Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

როდის დაიწყო, რაც დაიწყო, რატომ დაიწყო,

როდის იქნება რაც არ იყო ან კი რა იყო...

რატომ დაინგრა, რაც დაინგრა, უნდა მდგარიყო.

საით მიშვებდი, რას მერჩოდი! გზა თუ არ იყო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ჩემი დაწერილია :)

 

 

ცხენით მიმავალმა ადამიანმა გზაზე დავარდნილი კაცი დაინახა. შეჩერდა, საბრალო ააყენა და უნაგირზე შემოსვა. მაგრამ ამ დროს კაცმა ლაგამს ხელი დაავლო, ცხენი შემოაბრუნა და თავის მხსნელს შესძახა:

- არ განრისხდე, ცხენი მოგპარე, ეს ჩემი პროფესიაა, მე ქურდი ვარ.

- ამას მივხვდი, - უპასუხა კაცმა დანანებით, - მაგრამ გთხოვ, არავის უთხრა ამის შესახებ.

- ნუთუ გრცხვენია, რომ გაგქურდეს?

- არა. უბრალოდ, ამის გამგონე ადამიანები რწმენას დაკარგავენ და დაცემულს ადგომაში აღარ დაეხმარებიან.

 

<3

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც მე არ მიცნობს, იფიქრებს რომ მაქვს ცივი გული,

ზოგს სულ უგულო ვეგონები, ზოგს მარტოსული.

სინამდვილეში, კი გული მაქვს ვით ბავშვი ჩვილი,

მერე რა მოხდა.. რომ ვყოფილვარ მე სევდის შვილი.

მერე რა მოხდა.. თუ ვაფასებ ჩემს სიტყვას ძვირად,

თუ ჩემს სახეზე, არ თამაშობს ღიმილი ხშირად,

მერე რა მოხდა.. თუ სიმღერებს არასდროს ვმღერი,

მერე რა მოხდა.. თუ ჩემს თვალებს აქვს სევდის ფერი.

 

როცა ჩუმად ვარ და არ ვამბობ მე არცერთ სიტყვას

იქნებ იმას ვგრძნობ, რაც რომ სიტყვით არ ძალმიძს ითქვას,

მერე რა მოხდა.. თუ ჩემი ხმა არ ისმის ყურში,

ყველა მეგობარს... მე ხომ ჩუმად ვიხუტებ გულში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი შენი მაგვანი ვერ ჰპოვო ვერასოდეს,

უებრობა შეიშნე, ოღონდ მარად გახსოვდეს

განდიდების სიგიჟემ თუ გაჩვია შეცდომას,

ცას ახედე ჟამი-ჟამ, შეგახსენებს შენს ზომას.

 

კობა ჭუმბურიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani

 

:+: ყოჩაღ ,ისე მიყვარს მსგავსი ჩანახატების და აზრების კითხვა მე ჯერ არ მიცდია დაწერა :)

 

 

 

ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,

გამიღვიძებდეს წამით იმედებს,

ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე

ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს.

მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას

მისი თვალების ჩუმი ბრძანება,

გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს

ჩემი ლომური ამპარტავნება.

არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე,

არა და არა, არ დავირცხვენდი,

ოღონდ მიყვარდეს,

მართლა მიყვარდეს

გახელებამდის...თავდავიწყებით...

ოღონდაც, ღმერთო, გარდასულ ყრმობის

ისევ მარგუნე უცხო თრიაქი,

ის ღვთაებრივი მაცდური თრობა,

შიში, ცახცახი და ფორიაქი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა სიხარული კმარა,

ცოტა სიხარული მარა,

ან ის ცოტა, ან ის ცოტა,

ან ის ცოტა სად არის?

ცოტა სიყვარული კმარა,

ცოტა სიყვარული თვარა,

რომ შეგლის და რომ გადაგრევს

იმისთანა სად არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოჩაღ ,ისე მიყვარს მსგავსი ჩანახატების და აზრების კითხვა მე ჯერ არ მიცდია დაწერა

 

მადლობ :) მეც მიყვარს, სულ ვწერ რაღაცებს, ამ ბოლო დროს ორი ლექსი დავწერე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani

მერე დაპოსტე ხოლმე აქ , მე შენი მკითხველი ვიქნები და არა მარტო მე :D

 

ვარსებობ შენით,

ვცხოვრობ შენით,

ვსულდგმულობ შენით...

