Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

ჩემი აზრით ურთიერთობა ნამდვილი და გულწრფელი მაშინ არის როცა ცოტა ან ცოტაზე მეტად ბავშვურია, ბავშვურად სუფთა, ქვიშიანი ფრჩხილებით საკუთარ თავთან გვალაპარაკებს , სახლობანას გვათამაშებს და ყველაზე თამამ ოცნებებს გაოცნებებს. ყველაზე ბავშვური თუ ზრდასრული და მეტად გააზრებული ურთიერთობის დროსაც კი ყველაზე ტკბილი მაინც დასაწყისია . დასაწყისი არ იცი რისი და არც ის იცი თუ რა გაგრძელება ექნება და ექნება თუ არა ბედნიერი დასასრული . დასაწყისი მაინც გულწრფელია . ალბათ ყველაფერი მაინც პირველი და– ნახვით იწყება... დანახვა და გულის აფრიალება , საფეთქელთან არითმიიs შეგძნობით , მერე მცდელობა დაახლოvების , მისი ცოტა გამოგონებით , სანამ ყვეაფერს ბანალურ კალაპოტს მიეცემა , ღამის შუამდე გატეხვით . მერე ისევ ნახვით ... ნახვამდე მოლოდინის და ბოლო 10 წამის მუხლებში შეგრძნობით როცა მის მოახლოვებას დანახვამდე გრძნობ. ოღონდ მართლა გრძნობ თუ გული საერთოდ რამეს გრძნობს...გადაკოცნი და მის ტუჩებს ჰაერში იგრძნობ, შენსას ლოყაზე მიწებებულს და წამის მეასიათასედში ცდილობ მის ჩასუნთქვას... და გგონია რომ ეს იმდენ ხანს იწელება უკვე დაღამდა... დაღამდა კაფის შუშის ვიტირნასთან. მცდელობით ბევრჯერ მოგეყოლა შენი ცხოვრების „ბესტები“ თუმცა, სანამ ის არ გამოგიგონებს მანამდე ყველაფერი სულ ერთია მისთვის . ვნება სახანძრო მანქანის ჭავლზე ძლიერად გასხამს ტვინში და ცდილობ მასთან „ სულიერ“ საუბრებში გადაზარდო . უკვე სახლიდან ურეკავენ, (ან შენ გატყუებს ასე). მერე ანგარიშს ხურავ და ცდილობ წასვალმდე ცოტათი მაინც იზრუნო მასზე . მისივე ქურთუკის აღებას თუ დაგასწრებს მაინც , ანგარიშს ხურავ და ხვდები რომ იწყება რაღაცის დასასრული რაც აღარ განმეორდება . მერე კარებისკენ გარბიხარ იქნებ გაღება მოასწრო და თურმე გარეთ იღება , ის კი შენს ხელთან კიდებს სახელურს ხელს და გარეთ აღებს. მაგრამ შენ ხომ ეცადე... ესეც გაბედნიერებს და ... გადიხართ იქ სადაც მხოლოდ შენზეა, ყვეალფერი შენზეა სივრცეში . ცოტას გაივლი და ისევ ურეკავენ, იქნებ ისევ სახლიდან... ქუჩის ბოლოს საუბარში ამოკლებ და ცდილობ მისი ხელი შენს ჯიბეში გაათბო. თუ ნება მოგცა... ყველაფრი იწყება თავიდან. ისევ ისე გიფრიალებს გული... ქუჩაც ილევა და დრო დასასრულის . მერე შენ , მთელი შენი სხეულით გამთბარ ხელებს აფარებ ყურებთან, მის უკვე გაყინულ ცხვირს ცოტა ძალადობით ათბობ კისერში და კოცნი ღიმილის კუთხეში. ღიმილის კუთხე ყველაზე ტკბილი კოცნაა კოცნათა შორის როცა მის ტუჩის ერთ მეოთხედს მოიპარავ. მერე შემხვედრ ტაქსს გააჩერებ და გაამგზავრებ რა მნიშვნელობა აქვს სად . შენ უკვე ბედნიერი ხარ... ფიქრობ რომ ეს დასაწყისზე მეტია , მისი ტუჩის ნახევარი შენთვის ყველაფერია , მიდიხარ სახლში. ჭერს მიაპყრობ თვალებს და იოცნებებ მისი ტუჩის დანარჩენ მეასადებზე . მერე ბალიშის ქვეშ ხელებს ამოდებ ოცნებით დაღლილი და მთელი გულით უსურვებ, ძილინებისა ქალბატონო...

