Jump to content
Planeta.Ge

30 ნოემბერს ჩვენი სტუმარი თემურ იაკობაშვილი


Recommended Posts

Temuri Yakobashvili

მას მერე რაც თქვენს ბლოგს გავეცანი

ღმერთმანი, რა პატივია :( ჩემი ბლოგის კონკრეტულად რომელი ჩანაწერი მოგეჩვენათ დემაგოგიად?

საერთოდ, მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის ასარიდებლად სიტყვა "დემაგოგია" ძალიან ეფექტურია :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Temuri Yakobashvili

 

ვლადიმერ ჩაჩიბაია

მე როგორც ვიცი, ის ჯარიდან არ გაუშვიათ. კარგი სპეციალისტია. ბლოგი მართლა მომეწონა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დანაკარგებზე ბატონო თემურ გთხოვთ უმორჩIლესად. როგორც ქართული ასევე ოსურ რუსულ დანაკარგებზე შეგიძლიათ გვითხრათ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

მე როგორც ვიცი, ის ჯარიდან არ გაუშვიათ. კარგი სპეციალისტია

არ გაუშვიათ, "დააწინაურეს" და მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს..

თქვენთვის ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს ფორმას ხდიან და კოსტიუმს აცმევენ, ეს არ არის დაწინაურება..კაცი მოაშორეს სამხედრო საქმეს და დასვეს მინისტრის მოადგილედ..ამასობაში გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს დამთავრებული გენერალური შტაბის აკადემია. გენერალ ჭანკოტაძის წინააღმდეგ არაფერი მაქვს, უძლიერესი არტილერისტია და ომის დროს რა ზიანიც მიადგა მტერს, 80% (მეტი თუ არა)მისი დამსახურებაა, მაგრამ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ცოტა სხვა საკითხია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ, როინ შავაძის მკვლელობის გამოძიებაზე რას გვეტყოდით? როგორ ფიქრობთ მაინც რამ გამოიწვია ამ კაცის ასეთი ნაჩქარევი ლიკვიდაცია?

სამწუხაროდ არ ვიცი ვინ იყო და არც მის მკვლელობაზე ვიცი რამე.

 

Temuri Yakobashvili

 

არ გაუშვიათ, "დააწინაურეს" და მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს..

თქვენთვის ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს ფორმას ხდიან და კოსტიუმს აცმევენ, ეს არ არის დაწინაურება..კაცი მოაშორეს სამხედრო საქმეს და დასვეს მინისტრის მოადგილედ..ამასობაში გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს დამთავრებული გენერალური შტაბის აკადემია. გენერალ ჭანკოტაძის წინააღმდეგ არაფერი მაქვს, უძლიერესი არტილერისტია და ომის დროს რა ზიანიც მიადგა მტერს, 80% (მეტი თუ არა)მისი დამსახურებაა, მაგრამ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ცოტა სხვა საკითხია..

ჯანჯღავა ხომ დააწინაურეს. მგონი მას აქვს სათანადო განათლება. მთლად შავ-თეთრი არ არის ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

ბატონო თემურ, სხვანაირად არ გაიგოთ და ძალიან მაინტერესებს თქვენი წარმომავლობის შესახებ, ანუ სადაური ხართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

 

ღმერთმანი, რა პატივია :( ჩემი ბლოგის კონკრეტულად რომელი ჩანაწერი მოგეჩვენათ დემაგოგიად?

საერთოდ, მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის ასარიდებლად სიტყვა "დემაგოგია" ძალიან ეფექტურია :D :D

დემაგოგიის გაკვეთილების ჩასატარებლად დაგპატიჟებთ:) ბლოგი ნიჭიერების კონტექსტში ვახსენე. დემაგოგი უნიჭო ვერ იქნება. სამწუხაროა, რომ ასეთი ნაწყენი ბრძანდებით. ისე რომელ კითხვას ავარიდე თავი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

ჯანჯღავა ხომ დააწინაურეს. მგონი მას აქვს სათანადო განათლება. მთლად შავ-თეთრი არ არის ყველაფერი.

ჯანჯღავას იმდენი აქვს გამოვლილი ამ გადასვლა-გადმოსვლაში, უკვე შეეჩვია :( ჯარის საკითხებზე საუბარი ახლა უადგილოა ნამდვილად...

მინდა დავუბრუნდე გენერალ ყურაშვილის საკითხს..აქაც პირადად თქვენი აზრი მაინტერესებს, ვიცი რომ არ ხართ კომპეტენტური, მაგრამ აზრი ხომ შეიძლება რომ გამოთქვათ..

