. 1) როგორ შეაფასებდით დღეს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივ აზროვნებას? 2) 1 შეკითხვაზე "არადამაკმაყოფილებელი" პასუხის შემთხვევაში:როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის გადაჭრა? ნაციონალურმა(ვიწრო გაგებით) პოლიტიკამ არ გაამართლა როგორც ვხედავთ..3) ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს, საჭიროა ხალხში კანონის უზენაესობის პოლიტიკის გატარება არა მარტო კანონით, "შიშზე დაფუძნებული სიყვარული"ს მეთოდით (ანუ დანაშაულზე - ას პროცენტიანი დასჯის აგიტაცია) არამედ, ამასთანავე მორალურ-ზნეობრივი პოლიტიკის გატარებითაც (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ/წამოწყებული ტელე-რადიო-პროპაგანდა, პროგრამული პროპაგანდა და ა.შ.)4) ჩემთვის ძალინ მნიშვნელოვანი კითხვა: ა) პოლიტიკაში უახლოესი და მომავალი წარმატებების შემთხვევაში (რასაც გულწრფელად გისურვებთ), დაიყენებთ თუ არა გვერდით(ან მნიშვნელოვან თანამდებობებზე) ლიცემერებს, მედროვეებს, თუ ისინი კარგი სპეციალისტები არიან თავიანთ დარგებში, მაგრამ ამავდროულად, თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას "თვალებში შემოგციცინებენ". ბ) თუ ადამიანში შეატყობთ ამ თვისებებს გვერდზე დაყენების(ან დანიშვნის) შემდეგ, როგორი იქნება თქვენი რეაქცია ამ ადამიანის მიმართ(რათქმაუნდა პროფესიულ ასპექტში და არა პირადულში)?5) დამეთანხმებით ალბათ, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ მის აღდგენამდე, საკმაოდ დაეცა ქართველების(საქართველოს მოქალაქეების) ზნეობა, როგორც ასეთი.. თუ გაქვთ ამ პრობლემის გადაჭრაზე თქვენი შეხედულება და შესაბამისად, შეიძლება თუ არა თქვენი ალიანსისგან ველოდოთ, ამ პრობლემის შესწავლის დაწყებას და გადაჭრის ხერხების ძიებას, რამეთუ, ამ პრობლემის გადაჭრას 10 და 20 წელი არ ჰყოფნის და მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაჭრის დამწყები, დიდი ალბათობით, შედეგს თავისი პოლიტაქტიურობის პროცესში ვერ მოესწრება, მაინც აუცილებლად მიმაჩნია მისი გადაჭრის დაწყება.. გმადლობთ! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 ბატონო ირაკლი, უკვე მერამდენჯერ მივიღ ინფორმაცია რომ ქართული საელჩო სერიოზულ პრობლემებს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს პასპორტების განახლებაში(ან გამოცვლაში).ისეთ შთაბეჭდილება მექმნება რომ სტატისტიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად ხალხს აღარ ინდობს ჩვენი ჩინოვნიკები. იქნებ თქვენ როგორც ოპოზიციის ლიდერ ამ თემაზეც ხმა აიმაღლოთ, თორემ ძალიან დაგვტანჯა გერმანის საელჩოს სასტიკ საქციელმა, ამასთან გერმანის სააელჩო ითვლება ერთერთ "საუკეთესოდ", თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეში არიან სხვები?! ბოდიში მოდერაციას, ძალიან გთხოვთ დატოვოთ ეს ინფორმაცია თუ თხოვნა! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 ბატონო ირაკლი, 1. დებთ თუ არა პირობას, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ამ პოსტს არ გამოიყენებთ მხოლოდ ტრამპლინად თქვენს მომავალ პოლიტიკურ კარიერაში და რეალურად იზრუნებთ დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, რადგან დამეთანხმებით, მერი პოლიტიკური თანამდებობა არ გახლავთ? 2. გაქვთ თუ არა ინფორმაცია ქალაქის კეთილმოწყობის სფეროში ( მშენებლობები, საგზაო-სარემონტო სამუშაოები, სკვერებისა და სპორტული მოედნების აგება და ა.შ.) გამეფებული ელიტარული კორუფციის (პირდაპირი შესყიდვები, დახურული ტენდერები, ე.წ. "ატკატები" და ა.