Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

ვარხარ!

სულის ტკივილამდე მიყვარხარ!

Vicious Girl

- დე...

- მეთამაშე, დე...

- მეძინება, დე...

- ზღაპარი მომიყევი, დე...

- მაკოცე ,დე..

- მომეფერე, დე...

- მიყვარხარ, დე...

- მშია, დე...

- წავალ რა, დე...

- მომწონს, დე...

- მგონი მიყვარს, დე...

- პატარა აღარ ვარ, დე...

- გავთხოვდი, დე...

- მივდივარ, დე...

- რომ მოვიცლი გნახავ, დე...

- მეც მენატრები, დე...

- რა გჭირს, დე...

- გეხვეწები, დე...

- არ მოკვდე, დე...

- არ დამტოვო, დე...

- მშვიდობით, დე..

 

 

უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ

გვერდით როგორ დაგიწვებით სერ

მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ

რომ სირხვილით დავიწვები სერ

მე ისეთი პატარა ვარ,

მე ისეთი პატარა ვარ ჯერ,-

მე რომ დედას მომაშოროთ-

ცოდვა არის, ადრე არის სერ,,,

დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,

წითელ-ყვითელ საკინძებით სერ,

ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი

თქვენ რომ გვერდით დაგიევებით, სერ

შემოდგომის უქმე უკვე გავიდა,

გრძელი არის ზამთრის ღამე სერ

მე იმ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან

არ მეყოფა სიძლიერე სერ...

აგერ ქარმაც ამოჰყარა ფიფქები,

ფოთოლიც კი არ ჩანს მწვანე, სერ

გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალწლის ღამეს, ო, ნინო, ჩემო,

რა უნდა გითხრა, მართლა არ ვიცი...

ვერ გხედავ, მაგრამ შენს არსებობას,

როგორც სასწაულს, ისე განვიცდი...

 

 

- - -

 

სასწაულივით მოვიდა თოვლი,

თეთრი პეპლებით აივსო ქუჩა,

მე შენს წინ ვდგები, როგორც მარტვილი,

ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ...

 

სავსეა სული შენი ძახილით,

თოვლით, იებით, მზით და ქარებით,

სასწაულივით დგეხარ ჩემს წინ და

სასწაულივით ვერ გეკარები...

 

თითქოს სიზმარში მოვიდა თოვლი -

თეთრი პეპლებით სავსეა ქუჩა,

მე მეშინია შენი გაქრობის,

ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ!...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტანკა

განა ქვიშაა ეს ჩემი გული-

ცხოვრების ტალღამ

გადაუაროს

და გადარეცხოს

მასზე ტვიფრული შენი სახელი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს,კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა

გვირილა კანჭებზე გაკოცებს,ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ...

გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის

მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვაინ მიხვდები ძვირფასო რაც გელის.......

თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი.ნიავი აგირევს ფიქრს აგიცანცარებს

რა ვნებიანია თან ქარი მაისში არ იცი?! მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის....

ეგ ყელი მაღალი როგორმე დამალე,იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს

თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს....

ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს

თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო...

Edited by zeskvi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სონეტი

 

მე საკუთარი მაქვს ყველაფერი-

ჩემი განცდები, ჩემი ლექსები,

აზრი -ნაფიქრლად გადადნობილი

და ხმა -მუსიკას ნაალერსები

 

მაქვს ყველაფერი ჩემი, საკუთრივ,-

თმენა, სურვილი გონება სრული

და ეს მაოცებს -შენი კუთვნილი

როგორ აღმოჩნდა ჩემს მკერდში გული..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისევ ვთვალთმაქცობთ და აღარც გვიკვირს,

ვკარგავთ სმენას და ყნოსვას დაგეშილს...

ყრმობაში მეტად განვიცდით სიკვდილს,

ვიდრე დაწყევლილ სიჭარმაგეში.

ჩემი უძილო ბავშვობის ზღვაში

დატივტივებენ მწარე წუთები...

ახლა მარტო ვარ ბედის წინაშე

და ვეღარავის გავებუტები.

თევზი დგაფუნობს, ბეწვს იცვლის მხეცი

და წყალიც ცდილობს ჩვენს გაცურებას...

