Jump to content
Planeta.Ge

30 ნოემბერს ჩვენი სტუმარი თემურ იაკობაშვილი


Recommended Posts

ბატონო თემურ ჩემთვის ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე წარსულ შეცდომებზე მსჯელობა . მე არ ვკითხულობ ისეთ რაღაცას რომ გასაიდუმლოება იყოს საჭირო . მაინტერესებს რა მდგომარეობაა ჩრდილოეთის საზღვრის მამისონის მონაკვეთზე და მაინტერესებს ვის მფლობელობაშია ჩრდილოეთის საძღვრის მამისონის მონაკვეთზე მდებარე კოშკურა რომელიც ქართველი მესაზღვრეების მიერ იყო კონტროლირებადი და გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად თუ ქართველმა მესაზღვრეებმა მიატოვეს ის საგუშაგო და იმ კოშკურას დღესდღეობით აკოპნტროლებენ რუსი მესაზღვრეები , უნდა დადგეს თუ არა საზღვრის დაცვის უფროსის პასუხისმგებლობის და ამ საკითხსი პასუხისმგებელი პირების საკითხი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დამიკიდეთ ბატონი თემურ? :D((

პ.ს თქვენი გვარი ასე კი არა Yakobashvili ასე იწერება Jakobashvili

ეგრე გერმანიაში წერენ. მე აქოური ვარ:( პაპის პაპა უკვე თბილისელი იყო, თუმცა ვიცი, რომ იაკობაშვილები ქუთაისში, საჩხერეში და ახალციხეში ცხოვრობენ. ხოხბის ნათესაობას ვერ დავიჩემებ (რომელსაც ვახტანგმა მიმინო მიუქსია), მაგრამ თავს თბილისელად ვგრძნობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავიდანვე ნუ ჩათვლით, რომ ვინმე გატყუებთ. ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს, ზუსტად ვიცით სად არის ჩვენი ტერიტორიები, რომლებიც დაკარგული კი არა, ოკუპირებულია უცხო ძალის მიერ. ასე, რომ სიტყვა "სამუდამოდ" - არასწორია.

 

ნატო-სთან დაკავშირებით: მაგას მარტო მე კი არა, ამერიკის ადმინისტრაციაც იძახის.. თქვენი ლოგიკით ორივე ვცრუობთ?

 

მეტი ოპტიმიზმი ბატონო ლაშა!

 

რა ოპტიმიზმი უნდა მქონდეს ბატ.თემურ,როცა მიშა პიარს არის გადაყოლილი და როცა საქართველოში ამდენი გაჭირვებული ცხოვრობს და პრეზიდენტი ჰოლივიდუს ფილმში ამდენ ფულს ხარჯავს?

 

რაც შეეხება ამერიკელებს,თქვენის აზრით არასოდეს იტყუებიან?

ვინ გითხრათ, რომ მასაჟისტკა ბიუჯეტით დაფინანსდა?

 

 

პრეზიდენტის თვითმფრინავი საკუთრებაა და საწვავიც თავის ჯიბიდან ჩაასხა? :(

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ ჩემთვის ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე წარსულ შეცდომებზე მსჯელობა . მე არ ვკითხულობ ისეთ რაღაცას რომ გასაიდუმლოება იყოს საჭირო . მაინტერესებს რა მდგომარეობაა ჩრდილოეთის საზღვრის მამისონის მონაკვეთზე და მაინტერესებს ვის მფლობელობაშია ჩრდილოეთის საძღვრის მამისონის მონაკვეთზე მდებარე კოშკურა რომელიც ქართველი მესაზღვრეების მიერ იყო კონტროლირებადი და გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად თუ ქართველმა მესაზღვრეებმა მიატოვეს ის საგუშაგო და იმ კოშკურას დღესდღეობით აკოპნტროლებენ რუსი მესაზღვრეები , უნდა დადგეს თუ არა საზღვრის დაცვის უფროსის პასუხისმგებლობის და ამ საკითხსი პასუხისმგებელი პირების საკითხი

კოშკურის თემა გულახდილად არ ვიცი, მაგრამ გადავამოწმებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული არხები ავრცელებდნენ ცნობებს რო 500 კაციანი ოსური აპალჩენციდან 6 გადარჩაო ცოცხალი. მოგვატყუეს?

