Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

ერთი ძალიან უცნაური ჩანაწერი მაქვს, თუ ვიპოვე დავდებ :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ მეტყვი

არ ისნუნთქოო- არ ვისუნთქებ!

არ დალიოო- არ დავლევ!

არ შეჭამოო- არ შევჭამ

არ ილაპარაკოო- არ ვილაპარაკებ!

არ იაროო- არ ვივლი!

 

ოღონდ ნუ მეტყვი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ მეტყვი არ ისნუნთქოო- არ ვისუნთქებ! არ დალიოო- არ დავლევ! არ შეჭამოო- არ შევჭამ არ ილაპარაკოო- არ ვილაპარაკებ! არ იაროო- არ ვივლი! ოღონდ ნუ მეტყვი...

დაიარა ჟრუანტელმა..... ის არ გეტყვის

 

15 წლის იყავი,როდესაც პირველად გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ კი გაწითლდი, თავი დახარე და გაიღიმე.

 

20 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ ხელი ხელზე მომკიდე და მაგრად მოუჭირე, გეშინოდა, რომ სადმე არ გავმქრალიყავი.

 

25 წლის იყავი, როდესაც გითხარი: "მე შენ მიყვარხარ". შენ საუზმეს მიმზადებდი, მომიტრიალდი, შუბლზე მაკოცე და მითხარი: უმჯობესია იჩქარო, სამსახურში არ დაგაგვიანდეს...

 

30 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ კი მითხარი: თუ მართლა გიყვარვარ, გთხოვ უფრო ადრე დაბრუნდე სახლში სამსახურის შემდეგ.

 

40 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ".შენ სადილს ამზადებდი და მითხარი: კარგი ძვირფასო,მაგრამ გთხოვ ბავშვებს გაკვეთილები გამოჰკითხო.

 

50 წლის იყავი,როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ".შენ ამ დროს ქსოვდი და გაგეცინა ჩემს სიტყვებზე.

 

60 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ გამიღიმე...

 

70 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". ჩვენ დივანზე ვისხედით და ჩემს სასიყვარულო წერილს ვკითხულობდით, რომელიც 50 წლის წინ მოგწერე.

 

80 წლის იყავი, როდესაც შენ მითხარი : მე შენ მიყვარხარ! მე არაფერი მითქვამს, რადგან არ შემეძლო, შენ კი ტირილი დაიწყე. ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე უბედური დღე იყო, ხოლო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, რადგან შენ მითხარი, რომ გიყვარდი...

 

დააფასეთ ვინც გიყვართ და ხშირად უთხარით სიტყვები: "მე შენ მიყვარხარ". გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არ გექნებათ ამის შესაძლებლობა, ნუ დაკარგავთ მას.

 

mercia merlani

 

 

წავედი ახლა გვიან მოვალ და დამახვედრე ნაშრომები :D :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაიარა ჟრუანტელმა..... ის არ გეტყვის

 

ზუსტად ის გეტყვის, ზუსტად ის! ;)

 

დროებიით :*

 

დააფასეთ ვინც გიყვართ და ხშირად უთხარით სიტყვები: "მე შენ მიყვარხარ". გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არ გექნებათ ამის შესაძლებლობა, ნუ დაკარგავთ მას.

 

