ლ ი ც ი Posted July 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2011 მითხრეს,სიწითლემ გადამკრა წუთით,ვერ დავრჩი მშვიდად და არხეინად,არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი,და მაინც ჩუმად რაღაც მეწყინა. გათხოვდი,ბოლოს ყველა თხოვდებით,თითქმის ყველანი ხდებით დედები,თქვენი სიმართლით,თქვენი ცოდვებითმოძებნით,ვინმეს მიეკედლებით. მაინც რად გვწყდება გული,რით არი?თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს,თითქო გვაკლდება ერთი საზმარიც,ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია. შორით მომწონდი,მხვდებოდი წუთით,დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა,არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი,არც ვიცი,გული რატომ მეტკინა. გრ.აბაშიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2011 არ იყოს-" ჰე, ღმერთი, რჯული, _ მეც არ ვუწყი,ვინა ვარ, რა ვარ,ეს რა უცნაურ ყოფაში ვარ, _ მე მე არა ვარ;მეტრფე ვარ? სატრფო? სიყვარულითუ საყვარელი?ღვინით კი არა, გაოგნებით სავსე ჯამი ვარ.მე მე ვარ ნეტავ? მე მე არა ვარ?რა ვარ, ვინა ვარ, _ არსი ვარ თუ ბრმა მოჩვენება,თუ სულ სხვა რამის ნიღაბი ვარ? _მე მე არა ვარ.მარადისობის წილკერძი ვარ, _ სული მედინი,უცხო დიდების თავი ვარ და... მე მე არა ვარ." რუმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2011 ჩვენი ცხოვრება ერთხელ ერთმა ბრძენმა მოწაფეების თვალწინ მინის ჭურჭელში დიდი ქვები ჩაალაგა. ეს რომ გააკეთა, მოწაფეებს ჰკითხა, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. ყველამ დაუდასტურა, რომ სავსე იყო. მაშინ ბრძენმა ჭურჭელში წვრილ-წვრილი ქვები ჩაყარა და მსუბუქად შეანჯღრია. წვლრილმა ქვებმა დიდქვებს შორის დარჩენილი სივრცე შეავსო. ბრძენმა ისევ ჰკითხა მოწაფეებს, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. მათ კვლავ დაუდასტურეს, რომ სავსე იყო. ამის შემდეგ ბრძენმა ჭურჭელში ქვიშა ჩაყარა. ქვიშამ, რა თქმა უნდა, დარჩენილი სივრცეც შეავსო. _ ახლა კი, _ მიმართა ბრძენმა მოწაფეებს, _ მინდა, რომ ამ ჭურჭელში მთელი ჩვენი ცხოვრება ამოიცნოთ! მოზრდილი ქვები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებია: ოჯახი, საყვარელი ადამიანი, ჯანმრთელობა, ბავშვები... _ ანუ ის, რაც, სხა რომ არაფერი არ იყოს, ჩვენს ცხოვრებას მაინც სავსეს გახდის. წვრილი ქვები ნაკლებად მნიშვნელოვან რამეებს განასახიერებს: სამსახურს, ბინას, სახლს ან მანქანას, ქვიშა კი _ ცხოვრებისეულ წვრილმანებს _ ყუველდღიურ საზრუნავს. ჭურჭელი რომ თავიდანვე ქვიშით ავავსოთ, დიდი ქვებისთვის ადგილი აღარ დარჩება. ასეა ცხოვრებაშიც: თუ მთელს ენერგიას უმნიშვნელო რამეებს მოახმართ, მნიშვნელოვანისთვის ძალა არ დაგრჩებათ. ამიტომ ყურადღება პირველ რიგში მნიშვნელოვან ამბებზე