Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა

ჩემი სახელი, ქარო?

შენ ჯერ ბავშვი ხარ

და მეშინია,

არ შემიყვარო, ქარო.

მე მეშინია, არ მოიხიბლო

ამ დამსხვრეული ფრთებით,

ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,

ღელვით, წუხილით, გზნებით...

წადი, იქროლე,

ძლიერ ბევრია,

ვინც ჩემზე უკეთ გალობს,

რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია,

ო, აქ რა გინდა ქარო?!

სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,

სახლიც დიდი აქვთ, ხაროც...

ცხოვრება მათთვის

საპნის ბუშტია,

შენ თუ დაჰბერავ, ქარო.

მე კი უხედნელ, ველურ რაშებით

ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,

სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,

არ შემიყვარო, ქარო... !

 

მორის ფოცხიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

* * *

 

გამიჭირდება უშენოდ ძილი,

თუმცა სიფხიზლეც არ მიფენს იებს,

თუ გაწყენინებ გულახდილობით,

ხომ მაპატიებ?

 

დღისით გელოდი, გელი ღამითაც,

და რომ ლოდინის არ გაწყდეს მძივი,

სასთუმლად შენი მკლავები მინდა,

გამიჭირდება უშენოდ ძილი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენს ძუძუს თავებს-

ალუბლის მარცვლებს

დავკოცნი როგორც

ლალის საყურეს.

მზე ასუფთავებს

ვნებებს და განცდებს

და აღზნებული ტანზე დაგყურებს.

 

შენ გაშლი მკლავებს

ფეხებს და თრთოლვით

დაუცდი ნუშის

დაკვირტულ რტოებს.

გაზაფხულს კლავენ

უხეში თოვლით

და როგორც გუშინ

მე გტოვებ!გტოვებ!

 

მე მოვალ დილით,

როდესაც შენში,

სიზმარი ბოლო

აკორდს აიღებს..

და ისევ შიშველს

აგიყვან ხელში,

შერცხვება თოვას

და გადაიღებს.

 

მიგაწვენ ვარდის,

ფურცლების ზვინთად,

ხარ - ირემივით

მოგიძოვ ვნებას

და ისევ ბარდნის,

და შენთან მინდა,

და რაღაც ჩვენზე

უზომო ხდება.

 

მზე დადნა

შენი განცდების ცქერით,

გაიძრო ზეცა

და შენსკენ მოდის

და ვდგავარ,

როგორც სამყაროს მცველი,

და ვიბრძვი

შენი სურნელის ტოტით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

* * *

 

ჩემში ვერ ნახავ მორჩილებას ყოველი ქალის,

ვერც მე ავიტან შენს გულგრილ მზერას,

ატმების ხანძარს, ჩემს კარებთან უშენოდ ჩავლილს

მზე წაიღებს და ვით ბედისწერას

 

დაველოდები, წვიმა როდის აკოცებს მაისს,

რომც დავიჯერო გულზე წუხილს შემოიცოცებ,

რას არ შეგარქმევ, შეუცნობი დამრჩება მაინც,

სხვის ნამდვილ ღიმილს, რით სჯობია შენი სიცივე?

 

ზმანება შენი, მონატრების ლურჯ ბრწკარებს ერთვის,

და დაგაქვს წლები მოლოდინის, ანდა წვალების,

ო, შარშან იყო, სხვას ვარდები მოჰქონდა ჩემთვის,

მე კი მრჩებოდა შენსკენ თვალები...

Edited by ნინო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ბაგისგან,

ჩემი ტანისგან,

ჩემი ხელისგან,

ჩემი მკლავისგან,

ჩემი მხრებისგან,

ჩემი თვალისგან,

ჩემი ფიქრისგან,

ჩემი წყენისგან,

სიძულვილისგან,

სიყვარულისგან,

ჩემი თავისგან,

შენი თავისკენ,

გათავისუფლებ.

 

არც არაფერი შენ არ გიქნია,

თითქოს ზაფხულის ღამემ არია,

ის რაც ოდესმე გაგიფიქრია

და ის, რაც მავნე რამ სიზმარია.

 

თუმცა "მოჭრილი თავიც" გამისკდა

გაითავისე ცა და ისუნთქე,

ყველაფრისგან და ჩემი თავისგან

შენი თავისკენ გათავისუფლებ.

 

რატი ამაღლობელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დუმილის პოეზია

 

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -

როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

თვალებით თანხმობა, თვალებით უარი

და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,

შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,

მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -

როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

ქარი არის

 

ქარი არის.

სულ უბრალოდ -

ქარი არის.

ლიხს იქით კი,

ახლა ალბათ

წვიმებია.

ცაზე თეთრმა

ურჩხულებმა

ჩაიარეს

და ფიქრებიც

ამინდივით

მძიმდებიან.

 

სიგარეტი,

გაბზარული

ჩაის ჭიქა...

ქარმა ღამე

გადაფინა

კანაფებზე.

დამიჯექი,

მოდი გვერდით

დამიჯექი

და დილამდე

ვისაუბროთ

არაფერზე.

 

გიო საჯაია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე და შენ

 

ორივეს სხვადასხვა გვქონია ბედი,

ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა,

შენ - ცისკენ აღერილი გედი,

მე - ზღვაში ჩაძირული ანძა.