"ჯერ იმან მითხრას" :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანს როცა შია უნდა მისცე ის, რაც დაანაყრებს, მაგალითად თევზი. არსებობს მპოსაზრება, რომ თევზის მიცემას ანკესის მიცემა სჯობს, რადგან ადამიანმა თვითონ დაიჭიროს. ამ საკითხის განხილვა რამოდენიმე კუთხით მომიწევს: უნდა გადავწყვიტო მშიერ ადამიანს ანკესი მივცე, თევზი, თუ - "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!". სანამ უშუალოდ განხილვას დავიწყებ, მინდა პავლე მოციქულის სიტყვები გავიხსენო: (რომელსაც ჩემი მოძღვარი ასე ხშირად მეუბნება) "შემთხვევით ადამიანს ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება თავიდან". შემთხვევით, არაფერი ხდება, ანუ ღმერთის ნებაა ქვეყანაზე როგორც მდიდარი, ისე ღარიბი, ჯანმრთელიც და ავადმყოფიც, ბრძენიც და ჭკუანაკლულიც და სხვა. თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ მათზე რაიმეთი უპირატესნი, ან უკეთესნი ვართ და ღმერთს მეტად ვუყვარვართ, რადგან სახლიც გვაქვს, კარიც, ეზოც და ყველაფერი ის, რაზე ოცნებაც კი ფუფუნებაა მათთვის. მერე რა, თუ შოთამ "ვეფხისტყაოსანი" შექმნა, ლეონარდომ "მონა ლიზა", ბეთხოვენმა "მთვარის სონატა", გონაშვილმა "წინწყარო", მე კი ვერც ვწერ, არ ვიცი ხატვა, ნოტებს ვერ ვცნობ და არც "საქართველოს ბულბული" ვარ, სამაგიეროდ შემიძლია წავიკითხო, დავინახო და აღვიქვა, მოვუსმინო და დავტკბე ამით. ესეც ხომ არ შეუძლია ყველას?! საუბედუროდ! თემას რომ არ გადავუხვიო დავუბრუნდები ჩემს არჩევანს, ანუ უნდა გადავწყვიტო მშიერ ადამიანს ანკესი მივცე, თევზი, თუ - "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!"ძალიან დიდი დაკვირვება გვმართებს პირველ შემთხვევაში, რადგან თუ "მშიერი" ისეთი დაუძლურებულია, რომ ნაცნობი ჟესტით მიგვანიშნებს მშიაო, აბა რაში გამოადგება ჩვენი მიცემული ანკესი? აუცილებლად თევზი უნდა მივცეთ, ან ის რაც დაანაყრებს. თუმცა ხომ ადვილი შესაძლებელია არც თევზი მქონდეს და მითუმეტეს არც ანკესი?! მაშინ ისღა დამრჩენია გვერდით მივუჯდე, მაგრამ მე ხომ არ ვარ დაუძლურებული და ანკესის გამოყენებაც ვიცი, ამიტომ შემიძლია ანკესი ვითხოვო, მხოლოდ შემდეგ თევზის დაჭერა არ უნდა დამავიწყდეს "მშიერისთვის"! ახლა მეორე შემთხვევა განვიხილოთ, ანუ თევზი, ან ის რაც დაანაყრებს. აქ მინდა აღვნიშნო, რომ თუ შესაძლებლობა მაქვს ჯობს ის მივცე, რაც დაანაყრებს და არა თევზი, ან ბუტერბროდი, რომელიც ეს-ესაა თითქმის შევჭამე. იმის მიცემა, რაც დაანაყრებს არამარტო ფიზიკურად "გაახარებს", არამედ სულიერადაც,რადგან დარწმუნდება, რომ ოცნებები ხდება, მთავარია სწორ ადგილას, სწორ დროს მოხვდე, თუნდაც ეს რომელიმე მეტრო-სადგურის "პაძემკა" იყოს! წარმოიდგინეთ რა სასიამოვნოა, როცა "მშიერი" მადლიერია და სიტყვებს არ იშურებს, რომ გასიამოვნოს. თუმცა ზოგჯერ მადლობის თქმაც კი ავიწყდებათ, ან ივიწყებენ. შეიძლება "მშიერს" მართლაც დაავიწყდეს მადლობის თქმა, ან არ დააფასოს შენი სიკეთე, მაგრამ რაც მთავარია "მას" არასდროს დაავიწყდება და ყოველთვის დაგიფასებს თუნდაც იმ თითქმის შეჭმულ ბუტეტრბროდს, რომელიც მას გაუწოდე! და აი კიდევ რა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს, ნამდვილად დედა უკვდება, შვილი ნამდვილად ჰყავს ავად, შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა. მითუმეტეს კი დაცინვა. ბევრჯერ დამინახავს, როგორი ზიზღით და ამრეზით უყურებენ მათხოვარს და იმასაც კი, ვინც ეხმარება. ისეთ აგრესიას გამოხატავენ, თითქოს ისინი კიარ მათხოვრობენ, არამედ ყაჩაღობენ. ანკესის მიცემას რაც შეეხება, ეს უფრო ფილოსოფიურად მოაზროვნედ არჩევანია. ის ფიქრობს: დღეს რომ თუნდაც ათი პური მივცე, ხვალ აღარ ექნება, ათივეს შეჭამს, რადგან უშრომლად მიიღო, ხოლო როცა თითო პურის სანაცვლოდ თითო აგურს გადავადებინებ, ბუხარში შეყრილი ფულისა არ იყოს, გაუფრთხილდება და უფრო დააფასებს. მაგრამ ანკესი მხოლოდ ისეთს უნდა მისცე ვისაც შეუძლია, ან იცის მისი გამოყენება. აბა წარმოიდგინეთ ხაბაზი, რომელიც თონის წინ დგას ანკესით ხელში და თევზის გამოჩენას ელოდება. რა თქმა უნდა ეს შედეგს ვერ გამოიღებს. პირიქით ასეთი საქციელით კიდევ უფრო მეტად დავარწმუნებთ საკუთარი თავის უსუსურობაში. აი სულ სხვა საქმეა მეთევზეს თუ მისცემ ანკესს. ამით შენც ცხონდები და ისიც, თუ ერთი-ორჯერ თავისი დაჭერილი თევზით გაგიმასპინძლდება და სიკეთეს არ დაგივიწყებს. ისე "თევზიც" და "ანკესიც" თავისუფლად შეიძლება ერთ კონტექსტში გავაერთიანოთ და ვუწოდოთ დახმარება, შველა, მკერდში გულის ქონა, შუბლზე ძარღვის სიძლიერე და ა.შ. საერთოდ მათხოვარი ყოველთვის არსებობდა, ეხლაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს. ანუ ეს არ არის უბრალოდ მშიერი, ან უსახლკარო ადამიანი. ის საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიანი წევრია, როგორიც სახელმწიფოს მმართველი, რადგან მის გარეშე არ არსებობს საზოგადოება. მეტსაც გეტყვით რომ არა "მშიერი", "მაძღარს" ხომ ფასი დაეკარგებოდა. აბა რა ფასი აქვს "წითელ ფერარს", თუ მისი გაქროლებისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო?! თუ დღეს პური არ მენატრება, ხვალ ჭიქა რძეს სულმოუთქმელად ხომ არ გადავკრავ?! ახლა კი რაც შეეხება "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!", ეს ყველაზე იოლი გამოსავალია. მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო შუბლზე ძარღვი უნდა გაიწყვიტო და მორჩა, აღარ ფიქრობ რა გააკეთო: ანკესი მისცე, თევზი, თუ ის რაც დაანაყრებს, რადგან უბრალოდ ვეღარ ხედავ "მშიერს", იცი რომ არსებობს, აქვეა შენს გვერდით, მაგრამ ვერ ხედავ, რადგან შენ თვითონ გააქრე. მაგრამ შენი გაქრობაც ხომ წამის საქმეა. გაქრები და დატოვებ ყველას და ყველაფერს რაც გაგაჩნია, ყველაფერი აქ, ამქვეყნად რჩება და სულ იოლია ვინმე "მშიერმა" სრულიად მოულოდნელად იპოვო შენი "ანკესი", შენი "თევზი" და "ისიც, რაც განაყრებდა", რითაც ცხოვრობდი და სულდგმულობდი, შენი ცხოვრების აზრი იყო ოდესღაც. ასე რომ, თუ "ანკესიც" გაქვს, "თევზიც" და "დანაყრებულიც ხარ" "ნუ გააქრობ მშიერს"!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიყვარული განა მარტო ადამის და ევასია,

