Mrs.Brigante Posted March 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 4, 2010 იდეალურია ძალიან მაგრად მომწონს. ტოესწწწწ მიყვარსს http://s11.radikal.ru/i183/1003/10/da719fd0dc2b.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
LuKzza Posted August 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 (edited) http://www.bmwclub.ro/info/istorie/imagini/logo_bmw_1916.jpgBMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რეპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ. 1916 წელს კომპანია ხალი სახელი - ”ბაიერიშე მოტორენ ვერკე” ეწოდა. 1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა. რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. იმავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაკს ფრიცმა ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი - ”ტურ 3ა” შექმნა, შემდეგ კო ”მოტორ 4”, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ფრენაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა. http://glencove.files.wordpress.com/2009/10/r321.jpgმაკს ფრიცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გამჭრიახობა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აკრძალეს, BMW გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მაკსმა დაიწყო მოტოციკლების წარმოება. მან გამოუშვა ”R 32”, რომელიც 1923 წელს დაყენებულ იქნა სერიულ წარმოებაზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში ავტომობილების ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს ”ოსტინ დიქსის” მარკით. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა, ამიტომ BMW დიდი ხანი არ ხსნიდა ამ მოდელს წარმოებიდან. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/5c/BMW_326_Limousine_1938.jpg1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80კმ/სთ. პირველად BMW 303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (ამ ელემენტით BMW დღესაც იწონებს თავს) და ამ მოდელის სიჩქარე იყო 90კმ/სთ. სპორტული ავტომობილების რამდენიმო მოდელის გამოშვების შემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალი აიწყო. http://users.belgacom.net/bmw_z3/family_Z3/BMW_328_grandmother.jpg1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველი ღირებული სპორტული ავტომობილი - ორადგილიანი როდსტერი 328. ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ რბოლა Mille Miglia-ში (მილე მილია, ათასი მილის რბოლა) მონაწილეობისთვის. BMW 328-მ თავისი ”მოვალეობა” 1940 წელს შეასრულა, როცა ამ მოდელმა ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166,7 კმ/სთ) ავტოწარმოების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მოტოციკლებიც. 1937 წელს ერნსტ ჰენემ BMW-ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW-ს რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა. 1951 წლიდან დაიწყო BMW-ს ახალი მოდელის წარმოება. BMW 501 თავისი კლასის მოდელებისგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავს ამხელა მასის ტარება უჭირდა. სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა რვაცილინდრიანი ძრავი შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160 კმ/სთ-ს ანვითარებდა. http://www.adamcarolla.com/CarCastBlog/wp-content/uploads/2009/08/BMW507.jpg1955 წლისათვის კომპანიამ საკმაო უცნაური მოდელი - ი ე ს ტ ა შექმნა. მას მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა, ძრავი კი 13 ცხენისძალიანი იყო და მხოლოდ 80 კმ/სთ-ს ანვითარებდა, მაგრამ სიიაფის გამო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით BMW-მ ძვირადღირებული სპორტული მოდელები - 503 და 507 შექმნა. ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზარალებული ფირმა ფეხზე ნორმალურად არ იყო დამდგარი და ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დაიმლერ ბენცმა BMW-ს აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ სხვის დაუხმარებლად ფულის მოგროვება და ახალი მოდელის შექმნა განიზრახა. 1961 წელს შეიქმნა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1,5 ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტმა თავისი გაიტანა და კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. ასე დაიწყო BMW-ს მორიგი აღმავლობა. http://www.onkelhans.at/images/oldtimer/bmw-2000-cs-1967.JPG1966 წელს კომპანიამ ახალი BMW 2000 წარადგინა. უნდა ითქვას, რომ ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიი BMW-ების გამოშვებას. მალე შეიქმნა მეხუთე სერიის BMW. 70-იანი წლების ბოლოს კი ზედიზედ იქმნება მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილებიც. http://www.turnermotorsport.com/pages/project_e30m3/featured_car_e30m3_front_lg.jpgBMW-3-ის სედანების მეოთხე თაობას საქარხნო ინდექსით E30 აწარმოებდნენ 1982 წლის ნოემბრიდან 1991 წლის ბოლომდე (ლაპარაკია BMW ”ხულიგანკაზე”). ამ მოდელში და საერთოდ BMW-ში მაქსიმალური კომფორტი აქვთ მძღოლს და მის გვერდით მჯდომ მგზავრს, BMW-ს ხელსაწყოთა პანელის გაფორმება კი მრავალი წლის მანძილზე ბევრი მწარმოებლისთვის ეტალონად ითვლებოდა. ========================================================= ყველას ვუსურვებ კარგ და ნაყოფიერ პოსტებს BMW ახალი მოდელების კლასების ახალი ნომრებია 1სერია E88 3სერია E90 E92(კუპე) 5სერია F10 6სერია E64 7სერია F01/F04 Z4 E89 X1 E84 X3 E83 X5 E70 X6 E72 და ბოლოს BMW 5 Series Gran Turismo F07 ;) წყარო forum.ge by otka Edited August 21, 2010 by LuKzza Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted August 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2010 LuKzzaThank You მდიდარი პოსტისთვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Kakha55555 Posted May 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2011 BMW 760 2007 http://b.pix.ge/y/go500.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted February 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2013 X5 E70ისე ეგ ახალი 2001 დან E53ა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Jesi Jekson Posted July 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2013 (edited) მაგარია http://s020.radikal.ru/i700/1305/52/12906c2b0d13.jpg http://s42.radikal.ru/i098/1305/6c/6411b6d6791d.jpg http://s019.radikal.ru/i616/1305/e8/ff5340d8191c.jpg http://s57.radikal.ru/i158/1305/87/a366f2f7d4a3.jpg http://s42.radikal.ru/i097/1305/a0/183ec107a719.jpg http://s017.radikal.ru/i443/1305/45/f3838231ae16.jpg http://i052.radikal.ru/1305/55/2da35606f5a4.jpg http://i066.radikal.ru/1305/a9/4956960b0db0.jpg Edited July 15, 2013 by Jesi Jekson Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
carinfoge Posted March 23, 2017 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2017 mankanebiავტოპორტალიmankanaვინ კოდის შემოწმებაvin kodimankanebi vin kodebimanqanaპრავის ტესტებიpravis testebi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.