 

ირაკლი გაფრინდაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

”...მინდა რომ მიწაზე არ დავდიოდე. დავფრინავდე ბედნიერებისგან. მინდა ყურში ვერცხლის ზარების წკრიალის მუსიკა მესმოდა , მინდოდა ყოველთვის კი არ იყოს , ჩემს გვერდით, არამედ სადღაც შორს და მასზე ვოცნებობდე, საწადელს ადვილად ვერ ვეწეოდე და სულ მისკენ მივისწრაფვოდე.

 

მინდა ისეთ საქამეს ვაკეთებდე, თავაშვებულს რომ ლაგმავდეს და გულგატეხილს ამხნევებდეს."

აკაკი

 

მინდა ყველა ის იყოს ჩემს გვერდით ვინც მიყვარს,მინდა ყოველთვის ერთად ვიყოთ! მინდა ბედნიერი ვიყო და მიხაროდეს! მინდა ყოველი წამი ჩემთვის ლამაზი იყოს!მინდა ყველა..ყველა ბედნიერი იყოს! მინდა ყველას თვალებში ბრწყინვალება იყოს!))

 

მინდა ბედნიერი იყო!!!

ოღონდ ისეთი ბედნიერი კი არა, რაღაც მომენტში რომ ყველაფერს ივიწყებ, ფეხებზე იკიდებ და გგონია ბედნიერი ხარ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დგება ხოლმე დღეები, როდესაც ვხვდები, რომ ბედნიერი ვარ. და ეს დღე რომ მოდის, უაზროდ მეღიმება და ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს. ასეთ დღეებში მინდება ყველა ამ ადამიანს სათითაოდ ჩამოვუარო, სათითაოდ გულში ჩავიკრა და ვუთხრა: მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

 

რა პატარაა ეს დედამიწა, სიყვარულს ვერსად დაემალები.ეს მერამდენედ,ვითომ შემთხვევით,ერთმანეთს შეხვდნენ ჩვენი თვალები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერი არ მინდოდა,არაფრისთვის ვიყავ ცდო,არაფერი არ გამოვა არაფრისთვის უნდა ცადო!

 

:kisa

 

ყველაფერი დავკარგე, როცა ყველაფერს ვეძებდი, მათ შორის არაფერიც და ახლა არაფრის ძებნაში ვპოულობ ყველაფერს"

Edited by ჰაჰაჰა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო

ყოველთვის ასეა...

ხშირად მაგვიანდება

 

ერთი წამი,

ერთი წუთი,

ერთი საათი,

ერთი დღე

ჰო,

ყოველთვის ასეა,

ხშირად ვაგვიანებ

ერთი წამით,

ერთი წუთით,

ერთი საათით,

ერთი დღით

და ეს ერთი თავდაყირა აყენებს ყველაფერს

არ ვიცი რატომ

მაგრამ ყოველთვის მრჩება საყვარელი ნივთი იქ,

სადაც ვიყავი და ისევ უნდა დავბრუნდე

და რატომღაც ყოველთვის ვკარგავ ადამიანს

რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია

არ ვიცი რატომ მაგრამ

ჩემი ოცნებები ყოველთვის სრულდება

ერთი წამის,

წუთის,

ერთი საათის,

ერთი დღის

დაგვიანებით

და ხშირად ეს ერთი ძალიან გვიანია

არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა

შენ - ყველაფერი ხარ ჩემთვის,

ის - უკვე არაფერი

და ეს ყველაფერი დღეს ხდება

არცერთი წამის,

არცერთი წუთის,

არცერთი საათის,

არცერთი დღის დაგვიანებით

და ჩემი სადღაც დარჩენილი საყვარელი წიგნი

ახლა შენთანაა უკანდასაბრუნებლად

იქნებ იმიტომ, რომ აღარ დამაგვიანდეს,

ოცნებები დაგვიანებით აღარ ასრულდეს

და ციფერბლატმა

აღარ მამცნოს ჩემი დროის დაგვიანება

ჰო

ყოველთვის ასეა...

ხშირად მაგვიანდება

დაბადებით კი

თურმე ზუსტად

ერთი თვით,

ერთი დღით,

ერთი საათით,

ერთი წუთით და

ერთი წამით ადრე დავიბადე।

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიყვარული განა მარტო ადამის და ევასია,

სიყვარული ჩვენიც არის, სიყვარული ყველასია,

სიყვარული ყველასია, სიყვარული ზიარია,

თუ კი გიყვარს წვიმიანი დღეებიც კი მზიანია.

 

გიყვარს? სული დაიმშვიდე, ნუ იქნები ეჭვიანი,

სიყვარული ქვეყანაზე უდიდესი ნიჭი არის,

სიყვარული როდი გვკითხვას რა გვხურავს და რა გვაცვია,

სიყვარულმა აგვაშენა, სიყვარულმა დაგვანგრია.

 

სიყვარული კაზინოა, ცოდვა-მადლის კამათელი,

სიყვარულმა დამაღამა და მათენებს სიყვარული,

ხან მოსისხლე მტერი არის, ხანაც სისხლის ნათესავი,

იმედივით მოკლე არის, უსასრულო ნატვრასავით.

 

როცა უნდა დაღამებს, ხან ძველია, ხან ახალი,

ჩვენი დამბადებელია, ბოლოს ჩვენი დამმარხავი.

სიყვარული მდინარეა, სიყვარული მორევია,

ფეხზე ვეღარ წამომდგარა ვისაც ერთხელ მორევია.

 

მორევია მაგრამ მაინც უსაშველოდ უხარია,

სიყვარული მქუხარეა, მაგრამ ზოგჯერ მწუხარეა,

სიყვარული ჭოროხია, სიყვარული რიონია,

სიყვარული სიცოცხლეა და სიცოცხლის მირონია.

 

სიყვარული განა მარტო რამინის და ვისის არის,

ვინც შეყვარებულია ეს ქვეყანა მისი არის,

და თუ ზოგჯერ სიყვარული, სიყვარულზე მეტი არის,

მაშინ იგი ერთი არის, და ის ერთი ღმერთი არის!!!

 

ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა.

ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი..

მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა.. არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის სიყვარული, თავმდაბლობისთვის – შექება, სამსახურისთვის – მადლიერება.. ნამდვილი სიყვარული სამაგიეროს არ ითხოვს.

ყველა ადამიანში არის ისეთი რაღაც, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს იგი.

http://s018.radikal.ru/i510/1305/a4/2a803faa55fa.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰაჰაჰაშენ ხარ სურათზე?

 

ჰაჰაჰა იმედია ხუმრობ :D

 

http://s018.radikal.ru/i510/1305/41/6057ec815882.jpg

 

 

ვიციდან არ ვიციმდე

ვიცი, რომ ვარ, თუმცა არ ვიცი როდემდე…

 

ვიცი, რომ სანამ ვარ, ჩემი ყოფნა ისეთი უნდა იყოს, რომ მიხაროდეს, რომ ვარ, თუმცა ხშირად არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო ეს…

 

ვიცი, რა მტკენს გულს და რა მთრგუნავს, თუმცა ზოგჯერ არ ვიცი, ამათი თავიდან აცილება…

 

ვიცი, ვინ მიყვარს და ვინ არა, თუმცა ზოგჯერ არ ვიცი, როგორ დავიტოვო მარტო ისინი, ვინც მიყვარს და როგორ ამოვძირკვო ისინი, ვინც არ მიყვარს

