Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://presa.ge/index.php?text=news&i=10897

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სკანდალში გაეხვია. ყოფილმა ძალოვანმა და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა კომპანია ”მაგთიკომისგან” ”მერსედესის” გათამაშების სატელევიზიო პროექტის შეჩერება მოითხოვეს. ”პირWელის” ინფორმაციით, საქართველოში ლატარიის ბიზნესის მონოპოლისტმა ”საქართველოს ლატარიის კომპანიის” წარმომადგენლებმა, რომლის მესაკუთრეც სწორედ დავით კეზერაშვილია, სკანდალი იქამდე მიიყვანეს, რომ საქმეში აშშ-ს ახალი ელჩი ჯონ ბასიც კი ჩაერთო.

 

სააგენტოს მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია საპარლამენტო კულუარებშიც დაუდასტურეს. მეტიც, მათი დაზუსტებული ინფორმაციების მიხედვით, აღნიშნული გარჩევები ერთი თვის განმავლობში მიმდინარეობდა და ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ”საქმის გარჩევა იარაღით დამუქრებამდეც კი მივიდა”.

 

”მე მაქვს გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ეს სკანდალური გარჩევები ნამდვილად მოხდა. ვიცი ისიც, რომ საქმის გარჩევა საკმაოდ გართულდა და იქამდე მივიდა, რომ ”მაგთიკომის” გენერალური დირექტორი დევიდ ლი დახმარებისთვის ტელეფონით აშშ-ს ახალ ელჩს ჯონ ბასს დაუკავშირდა, რომელიც ინციდენტში პირადად ჩაერთო”, - განუცხადა ”პირWელს” ინფორმირებულმა წყარომ.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ ისურვეს კომპანია ”მაგთიკომში”, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ ”მერსედესის” გათამაშების სატელევიზო პროექტთან დაკავშირებით პრობლემები მართლაც შეიქმნა.

 

აღსანიშნავია, რომ ”საქართველოს ლატარიის კომპანია” ლატარიის ბიზნესის ფაქტობრივი მონოპოლისტია, რომელიც ლატარიის გათამაშების 10-წლიან ლიცენზიას ფლობს. სწორედ ამ მოტივით მოუთხოვიათ ”საქართველოს ლატარიის კომპანიის” წარმომადგენლებს”მაგთიკომისგან” აღნიშნული პროექტის შეწყვეტა.

 

რაც შეეხება იმ ლიცენზიას, რომლის მიხედვითაც ”მაგთიკომი” აღნიშნულ სატელევიზიო გათამაშებას ახორციელებს, ”პირWელის” ინფორმაციით, იგი ძალაშია მომავალი წლის მაისამდე. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის შეწყვეტის იურიდიული საფუძველი მაისამდე არ არსებობს.

 

აღსანიშნავია, ისიც, რომ ”მაგთიკომში” ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ შესულები, თუმცა ამ ინფორმაციას საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძის, გია ჯოხთაბერიძის კუთვნილ კომპანიაში არ ადასტურებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კეზერას აგვისტოს ომი შერჩა და ადრე მანქქანების ტენდერზე სკანდალი..

ეს ნამცეცებია-იკაკანებენ და გაჩერდებიან@ ხელისუფლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ყველაფერი ჩვენია და ჩვენ გვეკუთვნისო,ეგრე გამოდის.

ძალიან რომ განაგლდება ადამიანი,, ხომ იცით რაც მოსდის?!))))

 

ასე რომ იგულაონ ცოტა ხანი კიდე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ერტი მაგალითი გამახსენე ქართულ სინამდვილეში ვინც გულაობდა და არ შერჩა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

TATASTROFA

ერტი მაგალითი გამახსენე ქართულ სინამდვილეში ვინც გულაობდა და არ შერჩა...

არავის არ შერჩა...

 

შენ ის მითხარი ვის შერჩა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...