სიყვარული ჩვენიც არის, სიყვარული ყველასია,

სიყვარული ყველასია, სიყვარული ზიარია,

თუ კი გიყვარს წვიმიანი დღეებიც კი მზიანია.

 

გიყვარს? სული დაიმშვიდე, ნუ იქნები ეჭვიანი,

სიყვარული ქვეყანაზე უდიდესი ნიჭი არის,

სიყვარული როდი გვკითხვას რა გვხურავს და რა გვაცვია,

სიყვარულმა აგვაშენა, სიყვარულმა დაგვანგრია.

 

სიყვარული კაზინოა, ცოდვა-მადლის კამათელი,

სიყვარულმა დამაღამა და მათენებს სიყვარული,

ხან მოსისხლე მტერი არის, ხანაც სისხლის ნათესავი,

იმედივით მოკლე არის, უსასრულო ნატვრასავით.

 

როცა უნდა დაღამებს, ხან ძველია, ხან ახალი,

ჩვენი დამბადებელია, ბოლოს ჩვენი დამმარხავი.

სიყვარული მდინარეა, სიყვარული მორევია,

ფეხზე ვეღარ წამომდგარა ვისაც ერთხელ მორევია.

 

მორევია მაგრამ მაინც უსაშველოდ უხარია,

სიყვარული მქუხარეა, მაგრამ ზოგჯერ მწუხარეა,

სიყვარული ჭოროხია, სიყვარული რიონია,

სიყვარული სიცოცხლეა და სიცოცხლის მირონია.

 

სიყვარული განა მარტო რამინის და ვისის არის,

ვინც შეყვარებულია ეს ქვეყანა მისი არის,

და თუ ზოგჯერ სიყვარული, სიყვარულზე მეტი არის,

მაშინ იგი ერთი არის, და ის ერთი ღმერთი არის!!!

 

ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა.

ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი..

მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა.. არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის სიყვარული, თავმდაბლობისთვის – შექება, სამსახურისთვის – მადლიერება.. ნამდვილი სიყვარული სამაგიეროს არ ითხოვს.

ყველა ადამიანში არის ისეთი რაღაც, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს იგი.

http://s018.radikal.ru/i510/1305/a4/2a803faa55fa.jpg

მე ამ სურათზე გკითხე და არა ავატარზე .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე რა, თუ შოთამ "ვეფხისტყაოსანი" შექმნა, ლეონარდომ "მონა ლიზა", ბეთხოვენმა "მთვარის სონატა", გონაშვილმა "წინწყარო", მე კი ვერც ვწერ, არ ვიცი ხატვა, ნოტებს ვერ ვცნობ და არც "საქართველოს ბულბული" ვარ, სამაგიეროდ შემიძლია წავიკითხო, დავინახო და აღვიქვა, მოვუსმინო და დავტკბე ამით. ესეც ხომ არ შეუძლია ყველას?!

 

 

ამაზე ეს გამახსენდა რატომღაც :)

 

 

კამკამა, ცისფერ ტბაზე რომ მოოქროვილი, ქუნქულა ღრუბლებიდან ქათქათა თეთრი გედი დაეშვა, ნაპირზე გაწოლილმა ბებერმა გველმა მარტო თავი არ წამოსწია, მთელი ტანით წამოიმართა, აყელყელავდა და შესძახა:

 

_ რა სიხარულია, რა ბედნიერებაა! _ და ისევ აიწია, მთლად კუდზე დადგა. გაოცებულმა გედმა კისერი მოიღერა:

 

_ შენზე ამბობენ, ბრძენიაო.

 

_ მერედა, სიბრიყვე, ან უვიცობა რა შემამჩნიე?

 

_ ისე ყელყელაობ და მაღლ-მაღლაიწევ, თითქოს გაფრენას აპირებდე!

 

_ არა, _იუარა ბრძენმა _ არც ისე უგუნური ვარ, არ ვიცოდე, რომ ვერასოდეს გავფრინდები, მაგრამ იმის ჭკუა_გონება კი მაქვს, ვინც ასე მშვენიერია და ასე თვალწარმტაცად დაფრინავს, მისი ფასი ვიცოდე და დაწოლილმა და მთვლემარემ არ ვუყურო.

 

_ ასე დიდი ბედნიერებაა, რომ დავფრინავ?!

 

_ ვისაც მშვენიერებით აღტაცება შეუძლია, ის უფრო ბედნიერია ვინემ თვითმშვენიერება!

 

 

ოტია

 

 

 

alex

მე ამ სურათზე გკითხე და არა ავატარზე .

 

არა არ ვარ მაგ ფოტოზე მე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

-ბედნიერი ხარ?

-არა.

-რატომ ვითომ

-შენ ვერ გაიგებ.

-მართლაც არ მესმის, ძმაო.

სიყვარული, სიკეთე, ოჯახი, დაფასება, ფული, ქალები, რა გაკლია რა!

-ვერ გაიგებ მაგრამ, შევეცდები

აგიხსნა.

-სცადე, იქნებ არა ვარ სულელი.

-ადამიანები, ზრუნავენ აწმყოზე,მომავალზეც. აქვთ მიზნები და ამ მიზნებამდე მისაღწევად, ათასგვარ ხეხრს ხმარობენ.

მნიშვნელობა არ აქვს მიზანს,

იქნება ეს, მეორე ნახევრის პოვნა, უბრალოდ ოჯახის და პირადი კეთილდღეობა, ავტორიტეტი, თუ რაიმე სიბილწე.

