Nukriko Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 [ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]ზუგდიდში ”იეჰოვას მოწმეებისა” და მართლმადიდებელი ქრისტიანების დაპირისპირება შესაძლოა უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში ამის წინაპირობა უკვე არსებობს. ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში მოსახლეობის პროტესტი იეჰოველების მშენებარე ”რეზიდენციამ” გამოიწვია. უკმაყოფილებას ისიც ართულებს, რომ ”იეჰოველების სამეფოდან”, როგორც თავად უწოდებენ, 200 მეტრში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი შენდება. მას შემდეგ რაც ხელისუფლებისა და სამართალდამცავების მხრიდან მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლები იეჰოველთა სექტას ღვთის ლოცვა-კურთხევით დაუპირისპირდნენ. ქუჩის კურთხევის ცერემონიალს ათასობით მრევლი დაესწრო. შეკრება მშენებარე მართლმადიდებლურ ტაძართან დაიწყო და მსვლელობით დასრულდა. მოსახლეობამ ”იეჰოვას სახლის” მშენებლობის შეწყვეტის მოთხონით მხარის გუბერნატორს წერილობით უკვე მიმართა და 1000-ზე მეტი ხელმოწერაც დაუდო, თუმცა პასუხი ჯერ არ ჩანს. რობერტ გუგუშვილი: ”წერილს, არ მინდა მისი ხსენებაც კი, მაგრამ პრეზიდენტსაც გავუგზავნით, ყველა საფეხურს გავივლით. არ ვიცი რა შედეგით დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ვიცი ის, რომ იეჰოველები აქ არ იქნებიან. ფიზიკურად, პიროვნულად ჩვენ არავის ვერჩით და არც ვებრძვით, მაგრამ არც უკან დახევას ვაპირებთ”. გულიკო სიჭინავა: ”ძალიან ცუდი ამბავი მოჰყვება ამას, ახალგაზრდები არიან. შეხლა-შემოხლა იქნება აუციელებლად და დავიდარაბის თავი აღარ გვაქვს ჩვენ, მითუმეტეს აგვისტოს მოვლენების დროს არცერთი მათგანი არ ყოფილა აქ, იეჰოველი რასაც ჰქვია, ომში არ მიუღია მონაწილეობა... მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ახლოს მისი არსებობა მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ”იეჰოველთა სახლის” მშენებლობა მიუღებელია იმ სასულიერო პირებისთვისაც, ვინც ქუჩის კურთხევა აღავლინა, თუმცა მათი მოსაზრებები მოზომილია და ღვთის ნებას უკავშირდება. მამა არჩილი-ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დიაკვანი: ”ვნახოთ, როგორ იქნება, უფალი გვაჩვენებს ყველაფერს. შეიძლება აშენდეს, შეიძლება არა. არ ვიცი, ღვთის წყალობით გადაწყდება, ყველაფერი ღვთის ხელშია”. მამა გიორგი ”კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის დიაკვანი: ”რაც ხდება აქ და რა გაჭირვებაც არის, ვფიქრობ, რომ ჩვენი ბრალია, ჩვენ არ გვაქვს ალბათ იმდენი რწმენა, რომ ასეთი ხალხი აღმოცენდა და ასეთ მიმდინარეობას მიეცა დასაბამი. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და კიდევ უფრო გავძლიერდეთ ლოცვაში, მარხვასა და ღვთის სიყვარულში”. იმ დროს, როცა თამარ მეფის ქუჩის კურთხევა მიმდინარეობდა, რამდენიმე იეჰოველი ”სამეფო სახლს” ”მოსალოდნელი თავდასხმისგან იცავდა”. იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე, კახა ჩერქეზია ამბობს, რომ: ”ესაა ჩვენი ოფისი, იეჰოვას მოწმეების ოფისია ეს... ადვოკატებს ჰკითხეთ, მე ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი, ხალხი რომ წინააღმდეგია, მაგრამ ადვოკატები მთავრობასთან ამ საქმეს მოაგვარებენ”. როგორც ”პრესა.