რა საწყენია! ვერავინ შეცვლის

ადამიანის ბედს და ბუნებას.

 

ოსიპ მანდელშტამი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხურ მოტივზე

 

ნეტა მქნა შენი დობილი-

წელს დოინჯშემოჭდობილი,

შენი აზრების მსაჯული

შენი გრძნობებით ტანჯული..

ანა მქნა შენი წაწალი-

მოლოდინისგან ნაწვალი,

აუხდენელზე ვნებული,

თავს ღამედათენებული..

ვერ ხმალი -გულსა დამიკოდს

ყინვით დამზრალი ყვავილი,

კიბოდეს გადმოკიდული

დაჭრილ ირმისა ხავილი...

 

ვერ გაგიმეტე სატრფოო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიცი გარჩევა რძისაგან ბუზის,

ვიცი გარჩევა ბზისაგან ქერის,

ვიცი, ვინ კაცი რა საქმეს უზის,

ვიცი, ვინ ჩიტი რა ხმაზე მღერის,

ვიცი თვალადიც, ვიცი ართვალიც,

ვიცი უკმეხიც და კუდქიცინაც,

ვიცი ამ ქვეყნის ტყუილ მართალი,

ჩემი თავისა არა ვიცი რა.

 

ვიცი ყველა და ყველას გზა-კვალი,

ვიცი, რა ძაფი სად ჩაბურდულა,

ვიცი, რას უხსნის მღვდელს დიაკვანი,

ვიცი, რას ახვევს ქურდი ქურდულად,

ვიცი, ვინ ვისი კრიფა ყურძენი,

ვიცი, ვინ გასხლტა, ვინ ჩაიძირა,

ვიცი ღვინოც და ღვინის ჭურჭელიც,

ჩემი თავისა არა ვიცი რა.

 

ვიცი ნატვრა და ფასი ნატვრისა,

ვიცი, რისია ქალთა მისნობა,

ვიცი ბეატაც და ბეატრისაც,

ვიცი, რომელი რითი იცნობა,

ვიცი ათასი იწილ-ბიწილო,

ვიცი, ვინ ვისთან იძილღვიძილა,

ვიცი ცრემლი და ცრემლში _ სიცილი,

ჩემი თავისა არა ვიცი რა.

 

პრინცო, ვიცი და პასუხსაც მთხოვენ,

ვიცი, საწუთრო მეც შემიწირავს,

ვიცი, სიკვდილი შემუსრავს ყოველს...

ჩემი თავისა არა ვიცი რა.

 

 

ფრანსუა ვიიონი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს,კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა

გვირილა კანჭებზე გაკოცებს,ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ...

გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის

მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვაინ მიხვდები ძვირფასო რაც გელის.......

თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი.ნიავი აგირევს ფიქრს აგიცანცარებს

რა ვნებიანია თან ქარი მაისში არ იცი?! მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის....

ეგ ყელი მაღალი როგორმე დამალე,იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს

თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს....

ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს

თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო...

:love3: :love2:

 

გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!

წვიმავ, - ეს შენ გეხება.

რადგან ზოგი შენი წვეთი

სატრფოს ტუჩებს ეხება.

ეს ტუჩები მე მეკუთვნის,

ვერავის ვერ დავუთმობ.

თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს

ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

 

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,

დაიმოკლე ფეხები.

თმები - გინდა დაუსველე,

ტუჩებს ნუ შეეხები!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზამთრის მონოლოგი

 

ცივა, სხეული გამომეფიტა,

მალე ყინულად გარდავიქმნები,

ისე დავეცი ლურჯ თვალებიდან

მცვივა და მცვივა თეთრი ფიფქები.

 

მეგონა უცებ გაიდარებდა,

მაგრამ, როდესაც მთვარე იღვიძებს,

შიშისგან ვკვნესი ყველა კარებთან,

რომ არ მომტეხოს ფრთები სიცივემ.

 

მარტო დამტოვეს შეშლილ ქარებთან,

და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე,

ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად

უამრავ მარხილს გამომაბამენ.

 

როცა გრიგალიც საქმეს მოილევს,

და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას;

თითებს დავკიდებ, როგორც ლოლოებს,

ბოლო იმედის გადასარჩენად.

 

და, როცა ჟამი შხამიან ეკლებს,

ისე მომაყრის, როგორც კამათლებს,

მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე

თავის პატარა ნისკარტს დამადებს...

 

ნადირი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღესაც გრძელდება, დღესაც ასეა:

ქარი, სიჩუმე და ფოთოლცვენა...

და მე ვგრძნობ, როგორ მიცვლის ხასიათს

ქარი, სიჩუმე და ფოთოლცვენა...

 

მე, შეიძლება, დღეს დამეწერა

ის, რაც მაწვალებს გაჩენის დღიდან,

მაგრამ ჩემს თვალწინ მოტყდა კენწერო,

რომელსაც გუშინ ქარი ვერ ხრიდა.

 

და ისევ ქუჩას ვუბრუნებ თვალებს,

თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებს,

და ვიცდი, რადგან ვიცი, რომ მალე

ამტკივდებიან ფიქრები შენზე.

 

დღესაც ასეა, დღესაც ასეა:

ქარი, სიჩუმე და ფოთოლცვენა...

და მე ვგრძნობ, როგორ მიცვლის ხასიათს

ქარი, სიჩუმე და ფოთოლცვენა...

 

 

ოთარ ჭილაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინდელი დღე მინდა ვიყო

და ვღიღინებდე ძველ სიმღერას მკვდარ ფრინველებზე

რომელთა ჩრდილსაც დროდადრო აჩენს სოფლის ბილიკი

და საღამოჟამს ბებერი თუთის ფუღუროდან მათი ფრთების შრიალი ისმის

 

ამ გზით მოვდივარ ყოველდღე შენთან

მომაქვს ჩამქრალი ლამპების შუქი

ვმღერი და ვკვდები ყოველდღე შენთვის

 

შენი სხეულის სითბო რომ არა

თბილ ქვეყნებში გავფრინდებოდი

 

შენი სხეულის სითბო რომ არა

ვეღარ ვნახავდი უდედმამო სახლების სიკვდილს

 

შენი სხეულის სითბო რომ არა

ვერ შევიგრძნობდი ჩვენი ბაღის თვალუწვდენელ შემოდგომას და

ვერ მოვისმენდი მეზობელი ქოხმახების ძილს

რომელსაც ქვია დახვრეტილი ბავშვის სახელი

 

აქ იწყება ჩემი სიყვარული

 

:love3:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- - -

 

თქვენ ჩემს დაქანცულ საქართველოს სანთლათ უნთიხართ,

და ცისფერ იმედს გაზაფხულის მზესავით ველი...

ჩემი ზღაპრების სამყაროდან მორცხვად გიყურებთ

თქვენი სიკეთით და სიდიდით დამფრთხალი შველი...

 

იყო საღამო ჩუმი ღელვის და სიხარულის

და მთელი ღამე ქარიშხლების იყო ბღავილი.

მე კი შორს თქვენგან სიყვარულით გულში ვტიროდი.

მე - თქვენი დიდი საბაღნაროს ერთი ყვავილი.

 

მერე გათენდა და როდესაც მზემ გაიღიმა

ასე მეგონა თქვენი დიდი შუქი მფარავდა,

და მაშინ მივხვდი, რომ მაგ გულის დიდ სიკეთესთან,

ყველა სიკეთე და სიდიდე დაპატარავდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატვრა

 

კაბა ჩამაცვი ფოთლების

მაისის ვარდის ფერი,

ამბორთა მძივი მაჩუქე

და დამიმშვენე ყელი.

 

ვერცხლის სარტყელის მაგივრად,

წელზე მომხვიე ხელი,

თორემ სიყვარულს მოგტაცებს

თავაწყვეტილი ჩქერი.

 

ბროლის ქოშები ჩამაცვი,

გამჭვირვალე და თლილი,

ყურზე საყურე დამკიდე

ალუბალი და თხილი,

 

თავზე გვირგვინად მზე მქონდეს,

მწვავდეს სხივების მზერა,

ღმერთო, მასმინე ჩიტების

სტვენა, გალობა, მღერა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...