Private Nodari Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 დღეს ისეთი გოგო ვნახეგადამეკრა თავლზე ბინდიისეთი იყო როგორებიც მე მომწონსღმერთო ნეტა..ღმერთო ნეტააააა..ნეტააააააააააააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 how long , howlong Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ყველაფრით კმა მყოფს სანატრელად გართობა დამრჩაnuaka არც ისე მოკლე, არც ისე გრძელი,ცოტა ნაკლები და ცოტა მეტი-გამოიარე , მისჯილი ბედით,ცხოვრების....( რამდენი) წელი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 გემუდარები, გამიღე კარი.სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა,მე მოგიტანე ახლა პეშვებით,გემუდარები, კარი გამიღე!ასე ადვილად ვერ შევეშვებიდაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინსდა რწმენისა და იმედის ლოდებსვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას....სისულელეა ჯიუტი ღობეყინულოვანი, თეთრი თითებით,მე თუმცა მთვარის სატრფოდ ვითვლები,მაინც მთავარი დავტოვე შენთან -უბავშვურესი სულის მითებიდა მოყვავილე სინათლე ფერთა...და ახლა სიტყვა მომაქვს პეშვებით,რომლითაც უნდა გადავარჩინოშენს სულში თითქმის გახუნებულიჩემი თითების ანაბეჭდები,სავსე ვარ შენი დიდი სურვილითდა სურვილს იქით არ ვიხედები.გემუდარები, კარი გამიღე. მე უშენობას უკვე ვეჩვევი... სამწუხაროდ არ ვიცი ვისი ლექსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 * * * ხეებს შეაცვდათ ნისლის სამოსი,საცაა ალბათ მთებშიც ინათებს,რა მოხდა, მერე, ერთხელ გიხმე დაგანთიადისას ერთხელ გინატრე! მოაბრიალებს დილა ჩირაღდნებს,ქარმა ქალივით ამიყოლია,რა მოხდა, მხოლოდ ერთხელ გინატრე,სიყვარული ხომ არ მითხოვია. ქარი ჩურჩულით შენზე მიყვება,და ვეგებები მთებში ალიონს,შენსკენ სავალ გზებს ფიქრად მივყვები,ყველა ცოდვა რომ მოვინანიო. მოაბრიალებს დილა ჩირაღდნებს,ქარმა ქალივით ამიყოლია,რა მოხდა, მხოლოდ ერთხელ გინატრე,სიყვარული ხომ არ მითხოვია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 ეჭვი? გულს დახრავს და ნაცრად აქცევს,წამოაჩოქებს მთასაც მაშინვე,ასე მგონია გულზვიად კაცებს,სიკვდილზე უფრო ეჭვი აშინებთ. თვალებში ჩუმი ჩადგება სევდა,მკერდზე მეცემა ცვარი ციური,მე ყველა კაცში ოტელოს ვხედავდა დასახრჩობად ვარ განწირული! ლილი ნუცუბიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები? ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?! ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები. ნიკო გომელაური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია...აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი...აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"...აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები...ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა ნიკო გომელაური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 10 წამია რაც გაგიცანი9 წამი არის რაც გავიხარე8 არის წამი ვიგრძენი ტანი7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე6 გავიდა -წამება ექვსი5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი4 უაზრო უშენო წამი3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე ნიკო გომელაური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 * * * არ დაიძინო ჩემს მკლავებს იქეთ,ჩემს ბალიშს იქეთ ცივი ქვებია,არ გაიღვიძო ისე, რომ არ თქვა,ასეო, ჯერ არ გამღვიძებია... ასეო ჯერაც არ მძინებია,ჯერ არ მიხილავს სიზმარი მსგავსი,არ დაიძინო არსად, არვისთან,დაღლილი ჩემთან დაბრუნდი - სახლში. მე ცხელ ჩაიში ჩაგიბნევ ღიმილს,მაგ თმებში დავშლი ალერსის მარცვალს,არ დაიძინო ოღონდ სხვის ძილთან,არსად ჩემს იქეთ... ანდა ჩემს ნაცვლად. არსად დატოვო სიზმარი მწველი,მოჰყევი ჩემთან არეულ ფიქრებს,დაღამდა უკვე, მე სახლში გელი,არ დაიძინო ჩემს მკლავებს იქეთ!... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,ჩემი რწმენა და რწმენის სასახლე,მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდანდა ჩემს სალოცავ ხატად დაგსახე.შენით მოვიგე ომი მრავალი,ზედ მტკვარზე შენთვის დავდგი ტაძარი,შენა ხარ ევას შთამომავალიდა მე კი - შენი ცეცხლით დამწვარიადამის ძე ვარ... და რა მეღონა,თუკი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, შენ ღმერთმა კი არ გამოგიგონა,მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან.თუ გული შენით არ აღეგზნება,გული კი არა, ცივი ლოდია,ძველი რომი ხარ და ყველა გზებიდასაბამიდან შენსკენ მოდიან.მე შენს განგებას ვერსად წავუვალდა ჩემი ლექსი როგორ გაკადროშენ - ჩემო დიდო დღესასწაულო,ჩემო სათავევ და შენაკადო!მზე კურცხალივით ცაზე ეკიდა,მარტო ვიყავი და შენ გინატრე,მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდანდა სამოთხეში დაგაბინადრე... შოთა ზოიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 * * * თან წამოგყვები ქვეყნის კიდემდე,ამ სიფრიფანა კაბის ამარა,უდაბნოს ცხელი მზით გარუჯული,სიყვარულს შენსას აღარ დავმალავ. ვიპოვოთ სადმე მყუდრო კუნჭული,ხმაურიანი გზების გადაღმა,"როგორ მიყვარხარ!" - გეტყვი ჩურჩულით,"როგორ მიყვარხარ!" - გეტყვი ხმამაღლა!.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 * * * ეს მე ვარ... მე ვარ... შეშლილი ქალი,ეს მე დავეძებ ქარში გვირილებს,ვაგზავნი შენთან ტრფობას ალმურად,რომ ჟრუანტელი ტანში გივლიდეს. ეს მე ვარ, ვნება, ცრემლი და შფოთი,ხან სევდის, ხანაც შვების მთოველი,დამუხტულია შენზე ოცნებით,ჩემი სხეულის ნერვი ყოველი! http://s002.radikal.ru/i197/1002/e0/148bded33384.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 ...მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ,რომ ქარის კბილებში ნასრეს და დაღეჭილოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ,რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯიმკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე.რომ ლურჯი ღრუბლები ბეჯითად ხატავენგაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს,რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავედა ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს,რომ ასე სუსტი და ასეთი უძლურისაკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ,რომ ახლაც ოთახშივზივარ მობუზულიდა ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ...რომ ისევ ღამეა და ალბათ, ადრეა,რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ,რომ სადღაც გავრბივარდა შენს მონატრებასმშიერი მხეცივითკბილებით მივათრევ... ზვიად რატიანი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted February 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2010 * * * იზეიმებენ შეხვედრას ჩვენსასთეთრი შროშნები,და ყაყაჩოთა წითელ დროშებითშემოგვხვდებიან ვრცელი მინდვრები,განვიწმინდებით...ყოველივე ბოროტისგან განვიწმინდებით,ჩვენს დასალოცად მოვა მაისი,ოქროს ქოშებით...და ჩვენს შეხვედრას დიდი ზეიმით,დიდი ხალისით,იზეიმებენ მინდვრის შროშნები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.