newstudio Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანია ჩვენი სტუმარი იყო, 2 საათი გვცემდა პასუხებს რაც დამეთანხმებით ცოტა არ არის. თუმცა დარჩა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებიც, ამიტომ ბატონმა ირაკლიმ თანხმობა გამოთქვა გასცეს ყველა აქტუალურ კითხვას პასუხი. აქ შეგიძლიათ კითხვები დასვათ. ერტადეღტი, რადგან ირაკლი ალასანიას ძალიან დაძაბული სამუშაო გრაფიკი აქვს... ასეთი რეჟიმით ვიმოქმედებთ: უზერები დასვავენ კითხვას, შემდეგ დაიკეტება თემა, და ალასანია ყველა დასმულ კითხვას წყნარად გასცემს პასუხს. თუ წინა ონლაინ კონფერენციაზე უკვე ქონდა ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი გაცემული...დაიდება შესაბამისი ლინკი ( ეს ჩვენ შევპირდით...გამეორება რომ არ გამოუვიდეს და უფრო მეტ კითხვას რომ უპასუხოს!) ასე რომ...დაუსვით კითხვები! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 (edited) ადრე დავუსვი კითხვა,მაგრამ რატომღაც არ მიპასუხა. ბატ.რაკლი,ეთანხმებით თუ არა ტალიავანის დასკვნას იმის თაობაზე,რომ სააკაშვილი აჰყვა რუსეთის პროვოკაციას და საბრძოლო მოქმედებები მან დაიწყო? გვახარიასთან მიცემულ ინტერვიუში თქვენ სთქვით,რომ უნდა აღდგეს აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობაო და როგორ წარმოგიდგენიათ ეს რუსეთის გარეშე? ისაც სთქვით,რომ რუსეთთან უნდა აღვადგინოთ პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობაო და როგორ წარმოგიდგენიათ ეს,როცა რუსეთი ყოველთვის „უფროსი ძმის“ სახით გვევლინებოდა ამ ორასი წლის განმავლობაში? წინასწარ გმადლობთ. Edited November 18, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bexx Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ბატონო ირაკლი...სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე,ემხრობით ქუჩის აქციებს თუ არა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ალასანია პლანეტაზე ბრუნდებაკაი ბლოკბასტერის სათაურად გამოდგება ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ ამ ხელისუფლებამ, კერძოთ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა უნდა აგოს თუ არა პასუხი? უბრალოდ ისევ შევარდნაძეს ვარიანტი რომ არ განმეორდეს და ისევ კრჭანისის რეზიდენციაში რომ არ მოთავსდეს დაუსჯელად ვინმე. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
an*na Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 #1 - რატომ არ ხართ ჩართული უფრო აქტიურად თბილისის შიდა პრობლემებთან დაკავშირებით?იქნებ დაგვეხმაროთ თბილისელებს იმ უმსგავსობის წარმოჩენაში, რაც ამ ე.წ. მშენებლობის ბუმს მოყვა - აღარ დარჩა მწვანე საფარი, ყველაგან შენობები შენდება პარკებში, იპოდრომზე... რაც მთავარია, დარღვეულია ქალაქის იერ-სახე, ნადგურდება ისტორიული ქუჩები... (მაგალითად, მირზა შაფის ქუჩის თემა წამოწიეთ - რა გაუკეთეს ამ ისტორიულ ქუჩას უგულავას ხელდსასხმით), თუნდაც რას უკეთებენ ძველი საბჭოთა არქიტექტურის შენობებს, რაც დღეს უკვე ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს(იმელის შენობა) და ა.შ. - ასევე, თუ გსმენიათ, იმ საშინელი შუშებიანი ხიდის შესახებ(ამჯერად უკვე მიშას მორიგი კაპრიზი), რომელსაც ძველ თბილისში აშენებენ? ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი, რომ მართლა დაინტერესდებით ასეთი საკითხებით, თბილისი მართლა გადასარჩენია, გადასახედია მთელი რეგულაციები მშენებლობებთან დაკავშირებით - თორემ უგულავას ხელში გადაიქცა ჩაბეტონებულ უსიცოცხლო ქალაქად (რუსთაველის გამზირსაც კი დაუკარგეს ძველი იერსახე და საერთაშორისო ორგანიზაციების წინ გაშენებულ ტროტუარს დაამსგავსეს...) #2 სააკაშვილი ისევ აგრძელებს რისკიანი და უგუნურ პოლიტიკას რუსეთის მიმართ. - თქვენის აზრით, რას მოგვიტანს ახალი კავკასიის ტელევიზია - რომელსაც როგორც ვხდებით, მხოლოდ ერთადერთი ფუნქია აქვს: რუსეთის გაღიზიანება (თორემ ერთი ტელევიზია რომ რუსეთს ვერ დაშლის , ყველამ კარგად ვიცით) ?