 

ვიცი, რა მინდოდა და რა არ გამომივიდა. ახლა უკვე ისიც ვიცი, რატომ, თუმცა არ ვიცი, რატომ არ მოვიქეცი ისე, რომ გამოსულიყო, რაც მინდოდა…

 

ვიცი, რომ არ მომწონს ბევრი რამ, რაც არის ახლა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ ვიცი, როგორი უნდა იყოს, რომ მომწონდეს…

 

ვიცი, რომ მინდა ვიცოდე, ვინ ვინაა, მე კი მხოლოდ ის ვიცი, მე ვინ ვარ და ზოგჯერ ესეც არ ვიცი ბოლომდე…

 

ვიცი, რომ გაუთავებლად ვეძებ ცხოვრების აზრს, ხან მგონია, რომ ვიპოვე და ხან-არა და არ ვიცი, მოვძებნი საბოლოოდ თუ ვერა…

 

ვიცი, რომ ვიგონებ პატარ-პატარა სატყუარებს საკუთარი თავისთვის, თუმცა ხშირად არ ვიცი, რა მოვიგონო…და ამაზე ხშირად ის არ ვიცი, რაში მჭირდება ეს…

 

ვიცი, რომ შემიძლია ვიცინო საკუთარ წარუმატებლობაზე, მწარედ, მაგრამ მაინც და არ ვიცი, ეს რომ არ შემეძლოს, რა მეშველებოდა!

 

ვიცი, რომ იოლად მიჩუყდება გული და მეტირება, თუმცა არ ვიცი, ასე რომ არ იყოს, უკეთესი იქნებოდა თუ არა…

 

ვიცი, რომ ადამიანები ვერ შეიცვლებიან, ვერც მე, ვერც სხვა და არ ვიცი, რატომ ცდილობენ ამას გამუდმებით და მონდომებით.

 

ვიცი, რომ ბევრი რამე ვიპოვე ამ ვიცი-არ ვიცის ჭიდილში, არ ვიცი, კიდევ აღმოვაჩენ რამეს თუ არა საკუთარ თავში, მაგრამ ვიცი, რომ ვცდი და არ გავჩერდები…

 

ვიცი…არ ვიცი… ვიცი…არ ვიცი… ვიცი, რომ გამუდმებით ამ ორ ზმნას შორის ვარ გაჭედილი და ვეხლები აქეთ-იქით… ვიცი, რომ ეს არაა დალხენილი მდგომარეობა, მაგრამ არ ვიცი, ასე რომ არ იყოს, ვითომ უკეთესი იქნებოდა? მგონია, რომ არა…

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიყვარხარ თითქოს ჩემებურად,

ცოტა სხვანაირად...

პოეტურად...

არა როგორ გითხრა...

ჩემდაუნებურად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

‎- ♥ბავშვი ხარ! -

ბავშვი? არ მითხრა..

გავშრი... - ცრემლი

გაქვს ხმაში? -

გამიშვი სახლში! -

ჰო, კარგი.. კარგი...

გიყვარდე მაშინ! - და

შეენ.. არ გინდა ამას

უშველო? - მე? მე

შენით ვცოცხლობ

ჩემო სულელო ♥...

Edited by ჰაჰაჰა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

....ყველაზე დიდი ბედნიერება

...............რამდენი ტკივილი და სევდა ტრიალებს ჩვენ გარშემო, რამდენი ადამიანის გულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგისთვის – ამომავალიც ჩამავალი.. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და სიხარულს სჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს........... მუდმივი ამაღლება და დაცემა – ესაა ჩვენი ცხოვრების რეალური სახე....... და თუ დღეს შენ თვლი, რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის......... იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან........ შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება........ დააფასეთ, ადამიანებო, ყოველი ის წუთი და წამიც, რომელსაც სიხარული თუ არა, ტკივილი მაინც არ მოაქვს თქვენთვის....... ესეც დიდი ბედნიერებაა..