იზრუნეთ, დიდი დრო დაუთმეთ შვილებს და საყვარელ ადამიანებს და ჯანმრთელობასაც მიხედეთ. ამის შემდეგ სამსახურის, სახლისა და სხვა საქმეებისთვისაც საკმარისი დრო დაგრჩებათ. დიდ ქვებზე იზრუნეთ, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ფასი, დანარჩენი ყველაფერი ქვიშა და მტვერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2011 (edited) ლექსებია ჩემი სულის ცხონება ლექსებია ჩემი სულის ცხონებაჩემს ცხოვრებას კვალი რომ დაამჩნიალექსებია მთელი ჩემი ქონებაქვეყანაზე ნაღდი რაც გამაჩნიალექსებია ჩემი გულის ტკივილითანაც მინდა მათმა წერამ მარჩინოსლექსებია ჩემი სულის კივილირამაც სიკვდილს უნდა გადამარჩინოსკარგი ლექსი თითქოს გულ-ღვიძლს ამომთხრისსიტყვად მოდის გულში ჩუმად ნამალილექსებია გასაღები სამოთხისლექსებია უკვდავების წამალი კოტე ყუბანეიშვილი Edited July 19, 2011 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted July 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2011 ნისლი ნისლი ნისლი ნისლი ნისლივერა და ვერ დავინახე პრემიერ მინისტრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2011 რევაზ ინანიშვილი ფშაველები ეს მთლად ერთი ციცქნა ამბავია, თანაც დიდი ხნის წინათ მომხდარი, - მაშინ ჯერ ისევ ალერსით მიცინოდა მზე, - მაგრამ დღესაც მხიარული ზარივით წკარუნობს ჩემში და მინდა კიდევ დიდხანს იხმაუროს, თვით მაშინაც კი, მე რომ აღარ ვიქნები ქვეყანაზე. ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აქეთ, პატარა სავაჭრო ფარდულში, - სადაც ერთმანეთზეა მიჭუჭუკული დახლიდარი, წიგნები, რკინეული, ფეხსაცმელი, მოწყენილობა, პური, - ფქვილით სავსე ტომარას ჩასჭიდებოდა მკლავმაგარი ახალგაზრდა ფშაველი ქალი და კარის ზღურბლზე მდგარს, ალერსიანი დაცინვით მიყურებდა, როდის მივხვდებოდი და გავატარებდი. მგონია, მალე მივხვდი. - აბაი, მოგიკვდა ჩემი თავი, - მოვუქციე ვითომდა ფშავურად, გადავხტი, ტომარას ბოლოებში ჩავეჭიდე, ავუწიე. ქალს ჯერ დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, - არაო, ნუ შესწუხდებითო. მე გავუღიმე, - რა შეწუხებაა-მეთქი. მაშინ იმასაც გაეღიმა ოდნავ ცერად აჭრილი ტუჩებით, ლამაზი კბილებით, ავწიეთ ის ტომარა, გავიტანეთ გარეთ, - დადგით ძირს, დიდი მადლობაო, - მაგრამ ვიგრძენი ტომარის იქ დატოვება არ ჰქონდა განზრახული, კედლის ჩრდილში სველი იყო მიწა, - წავიღოთ-მეთქი, - წავიღეთ. ის უკან-უკან მიდიოდა, თვალებს მარიდებდა, მე მეშინოდა, ტომრის ბოლოები არ გამშვებოდა, მივიტანეთ ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ბებერ წნორთან და იქ მივდგით. ქალიც შვებით აიმართა და მეც. ქალიც ღრმად სუნთქავდა, მეც. ქალმა კიდევ უფრო ლამაზად გამიღიმა და საფეთქლებთან თმის შესწორებით მითხრა: - მადლობელი, ძმისავ! ღმერთიმც შეგეწევის სუყოველგან! მე მთვრალივით ვიყავი, - პირველად ვნახე ვაჟას სამყარო, მისი სახლი - ხატის ნიშივით პატარა, ნაღვლიანი, - მისი ნატერფალი ბილიკები, მისი ჩონგური, მისი თოფი, - თანაც ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს, დიდ ტკბილ სიმშვიდეში, - და ამ სიტყვებმა, ამ - „ძმისავ!