შ.) შესახებ და რა მექანიზმებით აპირებთ ამასთან ბრძოლას, იქნება ეს გამჭვირვალე და ღია ტენდერები თუ რაიმე სხვა? 3. როგორ გესახებათ საკრებულოსთან ურთიერთობა იმ პირობებში, როცა ის თითქმის მთლიანად ნაციონალური მოძრაობის წევრებითაა დაკომპლექტებული? პატივისცემით, ირაკლი ჯაფარიძე. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 ბატონ ირაკლი ალასანიას გადავუგზავნეთ დასმული კითხვები...უახლოეს დღეებში გაგვცემს პასუხს და დაიდება ამ თემაში...კონკრეტული უზერების კითხვებზე კონკრეტული პასუხები! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 newstudio მე მინდოდა კიდევ დამესვა რამოდენიმე კითხვა, მაგრამ ვეღარ მოვიცალე :eshmak: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 გამარჯობათ ბატონო ირაკლი 1) თქვენი აზრით კაპიტალიზმის დრო დასრულდა? (ჩინური სოციალიზმის ეპოქა იწყება თუ არა? და ამერიკის მზე ჩადის თუ არა?)2) მემარცხენული იდეებს იზიარებთ თუ არა? (მოგწონთ თუ არა შვედური სოციალიზმი?)3) რა იდეით მოდიხართ ხელისუფლებაში? მთავარი იდეოლოგია რა არის?4) რას გააკეთებთ იმისთვის რომ ე.წ მდიდარ ფენისგან (შევარდნაძის და სააკაშვილის დროს გამდიდრებულ ჩინოვნიკებისგან, რომლებიც მერე "პატიოსან" ბიზნესმენებად მოგვევლინენ) დაიცვათ ჩვეულებრივი მოქალქეები?5) პროფკავშირების რეალურ გაძლიერებაზე რას იტყვით? ისე როგორც თავის დროზე რუზველტმა გააძლიერა?6) აპირებთ თუ არა ინტელექტუალური და კულტურული რევოლუცია მოახდინოთ თუ კი სათავეში მოხვალთ?7) თუ კი თქვენ მოხვალთ სათავეში, როგორ შეძლებს ქართველი საზოგადოება გაგაკონტროლოდ? იქნებ გვითხრათ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 (edited) ბატონო ირაკლი მაინტერესებს, დავუშვათ გახდით ქალაქის მერი, ამის შემდეგ რას აპირებთ? თქვენი პოზიცია მგონი ის არის, რომ ხელისუფლება 2013 წლამდე მშვიდობიანად უნდა შეცვალოთ. როგორ აპირებთ ამის გაკეთებას მერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ? რა ბერკეტები გექნებათ ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად? მეორე კითხვა: თუ ნაციონალებმა ბარიერი 30 %-ზე დატოვეს (ან საერთოდ გააუქმეს) მაინც მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? წინასწარ მადლობა პასუხებისთვის Edited November 25, 2009 by Blaugranator ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 ბატ.ირაკლი,რამე ახალგაზრდული ოგანიზაცია გაქვთ თქვენს პარტიასთან არსებული,რომლებიც მომავალში გააგრძელებენ თქვენს საქმიანობას? (რესპუბლიკელები და ახლები არ მიგულისხმია) ეს კითხვა გადაეცით რა აუცილებლად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 lasha1997 ბატ.ირაკლი,რამე ახალგაზრდული ოგანიზაცია გაქვთ თქვენს პარტიასთან არსებული,რომლებიც მომავალში გააგრძელებენ თქვენს საქმიანობას?ახალგაზრდაა ბატონი ირაკლიც ჯერ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 ახალგაზრდაა ბატონი ირაკლიც ჯერ სხვა რამე ვიფიქრე და ნუ ინტრიგანობ. : ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 დეპრეს,ბრუნდება თუ არა ალასანია ამ ფორუმზე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2009 დეპრეს,ბრუნდება თუ არა ალასანია ამ ფორუმზე?კი შეხვედრები აქვს და მოიცლის თუ არა უპასუხოდ არ დავრჩებით ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted December 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2009 (edited) გავიდა ნახევარი თვე..2 გვერდი კითხვებია, მეტი არა..არ უნდა ამ კითხვებზე პასუხებს ძალიან დიდი დრო.. ადმინისტრაციას:ან ჰო გვითხარით, ან არა..ეს ფორუმი მომწონს, სიყალბე არაა, ან თუა, იმ ზომით არა, რომ სჩანდეს..ნუ გაიფუჭებთ სახელს, ჩემი თხოვნა იქნება.. Edited December 14, 2009 by SSDK ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts