Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

უარყოფილი ღვთით და სატანით,

უცოდველი და ცამდე მართალი,

მშვენიერი ხარ, არც ვის სადარი,

მშვენიერი ხარ, ვით ზღვა ლიცლიცა,

როგორც ადამის შექმნამდე მიწა,

ვერ დაგივიწყოს გიხილოს ვინცა.

მშვენიერი ხარ, როგორც ნიავი,

ვით განთიადი შუქთა მფერავი,

თუმცა შენდარი მრავალი არი,

ვერ შეგედრება მაინც ვერავინ.

ლამაზმანების შენ ხარ სადარი,

მათი ტოლი ხარ და თანაბარი,

ციური შუქით ასე განბანილს

შენ, არად გიჩანს ჩემი უფლება.

უკაცრიელი შენ ხარ კუნძული

სადაც შენთან მყოფს ნეტარება დამეუფლება.

 

ჟაკ პრევერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"- რას ინატრებდი?

- მე მინახია, როგორ ჰყვაოდნენ იები მიწიდან ამოჩრილ კაცის ძვლებში, სიცოცხლეში რომ ეკითხათ ამ კაცისთვის, რას ინატრებდიო, ალბათ ვერ ინატრებდა ასეთ რამეს. მე კი ვინატრებდი."

გოდერძი ჩოხელი. 'ადამიანთა სევდა'

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"- რას ინატრებდი?

- მე მინახია, როგორ ჰყვაოდნენ იები მიწიდან ამოჩრილ კაცის ძვლებში, სიცოცხლეში რომ ეკითხათ ამ კაცისთვის, რას ინატრებდიო, ალბათ ვერ ინატრებდა ასეთ რამეს. მე კი ვინატრებდი."

გოდერძი ჩოხელი. 'ადამიანთა სევდა'

kj.

 

 

 

 

გოდერძი ჩოხელი-სიკვდილსა და ადამიანებს შორის დიალოგი

 

„– მაინც რატომ გვკლავ, ჰა?

– იმიტომ, რომ სიკეთე მინდა თქვენთვის.

– ეს რა სიკეთეა, შვილო?

– აბა, მაშ, სუ ადამიანები ხომ არ იქნებით?

– რატომაც არა...

– არ შაგწყინდებათ?

– რო დავბერდებით, მერე რაც გინდა, ის გვიყავი.

– ყველა რომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნება“.

 

დიალოგი ასეთი შთამბეჭდავი პარადოქსით მთავრდება:

 

„– რა არის სიცოცხლე?

– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის სევდა.

– სიკვდილი?

– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა“.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

დიალოგი ასეთი შთამბეჭდავი პარადოქსით მთავრდება:

 

„– რა არის სიცოცხლე?

– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის სევდა.

– სიკვდილი?

– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა“

ხო მაგარია.) და მის საფლავზეც ესაა ამოტვიფრული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო მაგარია.) და მის საფლავზეც ესაა ამოტვიფრული.

kj.

ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი კაცი იყო გოდერძი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მზე აღმოსავლით ამოიზიდა,

აღმოსავლეთი ჰგავს ზღაპრულ გვირგვინს

და მგზავრს მიწიერს ისევ იზიდევს

სუყველაფერი, რაც მოჩანს ირგვლივ.

 

გადაეფინა ლურჯ ზეცას თრთოლვით

მზის შუქი, გალღვა ღამის სიმძიმე

და ჩაბჟუტული ვარსკვლავთა ხომლი,

მოვა ღამე და კვლავ იციმციმებს.

 

შორი სიცოცხლის ბრწყინვა მეფური

არ მამშვიდებს და არ მეფერება,

არ შეიძლება, შეძრწუნებული

ვუჭვრეტდე ციურ მშვენიერებას.

 

ცაში რას ვპოვებ? ცაში მარტოდენ

უსასრულობას თვალნი ერთვიან,

ღამის წყვდიადი და სიმარტოვე _

ეს გზა ღმერთამდე ერთადერთია!

 

 

ათანას ფეტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადა ხარ, ნეტა, გვირილო,

სად, რომელ მხარეს ჰყვავიო?

ნისლი საიდან გიჩრდილავს,

საიდან გბერტყავს ქარიო?

იქნებ კიდევაც მიშველო,

თუ ცოცხალს მომისწარიო...

 

 

 

 

ტარიელ ხარხელაური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,,.....და მაინც ისევ ტრფობა რომ არა

რუსთველი ვეღარ დაწერდა შედევრს

ვეღარ დაწერდა შექსპირი რომანს

და ვერც ილიას კალამი პროზას....'''

 

 

ამონარიდი ერთ-ერთი ლექსიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალინა

ტრფობა რომ არა

"ტრფობა რომ არა", ვიცხოვრებდით, ჩემო მალინა, აწ სინამდვილის მკაცრი კანონით და არ იქნებოდა ცხოვრება იგი საამური და სასურველი http://s47.radikal.ru/i117/1001/fa/c6234d5f966d.gif

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხვალ გადავწერ,

ხვალ ავაწყობ,

ხვალ მოვალ და გნახავ,-

არაფერი, არაფერი

არ კეთდება ახლა.

ხვალ იქნება, ხვალ ითქმება,

ფიქრს ხვალისთვის ვმარხავთ,-

არავინ და აღარავინ არ ირჯება ახლა.

ყველაფერზე ხელს იღებენ,

მზე ტრიალებს ჩარხად.

ხვალ მოვალ და ხვალ გაკოცებ,

არ გაკოცებ ახლა

 

 

მორის ფოცხიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩაიცვი!

შიშველი თვალები მოგიჩანს ჩადრიდან,

რომლებსაც სიყალბე უტარებს ქუჩაში მარათონს.

გაგიცვლი ამინდებს-

შენთან რა ხანია გაწვიმდა

და სველი ასფალტი

კალთების აკეცვას გთავაზობს.

ჩაიცვი!

ხომ გცივა,

ხომ გინდა ცრემლები დამალო,

რამხელა ტბებია

შეხედე, ისედაც შენს ირგვლივ,

შარვლის ტოტებივით ტანზე გიმოკლდება სამყარო,

შენ კი, გარინდული დგახარ

და უბრალოდ არ იძვრი

შენი ადგილიდან,

რომელიც დაგითმო ვიღაცამ,

რომ სიცარიელე ჩუმად ამოგევსო განცდებით,

შეხედე, გათელილ ჰორიზონტს ისე შემოაცვდა

მზერა თუ ღრუბლების თეთრი ქარავანი-

გავცდები

ამ თვალებს,

რომლებიც მოგიჩანს ჩადრიდან,

ყალბია მზერა და

ამინდსაც სცოდნია შეჩვევა.

ჩაიცვი!

ხომ გცივა,

ხომ გინდა ვიღაცამ სანგრიდან-

ჩუმად დაგიძახოს

და გითხრას:

გპატიობ არჩევანს...

 

 

 

 

 

თეკლე ბატონიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოცი წლით შეწყვეტილი საუბრის გაგრძელება

 

გემუდარებით, ნუ დადებთ ყურმილს,

ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას,

ნუ ახსნით ცუდად პოეტის სურვილს,

რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც.

 

იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი,

შვილების დედას რას გკადრებთ აბა,

მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი,

გაშლილი თმები და ჩითის კაბა...

 

ახლა ძნელია დაბრუნდეს ისევ

აპრილის სუნთქვა, იების ფერი,

გამწირე რისთვის, დავეძებ მიზეზს,

და სიყმაწვილე შორიდან მღერის...

 

ო, ქალბატონო, გეძებდით დიდხანს,

გახსოვთ, მჯეროდა მუდამ იმ ხატის,

მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა,

მართლა გიყვარდით, თუ არ გიყვარდით...

 

გათავდა, მორჩა, თავდება ამით,

ჩვენი შეხვედრის ბოლო აკორდი,

არ გაგიკვირდეთ, აპრილის ღამეს,

ოცი წლის შემდეგ რომ მომაგონდით.

 

ახლა კი დადეთ თქვენი ყურმილი,

რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ,

მე ვიცი ფასი თქვენი დუმილის,

და პატიებას გთხოვთ, ქალბატონო!...

 

 

ავტორი არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშვიდობისდილაო ყველას

 

მოვედი, რომ მოგესალმო,

მზის ამოსვლა გახარო,

გიამბო, რომ ტყე ამწვანდა,

აწკრიალდა ცხრა წყარო;

 

ნაპირს გასცდა ნაკადული,

გალობს ჩიტი მზეწვია,

ბუჩქებს, ბალახს _ ყველას ერთად

გაზაფხული ეწვია;

 

ცაც ისეთი მაღალია,

გაზაფხულს რომ შეშვენის,

გულს სწყურია სიხარული,

სამსახური _ მე შენი;

 

შენთვის, მზისთვის, ყვავილისთვის,

დაე, ჩანგმა იჟღეროს,

ჯერ არ ვიცი, რას ვიმღერებ,

ვიცი _ უნდა ვიმღერო!

 

 

ათანას ფეტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

* * *

 

ალბათ გჭირდები და მე კი ასე

შორსა ვარ შენგან, არ მყოფნის ძალა,

ყოველ დღეს ჩუმი მოწყენით ვავსებ,

ცრემლსა და სევდას ღიმილით ვმალავ.

 

და ეს დღეც გადის როგორც სიზმარი,

შენი სახელი მრჩება ბაგეზე,

და სველი სუსხი დილა - ცისმარე

მიხსნის იარებს, მღრღნის და მაქეზებს.

 

ყოველ დღეს ჩუმი მოწყენით ვავსებ,

უსაზღვრო ტკივილს ცრემლებში ვმარხავ,

გული მაინც მაქვს იმედით სავსე,

უმისამართოდ ვივლი და... გნახავ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...