Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

  • 1 month later...

შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,

იღვიძებს დილა ცისფერი კაბით,

ქუსლით ნაგვემი იები მტკივა

მე მომიტევე თუ შემიყვარდი.

 

წუხელის წვიმამ დატბორა გზები,

კვლავ აჩრდილივით გეძებდი ქარში,

შენ თვალებიდან გცვივა სხივები

და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.

 

იასამნებად გეტყობა წლები,

დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,

მინდა გიყურო შორიდან გზნებით,

ჩუმად მოვიკლა ვნების წყურვილი.

 

ცად მინდა ფრენა ოცნების ფრთებით,

მარტმა ფიქრები ისევ არია,

მიყვარხარ ამას ნუ მეკითხები,

ეს არც ცხადი და არც სიზმარია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,

როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,

უკან გადმოვშლი მგონია ისევ,

და წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს.

 

თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,

მე ძველ კალენდარს დავცქერი ისევ,

თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,

და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ ...

 

თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას,

ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,

თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ,

ახლაც ლექსივით გამიმეორებ.

 

სული გაყინა ამ სიმარტოვემ,

გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს,

ასე მგონია თუ კი ვიპოვი,

მოხვალ და გულის კარებს გამიღებ.

 

მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,

როგორც უწმინდეს ფსალმუნის ფურცელს,

უკან გადმოვშლი მგონია ისევ

პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს

განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,

ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,

ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.

 

აანთო თეთრი ლამპიონები

და ცას მიაპყრო სხივების კონა

მარადისობის ნათელი ფერით

გამოუცხადა სამყაროს გლოვა

 

ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,

და დამავიწყო რაც მიწამია,

მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება

მარადისობის ერთი წამია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.

და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,

რემარკისეულ ბებერ “კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,

შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.

 

და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,

შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად,

ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ,

ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა,

ამტკივდა შენი არსებობა,

შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი,

ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ,

მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს.

 

ვიმახსოვრებდი ყოველ წამს,

რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება,

მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს,

მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება.

რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი,

რადგანაც გული ბრმავდებოდა.

 

მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა,

მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი.

და დედამიწა დაკარგული,

დავიწყებული მიწის თილისმა,

მუზების ჯარი.

 

ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს,

ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი,

ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს,

მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი…

 

ცვალებადია, პოეზია არარსებული,

ოკეანეა თვალებში ცრემლი………

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იყო საღამო… ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი,

ცაზე არ ჩანდა არც ვარსკვლავი, არც რომანტიკა,

მსმენელი ერთი, არც მოხუცი, არც ახალბედი

და უცხო ხმების უსასრულო, ღრმა დიდაქტიკა…

 

ასე მგონია, ირგვლივ მხოლოდ სიჩუმე ისმის,

მე ვუკრავ, მაგრამ, თითქოს ნოტებს მოედო ობი!..

მსმენელი ერთი, არც ბავშვი და არც ვიღაც მწირი…

და კვლავ სიჩუმე და სიჩუმე და სიტყვის ფობი.

 

მორჩა კონცერტი… რომ ჩაუწყდა ხმა ყველა ბგერას,

როცა დაღლილმა ამოვღერღე მე ბოლო ნოტი,

მსმენელი ერთი, არც წითური და არცა ქერა

ამ ეფინიზმით დაბნეული, ვით უხმოდ ჭოტი…

 

მე დავასრულე, ხომ ვიმღერე მარტომ დუეტი?!.

ახლა სცენაზე თავდახრილი მოველი თქვენს ტაშს…

მსმენელი ერთი შავგვრემანი, სველი უპეთი

მომიახლოვდა და სიფრთხილით აქნევდა თავს…

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თოვლი გაგიჟებს,

ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა

ფეხს რომ გაბიჯებ.

ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს

ყოფნა უენო,

ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი

ყოფნა უშენოდ.

ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით

გტკივა ფესვები

წელში იხრებით ქართან ომით

არყნი, მუხები.

ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ

დიდხანს სიცოცხლე,

ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,

ყოფნას ვუმოკლებთ.

ვინ იცის, ურვა და ჩივილი

ქარის, მიწის, ცის . . .

პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის

არავინ იცის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • 3 months later...

***

 

ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და

ჰაერივით და მზესავით მჭირდები,

წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ და

ასფურცელას ასი ფერით ვირთვები...

 

ბავშვობაში რომ დავკარგე ის თოჯინა

მიპოვნია წუხანდელი სიზმარით,

ვერ გავუძელ უშენობის ტკივილებს და

ცხრა მთის იქეთ, ჯადოქრებთან ვიყავი...

 

ვერ მიწამლეს, დავბრუნდი და ეხლა მინდა

ასკინკილა ვითამაშოთ თავიდან,

კაკანათი კვლავ დავუგოთ ჩიორებს და

არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან...

 

ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და

ხელისგულზე კვლავ გვირილებს ვიხატავ,

ჰაერივით და მზესავით მჭირდები და

წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ...

 

***

 

მინატრე როცა გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის,

როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა,

როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის,

მინატრე, როცა თოვლისფერი აპრილი მოვა.

