პლატონი Posted December 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2009 მოიტანე არგუმენტები, ფაქტები, მაგალითები დავიწყოთ ფილოსოფიის ამოსავალ ორ ფუნდამენტურ დებულებიდან – ერთი დეკარტს, მეორე კი სოკრატეს ეკუთვნის. 1. აბსოლუტურად სანდო ცოდნაა საკუთარი არსებობა, ანუ ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ ჩვენ ვარსებობთ.Так как мы рождаемся детьми и составляем разные суждения о вещах прежде, чем достигнем полного употребления своего разума, то многие предрассудки отклоняют нас от познания истины; избавиться от них мы, по-видимому, можем не иначе, как постаравшись раз в жизни усомниться во всем том, в чём найдем хотя бы малейшее подозрение недостоверности…. Если мы станем отвергать все то, в чём каким бы то ни было образом можем сомневаться, и даже будем считать все это ложным, то хотя мы легко предположим, что нет никакого Бога, никакого неба, никаких тел и что у нас самих нет ни рук, ни ног, ни вообще тела, однако же не предположим также и того, что мы сами, думающие об этом, не существуем: ибо нелепо признавать то, что мыслит, в то самое время, когда оно мыслит, не существующим. Вследствие чего это познание: я мыслю, следовательно существую, — есть первое и вернейшее из всех познаний, встречающееся каждому, кто философствует в порядке. И это — лучший путь для познания природы души и её различия от тела; ибо, исследуя, что же такое мы, предполагающие ложным все, что от нас отлично, мы увидим совершенно ясно, что к нашей природе не принадлежит ни протяжение, ни форма, ни перемещение, ничто подобное, но одно мышление, которое вследствие того и познаётся первее и вернее всяких вещественных предметов, ибо его мы уже знаем, а во всем другом ещё сомневаемся. 2. და მეორე ფუნდამენტალური დებულება, რომელიც პრინციპში იგივე ზემორე მოცემული დებულებაა, ოღონდ სხვანაირად ნათქვამი: მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი.По свидетельству философа Платона, так говорил великий мыслитель Древней Греции Сократ (470—399 до н. э,). И пояснял эту мысль так: люди обычно полагают, будто они что-то знают, а оказывается, что они не знают ничего. Таким образом получается, что, зная о своем незнании, я знаю больше, чем все остальные. მეთანხმები ამ ორ პუნქტში?1. ვარსებობ.2. ვიცი რომ არ ვიცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 (edited) თავისუფლება იმდენად ზოგადი და სუბიექტური ცნებაა, რომ არ შეიძლება ფილოსოფოსმა დაწეროს ამის შესახებ აბსოლუტურად ჭეშმარიტი აქსიომა. თავისუფლებას ჰაიტის მაცხოვრებლები ვინმესთვის შრომას უწოდებდნენზოგისთვის გარკვეული შემოფარგლული ტერიტორიის სტატუსის ქვეშ ყოფნა წარმოადგენს თავისუფლების მთავარ ინდიკატორს თუმცა არის დოგმებიც ამ მიმართულებაში... ჩემთვის პირადად ტავისუფლება ... გამოხატვის, აგრეთვე ფინანსური და სოციალური თავისეფლებები არის პირველ ადგილას ანუ მე თუ არ ვარ ფინანსურად მყარი ადამიანი და ამას თუ არ უზრუნველყოფს სახელმწიფო (რაღაც დოზით რათქმაუნდა) მე თუ არ მეძლევა შანსი განვვითარდე იგივენაერად როგორც ვითარდებიან სხვა დანარჩენი , მე ვერ ვიქნები თავისუფალიანუ მივდივართ პრივილეგირებული საზოგადოების უარყოფაზე მერე უფრო განვავრცობ საკითხს არ არსებობს ადამიანი რომელიც იმსახურებს ჩემზე მეტს თუ ის ამას თავისი შრომით არ აღწევს ... Edited December 20, 2009 by