 

--------------------------

 

 

თითქოსდა წინ მივიწევთ, მაგრამ გაუთვიცნობიერებლად ვაფერხებთ საკუთარ თავს.ტექნოლოგიებმა მუდმივი სურვილის მდგომარეობაში ჩაგვაგდო. საკუთარმა ცოდნამ ცინიკოსები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. არადა ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება, სიჭკვიანეზე მეტად კი კეთილშობილება და შემწყნარებლობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს."

– ჩარლი ჩაპლინი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხედავ ღიმილს, რომელიც იმდენად თბილია, რომ თვალებიც ვეღარ იტევს. ღიმილს, რომელიც გულს და სულს გითბობს. იმდენად გითბობს, რომ გცხელა. არადა, თოვს. ცივა. ყინავს. მაგრამ არ იმჩნევ.. ან ვერ. უბრალოდ იცი, რომ ღიმილის ერთადერთი ადრესატი შენ ხარ და.. ბედნიერობს სული, სხეულში გამომწყვდეული. სულის მეჯლისი იწყება მაშინ და გრძნობ, როგორი სრულყოფილია ცხოვრება, რომელსაც აქამდე ვერ იტანდი. გეზიზღებოდა თითქოს.

იმდენად მივეჩვიეთ მოწყენილობას და პესიმიზმს, რომ ღიმილიც კი გვავიწყდება ხშირად. არა, კი არ გვავიწყდება, ვიღიმით, მაგრამ არა გულით, არა სულით, არამედ ინსტინქტურად. მექანიკურად. და ასეთ ღიმილს თვალებიც ვერ გრძნობენ. უგულო ღიმილია რაა, გამყინავი და არაფრისმთქმელი. უფრო მეტიც, გულსაც კი გტკენს ხშირად ეს უგულობა და უღიმილობა, რომელიც ჰაერივით გჭირდება. გჭირდება რათა დარწმუნდე, რომ ყველაფერი კარგად არის და კარგად იქნება. უბრალოდ იმისთვის, რომ დაინახო, სადღაც, ახლოს, აქვე არსებობს ვიღაც, ვისაც უყვარხარ. შეიძლება ისე არა, როგორც შენ გსურს, მაგრამ მაინც..

შეყვარებული ბიჭი ხელებს უთბობს შეყვარებულ გოგოს. გოგო თავდახრილი დგას და ვერ ხედავს.. ვერ ხედავს, მაგრამ იცის, რომ ბიჭს თბილი, სიყვარულისფერი ღიმილი უფარავს სახეს.

ყურებში მუსიკაჩაღვრილი გოგონა მიაპობს ცივ ქუჩას. უმიზეზოდ ეღიმება. ხედავს გზის პირას მდგარ მოხუცს, რომელიც ცდილობს გადაჭრას ქუჩა, მაგრამ შიში და მანქანები ხელს უშლიან. გოგონას ახსენდება მოხუცი ბებო, რომელიც ახლა ალბათ ბუხრის წინ ზის და თბილ წინდებს უქსოვს საყვარელ შვილიშვილს. ეღიმილება. მიდის მოხუცთან, მოხუცი მკლავზე ეყრდნობა მას და ასე სვენებ–სვენებით, გაღიმილიანებულები გადადიან ქუჩის მეორე მხარეს. მერე, გვერდით რომ ჩავუარე, გავიგონე, როგორ ლოცავდა მოხუცი გოგონას და.. მეც გამეღიმა. გარეთ ციოდა. ციოდა ძალიან, მაგრამ ვიღაცის მზრუნველ ხელს ჩემს სულშიც დაენთო ბუხარი. ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა გული სითბოთი და სიყვარულით და.. ვღიმილიანობდი მეც.

გავიძახით, ცხოვრება რთულიაო და იმაზე არც კი ვფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენ თვითონ ვართულებდეთ ყველაფერს. გავიძახით, ცხოვრება ნაცრისფერიაო და იმაზე არავინ ფიქრობს, რომ შეიძლება ცხოვრების მხატვარს საღებავები გაუთავდა და ჩვენი ღიმილი სჭირდება ცხოვრების ხელახლა გასაფერადებლად. მესმის, რომ რთულია დღეს ყველაფერს მარტივად შეხედო, მაგრამ იმას მაინც ნუ დავივიწყებთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.. რომ სიცოცხლე ასე, ბანალურად, მშვენიერია და, რომ ვიღაცას, თუნდაც ერთ ადამიანს, ჰაერივით სჭირდება ჩვენი ღიმილი... გაუღიმეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. და მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდათ არის, როგორც გგონიათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულაც არ მინდოდა მაინც გამახსენა. წვიმა არ მინდოდა ზეცამ დამასველა. ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა, ყიდვა მინდოდა და ჯიბეში რა მქონდა.

 

სითბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა, როდესაც მციოდა არავინ მათბობდა. ღამე მინდოდა და უცბად თენდებოდა წუთი მინდოდა და ჟამი გრძელდებოდა.

 

მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო ,ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო. კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს.

 

ჩუმად ვიყავი და ჩუმად ხმა დაბლაო, დავიღლებოდი და ჩქარა რა დაღლაო. ყიდვა მინდოდა და ვკეტავ დაბინდდაო. ჩემ სახლს ვაღებდი და შენ აქ რა გინდაო.

 

არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო არ მომიპარავს და ეგეც ქურდიაო. რიგში ვიდექი და ეს აქ დაიცდისო, მთვრალი ვამბობდი და ამან რა იცისო.

 

სიცოცხლე მინდოდა და სიკვდილი მეტრფოდა ,თბილ სიტყვას ველოდი და არავინ მეტყოდა. მათხოვარს ვხვდებოდი და ფული მეც არ მქონდა ,გვერდს რო აუვლიდი ძუნწოს მეძახოდა.

 

ჯერ ყვავილ დავკრეფდი სადმე თუ გხვდებოდი რაში მჭირდებაო რატომ წუხდებოდი. ლექსებს გიწერდი და მგონი ვერარიო გამომივიდაო ესეც მწერალიო.

 

შველა მინდოდა და არავინ მშველოდა მეტირება და სულ ყველა მღეროდა შორს მივდიოდი და ნეტავ სად ივლისო გული მტკიოდა და ალბათ გაგივლისო.

 

რატომ დადიხარო დღისით ან ღამეო, სიტყვა არ მითქვამს და უკვე დამღალეო ამიტომ ვამბობ და ამიტომ მიკვირსთქო რომ ვსუნთქავ წუხდებით?

