Jump to content
Planeta.Ge

12 დეკემბერი,18:00 სთ,1. მეცნიერული კონფერენცია CERN-ის შესახებ


Recommended Posts

რაც შეეხება დანიშნულებას ამ ექსპერიმენტისა :D მიზნები დიდია და თანხებიც გამართლებული შესაბამისად, მთავარია მიზენის შესრულება შევძლოთ :D

მთავარი დანიშნულება ამ ამაჩქარებლის აგების იყო პრობლემა სტადარტული მოდელის, ზუსტი სიმეტრიების შემთხვევაში ნაწილაკები არიან უმასო, ნაწილაკები რომელიც სტანდარტულ მოდელს შეუძლია აღწეროს. ანუ უფრო მარტივად, დღესდღეისობით არ არსებობს თეორიული მოდელი რომელიც ახსნის ნაწილაკების მასის არსებობას. არსებობს მარკეტზე რამოდენიმე მოდელი რომელიც ცდილობს ამ მისიის შესრულებას და მათ შორის კველაზე პოპულარული და მიღებული არის Spontaneous Symmetry breaking, რომელისაც დამატებით ნაწილაკი შემოყავს Higgs-i და დანარჩენი ნაწილაკები ამ ნაწილაკთან ურთიერთობის შემდეგ იძენენ ეფექტურ მასას.

ხოდა მთავარი მიზანი არის ვიპოვოთ ეს ნაწილაკი რომელიც დაადასტურებს თეორიას მასის წარმოქმნის შესახებ.

და თი ვერ ვიპოვით მაშინ ესეც კარგია ეს ნიშნავს რომ ტანამედროვე მოდელი მცდარია და გვჩირდება ახალი თეორია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 156
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

sopo_pataraia

მოგესალმებით :D

 

ჩემი კითხვა ეხება ქართველებს ცერნში:

 

გარდა გია დვლისა, ქართველების კიდევ რა ჯგუფი მუშაობს იქ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
აი ჩემი კითხვაც: სტანდარტული მოდელის გარდა, განიხილავენ თუ არა სხვა თეორიებსაც? ბოლო-ბოლო სტანდარტული მოდელი ძალიან თეორიულია და იქნებ ცოტა არ იყოს და მოძველდა? forum.ge-ზე ყო ამის განხილვა, მაგრამ არ მახსოვს რა შედეგით დასრულდა დისკუსია, თემას ბოლომდე აღარ გავყევი.

ალბათ ნაწილობრივ გაეცა ამ კითხვასაც პასუხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ალბათ ნაწილობრივ გაეცა ამ კითხვასაც პასუხი

შეიძლება მასეც იტქვას ჭანო. სოფომ ისაუბრა ამაზე, მართალი ხარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა უფრო პოპულარული ენით რომ აგვიხსნათ, ?!?

+ 100 კატასტროფული სამიანი ფიზიკაში:D

 

 

:D

თუ დავიწყო გასასვლელისკენ გაბობღება?........................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
დღესდღეისობით არ არსებობს თეორიული მოდელი რომელიც ახსნის ნაწილაკების მასის არსებობას

მე ვეცდები ნაწილობრივ მარტივ ენაზე რომ ავხსნა :D

 

მოკლედ, დღესდღეობით მიღებული თერია ვერ ხსნის მასის წარმოშობის მიზეზს, ამ ნაწილაკის პოვნას სწორედ ამ კოლაიდერით ცდილობენ.

 

 

T_A_T

zaza_147

რასაც ვერ გაიგებთ "ითხოვე და მოგეცემას" არიყოს- იკითხეთ და პასუხსაც გაგცემთ სტუმარი შეძლებისდაგვარად მარტივ ენაზე :D

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

მოკლედ, დღესდღეობით მიღებული თერია ვერ ხსნის მასის წარმოშობის მიზეზს, ამ ნაწილაკის პოვნას სწორედ ამ კოლაიდერით ცდილობენ.

და რომ გაიგებენ მიზეზს...რაიმე პრაკტიკული შედეგი მოიაზრება ახლო მომავალში?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა კი უფრო ექსტრავაგანტულ თეორიებს შევეხოთ მრავალი თქვენგანი კითხულობს შავ ხვრელებზე და ასე შემდეგ.

დავიჭზებ მაგალი განზომილებებიდან. გრავიტაციული ძალა ადამიანებისათვის ყველაზე მახლობელი ძალაა და ამასთანავე კიდევ აუხსნელი. რადგან იგი ყველგან ვრცელდება სადაც სივრცეა, მას ვაკვირდებით დედამიწაზე ყოველდღიურად და მას ვაკვირდებით კოსმოსში, პლანეტების მოძრაობას, გალაკტიკების ფორმირებას, სამყაროს განვითარებას. მაგალითად თქვენ გაინტერესებთ შავი ხვრელები როგორ წარმოიქმნება ისინი, როდესაც გარკვეული მასა მოთავსდება ძალიან მცირე სივრცეში მის გარშემო იქმნება იმდენად დიდი გრავიტაციული ურთიერთქმედება რომ გარკვეულ მანძილებზე ყველაფერს იზიდავს და შთანთქავს და იზრდება. მაგრამ ეს პირობა რომ დაკმაყოფილდეს, მიზიდულობა უნდა იყოს ძალიან ძლიერი ანუ ძალიან დიდი მასააა საჩირო ძალიან მცირე სივრცეში ამ პირობის შექმა დედამიწაზე არის შეუძლებელი და შავი ხვრელები მხოლოდ კოსმოსში არსებობენ, მაგალიტად ყველა გალაკტიკის მიზიდულობის ცენტში არის შავი ხვრელი.

