jacobtodua Posted November 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2009 არსებობს სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, მაგრამ ისეთი ინტერპრეტაციით არა, რასაც ბევრი რელიგია ქადაგებს. არაა სიახლე, რომ ქრისტიანობამდე და ბიბლიის დაწერამდეც, ინდურ რელიგიებში სცნობდნენ ინკარნაციის არსებობას. ანტროფოსოფიაშიც იგივეა განმეორებული. ღმერთმა რაც ადამიანი დედამიწაზე ჩამოიყვანა, მას მერე აქ მიუჩინა მას სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც. აბა გავიხედოთ ჩვენს გარშემო რამდენი ცხოვრობს სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში, რაც წინა ინკარნაციიდან გამოყოლილი დამსახურების შედეგი უნდა იყოს. დედამიწაზე, სამოთხეში ცხოვრობ, ჯოჯოხეთში თუ მათ შორის რომელი ადგილიც მოგენიჭა აღნიშნულ შუალედში, დამოკიდებულია ღმერთის მიერ დადგენილ კანონზომიერებაზე. ჩვენთვის არ არსებობს მარტო სამოთხე და ჯოჯოხეთი, ორივე მცნება პირობითი- აბსოლუტური ზღვარია, კარგისა და ცუდის. ანუ ღმერთისაგან გაჩენილი, აბსოლუტურად უმაღლესი და აბსოლუტურად უდაბლესი ადგილებია, რომელსაც ვერავინ ვერ მიაღწევს. მიღწევადია შუალედური მდგომარეობები, ზოგისთვის სამოთხისაკენ მიახლოებული, ზოგისთვის კი ჯოჯოხეთისკენ. ძნელია იმის მტკიცება, რომ მარტო წინა ცხოვრების (ინკარნაციის) დამსახურებაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის მოპოვებული რომელიმე მდგომარეობა. თუ,ამ ცხოვრებაშიცაა შესაძლებელი მისი კორექტირება. მაგრამ ვხედავთ რა უმკაცრეს კანონზომიერებებს ღმერთისგან ბოძებულს ნებისმიერ რამეში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დამსახურება ასახვას პოვებს ჩვენს მდგომარეობაზე, ან ამ ცხოვრებაში ან მომავალ ცხოვრებაში. ამის დაჯერებას დიდი ნაკითხობა არ სჭირდება ჩემი აზრით, საკმარისია დავაკვირდეთ ჩვენს გარშემო მიმდინარე წარსულისა და აწმყოს პროცესებს თავისი კანონზომიერებებით, რომელიც არაა დამალული ღმერთისაგან და ბევრი რამეც გასაგები გახდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekroo Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ჯოჯოხეთიპირველი შესასვლელი პლატო მე3ე მარჯვენა გადასასვლელი და ოტახი 22 ...... თუ იქ მოხვდით შემომირბინეთ რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 სამოჩხე დედამიწაზე , ხოლო ჯოჯოხეთი სხვა დანარჩენი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 ჯოჯოხეთი, როგორც ასეთი - საწამებელი ადგილი, არ არსებობს. ჯოჯოხეთი არაბიბლიური წარმოდგენაა, რომელიც სათავეს იღებს წარმართული მითებიდან და ბევრ ადამიანს ატყვეევბს ის, აშინებს და ასე შემდეგ... ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 იქნებ ვინმეს მოეყვანა ადგილი ბიბლიიდან, სადაც წერია, რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 იქნებ ვინმეს მოეყვანა ადგილი ბიბლიიდან, სადაც წერია, რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი?paolo ■ სამოთხე აღარ არსებობს. (ბიბლიის სწავლების თანახმად) სამოთხე იყო ედემის ბაღში და ადამიანთა პირველმა წყვილმა დაკარგა ის. მას შემდეგ, რაც პირველმა ადამიანმა, ადამმა (თავისი ცოლითურთ), სამოთხე დაკარგა, მისი შთამომავლები მის ძიებაში არიან. მათ ჰგონიათ (სჯერათ), რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში გაფრინდებიან. ბიბლია ამბობს, რომ დადგება დრო, როცა კაცობრიობას დაუბრუნდება სამოთხე — სამოთხე, რომელიც ადამიანმა დაკარგა ედემი ბაღში. სიტყვა "სამოთხე" (ბერძნულად: "παραδείσῳ", პა‧რა′დეი‧სო) ბიბლიაში სულ რამოდენიმეჯერ გვხვდება. მაგალითად ქებ. 4:13; გამოცხ. 2:7. ■ ჯოჯოხეთი საერთოდ არც არასოდეს არსებობდა და არც იარსებებს. სამწუხაროდ, ეკლეისურ ბიბლიებში მართლმადიდებელმა ბიბლიის "მთარგმნელებმა" (ისევე როგორც ბიბლიის ზოგიერთმა მთარგმნელმა), სიტყვა "ჯოჯოხეთი" ბიბლიაში ჩაამატეს და მათ ეს სიტყვა ჩამატეს ბიბლიის იმ ადგილებში, სადაც სინამდვილეში (მანუსკრიპტებში) წერია სიტყვა "სამარე" და "საფლავი" (დარა არა "ჯოჯოხეთი"). ასეთი ქმედებით, ეკლესიამ მოირგო ბიბლია და ადამიანეთა საკმაოდ დიდ ნაწილს, ჯოჯოხეთის არსბობა შთააგონა და დააჯერა; შესაბამისად, მათ ეს არაბიბლური წარმოდგენები ბიბლიურ, ქრისტიანულ სწავლებად გაუსაღა. ამიტომ, გასაკვირი არაა რომ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ სამოთხეში გაფრენის (თუ წასვილის) სჯერათ; ანდა ჯოჯოხეთის ცეცხლოვან, საუკუნო საწამებელ ადგილას მოხვედრის სჯერა და ეშინიათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.