ძალიან ცოტა ცდილობს მიზანს მიაღწიოს, პატიოსნად. და არავინ ცდილობს ეს მიზანი იყოს, ზნეობრივად გამართლებული.

ყველას გვაქვს, შემზარავი ძრახვები და აზრები.

ეს იმის ბრალია რომ ვართ ზედმეტად ჭკვიანები, მაგრამ არ გაგვაჩნია ამ ჭკუის სამართავი გონი.

ყველა ადამიანი ოცნებობს, ოცნებობს ყველაფერზე, გარდა უმანკოებისა...

-მოიცა! რა არის უმანკოება

-ერთი სიტყვით გეტყვი.

უმანკოება ეს, ბავშვობაა.

ნუთუ არასოდეს გიოცნებია იყო ბავშვიი,

მე საშინლად მინდა ისევ იმ დროში. როცა ვერ ვხედავდი შურს, შუღლს, ბოროტებას.

მწამდა რომ, ყველა იყო გულწრფელი, როგორც ლამაზ ზღაპარში.

ვერ ვამჩნევდი ადამიანების ფარისევლობას მათი ''კეთილი'' საქციელის მიღმა.

ვერ ვამჩნევდი იმ საშინელ, დაძაბულ მზერას, რომლითაც ერთმანეთს უმზერენ და ცდილობენ ერთურთის ბილწი აზრები გაშიფრონ.

უბრალოდ, არ მჯეროდა ამ ყველაფრის.

აი მაშინ ვიყავი ბედნიერი.

ვხვდები რომ ასე სრულყოფილად აღარასოდეს განმეორდება ბედნიერება.

-შენ გიჟი ხარ ძმაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი, სულ ესა ვარ_ ხრიოკი ნაპირი დამშრალი მდინარის, ვისრუტავ შენს სითბოს და ვიოკებ ხვაშიადს, სანაცვლოდ

 

ვერაფერს, ვერაფერს გპირდები- ვალში ვარ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომაშველე სუნთქვა და

მხოლოდ შენი ღიმილი...

თორემ

შევრჩი სამყაროს

აწყვეტილი ღილივით.

Edited by ჰაჰაჰა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეძებე იდეალი, მაგრამ მის ძებნაში არ დაკარგო თავი საკუთარი!

 

იპოვე სიყვარული, მაგრამ მის ძებნაში სხვას არ აურიო გზა-კვალი!

 

იყავი სანატრელი, მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!

 

თავს ნუ გაექცევი თორემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!

 

იყავი ეჭვიანი,- ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა.

მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ, გიჯობს, ეგ არ გინდა!

 

გულში გააღმერთე, მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!

თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება, ილოცეო გეტყვის!

 

წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ, ის ხომ მაინც წავა...

მხოლოდ დაელოდე, ლოცვად იქეცი და ადი ანჩის ხატთან...

როცა დაბრუნებულს, თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,

მხოლოდ გაიღიმე, გულში სიამაყე წამით არ გაივლო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე უბრალოდ ქალი ვარ და ისე უბრალოდ აგიჩემე,

იცი რამხელა დარდი ვარ და რამდენი ტყუილი დავიჯერე?

ისე უბრალოდ ფიქრი მიყვარს,ღმერთის წინაშე მაქვს დიდი ვალი,

ასე უბრალოს თუ ამიტან,მაშინ გამიხდები საფიცარი....

ისე უბრალოდ ქარი ქრის და ალბათ მეც ამიტომ აგიჩემე,

ჩემი ქალური სული თრთის და სიმართლის მაინც დაიჯერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

არ მანტერესებს რითმა!

არც ის რას შეიცავს ლექსი,

არც ის სიყვარული მინდა,

რომ დაგირქმევიათ სექსი!

 

ფეხებზე მკიდია ვინ ხარ!

ანდა რამდენი გაქვს ფული,

მეფე ლომი ხარ თუ ვირთხა,

გქონდეს ქართველური გული!

 

გინდა პრინცი იყავ

გინდა მაწვნის გამყიდველი ქალი,

ოღონდ სანთელივით წმინდა და

ნათელი გქონდეს თვალი!

 

გქონდეს დახეული კაბა,

ოღონდ საკმარისად გრძელი,

გქონდეს გახვრეტილი ტაფა,

ოღონდ ნუ იქნები მკვლელი!