“ - ხომ მუხლები მომოკვეთა. დაბორიალებული, თვალისსამანწაშლილი, წნორის ფესვზე დავჯექი, დაბლიდან ვუყურებდი და ასე, დაბლიდან ვუთხარი ღიმილიანმა, ალერსიანმა, სევდიანმა: ქმარი სადა გყავს, ბეჩავი, მარტოს რად გიშვებს შარასა. ქალი ერთი კი გაკვირვებით შეიმართა, მერე წამსვე მოეშვა და მაშინვე სიცილით მომანათა: ქვემოთ, ჭინჭრებში დამირჩა. არავინ მაიპარავსა. მე, ასეთი პასუხით ატაცებული, მთლად გავთამამდი: რათ გინდა ეგეთი კაცი, მე გამამყევი ხარასა. ქალმა უკანდახედულის გამბედაობით შემომაგება: შენ უთხარ აეგ სათქმელი, ჩემს არ იჯერებს არასა. მინდოდა კიდევ რამე მეთქვა ასევე, ლექსად, ვეღარ მოვახერხე, სიცილი ამიტყდა, იცინოდა გამარჯვებულის სიცილით ქალიც, ჩავყავი იდაყვებში შერცხვენილმა თავი, მინდოდა დავმხობილიყავი მიწაზედ, ალბათ, დავემხობოდი კიდეც, - უკვე ურძნობლად ვიყავი მთვრალი, - მაგრამ აღარ დამცალდა. მოვიდა ის „ჭინჭარში დარჩენილი“, - წვერგაუპარსავ ჩამოგაზულ ჯბაზე სისხლშემხმარი, ცხენის აქეთ-იქით ფეხებჩამოგრძელებული, ჩემზე უაარესად „ბოლომოღებული“, ცხენზე ძლივს შეკავებული. ცხენიდან არ ჩამოსულა, - ამომაწოდეთო! - თავის აქნევით მიგვანიშნა ტომარაზე, ჩავეჭიდეთ მეცა და ქალიც ტომარას, ავწიეთ, ისიც ჩამოგვწვდა, დაიდო წინ, გაისწორა, ცხენი შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად წავიდა და წაშავდა წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში. ქალიც, - ერთიღა გამომიღიმა და, - ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაჰყვა მის გზას. დახლიდარმა ფარდული დაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოწყენილი გაჩერდა შემაღლებულზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2011 (edited) თავს ამოვუდო თავქვეშ ხელები... გავრბივარ, უკან ცხოვრება მომდევს,და ყოფა სულის მოთქმას არ მაცლის.ვერ გამიგებენ ამ სურვილს, თორემ,როლს გავუცვლიდი ჩემს სიზარმაცეს.ფიქრს ავბუმბლავდი ბალიშად თავქვეშ,შევთხზავდი ამბებს ფიქრის ნაწყვეტით.ისე, რა მოხდა, ჩვენში რომ დარჩეს,არ მქონდეს რაღაც გადასაწყვეტი...დღეების ასეთ უსწრაფეს სრბოლასზოგჯერ ვერ ვუწყობ ფეხის ნაბიჯებს.მინდა ჩემს თავთან ამბის მოყოლა,მას კი დრო არ აქვს, გვერდით დამიჯდეს...ყველა დოღსა აქვს თავი და ბოლო,ხომ იღლებიან დოღის ცხენებიც.მე კი ერთს ვნატრობ მხოლოდ და მხოლოდ,თავს ამოვუდო თავქვეშ ხელები,და მივაშტერდე ცას ისე ნატვრით,როგორც ბავშვობას, ჩემსას, სჩვეოდა.და სხვა წერტილი ვიპოვო ათვლის,თუ მადლის ღირსი გავხდი ზემოდან...