Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

* * *

 

მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და

სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე,

შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და,

როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!

 

როგორ ვიცოცხლო მაგ თვალთა იქეთ,

მაგ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს,

ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,

ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.

 

მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი

იქედან, როცა დალაგდა არე,

მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,

დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანეკენი

 

დაღლა ეტყობა მის გაწვდილ ხელებს,

მაგრამ მას მაინც სურს გაინაზოს,

და ჟრიამულით მოსულ მყიდველებს

ის საკოსტუმე ნაჭერს სთავაზობს.

 

ხელოვნურია, კარგად იციან,

ის ცოცხლებს შორის არვის უნახავს,

მაგრამ მას მაინც სუფთად აცვია,

მაინც ქალური მორცხვობა ახლავს.

 

სახეზე დარდი აღარ ემჩნევა,

იგი არავის არ აკვირდება,

მაგრამ მგონია, როს მარტო რჩება,

ღამით თავს დახრის და... ატირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამე ღამეზე არსებობს ლექსი ?

nekroo

ქალის სახე საყვარელი,

როგორც ღმერთის წყალობა,

ღამე, მთვარე, ვარსკვლავები,

ბულბულების გალობა.

 

ათანას ფეტი

:D

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენთან ვარ - განა შენი ვარ,

რადა მჩემულობ ლომო,

მე შენთან რა დამრჩენი ვარ -

ძაანაც მოინდომო.

 

მე სადაც მინდა, იქა ვარ -

შენ იქნებ მკლავსაც მხვევდე,

მე კი, ლაღი და თავნება,

ცხრა მთის იქითა ვფრენდე.

 

მე ჩემი გამკვირვებია:

ალბათ, გიჟი ვარ, თორემ,

ჭკვათმყოფი ვინ გაექცევა

მაგ შენს უნაზეს ტორებს?!

 

სულ ჩემთვის გაგნათებია

შუბლი მკაცრი და ფართო.

ყოველთვის როდი მიყვარხარ -

ხშირად მიყვარხარ მარტო.

 

ოღონდ, როდესაც მიყვარხარ,

რა სათქმელია ცხრა მთა -

სხვა პლანეტიდან მოგივალ

უუსწრაფესად წამთა.

 

სულერთი არის მანძილი,

უდროოცა და დროცა -

მაშინვე შენთან გავჩნდები,

მომესურვება როცა.

 

სუმთლად აბუჩად ავიგდებ

მოუცლელობას, მოცლას.

მოვალ და მოვისურვილებ

მაგ შენს გამშოლტველ კოცნას.

 

 

ავტორი არ ვიცი ვინ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიფიქრია ოდესმე, რომ ეს ქვეყანა პატარაა, ძალზე პატარა? პატარა იმისთვის, რომ ერთმანეთის სისშორით გამოწვეული ტანჯვა გვკლავდეს. . .

გიფიქრია ოდესმე, რომ ეს ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა? ხანნმოკლე იმისთვის, რომ ოცნებების ახდენა შეძლოთ . . .

გიფიქრია ოდესმე, როდის იწყებს ადამიანი ოცნებას, ფიქრს იმაზე, რომ შეიძლება ოცნებაც ვაქციოთ რეალობად?. . .

გიფიქრია ოდესმე, რომ რეალობა არ გავს ზღაპრულს სიზმარს რომელზედაც ბავშვობაში ვოცნებობდით ხოლმე?. . .

გიფიქრია ოდესმე, რომ ბავშვობა ზღაპარია, რომელიც მთვარდება მაშინ, როცა ხვდები, რომ ბავშვი აღარ ხარ? . . .

გიფიქრია ოდემსე, რომ ბავშვი აღარ ხარ მაშინ, როცა რეალობას თვალს უწორებ და ხვდები რომ ეს ცხოვრებაა?. . .

გიფიქრიქ ოდესმე, რომ ეს ცოხვრება სცენას გავს, რომელზედაც თავისი როლი აქვას ყველას?. . .

გიფიქრია ოდემსე, რომ ამ ცხოვრებაში კარგად ვერ შეასრულე შენი როლი? . . .

გიფიქრია ოდესმე, რომ ეს ცხოვრება თამაშია, ბედთან თამასჰი, გზა, რომელიც სწორად არ გივლია?. .

გიფიქრია ოდესმე, თუ რა არის ის რაც ყველაზე მეტად გტანჯავს, მაგრამ ამავე დორს ყველაზე მეტად გაძლევს ძალას, რომ ამ ცხოვრებაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა? . . .

და საერთოდ, არასოდეს გიფიქრია, როდის, ან რატო იწყებს ადამიანი ამგვარ ფიქრს? . .

იქნებ მაშინ როცა ხვდება, რომ თურმე ყვარებია . . .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტყეში ამბავი მოხდა საწყენი-

პატარა ბიჭმა მოკლა ჩიორა,

დედის ამარა დარჩნენ ბარტყები,

დედა კი მათ ბედს არ ჩიოდა.

 

დადის ტოლებში და თან ტრაბახობს

შურდულიანი ბიჭი ტიკტიკა,

დედა ჩიტი კი იმავ საღამოს,

სულ სხვა ჩიორას გაეჭიკჭიკა.

 

ქარმა ღრუბელი წვიმად არღვია,

სწუხდნენ ბარტყები სულ მთლად სველები,

რადგან ბუდე იყო თავღია

და წვიმას ჰქონდა გრძელი ხელები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წყეულიმც იყოს სული შენი და არსება შენი,

წყეულიმც იყოს ხმა შენი სირინოზის ხმაზე უტკბესი,

წყეულიმც იყოს მზერა შენი წმინდანო ჩემო

და მაგ თვალების ჩემს სიზმრებში გამოდარება.

 

წყეულიმც იყოს ყელი შენი და მკერდი შენი

და შენი თმების ტაატი და ცეკვა ქარში,

წყეულიმც იყოს შენი სახის ყოველი ლანდი,

მე რომ სახლამდე მიმყვება და მიმყვება მარშით.

 

წყეულიმც იყოს ვარდისფერი ფეხისგულები

და მათი კოცნით დახეთქილი ჩემი ტუჩები,

წყეულიმც იყოს უწმინდესი ზეწარი იგი,

სად დამიტოვე შენი ტანის სუნი და სითბო.

 

წყეულიმც იყოს ყოველი გზა სადაც გივლია

და ის აღმართიც, ოდესღაც რომ მოჰყავდი ჩემთან,

მეწვის და მტკივა შენთან ყოფნის ყოველი წამი,

წყეულიმც იყოს სილამაზე გარდასულ დღეთა.

 

წყეულიმც იყოს ... მე დავხიე ჩემი ბიბლია,

წყეულიმც იყოს... მეზიზღები სულის კიდემდე,

 

წყეულიმც იყავ შენ...

წყეულიმც იყავ შენ...

აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე

ა მ ი ნ!

 

მაგრად მიყვარს http://smiles.ge/smile/2d/kiss/0000090.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ეს ლექსი ვარ :love2:

 

 

 

რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

 

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

 

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული.

 

 

გალაკტიონ ტაბიძე

მაგრად მიყვარს

:yes2:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაპატიე

 

მე მაპატიე,

შენს სხეულზე ყველა ჭრილობა

ცოდვის ყრილობა-

ჩვენს აზრებში და გულგრილობა...

სულ შეშლილობა...

მე მაპატიე-

უგუნური ყველა ხელობა-

ყველა მცდელობა

არასწორი და

თვითმკვლელობა...

მე მაპატიე,

რადგან

არ ვიცი რას ჩავდივარ,

დასაბამიდან-

ასე დავდივარ!...

როგორ მახსოვს!

ეს ჩვენ ვიყავით-

ჩვენ აგაგეთ სისხლიან შუბზე-

ეს ჩვენ ვიყავით-

ჩვენ დაგხურეთ ეკალი შუბლზე!

და განა მარტო მაშინ?-

ეხლაც!-

ჩვენ ხომ ყოველდღე გკლავთ-

დღესაც!-

ეს მე ვარ!

ეს შენ ხარ!

ეს ჩვენ ვართ!-

მაგრამ მაინც

მე მაპატიე...

მე მაპატიე-

ჰოი ღმერთო ყველა მკვლელობა-

მე მაპატიე

ეს და ასი სხვა მკრეხელობა!

 

 

 

ანონიმი ავტორი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტირი?

_ჰო, ვტირი...

_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.

_გიყვარს?

_ჰო, მიყვარს...

_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი

ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:

_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?

_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...

_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.

_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს

და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...

უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს

ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:

_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?

ვუწყრებით იმას, ვინც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა

გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.

და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან

ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, ზეცა და წვიმაც.

 

 

სამწუხაროდ არ ვიცი ავტორი ვინ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალი

 

სათავე – ქალი!

წყაროსთვალი! -

ნაბიჯი, კვალი!

ცეცხლში,

ღადარში,

ნაკვერჩხალში,

ნაცარშიც – ქალი!

 

სუყველგან ქალი,

ყველაფერში -

ქალი და

ქალი!!!

 

სიზმარში – ქალი!

ცხადშიც – ქალი!

ნებით თუ ძალით

გრიგალში – ქალი!

ქარში – ქალი!

წვიმაში – ქალი!

 

ქალი ვით მზე და

ქალი ვით მთვარე,

ქალი ვით სევდა,

ტკბილიც და მწარეც.

საწამლავი და

წამალი ერთად,

სინანული და

სინათლე დღეთა, -

 

თრთვილი და თრთოლა,

რკინა და რვალი, -

ოღონდაც ქალი!

ოღონდა ქალი!!!

 

ქალი ვით ზღვა და

ქალი ვით ქნარი, -

ფიქრი და ფარდა,

ცრემლი და ზარი!

 

ქალი – ვარდი და

ქალი – ეკალი,

ქალი – მადლი და

ქალი – სპეკალი!

 

ქალი, ვით ვალი

გადაუხდელი, -

სუფრა!

სინდისი!

სითბო!

ჭურჭელი!

ციხე – სიმაგრე

აუღებელი! -

ფუძე!

აკვანი!

სვეტი!

კედელი!

გულმეცნიერი და

შორსმჭვრეტელი!

 

ქალი – და!

– დედა!

– მიჯნური!

– ძიძა! -

ტირიფი, არყი,

ია და ნუში...

 

და ბოლოს, მიწა,

ქალი,

რომელიც

ყველას ალერსით

გვიხუტებს გულში!

 

 

 

მორის ფოცხიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანი ბანი და განი და

მართლა არ ვიცი რა მინდა,

ალბათ პატარა და მინდა

ღმერთო, დამინდე, ამინ, და

ანი ბანი და განი და.

მინდა ამოვძვრე კანიდან,

სიცოცხლე მინდა თავიდან.

სიკვდილი მინდა? - არ მინდა,

არა როგორმე გავუძლებ,

არა როგორმე ავიტან,

მხრით გოლგოთაზე ავიტან

დღეებს, რომელიც სვე-ბედმა

გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.

ანი ბანი და განი და

სევდის სივრცე და განი და

ბედის ცამეტი განედი

ვერ გავისეგრძეგანე და

მისი უღრმესი ქანიდან

ვყვირივარ: ანი ბანი და

განი და დანი ზანი და

თანდათან თანი კანი და

ლანი და მანი მანი და

მე ნანი-ნანი-ნა მინდა.

ვეხფვის ტყავისა გაძრობა

ამ გატანჯული ტანიდან

და წასვლა იერუსალიმს,

კანას ქორწილში სმა მინდა.

მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:

პანი და ჟანი რანი და

ფანი და ღანი ყანი და

შანი ჩანი და ქანი და

ეზო-კარიდან, ყანიდან

მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის

მიტანა ქანაანიდან.

მე ცაზე ცანი ვცანი და

ჯანი და ძანი წანი და

მინდა გამოსვლა წამიდან,

ვეებერთელა ცა მინდა.

ვიწრო ბილიკის მაგიერ

ათი ათასი გზა მინდა.

გზა მინდა მნათობებიდან,

შენსკენ მავალი გზა მინდა,

მზის მუცელღების ხმა მინდა.

სანი და ჭანი ხანი და

ვერძის შუბლიდან, ხარიდან

ისევ მნათობთა გზა მინდა,

ყოველ მნათობში ანთებულ

საიდუმლოში წვა მინდა..

ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,

ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,

ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,

მინდა გამოსვლა წამიდან,

ვეებერთელა ცა მინდა.

ანი ბანი და განი და,

ღმერთო, ამ შუბლის ამინდი

ცხრა მზით ამინთე, ამინ, და

ისევ ა-მინდა, ე-მინდა,

თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,

სანამ ცხოვრების ჰოემდე

მივალ ათასი ომიდან,

ერთი ძლიერი უ-მინდა,

სამოთხის ვაშლი უმი, და

მერე შენს გვერდით თუ გინდა,

ანი ბანი და განი და,

ღმერთო, დამინდე და მინდა.

 

 

რატი ამაღლობელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ზუსტად ჩემზეა :(

 

 

ტირი?

_ჰო, ვტირი...

_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.

_გიყვარს?

_ჰო, მიყვარს...

_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი

ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:

_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?

_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...

_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.

_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს

და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...

უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს

ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:

_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?

ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა

გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ზუსტად ჩემზეა

Vicious Girl

"ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს

გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება

და ტკივილს,ტკივილს,ტკივილს უმწარესს

რომლის ბადალიც არ მეგულება".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...