 

ოღონდ ნუ იქნები კახპა!

და ნუ შეიყვარებ ცოდვას,

ათასი კაცის წინ გახდა შენს

სულ სხეულშივე მოკლავს!

 

მოგკლავს გარყვნილების სუნი,

მოდას აყოლა და თრობა,

ქვასავით გაგიხდება გული,

ქვასავით გაცივდება გრძნობა!

 

როგორ უნდა გახდე სრული,

როცა იმათ ბაძავ ვისაც,

ვერ გაურჩევია სული,

ნამცხვარი და "პიცა"...

 

ბაძავ ზნე დაცემულ ქალებს,

ტვინის ნასახიც, რომ არ აქვთ,

ცოდვის სურნელისგან მყრალებს -

ძვირფასი სუნამო რომ ფარავთ!

 

ქალო ქართველი ხარ, ქალო!!!

ნუ დაგიბრმავდება თვალი!

მორჩი მოიძულე ცოდვა,

სიცოცხლის ითხოვე წყალი!

 

ღვთისმშობლის ხატება ხარ მიწად,

არ სჯობს მას მიბაძო განა?

რას დასჩერებულხარ მიწას,

ცაში გელოდება მამა!

 

ცაში გელოდება ღმერთი,

ჯვარზე რომ გაეკრა შენთვის!

 

 

2013 წლის 8 მარტი, 12:58-ზე

 

 

მესაუბრები ჩურჩულით,

 

სულგანაბული გისმენ,

 

მსურს, რომ მარადის გისმინო,

 

განა მიყვარხარ? - ისე...

 

გნახავ და ჩემს უნებურად

 

ბავშვივით ვცელქობ მყისვე,

 

თავდავიწყებით ვტიტინებ,

 

განა მიყვარხარ? - ისე...

 

გვერდით ჩაგივლი, შეგხედავ,

 

და გზას განვაგრძობ ისევ,

 

მსურს, მზერა შემოგაპარო,

 

განა მიყვარხარ? - ისე...

 

მთების გული გაქვს კარგო,

 

გოლიათობა მთისვე,

 

მსურს, ჩავიხედო შენს გულში,

 

განა მიყვარხარ? - ისე.

Edited by დენცქვიტა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მანტერესებს რითმა!

არც ის რას შეიცავს ლექსი,

არც ის სიყვარული მინდა,

რომ დაგირქმევიათ სექსი!

 

ფეხებზე მკიდია ვინ ხარ!

ანდა რამდენი გაქვს ფული,

მეფე ლომი ხარ თუ ვირთხა,

გქონდეს ქართველური გული!

 

გინდა პრინცი იყავ

გინდა მაწვნის გამყიდველი ქალი,

ოღონდ სანთელივით წმინდა და

ნათელი გქონდეს თვალი!

 

გქონდეს დახეული კაბა,

ოღონდ საკმარისად გრძელი,

გქონდეს გახვრეტილი ტაფა,

ოღონდ ნუ იქნები მკვლელი!

 

ოღონდ ნუ იქნები კახპა!

და ნუ შეიყვარებ ცოდვას,

ათასი კაცის წინ გახდა შენს

სულ სხეულშივე მოკლავს!

 

მოგკლავს გარყვნილების სუნი,

მოდას აყოლა და თრობა,

ქვასავით გაგიხდება გული,

ქვასავით გაცივდება გრძნობა!

 

როგორ უნდა გახდე სრული,

როცა იმათ ბაძავ ვისაც,

ვერ გაურჩევია სული,

ნამცხვარი და "პიცა"...

 

ბაძავ ზნე დაცემულ ქალებს,

ტვინის ნასახიც, რომ არ აქვთ,

ცოდვის სურნელისგან მყრალებს -

ძვირფასი სუნამო რომ ფარავთ!

 

ქალო ქართველი ხარ, ქალო!!!

ნუ დაგიბრმავდება თვალი!

მორჩი მოიძულე ცოდვა,

სიცოცხლის ითხოვე წყალი!

 

ღვთისმშობლის ხატება ხარ მიწად,

არ სჯობს მას მიბაძო განა?

რას დასჩერებულხარ მიწას,

ცაში გელოდება მამა!

 

ცაში გელოდება ღმერთი,

ჯვარზე რომ გაეკრა შენთვის!

 

 

2013 წლის 8 მარტი, 12:58-ზე

 

 

:+:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...