*** შუბლზე გაჩენილი ხაზი თუ ნაოჭირაღაცით წააგავს ცხოვრების ლიანდაგს.და დრომ რა კადრებიც ფირიდან ამოჭრა,ეს იყო მთავარი, ის ფირი კი არა...*** არ ვმალავ სიყვარულს, დარდსა და პრობლემებს,ყველა დანარჩენი თავს თვითონ გაიტანს.მეძებარ ძაღლივით სულ უკან მომდევენწლები, ამ შეკითხვით - ეგ ძალა საიდან?.. თამარ ბოლქვაძე Edited August 6, 2011 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2011 მაინც კი არას ვემდურიამ წუთისოფელს, ფეთიანს,რადგან ცუდზე და მძიმეზეკარგი ყოველთვის მეტია!.. ილტოსპირელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2011 (edited) ავტორი: თანანა მინდა! მინდა კაბა მეცვას, თეთრი,ფიქრის კაცი მყავდეს გვერდით.ბედი მწერდეს შუბლზე პირჯვარს,გულს არ ჰქონდეს ცოდვა ხინჯად.ანგელოსი მეჯდეს მხარზე,მწუხრშიც არ ტოვებდეს ცას ზე.ბედნიერი მყავდეს შვილი,მადლს ვწირავდე უფალს დილით.სხვას უსურვო, რაც მე მარგებს,"ჩემი" ვუთხრა მხოლოდ გამგებს.მინდა დიდხანს მყავდეს დედა,მე გავხდები დარდის მედდა...მინდა აზრი ჰქონდეს იმედს,ყოფა აღარ იყოს მძიმე.მინდა ადამიანს ვენდო,არ მზარავდეს ტანში ეს დრო...მინდა მტერი რომ არ მყავდესდა ყოველთვის ჩემს თავს ვგავდე...მინდა - მიზანს ნიშნავს მუდამ,სულ ეს იყო, რაც მე მსურდა.. თამარ ბოლქვაძე Edited August 7, 2011 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2011 (edited) დასკვნა აქედან... როცა არ ჰყვავის ვარდი ზამთარში,თუ გულმა კარი მძიმედ დაკეტა.ჩადე სანიშნად წლების დავთარში,დასკვნა აქედან...თუ გულგრილობა გიქსოვს პირბადეს,ემოციისგან სახის სარიდად.კაქტუსიც როცა ყვავილს იბამდა,ის დრო გავიდა...თუ არ არსებობს, ვისაც ელოდი,სული მოგონილს თუ ვერ ჩაუდგი,საკუთარ თავში ისე შემოდი,არ თქვა აუგი...ხომ მოიხადე ბატონებივითგრძნობა დაყრილი ტანზე ჭორფლებად.შეცდომებს დრო არ გასწორებინებს,თვითონ მოფერფლავს...როცა ეჩვევი აზრების ვარცხნას,და დაუვარცხნელ გრძნობებს იხსენებ,გულმა ხომ იცის, თვალმა რაც გასცა,ლოყის სისველით...როცა ისწავლი პრინციპს შელევის,და აღარ არკვევ, საქმე რაშია,ჰო, (ესე იგი), შენს თავს ერევი.სხვა რა გაშინებს?..როდესაც გაფცქვნი წლებს კანიანად,ჩახედავ ნაყოფს, საძრახ-საქებარს,ალბათ, არასდროს არის გვიანი,დასკვნა აქედან...პ.ს.დადგა ზამთარი ხსოვნის ბაღებშიც,სითეთრე სულ სხვა შეგრძნებას ნიშნავს.და ამ წლებმტკივან სიჭარმაგეში,უცებ სიბერის სინორჩე იშვა...************ ადამიანო, არა ხარ მარტო... თენდება, მზე ფენს ზეცაზე რიჟრაჟს,ფერები ფერთა ფიანდაზს ქსოვენ.დღე-ღამეს შორის გაავლო მიჯნამამლის ყივილმა, აუწყა სოფელს,რომ კიდევ ერთი გათენდა დილა,რომ მადლის თვალით გვიმზერს უფალი.მზის მეწამული შეერწყა ლილასდა შეაფხიზლა ცეცხლმა ბუხარი...გათენდა, ჩიტმაც უმატა ჭიკჭიკს,გაზომა მიწა ჭიამ, მზომელამ.