 

მინატრე ყველგან, სიყვარული დაგაკლდეს სადაც,

როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი,

მე შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთად მოვალ,

როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი...

 

მინატრე ღამით, დამილოცე დეკემბრის თოვა

და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის,

მინატრე... როცა თოვლისფერი აპრილი მოვა,

როდესაც ჩემო, გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.

 

მინატრე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

ლოკოკინას მანძილი

 

გავდივარ სახლიდან

და ისევ ვბრუნდები.

გავდივარ... ვბრუნდები...

გავდივარ... ვბრუნდები...

მივცოცავ მწვერვალზე

და ისევ ვცურდები.

მივცოცავ... ვცურდები...

მივცოცავ... ვცურდები...

მდევნიან დღეები-

კარგები, ცუდები...

ოცნებებს მპარავენ

დღეები - ქურდები.

გავყურებ ჰორიზონტს,

ვაპირებ წავიდე....

ფეხს ვითრევ, ვაბრალებ

საქმეს და ამინდებს.

ვალაგებ ჩანთაში

საკვებად ლექსებს და

თვალები მდუღარე

ცრემლებით მევსება...

არადა, გზა მინდა,

არადა, მთა მინდა,

ცხოვრების დაწყება

ახლიდან... თავიდან...

არადა, მზე მინდა,

სითბო და სიცილი,

მომბეზრდა წივწივი-

უმწეო წიწილის!..

გავყურებ მწვერვალებს,

ნატვრებით ვბრუვდები...

გავდივარ... გავრბივარ...

და მაინც ვბრუნდები.

 

 

Mariami Kozmanishvili

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

მოგესალმებით ყველას :) ეს თემა ჩემი უსაყვარლესი თემაა და დღეიდან ხშირად მნახავთ აქ :kisa ეს დღეს გადავწყვიტე და რატომ გადავწყვიტე ჯერ არ გადამიწყვეტია :D

 

 

 

 

- მიყვარხარ! - ღმერთამდე... მის იქეთ ხომ მაინც არაფერია...

ჩემში ხარ!

- მე ჩემები! - ოცნება ყველას აქვს...

ოცნებებში ხარ!

- მესამყაროები! - ოცნებებში სულ შენ გხედავ...

...ჩემი სიცოცხლე ხარ !

- მესიცოცხლები! - გულში ჩასახლდი და მას აძგერებ...

გულში სისხლზე მეტი ხარ !

- გამისისხლხორცდი! - მეგატონა, პატარა ტკივილებს გულშ ვაგძავნი... მერე სულში...

გულში ხარ ! სულში ხარ !

- მეამაყები! - ვამბობ განსაკუთრებული გული გაქვსთქო...

ერთადერთი ხარ !

- მებედნიერები! - ბედნიერება ტკივილშია...

ჩემი ტკივილი ხარ !

- მეტკივილები! - იმედისფრად...

ჩემი იმედი ხარ !

-მენატრები! - წუთში 60 წამი, მე 61 ჯერ მენატრები...

წუთში წამზე მეტი ხარ !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულაც არ მინდოდა მაინც გამახსენა. წვიმა არ მინდოდა ზეცამ დამასველა. ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა, ყიდვა მინდოდა და ჯიბეში რა მქონდა.

 

სითბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა, როდესაც მციოდა არავინ მათბობდა. ღამე მინდოდა და უცბად თენდებოდა წუთი მინდოდა და ჟამი გრძელდებოდა.

 

მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო ,ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო. კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს.

 

ჩუმად ვიყავი და ჩუმად ხმა დაბლაო, დავიღლებოდი და ჩქარა რა დაღლაო. ყიდვა მინდოდა და ვკეტავ დაბინდდაო. ჩემ სახლს ვაღებდი და შენ აქ რა გინდაო.

 

არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო არ მომიპარავს და ეგეც ქურდიაო. რიგში ვიდექი და ეს აქ დაიცდისო, მთვრალი ვამბობდი და ამან რა იცისო.

 

სიცოცხლე მინდოდა და სიკვდილი მეტრფოდა ,თბილ სიტყვას ველოდი და არავინ მეტყოდა. მათხოვარს ვხვდებოდი და ფული მეც არ მქონდა ,გვერდს რო აუვლიდი ძუნწოს მეძახოდა.

 

ჯერ ყვავილ დავკრეფდი სადმე თუ გხვდებოდი რაში მჭირდებაო რატომ წუხდებოდი. ლექსებს გიწერდი და მგონი ვერარიო გამომივიდაო ესეც მწერალიო.

 

შველა მინდოდა და არავინ მშველოდა მეტირება და სულ ყველა მღეროდა შორს მივდიოდი და ნეტავ სად ივლისო გული მტკიოდა და ალბათ გაგივლისო.

 

რატომ დადიხარო დღისით ან ღამეო, სიტყვა არ მითქვამს და უკვე დამღალეო ამიტომ ვამბობ და ამიტომ მიკვირსთქო რომ ვსუნთქავ წუხდებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავიღალე ამდენი სევდის და უიმედო სიყვარულის დემონსტრირებით.

