Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

* * *

 

რა უსაზღვრო ნაღველს მალავს

სული, ჩემი მეუფე,

სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს,

ანდა მის გარეუბნებს!

 

აწვიმს მიწას და სახურავს

და შრიალით ავივსე,

სევდა, - სულში ჩასახული

უკრავს წვიმის კლავიშზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,

თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,

თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,

სხვა უკეთესი რა გიგემია ?!

თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,

თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,

თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,

სხვა უკეთესი რა გიგემია?!

თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,

თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,

ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,

სხვა უკეთესი რა გიგემია?!

თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არ იგრძნობ,

თუ ქალის კვნესა ყურს არ სმენია,

ღამეს ჩურჩულში თუ არ გაათევ,

სხვა უკეთესი რა გიგემია????

არ მოგიპარავს დროის წუთები,

არ მოგიპარავს ტკბილი განცხრომა,

ხომ არ გგონია შენთვის არ მოთოვს,

შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა?

თუ ერთი წუთით მოსულს ამ ქვეყნად,

წუთები უღვთოდ დაგილოცნია,

ჩაგიკრავს გულში ზღვისა ღელვა და......

თქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ვინმე თუ გულით არ მელის!

 

ვისთვის ცხოვრების აზრი ვარ

და სილამაზე აპრილის,

ვისთვის ღრუბელი სევდისა,

ციდან ცრემლებად დაღვრილი.

 

ვისთვის თვალთმაქცი მზის სხივი,

ვისთვის მთოშავი ქარ - წვიმა,

ვინმე თუ გულით არ მელის,

მასთან არასდროს არც მივალ!...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

როცა სიყვარულმა იპოვა თავის გზა

როცა სიყვარულმა წარსული დაბინდა

როცა ჩემი გული გამთბარა ოცნებით

ლამაზი ოცნებით,რომელიც ამიხდა

როცა ჩემი სული სავსეა სიტყვებით

სიტყვებით, რომელიც ჯერ შენთვის არ მითქვამს

როცა შენზე ბიქრი დამყვება აჩრდილად

მაშინ ეს ცხოვრება ძალიან კარგია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

ბედის ვარსკვლავო...

გამოჩდა!

გამოჩდა!

უყურე!

ანათებს,

ანათებს,

ანათებს,

იზრდება!

იზრდება!

იხილე!

ანათებს,

ანათებს

ანათებს,

მახარე!

 

 

გამარჯობა, ნინო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა ლიცემერ

 

 

* * *

 

აი, სად შემხვდი ვით ღამისთევა,

მე კი თურმე სად დამღამებია,

შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ,

შენ უიმედოდ არ გყვარებია.

 

შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს,

და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია,

შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს

და ჩემს მეტს არვის გაუგონია...

 

მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,

ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,

შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,

მითხარი, ხომ არ დავაგვიანე...

 

 

 

 

 

ძალიან მიყვარს ეს ლექსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა ლიცემერ

გამარჯობა ნინო :*

 

მე შენთვის იმ ერთადერთ სიტვას დავეძებ,

ის ერთადერთი სიტყვა მიშველის,

სიტყვა ბგერით გამოუთქმელი,

ლექსიკონში აღუნიშვნელი.

რასაც ვერ დაშლის გრამატიკოსი,ფუძედ, თავსართად, თემის ნიშნებად,

სიტყვა, რომელიც არ გაიყოფა

და მარცვალ-მარცვალ არ დაიშლება

სიტყვა, რომელსაც სიტყვით ვერ ახსნი,

სიტყვით ვერ იტყვი და ვერ გამოთქვავ:*

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი როგორ ხარ? :*

 

 

დე, თვალებმა ისაუბრონ...

 

დე, თვალებმა ისაუბრონ, შენ ნუ მეტყვი ნურცერთ სიტყვას,

ეგ თვალები უკეთ მეტყვის, რაც ჩვენს შორის უნდა ითქვას!

 

ნუ მიცქერი ასე გრძნობით, ჟრუანტელმა დამიარა

და ჩემს სულში სიყვარული ჩანჩქერივით ჩაიღვარა...

 

მაშ თვალებმა ისაუბრონ, ნუ, ნუ მეტყვი ნურცერთ სიტყვას,

მაგ თვალებმა უკვე მითხრეს, რაც ჩვენს შორის უნდა ითქვას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი როგორ ხარ?

ნელა-ნელა, თავად? ნინო :*

 

 

დე, თვალებმა ისაუბრონ...

 

დე, თვალებმა ისაუბრონ, შენ ნუ მეტყვი ნურცერთ სიტყვას,

ეგ თვალები უკეთ მეტყვის, რაც ჩვენს შორის უნდა ითქვას!

 

ნუ მიცქერი ასე გრძნობით, ჟრუანტელმა დამიარა

და ჩემს სულში სიყვარული ჩანჩქერივით ჩაიღვარა...

 

მაშ თვალებმა ისაუბრონ, ნუ, ნუ მეტყვი ნურცერთ სიტყვას,

მაგ თვალებმა უკვე მითხრეს, რაც ჩვენს შორის უნდა ითქვას!

შენ ნუ მეტყვი ნურცერთ სიტყვას,

 

არაფერს გეტყვი, არც ერთ სიტყვას,

ოღონდ ნინო,

მომეთბუნოს ხელახლა

მზერა ანგელოზური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კანაფის კვამლში გახვეული

პლანეტა, ბებერ ეფენდივით,

თვლემს

დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.

მიზიდულობას ეფედრინით

ვებრძვი და კედლის კალენდრებზე -

მაისის ზერო...

მირაჟული

დღეები ჰგვანან პალინდრომებს -

წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები.

მთვარე გავტეხე - ნახევარი

აბი LSD 25-ის,

ენის ქვეშ - იყო ახირება...

არაფერი თქვა, ჩამეხუტე!

შეშლამდე ისე ცოტა კმარა,

რომ სულში სისხლი ჩამედინა:

შენი სხეული ცოდვა არი,

რომელიც უნდა ჩავიდინო!

ვინ იცის, იქნებ აღასპერზე

შვიდიათასჯერ ცოდვილიც ვარ?!

გაჩუმდი, არ თქვა არაფერი,

დაწექი...

მკერდზე ბოდელიერს

გადაგათარგმნი ფრანგულიდან

და ბოროტების ყვავილები,

მზეს დამტვერავენ რეგოლიტით -

შეციებული კამელია,

მკლავს დააკვდება ოლიანდრის

სამოთხის ბაღში...

ალბათ მერე,

გასწორდებიან კალენდრებიც,

ხოლო მანამ კი - მაისის ზერო...

არაფერი თქვა, მომეფერე!

კანაფის ნისლში გახვეული

პლანეტა, ბებერ ეფენდივით,

თვლემს.

დრო გაფუჭდა - ჩაიხვია

 

გიროგი საჯაია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქით წავიდე და...

ვხედავ სიკვდილია,

აქეთ სიცოცხლეებს ოხრად არიგებენ,

ყელში ამოვიდა ეს ცრუ იდილია,

ხორცი ვიღას უნდა,

ახლა ბარიგები

სულებს ყიდულობენ,

დროა უცნაური,

საათს დახედავ და სამი საათია,

ახლა ტკბილ ძილშია ყველა უთაური,

მე კი ძველებურად ყელს მჭრის აპათია.

ვგრძნობ,

რომ მეც ასე ვარ,

თავის გარეშე და...

არ მსურს,

აღარ მინდა

გულიც გამომიღონ,

ყველა გაჩუმება ყელში გამეჭედა,

ჰოდა,

მაპატიეთ ხმა თუ ამოვიღო.

მორჩა,

გავიხადე,

ვდგავარ შიშველი და...

ცოტა გამიარა გულზე იშემიამ,

რა ვქნა,

მაპატიეთ,

ეს თუ მიშველიდა,

ყველას დაენახა - Hesse შიშველია!

 

 

ნიკა ჩერქეზიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ დამიმტკიცე – სილამაზე არის ნაგავი!

და სიყვარული სულელების ცრუ სატყუარა!

ჩემი ღირსება ბავშვი არის გასალახავი

და გაბერილი საპნის ბუშტი – ჩემი მუქარა...

 

შენ დამანახე – შემიძლია ვიარო ლეშმა

და ვერასოდეს შევასრულო დანაპირები...

რომ ჩემნაირებს არ სჭირდებათ ვირებზე შესმა,

რადგან ვერასდროს შეჯდებიან ვირზე ვირები!

 

მე ვარ მეზღაპრე! – ვნების ზღაპარს ვერ ავისრულებ!

გვიანიც არის ჩემთვის ალბათ იმის შეტყობა,

რომ ჭკვიანია ვინც არ ეძებს ტრფობის სირთულეს

და სულ მარტივად – გასაბერი ქალით ერთობა...

 

სულ გულში ცქერაც არ ყოფილა თურმე საჩემო,

სჯობდა გარედან შემეხედა – ღირდა თუ არა...

და ჩემს სიყვარულს ისე ვუვლი ახლა გარშემო

მაგელანმა რომ დედამიწას შემოუარა...

 

ის არც კი ბრუნავს და არც ვინმეს სითბოს უნახავს,

გასაბერ ქალზე არის მგონი ისიც თანახმა...

და მიკვირს, როგორც გაუკვირდა, ალბათ, უნახავს

მოულოდნელად დედიმისის მძღნერის დანახვა:

 

ნუთუ ასეთი იყო ღმერთი, რომელიც მწამდა

და სამოთხეზე უფრო მეტად ისურვა სულმა!

მე არ ვიცოდი იმის გემო, მუდამ რომ ვჭამდი...

არც ახლა ვიცი რომელი ვარ – ვირი თუ ხურმა...

 

ამის მნახველი თვალიც რაღა გასახელია,

მინდა საფლავზე დამაწეროთ დანაბარები:

სუყველა ქალი ბოლოს მაინც გასაბერია!

და სულერთია ვის რა ფერის დააქვს თვალები...

 

არც კიტრად ღირდა ნატარები დღემდე ღირსება,

მისი დაკარგვით არაფერიც არ დამაკლდება!

ბევრი ცდილობდა უშედეგოდ ამის მტკიცებას...

შენ დაამტკიცე... მე გილოცავ ამ წარმატებას!

 

ამის შემდეგ კი არც აზრი აქვს ამარჩევინო –

ასე შემდეგი გაგრძელდება თუ ეტ ცეტერა...

ეს შენ შეძელი – ბოლოს მაინც დამაწერინე

ლექსი, რომელიც არ მინდოდა რომ დამეწერა!

 

 

 

ბაკურ სვანიძე

 

 

 

ამ ლექსს "გასაბერი ქალი" ჰქვია... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გათენებულა…

 

რახანია…

 

მე კი ღამეში…

 

კვლავ სიზმარ-სიზმარ დაგეძებდი

 

დღეს ჩემთან არმყოფს…

 

ოჰ…

 

ერთი წამით ჩამახედა შენს ცივ თვალებში…

 

გადმოგიღვრიდი

 

მთელ სიცოცხლეს

 

სიკვდილის სამყოფს…

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინდა შეგისუნთქო

თამბაქოს კვამლივით,

ჩემი თმის შეხებით

მინდა რომ გაგათბო.

მინდა შენს მკლავებში

ჩავეშვა დაღლილი,

შენ კი, დაბნეული,

სიმშვიდით ამავსო.

მინდა საჰარაზე

მომიყვე ამბები,

ჩვენი შეხვედრები

ჩადრის ქვეშ დავმალოთ,

მინდა შენთან ერთად

დავთვალო ჭადრები,

ჩემი ყველა ფიქრი,

სურვილი გაგანდო.

მინდა შეგისუნთქო

თამბაქოს კვამლივით,

ავადმყოფ ფილტვებში

ჰაერით გაგათბო,

წელზე შემომხვიო

ხელები გაშლილი,

სუსტი, ცრემლიანი,

სიმშვიდით ამავსო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდის - არ ვიცი,

ადრე თუ გვიან,

მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი,

დაგრჩება გულის კარები ღია

და ჩაგაფიქრებს ტკივილი: რისთვის?

 

რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს,

წმინდა სხეული ვის დაანებე?

მოვა,

დარეკავს წვეთები წვიმის

და წაიშლება ღიმი თვალებზე.

 

ღირდა თუ არა იგი რაიმედ,

ვისაც კარივით გაუღე გული?

მოვა,

დარეკავს წვიმა, ვაიმე,

და გაგეხსნება ვარდივით წყლული

 

 

როდის - არ ვიცი,

ადრე თუ გვიან,

მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი,

დაგრჩება გულის კარები ღია,

როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი...

 

 

არჩილ სულაკაური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...