ისე რუსები მაგრად მიუშავებიათ ჩვენებს ამ დანაკარგებში ჩეჩნური ბატალიონიც შედის ხო???

კოდორი ისე რატო დავთმეთ. გული მისკდება მაგ კადრებს რო ვუყურებ როგორ შეცუნცულდნენ აფსუები და ქართUლი დროშა შებილწეს. თუ წინააღმდეგობას არ ვწევდით ხო შეიძლებოდა ღირსების გადარჩენა? ჰაიჰარად იარაღის მთა რო დავახვედრეთ?

კოდორიდან როდის გადიან ეგენი? აფსუები დგანან მანდ თუ რუსები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე გერმანიაში წერენ. მე აქოური ვარ:( პაპის პაპა უკვე თბილისელი იყო, თუმცა ვიცი, რომ იაკობაშვილები ქუთაისში, საჩხერეში და ახალციხეში ცხოვრობენ. ხოხბის ნათესაობას ვერ დავიჩემებ (რომელსაც ვახტანგმა მიმინო მიუქსია), მაგრამ თავს თბილისელად ვგრძნობ.

გმადლობთ ამომწურავი პასუხისთვის :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ოპტიმიზმი უნდა მქონდეს ბატ.თემურ,როცა მიშა პიარს არის გადაყოლილი და როცა საქართველოში ამდენი გაჭირვებული ცხოვრობს და პრეზიდენტი ჰოლივიდუს ფილმში ამდენ ფულს ხარჯავს?

 

რაც შეეხება ამერიკელებს,თქვენის აზრით არასოდეს იტყუებიან?

პრეზიდენტის თვითმფრინავი საკუთრებაა და საწვავიც თავის ჯიბიდან ჩაასხა? :(

თვითმფრინავი სპეციალურად გაგზავნა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტარგამაძემ ინგას გადაცემაში თქვა რო რუსების დანაკარგი საერთოდ არის 3000 კაცი. რატო ხდება ამის მიჩქმალვა? რუსული ორესა და ინეტ საიტები ამას ცრუ ინფორმაციებს უწოდებენ. ხო არ გვაქ საქმე გაბუქებასთან ისე როგორც აი 80000 რუსი გვიტევსო?

სად წაიღეს რუსებმა ცხედრები მერე ამ დაღუპულების მშობლები ხმას რატო არ იღებენ რუსულ ტყუილზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

ყველაზე მეტად რაც აკლია ხელისუფლებას "ჩემი " უნარია მათრახი და ორცხობელა სათანადოდ გამოიყენოს.ხან მათრახს იქნევტ უშნოთ,ხან თქვენ შემოთავაზებულ ნამცხვარს გემო არ აქვს.

ეს რჩევასავით დიდი დავითისგან :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული არხები ავრცელებდნენ ცნობებს რო 500 კაციანი ოსური აპალჩენციდან 6 გადარჩაო ცოცხალი. მოგვატყუეს?

ისე რუსები მაგრად მიუშავებიათ ჩვენებს ამ დანაკარგებში ჩეჩნური ბატალიონიც შედის ხო???

კოდორი ისე რატო დავთმეთ. გული მისკდება მაგ კადრებს რო ვუყურებ როგორ შეცუნცულდნენ აფსუები და ქართUლი დროშა შებილწეს. თუ წინააღმდეგობას არ ვწევდით ხო შეიძლებოდა ღირსების გადარჩენა? ჰაიჰარად იარაღის მთა რო დავახვედრეთ?

კოდორიდან როდის გადიან ეგენი? აფსუები დგანან მანდ თუ რუსები?

500 კაცზე თავად დაწერეს ოსებმა. მე უბრალოდ რუსეთის საგამოძიებო კომისიის დასკვნის ციფრები მოვიყვანე. ყველა სამოქალაქოა თუ არა, არ ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაკაივინის კომისიაში ეგეთი არაფერი წერია. ზისტი ტექსტი ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე

 

 

მეტი პასუხისმგებლობით მეგონა კითხვებზე პასუხებს გაგვცემდით. :(

 

 

ზუსტათ ამის ბრალია,რომ რეიტინგი დაგეკარგათ ხელისუფლებას.როცა თეთრზე გვეუბნებით შავიაო და თან ამას დიდი მონდომებით გვიმტკიცებთ.