 

შენ - მოდრეიფე ზვირთი,

მე - ნაპირს მიმსხვრეული ტალღა,

შენ - მარად დაუმცხრალი ნიჭი,

მე - მხოლოდ დადუმება, დაღლა.

 

გზად ათას საფეხურებს ტოვებს

კვლავ წყვილთა უსასრულო წყება,

მე შენში აღმაფრენა ვპოვე,

შენ ჩემში ცრემლები და წყენა.

 

და უხმოდ მიმატოვე მარტო,

შენ კარი მომიხურე ცივად,

მე ფიქრთა ქარავანი მართობს,

და გული უსასრულოდ მტკივა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე და შენ

 

ორივეს სხვადასხვა გვქონია ბედი,

ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა,

შენ - ცისკენ აღერილი გედი,

მე - ზღვაში ჩაძირული ანძა.

არც სინანულის, არც ვედრების არ შემრჩა ძალა,

ამოგიჩემე, ვით ამ ლექსის ძველი ფაბულა,

და სურვილს შენთან მიახლების ცალ ხელში ვმალავ

საგულდაგულოდ...

გამიფრინდება ეს სურვილიც, ვიცი, ნიადაგ

ასეა, როცა მონატრება მიჭერს მარწუხებს;

მერე ცეცხლს ვაფრქვევ, ცალი ფლოქვით ვტკეპნი ნიადაგს

და ცას ვაწუხებ...

 

 

 

 

 

რობერტ მესხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეა, როცა მონატრება მიჭერს მარწუხებს;

 

* * *

 

მოგენატრები...

და მე ვიცი ეს მონატრება

რამდენჯერ ცრემლებს

გაგიჩენს თვალში.

მოგენატრები

და მე ვიცი ეს მონატრება

რამდენს გატარებს უღმერთოდ ქარში.

 

მოგენატრები...

და მე ვიცი ამ მონატრებას

ვიღაც უგულო სიტყვებით წაშლის.

მოგენატრები ახლაც და მერეც,

როცა ჭაღარა გაჩნდება თმაში.

მოგენატრები,

ჩემს მონატრებას

ბევრჯერ გაყვები უღმერთოდ ქარში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგენატრები...

შენს მონატრებას, რომელმაც ბევრჯერ შემბურა,

დღესაც არ ვიცი, თუ რა დავარქვა.

და თვალზე ვისვავ ხელს უნებურად,

რომ დაგინახო უფრო გარკვევით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მონატრება

გაზაფხულის მონატრება მომეძალა,

სიყვარული, ცრემლიანი თვალები,

მორთმეული ყვავილები მომენატრა,

წარსული და ის ლამაზი წამები.

 

ის ნიავი, ტირიფები მომენატრა,

იები და თეთრი... თეთრი ვარდები,

ლექსით სავსე მოგონება მომენატრა

ის ლამაზი სინამდვილის ზღაპრები.

 

მომენატრა ის წარსული გაზაფხული,

ცრემლით, მზით და ლურჯი იის ფერებით,

დავბრუნდები ტირიფების ხეივანში,

ოცნებაში ისევ მოგეფერები.

 

გაზაფხულის მონატრება მომეძალა,

მზის სხივების, ცრემლიანი თვალების,

მორთმეული ყვავილები მომენატრა,

ბავშვობა და ის ლამაზი წამები...

 

http://s003.radikal.ru/i201/1003/dc/002c5b72d365.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მორთმეული ყვავილები მომენატრა,

 

http://s52.radikal.ru/i135/1003/b0/d670269cea62.jpg

 

მონატრება

ჩვეულებრივად

სუფრაზე მარილს

მაშინ ამჩნევენ,

როცა არ არის.

ის კი არა და, ჩემო ნინო-

მონატრებას მანამ ვერ გრძნობენ,

სანამ ანაზდად

არ ავტირდებით

ძვირფას საფლავთან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

გმადლობ, ძალიან ლამაზია.

 

* * *

 

თვალებს ნუ დახრი, უნდა ჩაგხედო,

უნდა ვიპოვო სევდის იარა,

ნუთუ შენ მართლაც ისე გიყვარდი,

როგორც ჩემამდის ხმებმა იარა.

 

უნდა ვიპოვო ის მონატრება,

შენ რომ თვალებში დაგიწყლიანდა,

უნდა ჩაგხედო ლამაზ თვალებში

და მოგიშუშო ყველა იარა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უსიყვარულოდ გადავირევი,

დარდი მაწუხებს შენებრ კარგების,

ხან მოვარდები როგორც ირემი,

ხან იასავით დამეკარგები...

 

მოგიტაცნია ღიმი ფრესკიდან,

დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს,

შენი თვალების ეშხი შეშლიდათ,

ორბელიანთა ზვიად ასულებს...

 

ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე,

გალაკტიონი დასთმობდა მერის...

შენ მოგიძღვნიდნენ ძვირფას სონეტებს,

ჯორჯ ბაირონი, შექსპირი, შელლი...

 

დღეს სიყვარული მართლა რა არის,

ხვალ კალმოსნები დაჰყრიან კალმებს,

მხოლოდ მე ერთი, როგორც არავინ,

ისევ გიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს!

 

ნოდარ მახარაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

* * *

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ,

ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ...

 

როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,

ვერ გპოვე ვერასდროს, ვერასდროს,

შენი მე სახება დამდევს თან

ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან.

 

შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის,

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...