- რატომ არავინ ხმას არ იმაღლებს ოპოზიციური სპექტრიდან, რომ ეს ინიციატივა ისევ ცეცხლთან უპასუხისმგელო თამაშია ჩვენი მთავრობის მხრიდან?- რატომ უფრო არ ამახვილებთ ყურადღებას იმ საკითხზე, რომ საკაშვილმა საქართველო ფინიად გადააქცია, რომელსაც მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს - უყეფოს რუსეთს ... თან ისე, რომ ჩვენ კბენასაც კი ვერ ვახერხებთ. =) თუნდაც, რუსეთის პატრიარქზე შეტევები იმედის ტელევიზიაში, იგივე ფინიას როლის პირნათლად შესრულებაა . ე.ი. გამოდის რომ ეს კონფრონტაციული პოლიტიკა ისევ გრძელდება. ამ გზამ კი მხოლოდ უბედურება მოუტანა ქვეყანას და კიდევ უფრო მეტ უბედურებას მოუტანს, თუ ეს არ შეჩერდა. - ამიტომ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარის არ ქონა - სააკაშვილის მთავრობის აქილევსის ქუსლი? - და იმის ფონზე, რომ ამ მთავრობას რუსებთან ურთიერთობის დარეგულირება კი არა, არსებული საფრთხეების შემცირებაც კი არ შეუძლია და არც ცდილობს რაიმეს შეცვლას ამ მიმართულებით - არის თუ არა ეს (უსაფრთხოების უზრუნველყოფის უუნარობა) ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტად უნდა აკრიტიკებდეს ოპოზიცია მთავრობას? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ახლა საქართველოს პრეზიდენტს სხვა რეზიდენცია აქვს და მას პრეზიდენტის სასახლე ქვია. თარგამაძე-გიორგადძეები დასაჯეთ?! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 რუსეთტან ურთიერთობის აღდგენა საკუთარი ქვეყნის განადგურების ფასად ა არაა სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტია, რუსეთის მიერ ქვეყნის დეოკუპაცია, რუსეთის მიერ ქართველი ხალხის კვლა და სახლების გადაწვა, სოფლების გადაბუგვის შეჩერება და მერე ურთიერთობის აღდგენაა სახელმწიფოს უსაფრთხოების მთავარი ამოცანა. მანამდე კი რუსეთის სისხლიანი აგრესიის შეჩერება საერთასორისო დამკვირვებლების, თანამგზავრული დაკვირვებებისა და ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკთან თანამშრომლობით აგრესორის შეკავება, აგრესორისაგან იზოლაცია არის სახელმწიფოს უსაფრთხოებიუს მთავარი საზრიუნავი!! მკვლელსა და ამაზრზენ მატყუარას უნდა მოერიდო ! ეგ თავდაცვის უმთავრესი რეფლექსია! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 საფრთხე შეჩერებულია და ეს საიტი ადასტურებს- რუსი ცდილობს რაიმე გზით დაამყაროს კავშირი საქართველოსთან დამკვირვებლების გარეშე, რათა კვლავ დემაგოგიისა და ამაზრზენი ტყუილისა და პროვოკაციების სისხლიანი გზით დანარჩენი რეგიონებიც დაიპყროს .. ნახეთ ჩრდილო კავკასია ყოველ სოფელს და ქალაქს სამხედროთა ბლოკპოსტებით ზღუდავენ და საკუთარ მოქალაქეს (რუსეთისას!) მეზობელ სოფელში, საკუთარ ნაკვეთზე ჭირნახულის აღება არ შეუძლია,ამას უკეთებენ საკუთარ მოქალაქეებს და ჩვენ ხომ უარეს დღეში გვაყენებენ სადაც ეგენი არიან... ნახეთ გალში ნახეთ ახალგორში რა ხდება... სიკვდილის ღირსია ის, ვინც რუსს კვლავ შემოიყვანს საქართველოში თუნდაც დიპლომატიური გზით მანამდე, სანამ რუსეთი არ მოახდენს აგრესიის შეჩერებას დეოკუპაციის გზით და არ შეაჩერებს ქართული სკოლების დარბევას , ქართველთა სახლების გადაწვასა და ოჯახების დაწიოკებას. ! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ბატონო ირაკლი თქვენი აზრით რა არის ჩვენი ქვეყნის ის სამი უმთავრესი პრობლემა, რომლებიც მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაჭრას (რათქმაუნდა არ ვგულისხმობ ტერიტორიულ პრობლემებს, რომლებიც მოკლე დროში არ მოგვარდება) და როგორ ფიქრობთ ამ პრობლემების მოგვარებას თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მაინტერესებს მხოლოდ პირველი ნაბიჯები, რომლებსაც თქვენ გადადგამთ მათ მოსაგვარებლად. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 (edited) ბატონო ირაკლი ზუსტად იმ დროს, როდესაც თქვენ ფორუმელთა კითხვებს პასუხობდით, მეზობელ ფორუმზე ალექსანდრე ებრალიძემ ერთერთ კითხვაზე პასუხის დროს, თქვენ ოპოზიციაში ტროას ცხენი გიწოდათ. რა შეფასებას გაუკეთებთ ბატონ ებრალიძის ამ ნათქვამს? შესაძლოა არ დამეთანხმოთ, მაგრამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე ამერიკის გავლენა დიდია. სწორედ ამის გამო, საქართველო თავს იკავებს ურთიერთობის განვითარებაზე რეგიონის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც მაგალითად ირანი და თურქეთია. ამიტომ ეს ქვეყნები გაეროში მხარს არ უჭერენ საქართველოს შესახებ რეზოლუციებს. თქვენ როგორ გესახებათ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა ? Edited November 18, 2009 by nostradamusi ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ეს კითხვები წინა კონფერენციიდან დარჩა და აქ გადმოვიტან თქვენის ნებართვით: ბატონო ირაკლი, 1. გაქვთ თუ არა ჩამოყალიბებული, ქალაქის განვითარების რაიმე პროგრამა (სტრატეგია),რომელსაც თბილისელებს შესთავაზებთ მერის/საკრებულოს არჩევნებზე? რამდენი ხნით ადრე გამოაქვეყნებთსაკრებულოში,თქვენს კანდიდატთა სიას? ასევე იმ პირთა სავარაუდო სია,რომლებიც დაინიშნებიან ქალაქის მთავრობაში, მნიშვნელოვან პოსტებზე? 3. როგორ ფიქრობთ მხარდამჭერების მოზიდვას, საარჩევნო პროცესის გაკონტროლებისათვის? ფაქტია,რომ ხელ-ბა ყველა მეთოდს გამოიყენებს გაყალბებისათვის,ეს პროცესი უკვე დაიწყო.როგორ აპირებთ დააფინანსოთ არჩევნები? ობამას მეთოდს,ხომ არ გამოიყენებთ? (ონლაინ დონაიშენ და ა.შ.) დიდი მადლობა წინასწარ! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ბ-ნო ირაკლი: - დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება? - აწარმოებთ მოლაპარაკებებს კოლეგა-ოპოზიციონერებთან, რათა ხმები არ გაიყოს? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 1.დასავლეთ ევროპაში პოლიტიკოსების რელიგიურობა დაბალ განათლებად თვლიან, ხოლო საქართველოში თითქმის პოლიტიკოს არ დარჩა ეკლესიებში რომ არ დარბოდეს(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით), იქნებ აგვიხსნათ მიზეზი?2. შემდეგი შთაბეჭდილება მრჩება რომ, ქართველი პოლიტიკოსებისთვის(და ზოგადა დღევანდელ ქართულ ცხოვებაში) შეცდომის აღიარება და მითუმეტეს ბოდი-შის მოხდა "გრეხია"(ბოდიშს ვიხდი ჟარგონისთვის), მიუთითებს თუ არა ეს ფაქტი პოლტიკისობეის სისუტესთან ერთად საზოგადოების სისუსტეზე? (ნათლი და სასტიკი მაგალითებია მაისაშვილი თავისი გინებით და ნათელაშვილის "ურთიერთობა" Die PARTEI-სთან )3.თვლით თუ არა რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება მხოლოდ რელიგით და პოლიტკით ცხოვრობეს? (თუ კი რა არის ამის მიზეზი?) ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 თქვენი და თქვენი ალიანსის წევრების თქმით,მერიის არჩევნების რეიტინგის გამოკითხვებით (ფორუმებზეც) თქვენ ლიდერობთ და რატომ არ თანხმდებით 30%–იან ბარიერს? საერთოდ რომ არ შეცვალონ საარჩევნო კანონი, რა გზას მიმართავთ? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts