ნინო Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ხსოვნად დაგრჩება ო, ჩვენ არ გვკითხავს გაზაფხული, თუ როდის მოდის,ბულბულმა იცის, რომ სიტურფეს სიმღერა უნდა,არა, არ მანდო საიდუმლო საამო თრობის,არ მითხრა, რომ მზეს მცხუნვარება გადაუხუნდა... თორემ ჩვენს შორის დაეშვება ღრუბლების ფარდა,შეიბილწება სისპეტაკე ნაზი გვირილის,ხსოვნად დაგრჩება, რომ უბედო ქალი გიყვარდა,ქალი, რომელსაც ცრემლად ჰქონდა მხოლოდ ღიმილი! ნუნუ შალვაშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 * * * ვეღარ შეგხვდები,ო, მე შენს ხმას ვეღარ მოვისმენ,სევდიანიაჩემი ტრფობის თავი და ბოლო,გემუდარები, მაპატიე,თუკი ოდესმეშენი თვალების სანახავადმოვიდე მხოლოდ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 სიყვარულო, ნიჭო სრულო, წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე, ჯერ აკვანო ნეტარების, მერმე კუბოვ და სამარე! დღეს ჩემი ხარ, ხვალ სხვისი ხარ, უგზო-უკვლოდ მოარული! სად არს შენი დასაბამი? ან სადა გაქვს დასასრული? ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის, ყველას კი ჰსურს, რომ გემონოს!.. ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს სიცოცხლე არ შეუწონოს? დიდის ხნობით… მაღალ გრძნობით თუმც არავის არ ახარებ და წამიერ სიტკბოებას საუკუნოდ წაამწარებ, მაგრამ მაინც ყველა გეძებს!.. ცოცხალმა ვით დაგიწუნოს? ვინ არის, რომ იმ ერთს წამში არ გასწირავს საუკუნოს?! აკაკი წერეთელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახტზე იჯდა თამარ მეფე, მომხიბლავი, ეშხიანი!.. მარცხნით უდგა თინათინი, მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი. გარს ეხვიენ სხვა ქალებიც, როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება, ცალ-ცალკე და ყველა ერთად, სიცოცხლე და ნეტარება!.. შემოვიდა რუსთაველი, ის სულმნათი და მგოსანი, ხელში ეპყრა მოწიწებით მისი “ვეფხის-ტყაოსანი”. თაყვანი სცა სწორუპოვარს, მის წინ მუხლი მოიყარა… გაიღიმა ტახტზე მჯდომმა და ცრემლები გადმოღვარა!.. მზის ჭიატის დარი იყო უცნაური ის ღიმილი და თვით გრძნობის ორჭოფობაც ცრემლში იყო ჩალესილი: მასაც მგოსნის თანაგრძნობა გულში ედვა, როგორც ქალსა, მაგრამ უნდა დაეჭირა თავი, როგორც დედოფალსა! ბრძანა: “გმადლობ, ვერ გადვიხდი, როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, - უკვდავების მოსახვეჭად მიგაპირებ მომავალსა!..” მიუბრუნდა მერე იქ მდგომ ნესტანსა და თინათინსა: “თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ სიყვარულს და შვება-ლხინსა: გიანდერძებთ საქმროდ ყველას ტარიელს და ავთანდილსა, რომ ქართველი ქართველ გმირად გამოზრდიდეს შვილიშვილსა!” ეს რომ ბრძანა, ნათელ სვეტად გადმოეშვა ცისარტყელა: აიტაცა შუქმა შუქი და მას გაჰყვა თანვე ყველა! მე კი დავრჩი… შემეშინდა!.. მიმოვავლე გარს თვალები და რა ვნახე იმათ ნაცვლად?!.. სხვა ხალხი და სხვა ქალები!.. არც თამარი, არც თინათინ, აღარც ნესტან-დარეჯანი!… აღარც ერთს არ ეტყობოდა ქართველობის რამ ნიშანი!.. გული დამწყდა!… გამეღვიძა, ნაღვლიანად გამეცინა!.. ვთქვი: “ნეტავი არ მენახა, საუკუნოდ დამეძინა!..” აკაკი წერეთელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 -ასე მგონია ვიღაცა უნდა შემხვდეს. -ვინ უნდა შეგხვდეს? -არ ვიცი. -მაშ,რატომ გგონია? -იცი,მე ის მიყვარდა. -როდის? -ეგ არ ვიცი როდის,ალბათ დიდი ხნის წინათ. -მაინც? -მანამ დავიბადებოდი. -ვერ გავიგე. -შეიძლება დაბადებულიც ვიყავი,მაგრამ სხვაგან,მე იქ მიყვარდა და ეხლაც იმას ვეძებ. -რომ არ შეგხვდეს? -ეგეც შეიძლება. -უცოლო ხომ არ დაბერდები,მოიყვანე ვინმე. -ვინ? -რა ვიცი,ვინმე. -არა,არა,ეგრე როგორ მოვიყვანო? -ის რომ არ შეგხვდეს? -ხომ მიყვარს? -ეგეთი სიყვარული არ გამიგონია,არ იცნობ,არ გინახავს და გიყვარს. -ჰო,მიყვარს. -იქნებ არ გიყვარს? -მაშ,რატომ მგონია,რომ უნდა შემხვდეს? -იქნებ სიზმარში ნახე? -არა,სხვაგან ვნახე სადღაც. -გარეგნობა გახსოვს,როგორი აქვს? -არა,არ მახსოვს. -მაშ,როგორ უნდა იცნო,რომ შეგხვდეს? -ვიცნობ.ვიცი,რომ ვიცნობ.არ შეიძლება,რომ არ ვიცნო. -არ შეგხვდა? -არა,არ შემხვდა. -მერე? -რა მერე? -არ მოიყვანე ცოლი? -არა. -კიდევ იმას ელოდები? -ჰო. -რამდნი წლის ხარ? -სამოცდაექვსის. -კიდევ გიყვარს? -კიდევ. -იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი. -ჰა! -არა,არაფერი. ჩოხელი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ჩვენ ვიზომებით დეციბელებით.სიტყვები, როგორც გაყინული სტალაგტიდებიადამიანიმანქანების გამონაბოლქვიუფერო სუნთქვითისე შავად იკვამლებიან…ამ უთავბოლო საუბრების ყრუ მღვიმეებში… . . . . ჩვენ ვიზომებით დეციბელებით – ჩვენი უღონო სიტყვის სიმაღლით. ჩვენ ვიზომებით მილიმეტრობით.სიტყვები – როგორც ხაფანგებში მკვდარი კურდღლებიგადავათრიო, მერე უნდა გადმოვათრიო - ღია ფანჯრები სიტყვებს შორის, ქარიორპირიჩვენ ვიზომებით მილიმეტრობით – ბაგეებს შორის შორი მანძილით. მილილიტრობით ვიზომებით, მილიგრამებით როცა ვმძიმდები, - ზღვის ცხენები, მელანთევზებიჩემს ზედაპირზე დაცურავენ, მე კი ვიხრჩობინიჟარებით და ზღვის მარილით ბაგე მევსება. ამპერებითაც ვიზომებით, კიდევ ვოლტობით, რაც მთავარია, ვიზომებით მეგაჰერცებით, მე გეუბნები –არ დაიხრჩო, ამბობ: რადიო-ტალღებს გავცურავდა რადიობადე მეცმევა. ხოდა, რადგანაც ვიზომებით:სიცხე და წნევაც, წონაც, პულსიც და გულისცემაც მაქვს - გადავრჩები , თუკი მასწავლი ადგილს სადაც ( თუ გახსოვს, ერთხელ)წყალი ასჯერ რომ გაზომე და ერთხელ გაჭერი. დიანა ანფიმიადი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალისტვენით მიდის პორტის სანაპიროზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted February 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2010 მე ხარ მე ხარ შენ ჩემი,აზრი და სიტყვა,გრძნობები აზრთან ჩაწნულ-ქარგულიშენთვის მოვედი შენში ვარ ახლასხვებისთვის - ბინდში გადაკარგული.არის შეხვედრა, როგორც სიზმარი,როგორც უკუნში წამის ნათებადა წამის ყოფით -გულადქცეულიმზე -წუთისოფლის დამუნათება.გარეთ ძებნილი -შენში ვარ ახლარომ რა წამს ჩათვლემ ჩემით გფარავდე,რომ სულში მიგრძნო,-შენზე მლოცველიშენი ერთგული კუბოს კარამდე. ეძღვნება მე ხარ -ს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2010 შენთვის მოვედი შენში ვარ ახლაnuaka მოულოდნელად ვიგრძენი, რომ ჩემში, ჩEმს არსებაში ვიღაც დაიკარგა და მე დაგეძებ, დაგეძებ, გდევნი, გდევნი, მაგრამ ვერ მოგიხელთე. არადა ძლიერ მინდა გიპოვო :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted February 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2010 ლ ი ც ი მხიარული მილორდიუმორი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2010 იუმორი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.nuaka რა მეიუმორება , ჩემო ქალბატონო, სიყვარულის თრევით დაღლილ ბერიკაცს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted February 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2010 ჩემო ქალბატონო, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 მეგობარი შემხვდა დღესდაბადების დღე ჰქონიაო მზეს,წავიდეთო...ვარსკვლავები იქნებიანშევაბათო...დავკეროთ, ფლირტი გავუბათო...მოგცლია-მეთქი, მე ვუთხარი...მიდი, სხვას უამბე ეს ზღაპარი...რა თქმა უნდა რომ არ დავუჯერე...ვეუბნები: ბიჭო, გაუბერე?!წვეტიანი აზრი რო გაწვალებსეე, აზრზე მოდი პურის ყანავ,სკოლაში მაინც არ გასწავლესმზესთან ვარსკვლავები რომ არ ჩანან?!თითქოს ყურები ჩამოყარა,და დარდიანმა მომაყარა:ეჰ, არც შენ გჯერა, მეხუთე ხარ,ვისაც ვუყვები და ვერ ვაჯერებ,ისევ მარტო წავალ, თუ არ გინდა.მოიცა, მანქანას გავაჩერებ.ხელი აუწია, ტაქსი გააჩერა,ეუბნება კრძალვითა და დიდი რიდით:„დაბადების დღე ჰქონიაო მზეს,წამიყვან, კარგად გადაგიხდი?!”„არა ძმაო, მთვარე მაინც გეთქვა,რომ გითხრა სახტად დამირჩები,მზის სახლთან მაგარი პრობკებია,რა ვქნა, ვერაფრით ვერ გავძვრები...”ტაქსისტიც ეტყობა კარგად იყო დაქოქილი,გაზს მიაჭირა, დაგვტოვა დაბოლილი. anonimi avtori Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 (edited) ყველაფრით კმა მყოფს სანატრელად გართობა დამრჩა:viking:რადგან არსებობს ვირტუალის ნეტ.არი ელვარადგან აქაა დღეს სარდალთა თავშესაფარირადგან მდებარებს აქვე, ჩვენს წინ- დიდგორი, ელბა..რადგან აქ ითქმის და იხევა გრძელნი ლექსებირადგან აქა აქვს რეალობა გრძნობას და პათოსსრადგან მხოლოდ აქ-მთელი გრძნობით ითქმის გინებარადგან გინებას აქ მოჰყვება ჩასუნთქვა ფართო:boli:რადგან ჯიგრულად დედ-მამაზე დაგინებებს დარადგან ქვეყნისა სიყვარულზე გულსცემულ მჯიღებსრადგან ჭკუის და ჰორმონების ურთიერთობასნაცვლად აქ არც ვინ რასმე აძლევს და არც რას იღებს :D: Edited February 4, 2010 by nuaka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 ლექსი მინდა რომ დავწერო ბლიადროგორ მოვიქცე მითხარი ზვიადტვინში მომაწვა მე ავი აზრიმაგრამ ვინ მომცა მე მაგის ტრაკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.