 

როგორ შეიძლება შავი ხვრელი შევქმნათ დედამიწაზე ეს არის შეკითხვა, ამისატვის საჭიროა რომ გრავიტაციული ურთიერთმედება იყოს უფრო ძლიერი ვიდრე რეალურად გვაქვს, ეს არ არსებული შემთზვევა რომ მივიგოთ გვჩირდება მექანიზმი გრავიტაციის მოდიფიკაციიისა, ერთერტი მათგანია თეორია რომელიც ამბობს რომ არის დამატებითი განზომილებები და რომ გრავიტაციული ურთიერთქმედება ნაწილდება ყველა დამატებით განზომილებაში ამიტომაც სუსტდება თორემ ისე გაცილებით დიდია. ამ სცენარის მიხედვით შეგვიძლია შავი ხვრელი შევქმნატ დედამიწაზე, მაგრამ იგი იქნება მაკროსსკოპული. და შესაბამოსად მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იქნება ძალიან მცირე. ანუ კიდევ ერტხელ ვაკონკრეტებ იმისათვის რომ შექმნას შავი ხვრელი დედამიწაზე ჩვენ გვჭირდება რომ იყოს დამატებითი განზომილებები და არა 1 და ორი, არამედ 10 0000000000000000000000000000000 ამდენი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

მოკლედ, დღესდღეობით მიღებული თერია ვერ ხსნის მასის წარმოშობის მიზეზს, ამ ნაწილაკის პოვნას სწორედ ამ კოლაიდერით ცდილობენ.

 

ეგ გასაგებია , მაგრამ სხვა რაზე მუშაობენ იქნებ დეტალურად ( მარტივი ენით) აგვიხსნას. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
და რომ გაიგებენ მიზეზს...რაიმე პრაკტიკული შედეგი მოიაზრება ახლო მომავალში?!

არ ვიცი, იმედია სოფო გვიპასუხებს ამ კითხვაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

sopo_pataraia

იმისათვის რომ შექმნას შავი ხვრელი დედამიწაზე ჩვენ გვჭირდება რომ იყოს დამატებითი განზომილებები და არა 1 და ორი, არამედ 10 0000000000000000000000000000000 ამდენი

იქნებ სხვანაირად არის სოფო? ვტქვათ სულაც არ არის საჭირო 10^50 განზომილებების არსებობა. იქნებ დამატებითი განზომილებების რაოდენობა გაცილებით ცოტაა, ხოლო თითეულ განზომილებაში გაპარული გრავიტაცია უფრო დიდი, ვიდრე ეს მოსალოდნელია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

sopo_pataraia

მოგესალმებით :)

 

ჩემი კითხვა ეხება ქართველებს ცერნში:

 

გარდა გია დვლისა, ქართველების კიდევ რა ჯგუფი მუშაობს იქ?

ქართველები ცერნ-ში საკმოდ ბევრნი ვართ, ძალიან მახარებს ხოლმე იქ ჩასვლა :) ხშირად ერთად ვიკრიბებით და ვერთობით. არიან ძალიან ბევრი ინჟინრები გპიდან. აგრეთვე ბევრი ქართველი მუშაობენ მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში და ინსტიტუტებში. გერმანიასში უკვე სამნი ვართ ამ პროეკტში, ორი ბიჭი ბონ-ში, მე მიუნხენში. გია დვალი ნიუ-იორკში არის silver professor, ბოლო წლებში მუშაობდა ცერნში თეორიულ პიზიკის განყოფილებაში. იანვირდან იგი გადმოდის მიუნხენში იქნება მაქ-პლანკის ინსტიტუტის დირეკტორი და აგრეთვე უნივერსიტეტში თეორიული ნაწილაკების ფიზიკის კათედრის გამგე.

ძალიან ბევრი ქართველი არის ამ ექსპერიმენტში ამერიკული უნივერსიტეტების ფარგლებში აგრეთვე სხვადასხვა ევროპული ინსტიტუტებში.

 

და რაც ყველაზე მთავარია საქარტველო არის კოლაბორაციის წევრი ანუ ჩვენი ფიზიკის ინსტიტუტი და მაღალი ენერგიების ინსტიტუტს ქავს ჯგუფი მეცნიერებისა ჩართული ამ პროეკტში რომლებიც აკტიურად მონაწილეობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

sopo_pataraia

მე მგონი ეხლა პირველად გავიგე კოლაიდერის დანიშნულება..მადლობა!

 

http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=147718

 

აი აქედან, არა რა, მშობლიურ ენაზე რომ აგიხსნიან სულ სხვაა

 

და ერთი "სულელური" კითხვა...კოლაიდერით სხვა განზომილებებს დავინახავთ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...