chegesto Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="340" height="285"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center">თავისუფლება არის წყვდიადის გამარღვეველი ძალა - ადამიანში. თავისუფლება არსადაა მებრძოლი ადამიანის გულის გარდა. name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="340" height="285"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center"> Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 ჩემი აზრით ადამიანი მაშინაა ამქვეყნად თავისუფალი როცა დასაკარგი არაფერიაქ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 თავისუფლება არის როცა მე ვიცი ჩემი თავის საზღვრები :love2: და ამ საზღვრებში ვარ მე თავის უფალითავის უფლება არ არსებობს საზღვრების გარეშე.თავისუფლება არის განხორცილებული აუცილებლობა და როგორც აუცილებლობის განხორციელებიდან დაბადებული შემოქმედება. სულს მოსწყურდა საზღვარი, როგორც - უსაზღვროებას!..........გალაკტიონი აი ეს არის თავისუფლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 თავისუფლების გამოყენება დამოკიდებულია “მე”-ს განსაკუთრებულობაზე.ვიყოთ თავისუფალი _ ვისგან ან რისგან? თავისუფლება, ეს უნიკალური სიტყვათა შერწყმა, საკუთარ არსზე, ადამიანის პირველსაწყისზე უფლებამოსილებას გამოხატავს. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ “მე” არ არის “ჩვენ”-ის წარმოებული. “მე”, როგორც არსება პირად ცხოვრებას, საკუთარ ყოფას ქმნის და მთელი მისი არსი ჭეშმარიტ თავისუფლებაში, მის სპონტანურ თვითმყოფადობაში გამოისახება. ამაშია მისი ორიგინალობა და სილამაზე. შესაბამისად, “მე”-ს სულის თავისუფლების “ხარისხი” საზოგადოების განვითარების დონეს, ყოფას განაპირობებს და მის ძირითად საფუძველს წარმოადგენს. საზოგადოებრივი წესრიგის უზარმაზარი და ურთულესი მექანიკა მხოლოდ ზედნაშენია, მხოლოდ კავშირის მექანიზმია, რომელიც სულიერი ცხოვრების ძალით, ადამიანითა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძით _ თავისუფლებით მოდის მოძრაობაში. ამრიგად, საზოგადოებრივ ყოფას, მისი განვითარების ეფექტურობას განსაზღვრავს საზოგადოების პირველსაწყისის _ “მე”-ს თავისუფლების “ხარისხი” და თვით “მე”-ს მიერ თავისუფლების ცნების გააზრების სიღრმე.თუ შევთანხმდით, რომ ადამიანი თვითმპყრობადი კი არა, ღვაწლის გამღებია, ცხადი გახდება, რომ თავისუფლება _ ადამიანის უპირველესი მოვალეობაა და არა რაღაც “თანდაყოლილი”, აბსოლუტური უფლება. თავისუფლება _ ღვაწლის გაღების უფლება, ადამიანის ცხოვრების აზრი და საფუძველია. თავისუფლება ემპირიულსა და ტრანსცედენტურ ყოფას, ანუ ცდისეულ შეგრძნებასა და თანდაყოლილ გონიერებას შორის შემაერთებელი კვანძი, სახსარია.ადამიანი თავისუფალია, როცა მისი ჟინი, ვნება, ინსტინქტი გონებას ემორჩილება, გონება კი _ სიმართლეს. შეუძლებელია თავისუფლება ყველაფრის უფლებად აღიქვათ, სიმულაციაც გამორიცხულია. თავისუფლება _ ადამიანის საკუთარი თავის განკარგვის უფლებაა და სხვისი თავისუფლების აღიარებასაც მოიცავს. თუ ერთი ადამიანის თავისუფლება იქ თავდება, სადაც მეორე ადამიანის თავისუფლება იწყება, სახეზეა პიროვნების ჭეშმარიტი თავისუფლება. თავისუფლების იგნორირება სულის შეხუთვას ნიშნავს და ამ “ჰაერის” გარეშე ადამიანი განწირულია.შესაბამისად, ესაა ზოგადი და უმაღლესი აუცილებელი პირობა, რათა ადამიანმა ყველა დანარჩენი მოვალეობის აღსრულება შეძლოს. თავისუფლება უწმიდესი მოვალეობაა; _ თავისუფლებისგან განდგომა სულიერი თვითმკვლელობაა; _ სხვის თავისუფლებაზე ყოველგვარი თავდასხმა მკვლელობის მცდელობის ტოლფასია; _ სამყაროს მამოძრავებელი ძალის ქვაკუთხედი შემოქმედებითი იმპულსის მფლობელ თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებაა; _ თავისუფალი ადამიანი შეიძლება ფიზიკურად გაანადგუროთ, მაგრამ მისი მონად გადაქცევა შეუძლებელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 საინტერესოა, \შეიძლება ადამიანი იყოს ბედნიერი და არ იყოს თავისუფალიდა იყოს თავისუფალი და არ იყოს ბედნიერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 პლატონი მეთანხმები ამ ორ პუნქტში?1. ვარსებობ.2. ვიცი რომ არ ვიცი.