 

 

მაინც დიდი მადლობა დრო რომ გამონახეთ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტარგამაძემ ინგას გადაცემაში თქვა რო რუსების დანაკარგი საერთოდ არის 3000 კაცი. რატო ხდება ამის მიჩქმალვა? რუსული ორესა და ინეტ საიტები ამას ცრუ ინფორმაციებს უწოდებენ. ხო არ გვაქ საქმე გაბუქებასთან ისე როგორც აი 80000 რუსი გვიტევსო?

სად წაიღეს რუსებმა ცხედრები მერე ამ დაღუპულების მშობლები ხმას რატო არ იღებენ რუსულ ტყუილზე?

კარგი კითხვაა. რუსები რომ მალავენ, ყველამ ვიცით. სად წაღეს ცხედრები, არ ვიცი, თუმცა ძალიან მჭიდრო კონროლის ქვეშ იყო და არის ყველა ინფორმაცია, რომელიც ამ ომს შეეხება. ისე ჩეჩნეთში უამრავი ხლხი დაიხოცა (რუსები) მათი ცხედრები გგონიატ ანაღვლებდათ? გაიხსენეთ ბესლანის ტრაგედია და როგორ მალავდნენ ინფორმაციას და ციფრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე კოდორზეც ვთქვთ ორიოდე სიტყვა ბატონო თემურ, მართალია მოგაბეზრეთ თავი ჩემი კითხვებით მაგრამ მაქვს უფლება მოქალაქეს ეგ ვიცოდე.

რატო არ მოხდა იქ ბრძოლები და რო არ მოხდა რატო არ გამოიტანეს იარაღი და ეროვნული ღირსება დროშა? ჰაიჰარად რო მოხვეტეს აფსუა ბანდიტებმა? ხო შეიძლებოდა კოდორი დიდი სისხლის ფასად აეღოთ ოკუპანტებს ღირსების ამბავია ბოლო ბოლო, ტერიტორია დავკარგეთ უსისხლოდ ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს? ხო უნდა შემეძლოს პასუხი გავცე აბეზარ აფსუას მაგის დაცინვაზე რო კურდღლებივით მოვკურცხლეთ .

 

ზუგდიდში პრეზიდენტი რო ჩამოვიდა შეხვედრაზე განაცხადა რომ ოკუპანტებს დიდი ზიანი მიაყენეს ენგურთან ანუ როცა სარადარო დანადგარები გაჰქონდათო გავანადგურეთო. რა ინფო გაქვთ ამ ბრძოლებზე თუ იყო და რუსებმა რა დანაკარგი განიცადეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პერევში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

 

საჩხერის რაიონის სოფელ პერევში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რუსმა ოკუპანტებმა და ოსი სეპარატისტებმა სოფლიდან ერთი ქართველი გაიტაცეს და დამატებით ძალები შეიყვანეს.

 

როგორც საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ აბჟანდაძემ განაცხადა, „ოკუპანტები და სეპარატისტები ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას და მოსახლეობა პანიკაშია“.

 

„გუშინ ავტობუსის მძღოლი დააკავეს, მიზეზად კი აბსურდული ბრალდება წაუყენეს - თითქოსდა მან ავტობუსი ბლოკსაგუშაგოსთან არ გააჩერა. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობა დავამშვიდოთ. სეპარატისტებისა და ოკუპანტების მსგავი ქმედება იმისკენ არის მიმართული, რომ პერევი ქართულმა მოსახლეობამ დატროვოს“, - განაცხადა აბჟანდაძემ.

აღნიშნულზე კომენტარს ხომ არ გააკეთებდით?

ოკუპანტების და ტერორისტების კოალიცია გათავხედებულია და ხსნა არსაიდან....

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=61773

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თვითმფრინავი სპეციალურად გაგზავნა?

 

 

დოქტორ დოტის საიტზე(ბლოგი) იდო ის ვიდეო და ალბათ იმ „ქალბატონმა“ გადაიხადა ყველაფრის ფული. :(

 

 

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.კითხვები აღარ მაქვს.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...