ლ ი ც ი Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 (edited) მიცკევიჩის ქუჩაზე, უშიშროების სამინისტროს ყოფილი (მინისტრის მოადგილე)თანამშრომელი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები(ჩაცხრილულები) იპოვეს წყარო:ერორი + Нинуа входил в высшее руководство МВД Грузии в 90-х годах при экс-президенте Эдуарде Шеварднадзе. По сообщениям ряда грузинских СМИ, он считался одним из ближайших соратников экс-министра внутренних дел Кахи Таргамадзе, ныне живущего в Москве и обвиненного грузинскими властями в финансировании оппозиции.http://www.rian.ru/incidents/20091113/193427899.html Это самое громкое убийство за последние годы в Грузии.http://www.google.com/search?hl=en&saf...art=20&sa=N Edited November 13, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 დავწერე პატრულზე თემაში მაგარი კაი ხალხი იყო....3 დღის ჩამოსულები არიან -რაც პენსიაზე გავიდა ქალაქგარეთ ცხოვრობდნენ თბილი თვეები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი თამაზ ნინუა მეუღლესთან ერთად საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს 18:17 - 13.11.2009 საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი თამაზ ნინუა მეუღლესთან ერთად საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს.სავარაუდოდ, წუხელ ჩაცხრილული მშობლების ცხედრები დღეს შვილმა აღმოაჩინა. თავად ნინუა სავარძელში ჩაცხრილეს, მისი მეუღლე კი – საწოლში. განხორციელდა ორი საკონტროლო გასროლაც. მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხამურდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები აგრძელებენ მუშაობას. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...20&Itemid=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 რამე ვერსიები არის? საერთოდ ვინ არიან რას წარმოადგენენ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 კარი გასაღებით იყო დაკეტილი. შვილმა ტელეფონზე რომ არ პასუხობდნენ არანაირზე გასაღებით გააღო. არანაირი ძალადობის და შევარდნა დაყაჩაღების კვალი არაა. ჩაცხრილულები არ არიან ვინაიდან შესვლისას მეზობლებს ჯერ გაზით გაგუდულები ეგონათ-ანუ სისხლები ტვინები და ნაწლავები არ ჩანდა.მერე შენიშნეს ორივეს ტავზე ნატყვიარი და კრიმინალისტები გამოიძახეს. დასკვნები ტავად გამოიტანეთ. ხო მაყუჩიანი იქნა გამოყენებული სავარაუდოდ ვინაიდან კაციშვილს არაფერი არ გაუგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 უაჰ... :spy: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 თბილისში, მიცკევიჩის #18-ში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცავებს ვერსიები ამ დრომდე არ აქვთ. როგორც შსს-ს წარმომადგენლებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი ვერსია არ არსებობს. შემთხვევის ადგილზე კვლავ მუშაობენ კრიმინალისტები და პატრულის თანამშრომლები. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცავების ინფორმაციით, გვამები საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს. ეთერ ნინუა საწოლშია ჩაცხრილული, მისი მეუღლე თამაზ ნინუა კი სავარძელში მჯდომი მოკლეს. ორივე მათგანს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. სამართალდამცავთა განმარტებით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა, ვინაიდან, ეთერ ნინუა საწოლში იყო. ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის ადგილთან არის თუ არა დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა. მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგონიათ. როგორც ისინი აცხადებენ, მომხდარის შესახებ გაიგეს ტელევიზიით და პოლიციელების მიცკევიჩზე გამოჩენის შემდეგ. შემთხვევის ადგილზე ასევე შეკრებილი არიან გარდაცვლილის ახლობლები და ნათესავები. მათი ინფორმაციით, თამაზ ნინუა 67 წლის იყო. ამჟამად არ მუშაობდა. რაც შეეხება მის მეუღლეს – 64 წლის ეთერ ნინუას, ის იყო პროფესიით გერმანისტი, პროფესორი. თამაზ ნინუა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, დრობითი მთავრობის პერიოდში, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში უშიშროების მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. ახლობლების განმარტებით, გარდაცვლილები საკუთარ სახლში მათმა ქალიშვილმა აღმოაჩინა, რომელიც გასული ორი დღის განმავლობაში მშობლებს ტელეფონით ვერ უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც იგი მშობლებს ტელეფონით ვერ დაუკავშირდა, სახლში მივიდა. თამაზ ნინუა და მისი მეუღლე აღნიშნულ ბინაში შვილთან ერთად არ ცხოვრობდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 სამართალდამცავების ინფორმაციით, გვამები საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს. ეთერ ნინუა საწოლშია ჩაცხრილული, მისი მეუღლე თამაზ ნინუა კი სავარძელში მჯდომი მოკლეს. ორივე მათგანს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. ერთი რამ ცხადია, პროფესიონალის გაკეთებულია. თითო გასროლა-თითო მსხვერპლი. წყნარად და უჩქარებლად. წესით ნაცნობი უნდა ყოფილიყო, სხვანაირად ღამე სახლში არ შეუშვებდნენ. იმჰო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 ტყუილად მიხურა ლიციმ ეს თემა გეზეც-პოლიტიკურის პონტია შკარად. კილერის გაკეთებულია იუველირული სიზუსტითეგეთი დონის და რანგის ჩინოსნის მოკვლა ბიტავუხა არაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 ტყუილად მიხურა ლიციმ ეს თემა გეზეცTATASTROFA ღადავი დაიწყეს და მაგრად გამიტყდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 (edited) TATASTROFA ისევ გავხსენი გეზე და თუ არ გიტყდება ამომიწიე თემა Edited November 13, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 ღადავი დაიწყეს და მაგრად გამიტყდალ ი ც ი, სამწუხაროა რომ ზოგიერთი არსება იმდენად გულგრილია ყველაფრის მიმართ, რომ ვღარ ზომავს რაზე იღადავოს და რაზე არა. რუსულად ამას чорствость ქვია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 ოკ...დაპანიკდნენ ეტყობა შსს პრაქტიკანტები მოვყვები მაგ ნინუაზე რაც შეიძლება მოკლედ......მაგ სახლში რომ გადავედით პირველად რომ შემხვდა ლიფტში სართული მკითხა და ვსო..მერედ მომესალმა და ვისი შვილი ვარ ვისი ცოლი ვინ რას საქმიანობს ყველაფერი მომიყვა-ტან კაიფობდა-ეცინებოდა...( ..ძალიან საინტერესო და სასიამოვნო კაცი იყო-უზომოდ დამწყდა გული...ქალბატონი ეთერიც აგრეთვე...ნუ რაზეა ბაზარი -საშინელება უქნეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის და მისი მეუღლის ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 პირველად რომ შემხვდა ლიფტში სართული მკითხა და ვსო..მერედ მომესალმა და ვისი შვილი ვარ ვისი ცოლი ვინ რას საქმიანობს ყველაფერი მომიყვა-ტან კაიფობდა-ეცინებოდა..TATASTROFA, არა მავს საფუძველი ეჭვი შევიტანო თქვენს დამოკიდებულებაში დაღუპულების მიმართ, მაგრამ მეც მქონდა ანალოგიური სიტუაცია ერთ (ამჟამად ყოფილ) კგბ-შნიკთან და ზუსტად მაგის გამო იმთავითვე ანთიპატიურად განვეწყვე და დღესაც არ შემიცვლია დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ის პიროვნებაც კარგი ავტორიტეტით სარგებლობს დღესაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.