ჰო, მე კი მშველის...

ღიმილი შენი,

ალერსი შენი,

ჩურჩული შენი...

მაგრამ შენ ?!

გყოფნის?

ყოფნის შენს ლოდინს?

რასაც გიმზადებ?

დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს,

არ გამიბრაზდე...

უბრალოდ ზოგჯერ

ამოვიჩემებ -მარტო ჩემი ხარ!

და ესეც ალბათ ბრალია იმის...

მომნატრებიხარ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიეცი ადამიანს ყველაფერი, რასაც ისურვებს და ის იმწუთას იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი არ არის.

 

ხან თვალცრემლიანი

სიზმრებით გაძინე,

ხან გულით გახარე

და გულით გაცინე,

ხან შენი ხსნა ვიყავ,

ხან შენი წამება,

ხან რაღაც გითხარი,

ხან ენა დამება.

ხან შენს მკერდს ვემონე,

დავნებდი ხან მკლავებს,

ხან ერთნი ვიყავით,

ხან ვგავდით ანკლავებს,

ხან შენი ტუჩები

ტუჩებზე მეკონა,

ხან შენთვის შევძრავდი

სამყაროს მეგონა...

ხან ღმერთად შეგრაცხე,

ხან ხატებს გადარე,

ხან დამცირებული

ჯოჯოხეთს გატარე,

ხან ჩოქვით მოვედი,

ხან ჩხუბით, ხმაურით,

ხან ჩუმად წავედი,

ხან აურზაურით.

ხან... ისევ მივდივარ

და მოვალ, გპირდები!

მიყვარხარ! მჭირდები!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვარ საიდუმლო, რატომ არ დამმალე... მე ვარ საქმე, შენ კიდევ ერთხელ გადამდე... მე ვარ ფერადი, შენ შავ-თეთრი დამხატე... მე ვარ სიზმარი, შენ უკვე გაიღვიძე... მე ვარ ოცნება, ვერ ამიხდინე... მე ვარ სურვილი, მინდა გინდოდე.... შენ ხარ ცეცხლი, მინდა ვიწვოდე.... და რაც ვიგრძენი, მინდა გრძნობდე შენც და რაც დავთმე, მინდა თმობდე შენც... მე ვარ ბედნიერი როცა შენ ხარ კარგად... რა ვთქვა?.. მიყვარხარ ალბათ... ♥
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ეხლა ისეთ ხასიათზე დაგიბრუნოთ იუნდა ვალი" :D

 

არე-მარე _ მხოლოდ მთვარე, ვფიქრობ ღამე...

მომელანდა ლურჯი ქურდი შორეული, რაღაც მავნე,

ვიღაც მხედავს იმ მთის მიღმა გზად ასული,

თითქოს ელვა, ჩემთან გაჩნდა იმის სული:

ერთი თვალი_როგორც ალი, ბაგე ლალი_ არს ალალი,

გამჭირვალე ხორცი და მჭლე სახელად აქვს თურმე ვალი.

მეუბნება: წამომყევი მაღლა ცაზე, მოგატარო შენი წლები-მარადმწვანე

დაგანახო შენი მტრები, რომ არ იცი სად წასული

მოგაყოლო თითო-ორი ამბავები ფიქრად სრული

გადაგხვიო თმახუჭუჭა, შავი ბიჭი, თმებს არ სჭრიდი_

მაღალ სახლებს მდაბალ კაცებს ერთმანეთში არა სცვლიდი

სხვისას, შენსას, მისას, ჩემსას_ აპურებდი, განა სჯიდი...

 

თუმცა ვიცი ექვსში ღამეს ჯვრის დალეწვა მოგგონია

გადავწყვიტე გასმენინო სანატრელი სიმფონია..,

დაგაძინო ისე ხარბად, არასდროს რომ არ გქონია!...

 

_ჩუ, ნუ შეკრთი, გაგაღვიძებ, დაგაბრუნებ, რა გგონია?!...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაღალ სახლებს მდაბალ კაცებს ერთმანეთში არა სცვლიდი სხვისას, შენსას, მისას, ჩემსას_ აპურებდი, განა სჯიდი...

 

ამას გვიმალავდიი :D :+:

 

 

 

 

 

 

ადამიანმა თუ ყური გათხოვა - მეტი მოვლა უნდა ნათხოვარს! რამდენ დროსაც

ართმევ, იმდენ ტოლფას სათქმელს თუ არ აძლევ, ჰგავხარ მათხოვარს!

