Jump to content
Planeta.Ge

ეგვიპტური პირამიდები


Recommended Posts

ამაზე ვამბობდი

 

http://lah.ru/mast/film2.htm

 

"Неизвестная Мексика"

მეგონა ნანახი გქონდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

T_A_T

Jonathan livingston

utilizatori

 

 

ამ თემაშიც შემოიხედეთ

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=51245

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შევაერთე :user:

 

კონსილიუმთან კითხვა მაქვს--რახან ალტერნატიული ისტორიაო და მაგარი ვინიგრეტი თემაა-შემეცნებაში ხომ არ გადავიტანოტ ტემა? ისტორიაში ძველი ეგვიპტის ისტორიაზე გავხსნათ ტემა -ა? :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სფინქსის მდებარეობა მიუთითებს მის კავშირს პირამიდებთან. ალბათ ვინც პორამიდა ააშენა მანვე ააშენა სფიქნსიც. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სფინქსი განლაგებულია 2 პირამიდას შორის, რომელიც ორმა სხვადასხვა ფარაონმა ააგო. პირველი ყველაზე დიდი პირამიდა ეკუთვნის ხეოფს, მეორე მის შვილს ჰაფრას.

რეინერ სტადელმანი ეგვიპტოლოგი : სფინქსის თავი გამოხატავს იმ ფარაონს რომელმაც ის ააშენა.

მან დაიწყო ფარაონების და სფინქსის სახეების შედარება. სტადელმანმა ეგვიპტის მუზეუმში შეისწავლა ხეოფსის ერთადერთი პატარა ქანდაკება, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული და სპილოს ძვლისგან არის გაკეთებული. სტადელმანის აზრის ხეოფსის და სფინქსის სახე არის იდენტური.

მარკ ლეინერი პოულობს დადასტურებას რომ თავიდან სფინქს ჰქონდა წვერი. იგი, ტელედმანისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ სფინქსი ხაფრას, ხეოფსის შვილს გამოხატავს. რადგანაც ხეოფსის შვილსიგან ხაფრასგან განსხვავებით ხეოფსი არ ატარებდა წვერს.

სფინქს გულ–მკერდთანა ქვს გამოწეული ქვა, რომელიც ლეინერის ვერსიით სფიქნსის გრძელი წვერის დასაყრდენად იყო გამოკვეთილი.

მაგრამ კამათი გრძელდება ვინაა სფინქსი? ხეოფსი თუ მისი შვილი ხაფრა?

4000 წელზე მეტია ეს ქანდაკება იდუმალებითაა მოცული. რას ნიშნავდა სფინქსი ძველი ეგვიპტელებისტვის?

ძველი ეგვიპტის დინასტიის დაცემის შემდეგ გიზა გადაიქცა მიტოვებულ ნეკროპოლისად. სფინქსი და პირამიდები დავიწყებულ იქნა. უდაბნოს ქვიშაში სფინქსი თითქმის თავამდე იყო ჩაფლული. შემდგომი ამბავი რომელიც დაწერილია გიგანტურ 15 ტონიან სტელაზე და სფინქსის თათებს შორისაა მოთავსებული მოგვითხრობს ლეგენდას ერთ გმირზე. ახალგაზრდა უფლისწულმა გაწმინდა სპინქსი უდაბნოს ქვიშისგან. და სფინქსმა იგი დააჯილდოვა – გახადა ფარაონი. მას ერქვა თუტმოსი.

ზაჰი ჰავასი : ვინ იყო პირველი რესტავრატორი დედამიწაზე? ჩემი აზრით ტუტმოს მეოთხე. მან ააგო 2 დიდი კედელი რათა დაეცვა სფინქსი უდაბნოს ქვიშისგან. კედელის სიმაღლე 8 მეტრი იყო. ტუტმოსმა რესტავრაციისას უზარმაზარი ლოდებით დაფარა სფინქსის თათები. ზოგიერთ ქვაზე დღემდე არის შემორჩენილი ტუტმოსის სახელი.

როდესაც მეფეებს უნდოდათ რაიმე დაეტოვებინათ საუკუნოდ ისინი წერდნენ იეროგლიფებს უზარმაზარ სტელებზე. თათებს შორი სტელა ასევე იძლევა პასუხს კითხვაზე თუ რას ნიშნავდა ეგვიპტელებისთვის სფინქსი. მასზე გამოსახული მიმინოს იეროგლიფი განასახიერებს ღმერთს ხორს, რომელიც ერთ–ერთი ძველ ეგვიპტური ღმერთია. მის ქვევით არის სიმბოლო აკჰეტი– ჰორიზონტი. შუაში მზის დისკოთი. ესკომბინაცია იძლევა ეგვიპტური ღმერთის სახელს, რომელიც დარაჯობდა კარიბჭეს ორ სამყაროს შორის. ხორი ჰორიზონტზე – აი ეს იყო სფინქსი ახალ ეგვიპტურ სამეფოში.

ტუტმოსმა გაწმინდა რა ის ქვიშისგან მან არა მხოლოდ გადაარჩინა სფინქსი მან გადაარჩინა ღმერთიც. მაგრამ ტუტმოსი ამაზე არ გაჩერებულა.

