Jump to content
Planeta.Ge

ალასანია უშიშროების სხდომაზე არ მივა

Recommended Posts

ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართება, დასწრებას არ აპირებს.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უშიშროების დღევანდელ სხდომაზე წაუსვლელობის მიზეზი იგივეა, რაც წინა უშიშრობის საბჭოზე იყო.

~7 აგვისტოს, ირაკლი ალასანია იყო მისული უშიშროების საბჭოზე და დასვა კონკრეტული საკითხები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ეხება. ჩვენ ვთვლით, რომ პირველ რიგში შიდაპოლიტიკური სტაბილურობის მიღწევაა საჭირო, რადგან შევძლოთ ერთიანი ძალებით გავუმკლავდეთ გარეშე მტერს. ამ მიმართულებით პროგრესი უმნიშვნელოა~, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, დაკავებული პოლიტპატიმრებიდან მხოლოდ ორი სამი პიროვნებაა გათავისუფლებული გირაოთი, დანარჩენები კი კვლავ ციხეებში რჩებიან, ჭიანურდება საარჩევნო თემაზე მოლაპარაკებები, მედია სივრცესა და მართლმსაჯულების თავისუფლების ხარისხში პროგრესი არ შეიმჩნევა.

~ჩვენ ვამბობთ, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან საქმიან ვითარებაში, კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ არ ვართ მზად მონაწილეობა მივიღოთ იმ ტიპის შეხვედრებში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პიარს ემსახურება~, - განაცხადა უსუფაშვილმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალადეც!მომეწონა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია რომ არ მივა, ვეთანხმები...

ვინც მივიდა რა მოიგო რო?!

newstudio, ვინც არ მივიდა არც იმათ მოუგიათ არაფერი.

მაგენი გადაჭარბებულად ინტელიგენტურად იქცევიან და ამიტომაც ვერასდროს ვერაფერს მიაღწევენ, ჩვენს ქვეყანაში ძალას სცემენ პატივს და არა არჩევანის თავისუფლებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანი უშიშროების სხდომაზე არ მივა

არც პირველ სხდომაზე უნდა წასულიყო და ეს ყვარყვარე ოპოზიციას თორთლაძეს და თარგამაძეს ეძახის? და მეორეც.როდის ესროდნენ ესენი სტაფილოებს?

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში სტაფილოების პოლიტიკას სერიოზული პოლიტიკა ენაცვლება

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

13 / 11, 2009 21:13

Print

Font size:

საქართველოში სტაფილოების პოლიტიკას სერიოზული პოლიტიკა ენაცვლება, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად მუშაობს და დღეს დარბაზში, სადაც ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება, სხედან ადამიანები, ვინც ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას და პრეზიდენტს სტაფილოებს ესროდა.

„თქვენ შემოგვიშვით ჩვენ, ჩვენ კი ახლა გიღებთ თქვენ აქ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დიალოგი მიმდინარეობს და ამ დიალოგის ერთ-ერთი ნაწილია ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატით სხდომების ჩატარება, რომელიც ფაქტობრივად, უკვე ტრადიციული გახდა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დიალოგი არ ნიშნავს იმას, რომ მხარეები ყველაფერზე თანხმდებიან, მაგრამ პირველად ბოლო ოთხი–ხუთი წლის განმავლობაში ბევრი პოლიტიკური სუბიექტი მინიმუმ საუბრობს და ზოგჯერ აღწევს კიდეც შეთანხმებას. პრეზიდენტის განცხადებით, დიალოგი ეს არის ხალხის შეკვეთა და ამ მხრივ პირველი ნაბიჯი გადადგმულია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე კონფლიქტის ზონაში გატაცებული 4 მოზარდის საკითხი განიხილება. ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძირითად ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც წარმოადგენს შს მინისტრი, უშიშროების საბჭოზე შესაძლებლობა მიეცემა თავისი პოზიცია დააფიქსიროს დეპუტატმა გია თორთლაძემ, რომელმაც, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა „ცოტნე დადიანის ფუნქცია ჯერ ვერ შეასრულა“. ასევე, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საბჭო გატაცებული ბავშვების შესახებ მოუსმენს დეპუტატ გიორგი თარგამაძეს, რომელიც სხვებთან შედარებით გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

მაგენი გადაჭარბებულად ინტელიგენტურად იქცევიან და ამიტომაც ვერასდროს ვერაფერს მიაღწევენ, ჩვენს ქვეყანაში ძალას სცემენ პატივს და არა არჩევანის თავისუფლებას.