დღემ შემოიცვა ფერადი ჩითიდა მადლი უფალს უთხრა სოფელმა.ათინათებით მზე ფანჯრებს ართობს,მერე ჩამოსვამს სხივებს რიკულზე.ადამინო, არა ხარ მარტო!როცა მზე ასეთ თვალზე გიყურებს... ********** შედი!მოდის ქუჩაში უქუდო კაცი,მოწყენილ ქუჩას ცის სევდა აწვიმს.მორბის ძაღლი და შესაფარს ეძებს,ძაღლს სველი ძუკნა მოჰყვება გვერდზე.დაეძებს ქუჩა, კაცი და ძაღლი.სასრულს თუ საწყისს ძველის და ახლის.ქუჩას აქვს ბოლო, კაცს კიდე - ბედიდა თუ გაგიღეს კარები - შედი!.. თანანა-თამარ ბოლქვაძე Edited August 9, 2011 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2011 ამბავი მომავლის სიკეთეს შეწირულებისა ბილეთებს იღბლიანსუკვე არ ჰყიდიან,არ ჩაგსვეს სიაში...არ გქონდა სიაშრე"პატივის" სამყოფი...უღირსს ვერ ამკობდი...ცხოვრებას გარს უვლი,ხარ ვადაგასული,და დაგსვეს ზეროზე...გინდა, რომ გჯეროდეს,კი არ გაგიმეტეს,მომავლის სიკეთესშეგწირეს "ჯეროვნად"...თან უკვირთ, ჯერ რომ ხარ...ასეა, მეტწილად,ინდივიდს ეტკინა,მასას არ უგრძვნია...ისვამენ ცუდ ზნიანსკისერზე წურბელად.შენ მხოლოდ წკმუნს ბედავ...მონა ხარ ბაზარზე...ხომ უნდა გაზავდესბოროტში კეთილიც?!და თავში კეტივითგირტყამენ მომავალს.მოიცათ, დრო გავა...დრო წამოახველებსიმ კაცთა სახელებს,ვისაც არ უყვარდამისული უფალთან...გიმტვრევენ ხერხემალს,არავის ეხებაკაცების დათრგუნვა,ღრმავდება ლაგუნაცსრულ სასოწარკვეთის...ხომ გითხრეს გარკვევით,-არავის სჭირდები!შეუქეს "ჯიხვს" რქები...ერთი აქვთ ნატურა,ისე ოსტატურადგაქცევენ მონად, რომ...თავმა ვერ მოგაგნოს...სულმაღლებს ამოკლებსმახვილი დამოკლეს!ხელი აქვს მსახვრალი...გაიქეც სხვა მხარეს,იქნებ, თავს უშველო,რომ ყოფა უშვერიგაიძრო ტანიდან.დარდის მეტანიაცხომ ხედავ, არ გშველის...რას შვებით? რას შვებით?გაწყვიტეს შაშვები,თეთრი და რჩეული...დრო ყველას შეუვლისამბის მოსაკითხად...და მეტი რა გითხრა?დავხურე რვეული.. თანანა-თამარ ბოლქვაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2011 ქალი, რომელიც... ქალი, რომელიც არავის არ ჰგავს,და უყვარს ახლა, მგონი, არავინ...გამოპრანჭული ყრის ხოლმე ნაგავს,და სულ უცხოსთან უყვარს სალამი. ქალი, რომელიც იცნობს თავის თავს,და სულ აჭარბებს ფიქრის მოლოდინს,სიტყვით ჯიბეში ვისაც ჩაისვამს,მას არ გაუმხელს სათქმელს ბოლომდე... ქალი, რომელიც ასაღამოებსდილას, გატანილს უკვე არეზე,ფეხზე ჰკიდია ხიბლი გლამურის,რადგან თავის თავს არსად არ ეძებს... ქალი, რომელსაც უყვარს თამაში,მაგრამ განწყობებს არ სვამს ზეროზე.