სფინქსის კვლევის დროს აღოჩნდა რომ ყურთან ლურჯი საღებავის კვალი არის შემორჩენილი. ამით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტუტმოსმა გადაღება სფინქსი. ჩვენ შევეჩვიეთ ქვიშის ფერი სფინქსის ყურებას, ხოლო ეგვიპტის ახალ სამეფოში სფინქსი იყო კომიქსივით შეღებილი. სახე სავარაუდოდ ჰქონდა წითელ, ოქროსფერ და ლურჯ ფერებში..

მაგრამ რას ნიშნავდა სფინქსი მისი პრიველი შემქნელებისთვის ფარაონი ხეოფსისთვის ან მისი ვაჟისთვის?

მარკ ლეინერი ეგვიპტოლოგი : აკლდამა განთავსებულია სფინქსის თათებიდან 9 მეტრში. ამ ადგილას ვიპოვე 24 სვეტი. ვვარაუდეობ, რომ ეს კავშირშია დღე–ღამეში 24 საათთან. როგორც ჩანს ეს იყო მზის ერთ–ერთი ძველი აკლდამა. ამაზე მიუთითებს ორ საპირისპირო მხარეს გაკეთებული ნიშა, რომელშიც მზის ამოსვლისა და ჩასვლისას დროს სხივი გადიოდა. ზაფხულის ბუნიაობისას ნიშაში შესული მზის სხივი სცდებოდა სფინქსის გვერდს და აღწევდა პირამიდამდე. ამ დღეს მზე აერთიანებდა ხაფრას პირამიდასა და სფინქს. რაც იმის დასტურია რომ სფინქსი შეიქმნა ხაფრას მმართველობის პერიოდში.

მზე დიდ როლს თამაშობდა ძველი სამეფოს რელიგიაში. ძველ ეგვიპტური ნახატებში გამოხატულია მზე, რომელიც უჭირავთ ღმერთებს. ეს ერთ–ერთი ყველაზე ძველი ღმერთია ეგვიპტის – ორ თავიანი ლომი აკერი. შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ სფინქსის დანიშნულება იყო ფარაონის უსაფრთხო მოგზაურობა გარდაცვლილთა სამეფოში. სფინქსი იცავდა მეფის მუმიას მზის ჰორიზონტზე მოგზაურობის დროს გარდაცვლილთა სამყაროს კარბჭესთან.

ცხოველი,ადამიანი და ღმერთი გამოქანდაკებული მიწისგან. დიდმა სფინქსა მიაღწია იმას რაზეც მისი შემქნელები ოცნებობნდენ. მან მიაღწია მარადიულ სიცოცხლეს.

 

ითარგმნა და მომზადდა National Geographic – ის მიხედვით http://www.ireporter.ge/?p=3538

 

დანარჩენის წაკითხვა აქ: http://www.ireporter.ge/?p=3270

და აქ: http://www.ireporter.ge/?p=3183

Edited by xrova
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძველეგვიპტელებმა სფინქსი მიამყნეს პირამიდებს-ტქვენ რა უფლებით ანცალკევებთ? :007:

 

 

ვაერთებ :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 10 months later...

dariala

T_A_T

 

ჩემთვის ახალი თეორიის შესახებ ვნახე დოკ. ფილმი.

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B0%D0%B2%D0%B8%D0%B4%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%86,_%D0%96%D0%BE%D0%B7%D0%B5%D1%84

 

 

ჟOსეფ დავიდოვეცის თეორია (პრაქტიკით დამტკიცებული) გეოპოლიმერული ბეტონისა და ამ ბეტონით მეგალითების, მათ შორის პირამიდების ქვების ჩამოსხმის შესახებ.

 

შიმართლე გითხრათ თეორია ძაააალიან ახლოსაა ლოგიკურად სიმართლესთან და სავარაუდოდ ასეცაა. იმსხვრევა უამრავი მითი ზებუნებრივი ძალებისა და ზღაპრული ტექნოლოგიების შესახებ. :) ჩVეულებრივი და ძალიან ადვილად მოპოვებადი ბუნებრივი მასალებით ზეგამძლე სამშნებელო მასალების ე.წ. მეგალიტების მიღება სავსებით შესაძლებელი და რეალურია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...
ჟOსეფ დავიდოვეცის თეორია (პრაქტიკით დამტკიცებული) გეოპოლიმერული ბეტონისა და ამ ბეტონთლილიით მეგალითების, მათ შორის პირამიდების ქვების ჩამოსხმის შესახებ.

ანუ ქვები ადგილზევეა ჩამოსხმული და არა შორიდან მოთრეული და შემდეგ გათლილი??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

ანუ ქვები ადგილზევეა ჩამოსხმული და არა შორიდან მოთრეული და შემდეგ გათლილი??

იეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

თუ ძვირი არ ჯდება იქნებ დღესაც გამოგვეყენებინა ისტორიამ აჩვენა რომ ზედმეტად გამძლეა

 

ვნახე დოკ. ფილმი.

Cvenc gvanaxe raaa :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...