ძნელია არ დაგეთანხმო

მარა იმასაც დავაკვირდი რომ ალასანია ნელნელა იზრდება!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანი უშიშროების სხდომაზე არ მივა

და სწორედაც მოიქცა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარა იმასაც დავაკვირდი რომ ალასანია ნელნელა იზრდება!
ღმერთმა ქნას ეს ზრდა სიშლეგეში არ გადაეზარდოს და არ დაემსგავსოს ქვეყნის მიმდინარე ლიდერს.

საქართველოში ისე აირია პოლიტიკური კონიუქტურა, რომ საბოლოოდ რას მივიღებთ ძნელი განსასაზღვრავია. ამიტომ ცოტა დააჩქაროს ზრდა მაგ ჯეელმა თორემ შეიძლება ნასუფრალზე მოუწიოს ჩამოჯდომა.

თბილისის მერის არჩევნებზე ალასანია იქნება მთავარი კანდიდატი..იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

newstudio

მარა იმასაც დავაკვირდი რომ ალასანია ნელნელა იზრდება!

ჩEმის აზრით ძანიალ ნელა, მაგრამ ჯერ-ჯერობით სიტუაცია, ანუ ნორმალური მოწინააღმდეგის არ ყოლა, თორემ არც ეგ ჩანს დიდი ბედენა(იმჰო)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ჩEმის აზრით ძანიალ ნელა, მაგრამ ჯერ-ჯერობით სიტუაცია, ანუ ნორმალური მოწინააღმდეგის არ ყოლა, თორემ არც ეგ ჩანს დიდი ბედენა(იმჰო)

საქმე იმაშია რომ მთელი ინტელექტუალური ელიტა ნაცმოძრაობაშია, სწორად ამით არის განპირობებული ოპოზიციური სპექტრის სისუსტე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისის მერის არჩევნებზე ალასანია იქნება მთავარი კანდიდატი..იმჰო

ესეთი კანონი თუ მიიღეს რაზედაც ეხლა ლაპარაკობენ,უგულავა იქნება ისევ მერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეთი კანონი თუ მიიღეს რაზედაც ეხლა ლაპარაკობენ,უგულავა იქნება ისევ მერი.

lasha1997, ნაცებისთვის კანონი არ არის ზღუდე, რომლის გადალახვაც მათ გაუჭირდებათ. არჩევნების კანონზე ძიძგილაობით მათ ყურადღების გადატანა უნდათ იმ ფაქტიდან, რომ ნებისმიერი არჩევნები მათი ხელისუფლებაში ყოფნისას განწირულია გასაყალბებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ჩEმის აზრით ძანიალ ნელა, მაგრამ ჯერ-ჯერობით სიტუაცია, ანუ ნორმალური მოწინააღმდეგის არ ყოლა, თორემ არც ეგ ჩანს დიდი ბედენა(იმჰო)

რას გულისხმობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

newstudio

რას გულისხმობ?

იმას ვგულისხმობ რომ ალანზანიას არ გააჩნია დომინატი ხასიათი და არც სტრატეგული შორსმჭვრეტელობა.ეგ უფრო შუალედური პოლიტიკისთვის ანუ პოზიცია-ოპოზიციას სორის კარგი ხიდი იქნებოდა, ეს ორი რომ არსებობდეს საქართველოსი.

მოკლე ალაზანიას ან არ ეხერხება ანაც არ აქვს რესურსები პოლიტიკური ჩარხის ხმარების.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...