ისე გაგიყრის მაცდურ თვალს თვალში,რომ დაიჯერებ, რაც არ გჯეროდა... ქალი, რომელიც ეძებს უცაბედს,და სულ ”დროულად” ხვდება შემთხვევას,საათობითაც თუ დაუცადე,შენთან არ მოვა დროზე ერთხელაც. ქალი, რომელიც მოჰგავს დანაღმულმინდორს, მოჩითულს მუდამ გვირილით,წლებს გაატანა ყველა სანაღვლოდა ტუჩზე საცხად დარჩა ღიმილი... ქალი, რომელმაც შეკრა განცდებიგონების ფირზე ერთ დიდ ”სტოპკადრად”,გადატანილი განსაცდელივითხსოვნას ხელკავით ჩემსკენ მოჰყავდა... თანანა-თამარ ბოლქვაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2011 ცაცია პირველ კლასში ჯერ “ძუა”-ს ნაცვლად “ხუა” დაწერა.მასწავლებელმა წითლად გაუხაზა, მან კი მორჩილად ბევრი “ხუა” გააყოლა ერთ ხაზზე.მერე წამოვიდა “თოძი”, “შერო”, “იყო წაწვი მგალობელი”...კარგი ბავშვი იყო. ზღაპრებიდან უყვარდა “შიქარა”, “ნაძევარქათამა”, “შითელქუდა”, მულტფილმებიდან “შუნა და შრუშუნა”. ვაჟა უყვარდა – “არშივი”, “ძმელი შიფელი”. ფერებიდან წავი, შითელი, მშვანე. სიმღერებიდან - “შინშყარო”. გაარეკინა ქართულის მასწავლებელს:- გამაგებინეთ, ძელმშიფემ უკვდავების შყლით ჭრილობები მოიწუწა თუ მოიშუშა?! - ყვიროდა, - მომაშორეთ ეს “შურბელა”!ბავშვი კი უწყინარად წერდა:“ქორმა შიშილა შაიღო,იხაძდა “შიავ-შიავსა”...კარგი ქართველი დადგა: უყვარს სამწობლო, მშვადი წამფურზე, ძინკალი, ქინხმარი, მშვანილი - შიშმატი, ძაძვი, ოძრაძუწი.გიჟდება წვილებზე, წვილიწვილებზე, ბიხაწვილებზე.... მუშაობს ახლა უწიწროებაწი, ინფორმაციას არ იხლევა.ბაძვა ჰქვია, ძმალახეა გვარად....ნაძვამდის! ნინო გუგეშაშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2011 "დრო არის ახვრული,ორთქლს უშვებს ზაფხულიდა ვარ დაზაფრული სიცხით" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2011 ღამეა შარაზე შარიან ხვადების, ამაღამ ყველა ხვადს მხოლოდ შენ უყვარხარ. მარტში მარტივია ფიქრთა შარადები, და მაინც, გახსოვდეს, რომ მხოლოდ "სუკა" ხარ...******************************* რომ თქვას კაცმა... ყველაფერი მდე-ა და მდი-ს, ღმერთმა უწყის რა, რის ფასად. ყოფაში ყოფნა გამომდის, ხან პროფილში, ხან ანფასში. ჩემი დრო კი გარბის დრომდე, მივდევ ბედის ვერტიკალებს. მოვა დრო და თავს შარს მოვდებ, ცხოვრება რომ ვერ ვიკმარე... უკვე მზად ვარ შევხვდე დროულ, ხან უდროო ხანის დაზმას, ეს ცხოვრებაც არის შოუ, არცთუ მდარე, რომ თქვას კაცმა... ერთფეროვნება დღეები ჰგვანან საღეჭ რეზინებს, გათენებულა, დიდხანს მეძინა. უაზრო ყოფის ნაყოფს ვიზოგავ, მლაშე ცხოვრებამ მომცა "იჟოგა"... დრო - ამოჭრილი ფოტო ჩარჩოდან, ვიღაც მისდევდა, დრო არ გარბოდა. ზანტი დღეების ბრუნავს მორევი, კაცი ვერ ვნახე დროის მომრევი. საკუთარ თავში სურვილს ვაძინებ, რაღაც არ მინდა ახლა კაცი მე... დღემ იკლო, ფანჯრებს შუქი აკლდებათ, დღე უფრო მტკივა, ღამე - ნაკლებად... * * * შენი სურვილის კოცონზე ისე დავტაფამწვარდი, მას შემდეგ შუქი მაქვს გადამწვარი. ძლივს წვეთავს ვალერიანიც, ხან უქმრო ვარ, ხანაც ქმრიანი... კომოდიდან ერთი ფოტო მიღიმის, მე და უძილობა ძველ ბლუზს ვღიღინებთ... თანანა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.