მისმა განცხადებამ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით, დამეთანხმებით, საკმაოდ გაგირთულათ საქმე დიპლომატიურ ფრონტზე..საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მან განაცხადა, რომ იყო კონტოზირებული და ამიტომ "წამოსცდა". როგორ ფიქრობთ, ეს წინადადება კონკრეტულად მას ეკუთვნოდა თუ ის ხელისუფლების მხრიდან იყო ნათქვამი და ყურაშვილმა ის მხოლოდ გაახმოვანა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

კარგი იქნებოდა რაიმე კოორდინატს თუ დაწერდით,რომლის მეშვეობითაც დაგიკავშირდებოდათ ეს პიროვნება . გასათვალისწინებელია ისიც ,რომ რუსი ჩეკისტები გააკონტროლებენ მის საქმიანობას თუ მიმოწერას .სასურველია ამ ჭაობიდან ამოვიდეს. :(

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

სამწუხაროა, რომ ასეთი ნაწყენი ბრძანდებით

არანაირად არ ვარ ნაწყენი, რას ბრძანებთ :( უბრალოდ პირველად მეუბნებიან რომ დემაგოგი ვარ :D უკეთ უნდა დავაკვირდე საკუთარ თავს ალბათ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დანაკარგებზე ბატონო თემურ გთხოვთ უმორჩIლესად. როგორც ქართული ასევე ოსურ რუსულ დანაკარგებზე შეგიძლიათ გვითხრათ?

ქართული იცით, 418 მშვიდობიანების, სამხედროების და პოლიციელების ჩათვლით. ოსები - 168. მათი ციფრებია, ჩვენ სხვა არ გვაქვს. რუსები - 2341 ჯარისკაცი. წყაროს ღიად ვერ დაგისახელებთ.

 

Temuri Yakobashvili

 

ჯანჯღავას იმდენი აქვს გამოვლილი ამ გადასვლა-გადმოსვლაში, უკვე შეეჩვია :D ჯარის საკითხებზე საუბარი ახლა უადგილოა ნამდვილად...

მინდა დავუბრუნდე გენერალ ყურაშვილის საკითხს..აქაც პირადად თქვენი აზრი მაინტერესებს, ვიცი რომ არ ხართ კომპეტენტური, მაგრამ აზრი ხომ შეიძლება რომ გამოთქვათ..

მისმა განცხადებამ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით, დამეთანხმებით, საკმაოდ გაგირთულათ საქმე დიპლომატიურ ფრონტზე..საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მან განაცხადა, რომ იყო კონტოზირებული და ამიტომ "წამოსცდა". როგორ ფიქრობთ, ეს წინადადება კონკრეტულად მას ეკუთვნოდა თუ ის ხელისუფლების მხრიდან იყო ნათქვამი და ყურაშვილმა ის მხოლოდ გაახმოვანა?

ზისტად ვიცი, რომ მხოლოდ ყურაშვილის ფრაზაა. ხელისუფლებაშჲ არავის მსგავსი არ უთქვავს.

 

Temuri Yakobashvili

 

არანაირად არ ვარ ნაწყენი, რას ბრძანებთ :( უბრალოდ პირველად მეუბნებიან რომ დემაგოგი ვარ :) უკეთ უნდა დავაკვირდე საკუთარ თავს ალბათ :D

ხედავთ რამდენ ნიჭს აღმოაჩენთ ინტერნეტში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

ბატონო თემურ, სხვანაირად არ გაიგოთ და ძალიან მაინტერესებს თქვენი წარმომავლობის შესახებ, ანუ სადაური ხართ

დამიკიდეთ ბატონი თემურ? :(((

პ.ს თქვენი გვარი ასე კი არა Yakobashvili ასე იწერება Jakobashvili

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

კარგი იქნებოდა რაიმე კოორდინატს თუ დაწერდით,რომლის მეშვეობითაც დაგიკავშირდებოდათ ეს პიროვნება . გასათვალისწინებელია ისიც ,რომ რუსი ჩეკისტები გააკონტროლებენ მის საქმიანობას თუ მიმოწერას .სასურველია ამ ჭაობიდან ამოვიდეს. :(

ალბათ ჩვენს მისიას უნდა დაუკავშირდეს მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში. სხვა მექანიზმები არ მაფიქრდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

ზისტად ვიცი, რომ მხოლოდ ყურაშვილის ფრაზაა

აქვე გავიმეორებ წინა გვერდზე დასმულ შეკითხვას (იმედია ახლაც არ ჩამითვლით დემაგოგიაში :( )

როდესაც სამხედრო პირი დამოუკიდებლად იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, იმსახურებს თუ არა სასჯელს?შეგახსენებთ, ის ამჟამად საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იმყოფება შეიარაღებულ ძალებში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...