 

ტარიელ ჭანტურია

 

ადამიანები იმ სითბოს ალბათ მხოლოდ 1-2 პროცენტს გამოვხატავთ, რისი რესურსიც გვაქვს. რაღაც ნაწილი გვეზარება, რაღაც ნაწილი გვერიდება, რაღაც ნაწილი გვრცხვენია, რაღაც ნაწილი გვავიწყდება, რაღაც ნაწილი გვინდა მაგრამ იმედგაცრუების გვეშინია საპირისპირო მხრიდან, რაღაც ნაწილი უბრალოდ არც ვიცით რომ გვაქვს და შეგვიძლია გავცეთ, რაღაც ნაწილი გარემო "წესებისგან" ითრგუნება, რაღაც ნაწილი ტეხავს, რაღაც ნაწილი სასაცილოა, რაღაც ნაწილი სიგიჟეა, რაღაც ნაწილი გოიმობაა და ა.შ. ბოლოს რჩება რაღაც 1-2 პროცენტი რომელსაც ხან გამოვხატავთ და ხან იმასაც - არ.

ხანდახან, როცა "არაადეკვატურად" ვიქცევი და შედარებით არაახლობელი ადამიანის მიმართ სითბოს გავცემ - ვხვდები, რომ ვარსებობ.

 

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას გვიმალავდიი

 

:D :D

 

ახლა ვიწყებ, მაგრამ ვიცი ეს იქნება დასასრული

ვოცნებობ და ამიხდება ეს ფიქრები ჯერარსული

სახელმწიფო კვლავ გახდება საქართველო- ჯერ არსრული...

სახლი, ბაღი, სკოლა, უნი_ აღარ ვიცი სად არს სული!

თენდება და ილიას კვლენ მეკარება აღარ რული.

 

ეს ლექსი დავწერე 11 სექტემბერს :)

 

ადამიანები იმ სითბოს ალბათ მხოლოდ 1-2 პროცენტს გამოვხატავთ, რისი რესურსიც გვაქვს. რაღაც ნაწილი გვეზარება, რაღაც ნაწილი გვერიდება, რაღაც ნაწილი გვრცხვენია, რაღაც ნაწილი გვავიწყდება, რაღაც ნაწილი გვინდა მაგრამ იმედგაცრუების გვეშინია საპირისპირო მხრიდან, რაღაც ნაწილი უბრალოდ არც ვიცით რომ გვაქვს და შეგვიძლია გავცეთ, რაღაც ნაწილი გარემო "წესებისგან" ითრგუნება, რაღაც ნაწილი ტეხავს, რაღაც ნაწილი სასაცილოა, რაღაც ნაწილი სიგიჟეა, რაღაც ნაწილი გოიმობაა და ა.შ. ბოლოს რჩება რაღაც 1-2 პროცენტი რომელსაც ხან გამოვხატავთ და ხან იმასაც - არ. ხანდახან, როცა "არაადეკვატურად" ვიქცევი და შედარებით არაახლობელი ადამიანის მიმართ სითბოს გავცემ - ვხვდები, რომ ვარსებობ.

 

შემრცხვა :( :X

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვოცნებობ და ამიხდება ეს ფიქრები ჯერარსული

ვოვ

 

 

ილიას კვლენ მეკარება აღარ რული.

:+:

 

 

 

როცა დავიბადე ვიყავი შავი;

როცა გავიზარდე ვიყავი შავი;

როდესაც მზეზე დავდივარ, მე კვლავ შავი ვარ;

როდესაც მეშინია, მე შავი ვარ;

როცა ცუდად ვარ, მე შავი ვარ;

და როცა მოვკვდები, მე კვლავ შავად დავრჩები...

და თქვენ თეთრები...

როდესაც დაიბადე, შენ იყავი ვარდისფერი;

როდესაც გაიზარდე, შენ გახდი თეთრი;

მზეზე როცა დადიხარ, შენ წითლდები;

როცა გცივა, შენ ლურჯდები;

როცა გეშინია, შენ ყვითლდები;

როცა ცუდად ხარ, შენ მწვანდები, ხოლო როცა კვდები შენ ხარ ნაცრისფერი და თქვენ მე მეძახით ფერადკანიანს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...