გე”-მ გაარკვია ”იეჰოველების” ინტერესებს ორი ადვოკატი, სოსო ჯალაღონია და ბაჩუკი ყურაშვილი იცავს, რომლებიც, როგორც ამ სექტის წარმომადგენლები აცხადებენ, თავადაც ”იეჰოვას მოწმეები არიან. ბაჩუკი ყურაშვილი ”იეჰოველთა სახლის” მშენებლობის დროებით შეჩერებას იმ აგრესიას უკავშირებს, რომელიც მოსახლეობამ გამოხატა. იგი მიიჩნევს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და ”იეჰოველთა” უფლებების შელახვა უკანონოდ მოხდა. ბაჩუკი ყურაშვილი: ”მშენებლობა აუცილებლად განახლდება. იგი იმ მიზეზით შეჩერდა, რომ ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია. ამის გამო ჩაერთო პოლიცია საქმეში და მოსახლეობას წესრიგისკენ მოუწოდა. სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით არ აღძრულა, მაგრამ ”იეჰოვას მოწმეების” მიმართ არსებული მუქარის გამო პოლიციაში განაცხადი უკვე გაკეთდა”. ”პრესა.გე”-სთან საუბარში ადგილობრივი მოსახლეობა გულისტკივილით აღნიშნავდა იმ ფაქტს, რომ პოლიციამ და ხელისუფლებამ ”იეჰოველთა სექტას” ღია მხარდაჭერა მართლაც გამოუცხადა. - ”როდესაც მშენებლობის შეწყვეტა მოვითხოვეთ და იეჰოველებს ასობით ადამიანი მივადექით, თავზე პოლიცია დაგვადგა. ქვეგანყოფილების თანამშრომლებთან ერთად ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე, თორნიკე რუხაძეც გამოცხადდა. როცა იეჰოველები ძალადობით მოიწევდნენ ჩვენსკენ და არა პირიქით, პოლიცია მათ მხარეს დადგა და მათი დაცვა დაიწყო. რა, ტოლერანტული პოლიცია გვყავს?! იმას არ ფიქრობენ, რომ მათ შვილებსაც უფსკრულისკენ მიაქანებენ?!” ”პრესა.გე”-სთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ პოლიცია დევნის და პატიმრობით ემუქრება იმ ”ორგანიზატორს”, ვინც ”იეჰოველთა სექტის” წინააღმდეგ ხმა ამოიღო და მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას შეუდგა. თუმცა თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლები ცხოვრებას ღვთის ნებით აგრძელებენ და ხელმოწერების 6 ათასამდე გაზრდას გეგმავენ, რომელმაც ხელისუფლებას საარჩევნო სიები და მათ სასარგებლოდ დაკარგული ხმები უნდა შეახსენოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 ღრმა შევარდნაძისეული წუმპე მახსოვს, ამბობდნენ, ეს რელიგიური ექსტრემიზმის ტემები ედიკას აგორებულიაო ყურადღების გადატანის მიზნით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 ღრმა შევარდნაძისეული წუმპე მახსოვს, ამბობდნენ, ეს რელიგიური ექსტრემიზმის ტემები ედიკას აგორებულიაო ყურადღების გადატანის მიზნითრატომ გგონია რომ ეს ზემოდან ხდება და არა ქვედა ფენებიდან? ანუ რატომ გგონია რომ ამ პროცესებში აუცილებლად ხელისუფლება უნდა იყოს ჩართული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 (edited) ქართველ ერში თვითგადარჩენის ინსტიქტიტი მუშაობს, რომელიც ზოგჯერ არც თუ ისეთ ლამაზ ფორმებს ღებულობ,თანაც მარგალები ნამეტნავი ემოციური ხალხია,იაღოველები თავის მენტალიტეტით აღარ არიან ქართველები, ეს ის ხალხია ვინც ნებაყოფლობით ამბობს თავის ეთნიკურ კუთვნილებაზე უარს, ბუნებრივია ეს აღშფოთებას იწევევს,დიახაც მე არ ვარ ტოლერანტული, სულ მკიდია თქვენი ტოლერანტულობა ვოტ :rolleyes:ვინაიდან საფრთხე დღეს ჩემი ეთნოსის ყოფნა არ ყოფნას ეხება Edited November 16, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 საქარტველოში რელიგიური დაპირისპირება არასდროს ყოფილა-ბნელი ევროპული შუასაუკუნეების პარალელურადაც -კი....ძირითადი კონფესიები-მარტლმადიდებლობასტან მშვენივრად თანაარსებობდნენ და ერტი ეგ ღირსება გვაქვს ერს და უნიკალურობა-არასდროს კონფრონტაცია არ ყოფილა...ეს ბასტი ბუბუ ხელოვნურად აგორებული მგონია და ხალხი არაფერშუაშია( იეღოველები კი სექტაა და არა რელიგიური მიმდინარეობა და მითუმეტეს მარტლმადიდებლობის საპირწონე თუნდაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 Nukriko რატომ გგონია რომ ეს ზემოდან ხდება და არა ქვედა ფენებიდან? ქვედა ფენა არა ისა კიდე რა ქვია .. აჟიოტაჟის ატეხვა შეიძლება ბევრნაერად თუმცა ყველაზე ეფექტურია 1.რელიგია2.პატრიოტიზმი (ანუ აგენტურა მოღალატეების თემა)3. სექსი... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი :hamaki: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 (edited) TATASTROFA საქარტველოში რელიგიური დაპირისპირება არასდროს ყოფილა-ბნელი ევროპული შუასაუკუნეების პარალელურადაც -კი....ძირითადი კონფესიები-მარტლმადიდებლობასტან მშვენივრად თანაარსებობდნენ და ერტი ეგ ღირსება გვაქვს ერს და უნიკალურობა-არასდროს კონფრონტაცია არ ყოფილა...ეს ბასტი ბუბუ ხელოვნურად აგორებული მგონია და ხალხი არაფერშუაშია( იეღოველები კი სექტაა და არა რელიგიური მიმდინარეობა და მითუმეტეს მარტლმადიდებლობის საპირწონე თუნდაცმოდი შენ გირჩევ ივ.ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია ტ.I წაიკითხო და ნახავ როგორი რელიგიური დაპირისპირება იყო საქართველოში...Siknadmo ქართველ ერში თვითგადარჩენის ინსტიქტიტი მუშაობს, რომელიც ზოგჯერ არც თუ ისეთ ლამაზ ფორმებს ღებულობ,თანაც მარგალები ნამეტნავი ემოციური ხალხია,იაღოველები თავის მენტალიტეტით აღარ არიან ქართველები, ეს ის ხალხია ვინც ნებაყოფლობით ამბობს თავის ეთნიკურ კუთვნილებაზე უარს, ბუნებრივია ეს აღშფოთებას იწევევს,დიახაც მე არ ვარ ტოლერანტული, სულ მკიდია თქვენი ტოლერანტულობა ვოტ 005.gifვინაიდან საფრთხე დღეს ჩემი ეთნოსის ყოფნა არ ყოფნას ეხება1) გადაშენება არა ლეღვი 2) თუ ტოლერანტი არ ხარ, პრობლემა არ უდნა გქონდეს რომ შენ განსხვავებულობაზეც არავინ არ იქნება შემწყნარებელი, არ მოეწონება რომ სხვანაირი ხარ და მოვა ჩაგარტყავს რამეს.. სხვა საკიტხში შენ აზრს პატივს არ სცემენ.. ბუმერანგივით დაგიბრუნდება ეს ცხოველურ მასის ფსიქოლოგია.. Edited