რატომ მომწონს ასე ძალიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

პატარაობისას ისე მეშინოდა და მზარავდა გვირაბი, რომ როცა სოფლისკენ მგზავრობისას მივუახლოვდებოდი, თვალებს ვხუჭავდი ხოლმე. საოცრად ნათლად მახსოვს ის შეგრძნება გვირაბიდან გამოსულს რომ მეუფლებოდა. ხელებს ვსლიდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთიდან ღრუბლებში ვეშვებოდი. ერთი პერიოდი ძალიან ხშირად მესიზმრებოდა, რომ ჩვენი წითელი ჟიგულით ბნელ გვირაბში მივქროდი მარტო ვიყავი, საჭესთან არ ვიჯექი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მემიმყავდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ როცა გვირაბიდან გამოვდიოდი მანქანა ქრებოდა და საოცრად მწვანე მინდორზე მივრბოდი. უკვე მოზრდილ ასაკში კი სასიამოვნოდ მიუწვდომელი და საშინლად საინტერესო გახდა ჩემთვის. არ ვიცი შეიძლება იმ დეტექტივების კითხვამ იმოქმედა, რომლებსაც დღე და ღამე შეუჩერებლად ვკითხულობდი და წინასწარ ვცდილობდი დასასრულის გამოცნობას.თუ გამომივიდოდა გული მწყდებოდა, ტრაგედიის ტოლფასიც კი იყო ჩემთის, რადგან ჩემთვის უსაყვარლეს შეგრძნებას-აღფრთოვანებას ვკარგავდი. ამიტომაც ვგიჟდებოდი აგათაზე. იმდენად დაწვრილებით აღწერდა საქმეს, რომ მაბნევდა და თუ ისევ მას არ მივმართავდი, ჩემით არაფერი გამომდიოდა. ძალიან მიყვარდა და ეხლაც მიყვარს ამოუცნობი, უცნაური რაღაცები, აი დიდხანს ფიქრი რომ სჭირდება რაღაც დასკვნამდე მისასვლელად. ამიტომ ვერ ვიტან მათემატიკას და ზუსტ მეცნიერებებს. მოცემული გაქვს ფორმულა, ჩასვამ რიცხვებს და ეგაა, მორჩა. დაილოცოს ლიტერატურა! სადაც გინდა, როგორც გინდა, რამდენსაც გინდა მოგზაურობ, ჩხუბობ, კლავ-გკლავენ, უყვარხარ-გიყვარს, ღალატობ_გღალატობენ, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ, იმიტომ, რომ ფიქრობ, კიარ აკეთებ, არამედ ფიქრობ. ფიქრისთვის კი ვინ დაუსჯიათ?! მე მინდა შენი მოკვლა, ყოველდღე ვფიქრობ ამაზე. წარმოვიდგენ როგორ შეგაგდებ გვრაბში, რომელშიც სულ რაღაც 9 წამში მატარებელი შეირბენს და მისი გამაყრუებელი სიგნალის მიუხედავად ნათლად გავიგებ შენს ბოლო სიტყვას-რატომ? მე პასუხი არ მექნება, რადგან არ ვიცი. მე ხომ უბრალოდ ვფიქრობ, არც შენ არსებობ, არც მე და არც ის ღამე, როცა საყვარელთან ერთად გნახე. ალბათ საგნები ავურიე ისევ, რის გვირაბი, რა მატარებელი, რომელი შურისძიება. როდის იყო ჯერ არ გაჩენილს რაიმეს ფიქრი ჰქონოდა, დედის მუცელში ისე დაცული, უდარდელი, უზრუნველია, რომ ყოველ წამს ებღაუჭება პაწაწინა, უსუსური თითებით და ვერ ეგუება იმ ჰაერს, რომელიც ათასი სისაძაგლითაა გაჟღენთილი.და აი ისიც, 3კგ და 50სმ, მამიკოს ულამაზესი გოგონა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ მომწონს ასე ძალიან?

 

მეც ძალიან მომწონს :)

 

 

როდის იყო ჯერ არ გაჩენილს რაიმეს ფიქრი ჰქონოდა, დედის მუცელში ისე დაცული, უდარდელი, უზრუნველია, რომ ყოველ წამს ებღაუჭება პაწაწინა, უსუსური თითებით და ვერ ეგუება იმ ჰაერს, რომელიც ათასი სისაძაგლითაა გაჟღენთილი.და აი ისიც, 3კგ და 50სმ, მამიკოს ულამაზესი გოგონა!

 

:+: :)

 

 

 

ცხენით მიმავალმა ადამიანმა გზაზე დავარდნილი კაცი დაინახა. შეჩერდა, საბრალო ააყენა და უნაგირზე შემოსვა. მაგრამ ამ დროს კაცმა ლაგამს ხელი დაავლო, ცხენი შემოაბრუნა და თავის მხსნელს შესძახა:

- არ განრისხდე, ცხენი მოგპარე, ეს ჩემი პროფესიაა, მე ქურდი ვარ.

- ამას მივხვდი, - უპასუხა კაცმა დანანებით, - მაგრამ გთხოვ, არავის უთხრა ამის შესახებ.

- ნუთუ გრცხვენია, რომ გაგქურდეს?

- არა. უბრალოდ, ამის გამგონე ადამიანები რწმენას დაკარგავენ და დაცემულს ადგომაში აღარ დაეხმარებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...