კი, მე გეთანხმები.და შემდეგ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ცნება “თავისუფლება”, “უფლებები” არ შეიძლება იყოს პიროვნების საკუთრება. შესაბმისად, მათი გასხვისება შეუძლებელია.ამიტომ ჰეგელი სახელმწიფოს შექმნის ყოველგვარ ხელშეკრულებით თეორიას უარყოფს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 Nukriko თავისუფლება ადამიანის სულს სჭირდება! თუმცა, არა მხოლოდ სული, სხეულიც თავისუფლებას ითხოვს. რას ვგულისხმობთ თავისუფლებაში? ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით თავისუფლება. ზოგს თავისუფლება ასე ესმის: როცა რესტორანს გვერდით ჩავუვლით და ძვირფასი საკვების არომატს შევიგრძნობთ, მაშინ ჩვენს კუთვნილ პურის ნაჭერს შეურაცხყოფად აღვიქვამთ და თავისუფლების დაუოკებელი სურვილი გვიჩნდება. რისგან გვინდა განთავისუფლება? იმ უხარისხო, იაფფასიანი პურის ნაჭრისგან?მაშ, გადააგდე პურის ნაჭერი და გახდი თავისუფალი. როცა კრიმინალთა სასახლეების შემხედვარეს ჩვენი უსინათლო, გაყინული, არაკომფორტული, უბადრუკი ბინა გვახსენდება, როცა მათ ძვირფას ტანსაცმელს ჩვენსას ვადარებთ, შენიღბული სისასტიკე გვეუფლება. მაშ, რად არ ვთავისუფლდებით მისგან? რად არ მოვისვრით ტანსაცმელსაც პურის ნაჭერივით? მაგრამ თუ მოვისვრით, მივხვდებით, რომ თურმე ამ ნივთებისგან განთავისუფლება კი არა, ფეშენებელურ რესტორანში, ნახევრადგადაწოლილ მდგომარეობაში უზრუნველად განცხრომას ვესწრაფვით და ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ გვიჩდება “ბუნებრივი მოთხოვნა” _ სახელმწიფომ, საზოგადოებამ, ხალხმა კეთილი ინებოს და ეს ყველაფერი ჩემს საკუთრებად აქციოს, აბა სხვანაირად როგორ?მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფოს ფილანტროპიის უკვე არავის სჯერა, რადგან ადამიანი ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ყველა ასევე ფიქრობს და ამგვარ თავისუფლებას ელოდება. თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენ თავისუფლება კი არ გვინდა, არამედ გვინდა ყოველივე სიკეთეს თავისუფლად ვფლობდეთ, რადგან ცარიელი თავისუფლება ჩვენ არაფერს გვაძლევს. ფაქტიურად, ჩვენ გვინდა “სიკეთის” ერთპიროვნული მფლობელნი, მესაკუთრენი ვიყოთ. ჩვენთვის თავისუფლება შინაარსს მოკლებულია და, ალბათ, არც ვიცით რა თავში ვიხალოთ უშინაარსო თავისუფლება, როგორ გამოვიყენოთ ის.ცხადია, ვიღაც ახერხებს ამ “თავისუფლების” მოპოვებას. გამოდის, რომ თავისუფლების გამოყენება დამოკიდებულია “მე”-ს განსაკუთრებულობაზე.ვიყოთ თავისუფალი _ ვისგან ან რისგან? რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი რამ, რაც საჭიროა გადავაგდოთ, ჩამოვიბერტყოთ, თუნდაც მონური ლოდინი, ალოგიკურობა, სიზარმაცე და ა.