November 16, 2009 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 არის თუ არა ეს რელიგიური დაპირისპირება? იაღოველებათ რატომ ხდებიან ვინმემ იცით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 (edited) ) გადაშენება არა ლეღვი 2) თუ ტოლერანტი არ ხარ, პრობლემა არ უდნა გქონდეს რომ შენ განსხვავებულობაზეც არ იქნება სხვები ტოლერანტობა, სხვა საკიტხში შენ აზრს პატივს არ სცემენ.. ბუმერანგივით დაგიბრუნდება ეს ცხოველურ მასის ფსიქოლოგია..პრინციპში, შენ პირადად, გადაშენება გადაგვარებას მინდა გითხრა რომ... ნამდვილად ვერც იგრძნობ კორექტულად თუ არ გააგრძელებ საუბარს, შენ იგრძნობ მინიმუმ ერთი დღით "გადაშენებას". Saturn Edited November 16, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 მოდი შენ გირჩევ ივ.ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია ტ.I წაიკითხო და ნახავ როგორი რელიგიური დაპირისპირება იყო საქართველოში... წაკითხული მაქვს.და იგივე პერიოდის ევროპის ისტორია? შეფარდებიტია ყველაფერი ამწყოსკენ მოვიჩოჩოთ:hamaki: მსოფლიოს ფონზე მაიც ტელერანტებათ ვითვლებიტ..როგორც ევროპის ფონზე პროტესტანტული ინგლისი იყო შუა საუკუნეებში პაწა უფრო ჰუმანური რახან ინკვიზიცია არ გააჯეჯილა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 lasha1997 იაღოველებათ რატომ ხდებიან ვინმემ იცით?და რა პრობლემა თუ იაჰოვას მოწმეების მიმდევარია? მისი პირადი არჩევანია, ადამიანს სრული უფლება აქვს რაც უნდა ის აირჩიოს.. თუმცა აქამდე რომ მივიდეთ ინდივიდის უნიკალურობა უნდა ვაღიაროთ და მისი განსხვავებულობაა, ანუ მასის ფსიქოლოგიიდან უნდა გამოვიდეთ, როგორც ეს თავის დროზე დასავლეთმა გააკეთა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 TATASTROFA წაკითხული მაქვს.და იგივე პერიოდის ევროპის ისტორია? შეფარდებიტია ყველაფერი001.gif ამწყოსკენ მოვიჩოჩოთ001.gif მსოფლიოს ფონზე მაიც ტელერანტებათ ვითვლებიტ..როგორც ევროპის ფონზე პროტესტანტული ინგლისი იყო შუა საუკუნეებში პაწა უფრო ჰუმანური რახან ინკვიზიცია არ გააჯეჯილანახევრად სიკეთე არ არსებობს, არც ნახევრად ტოლერანტობა არსებობს.. ან იყო ტოლერანტობა, ან არა. როგორც წყაროები ამბობენ, არ იყო ეს ტოლერანტობა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 და რა პრობლემა თუ იაჰოვას მოწმეების მიმდევარია? მისი პირადი არჩევანია, ადამიანს სრული უფლება აქვს რაც უნდა ის აირჩიოს.. ჩემთვის არავითარი,მაგრამ ის ვიცი,რომ ძალიან დიდი დაფინანსება აქვთ.ჩემთანაც მოვიდნენ აქ სამსახურში,მაგრამ კულტურული პასუხით გავუშვი უკან.თან ლიტერატურაც გავატანე უკან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 lasha1997 ჩემთვის არავითარი,მაგრამ ის ვიცი,რომ ძალიან დიდი დაფინანსება აქვთ.ჩემთანაც მოვიდნენ აქ სამსახურში,მაგრამ კულტურული პასუხით გავუშვი უკან.თან ლიტერატურაც გავატანე უკან.მერე სხვამაც გაუშვას კულტურული პასუხით და გაატანოს ლიტერატურა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.