 

სადაც გავიხედე ყველა საკუთარ ტკივილს დასტირის , ზოგი მიატოვეს ... ღმერთო ჩემო_ გაახილეთ თვალები ... ვინ ღირს თან გაყოლად და გულის გაწვრილებმადე ტირილად ? ნუთუ ვინმე იმსახურებს ამას ? არაა ! დამიჯერედ არავინ!

 

ზოგმა მიატოვა ... უი წახვედი ? ჯანდაბამდე გზა გქონია – მიაძახა ვიღაცამ და ესაა სულ შენი love story ...

 

ზოგს ცალმხრივად უყვარს ... ეს ნამდვილად არ მწამს .გიყვარდეს ვიღაც და ის კი იჯდეს და სხვას უჟუჟუნებდეს ტუშით დამძიმებულ თვალებს –სისულელეა ! …

 

ის შეიყვარე ვინც შეგიყვარებს და იყავი ბედნიერი…

 

რა საჭიროა დაკავდე უაზრო მაზოხიზმით და იტანჯო თავი !

 

შევწუხდი რა ... გაქცევა მომინდა ამდენი ტკივილიანი ამბების მერე – ხო გაქცევა სადმე შორს _შოოოორს –იქ სადაც ვერავინ მოწვდება გრძნობებს ,

 

მაგრამ გულს რა უყო ? სად დავტოვო ? ვის მივაბარო ? __ არ იტოვებს არავინ

 

ზოგმა– ჩემი ‘’გულ’’ებიც ოხრად მრჩება,შენი რათ მინდაო ...

 

ზოგმა– ‘’გულ’’ს ვერ ვენდობი არეულობა იცის და ვერ დავიტოვებო ...

 

ზოგმა –ვაიმე შარშან ისე გადამრია ერთმა ‘’გულ’’მა ,მას მერე ‘’გულის’’ ატანა აღარ მაქვსო...

 

ზოგმა –‘’გულ’’ს ნუ დამანახებ ოღონდ და მილიონი ვალი მქონდეს მირჩევნიაო... ზოგმა – არა გენაცვალე მე და ‘’გული’’ ვერ ვრიგდებით ,ასე რომ სადაც წახვალ თან წაიყვანეო ...

 

არადა მე’’გულ’’ება ეხლა მე ?! : )

 

სად მაქვს ამის მოვლა–პატრონობის თავი.

 

იქ გრძნობებით ასაზრდოვე _აქ ვნების ცეცხლი შეუნთე,

 

იქ მზრუნველობა არ მოაკლო_აქ სიყვარულით მორწყე დილა –საღამოს ...

 

არა არ მინდა – ვტოვებ !

 

გამოჩნდება ვინმე ‘’გული’’ანი და დაიტოვებს ...

 

მე კი წავალ და უ’’გულ’’ოდ დავისვენებ ... უუფ რა ნეტარებაა !

 

აღარავინ გამიწვრილებს _

 

აღარავინ მატკენს _

 

აღარავინ ამიჩუყებს_

 

აღარავინ გამიტეხს_

 

და საერთოდ აღარავინ შეეხება _გულს !

 

ესეც ასე, უ’’გულ’’ო ცხოვრებას ვიწყებ და ‘’გული“სხმიერებას ნუ მომთხოვთ ! : )

Edited by ჰაჰაჰა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"რა შტერიო-დააბრალა ძმას..

დავთვერიო-დააბრალა სმას...

მეხვევაო-დააბრალა ქალს...

ვერ ხვდებაო-დააბრალა ხალხს...

 

დავიწვიო-დააბრალა მზეს...

რა ბილწიო-დააბრალა ზმნებს...

შევბერდიო-დააბრალა ცრემლს...

ვერ შეკრა და დააბრალა წრეს...

 

გავცივდიო-დააბრალა თოვლს...

არ მიცდიო-დააბრალა დროს...

უვიციო-დააბრალა ბრბოს...

ცრუ ფიციო-დააბრალა ბოზს...

 

უზრდელიო-დააბრალა შვილს...

კურდღელიო-დააბრალა შიშს...

თავს ვკარგავო-დააბრალა ფიქრს...

რას ვგავარო-დააბრალა ფირს...

 

არ მყოფნისო-დააბრალა ფულს...

მაყოვნებსო-დააბრალა პულსს...

კარგიაო-დააბრალა ცუდს...

ნაღდიაო-დააბრალა ცრუს...

 

მოკლედ ,ყველაფერი,ასე,

დააბრალა სხვას

 

ნიკო გომელაური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო სიხარულობს ჩემი სიხარული,

შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს.

თითქოს სიხარულობს ჩემი მწუხარებაც,

შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს.

თუა სიხარული, რა საკადრისია,

იკითხოს კაცმა, ვისი არი.

ვისიც უნდა იყოს,

თუა ჭეშმარიტი – ვიზიარებ!

 

არის მწუხარება? – ასეთი კაცი ვარ,

არასდროს ვიკითხავ ვისი არი.

ვისიც უნდა იყოს,

თუა ჭეშმარიტი – ვიზიარებ!

 

 

მუხრან მაჭავარიანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...