შ. და როცა ჩამობერტყვას დავიწყებთ, მივხვდებით, რომ ჩვენს გარშემო ძალადობის ღრუბლები უფრო იქუფრება. ჩამოვიბერტყოთ შიში და მოვიპაროთ ან შევიძინოთ “პიედრო ბერეტას” სისტემის იარაღი. ახლა რა ვქნათ? გავიდეთ ქუჩაში? მაგრამ ვაი, თუ “იმას” “უზის” სისტემის ავტომატური იარაღი აღმოაჩნდეს? . . და ეს იქნება ჩვენი პირველი აღმოჩენა, თუ მივხვდებით, რომ რაც უფრო მეტ ფოლადს ჩავიდებთ ჯიბეში ან ჩამოვიკიდებთ, მით უფრო დაუცველ და უსუსურ სამიზნედ გადავიქცევით. არა, ეს არ არის თავისუფლება. ანუვითარებელი ადამიანი ვერ გრძნობს იმ ჩარჩოებს, რომელსაც ინტელექტუალური პიროვნება ნათლად ხედავს და შეიგრძნობს. ამიტომაა, რომ პირველი უფრო „თავისუფლად“ გრძნობს თავს, ამ ჩარჩოებიდან გადის და უსუსური, უბადრუკი, მონა, მათხოვარი ან უბრალოდ, სისხლიანი გვამი ხდება. რაც მეტ „თავისუფლებას“ მოიპოვებს ადამიანი, მით უფრო მძიმე, რთული ამოცანა დგება მის წინაშე. ჩვენ ქოლერის, შავი ჭირისა და მორალისაგან გავთავისუფლდით და შიდსიც გამოჩნდა. ცხადია, რაღაცისგან განთავისუფლება, რაღაცის მოცილებას ნიშნავს. თუ ვინმე თავის ტკივილისგან სამუდამოდ განთავისუფლდა, ალბათ მან ან თავი მოიცილა, ან არასდროს ჰქონია. შეყვარებულს მუდამ გული აწუხებს, გინდა განთავისუფლდე ამ ტკივილისაგან? ნუ შეიყვარებ.ამრიგად, მე არ შემიძლია ვიყო „თავისუფალი“, რადგან უკვე აღარ მინდა ასეთი „თავისუფლება“. ის შიშს ბადებს. რჩება მხოლოდ სურვილი, ოცნება თავისუფლებაზე. მე მომწონს ოცნება, მხოლოდ ოცნება მინდა, ანუ ილუზორული „სიზმრის თავისუფლება“, რომელიც დილით, მზის სხივებთან ერთად ნისლივით ქრება. “რეფორმატორებს” რევოლუციაც მხოლოდ ილუზორული თავისუფლების შეგრძნებას აძლევს. რეალურად კი მათი ბრძოლის შედეგი არა თუ თავისუფლება, არამედ ხშირად ადრინდელთან შედარებით, გაცილებით სასტიკი მონობაა.თუ უინტელექტო სუბიექტი ამას გაიაზრებს, მაშინ თავისუფლების “მცირე დოზით” მოთხოვნა უჩნდება _ ბევრი არა, მაგრამ ცოტა თავისუფლება კი მინდა. ეს უკვე ვაჭრობაა. მას არ ესმის, რომ თავისუფლების ნაგლეჯი, ნაწილი თავისუფლებას აღარ წარმოადგენს. თუკი ის ამასაც მიხვდა, მაშინ ამ მძიმე ტვირთს _ „თავისუფლებას“ იშორებს, მიწაზე ანარცხებს, რათა შემსუბუქდეს და “ფეხმსუბუქობა” იწყება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
AUM Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 მოგესალმებით! თავისუფლების საკითხი ყოველთვის აინტერესებდათ ჩვეულებრივ ადამიანებს, მეცნიერებს, ფილოსოფოსებს, წმინდანებს. დღემდე კამათობენ და ყველას თავისი საკუთარი შეხედულება აქ თავისუფლებაზე . და ყველა თავის გზას ეძებს თავისუფლებისაკენ.სოკრატემ თქვა: "აუცილებლად მოიყვანეთ ცოლი. თუ კარგი ცოლი შეგხვდებათ იქნებით თავისუფლები, თუ არა და - ფილოსოფოსები გახდებით." სამწუხაროდ ცუდი ცოლი შეხვდა... ჩვენ ვეძებთ თავისუფლებას გარე სამყაროში, მაგრამ თავისუფლება ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობაა, ჩვენი შინაგანი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ და ამ სამყაროს აღქმა. ჩვენი ემოციები და აზრები საკუთარი თავის და გარე სამყაროს მონებს გვხვდიან.როგორ დონ ხუანმა უპასუხა კარლოს კასტანედას პასუხს, საკუთარი შვილის სიკვდილის თაობაზე. კარლოს კასტანედას აინტერესედა განიცდიდა დონ ხუანი იმ ამბავს , საკუთარი სვილის სიკვდილი რომ ნახა? რაზეც დონ ხუანმა უპასუხა: "მე კი არ ვუყურებდა, მე ვხედავდი - ვინც ხედავს მისტვის არ არსებობს არც ტანჯვა, და არც აღზნება" (ციტატა დაახლოვებითაა მოყვანილი)და მეორე: სტილპონს (ფილოსოპოსს ტროიადან) ცოლ-სვილი მოუკლეს და სახლი დაუჭვეს. და კითხვაზე: "რით დაგეხმაროთ?" უპასუხა: "ჩემი კეთილდღეობა ჩემთანაა" ("Всё моё благо со мной"). ეს მომეწონა კიდე თავისუფლებაზე: http://www.self-discovery.ge/cheshmariti-tavisupleba-es-usasrulo-sixarulia ასეთ სულიერი სიმშვიდის და თავისუფლებას მიღწევას განვითარება ჭირდება და მუშაობა საკუთარ თავზე. ის ერთ წამში ვერ მოვა. რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 პლატონი1. ვარსებობ.2. ვიცი რომ არ ვიცი. კი გეთანხმები ამ ორ პუნქტში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.