Tea_Tutberidze Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 lasha1997 არ აპირებთ ბოდიშის მოხდას პატრიარქის მისი მრევლის წინაშე? მეტი კითხვა არა მაქვს. რა თქმა უნდა არა . მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ორგანიზაციას აქვს უფლება გამოხატოს ამ აზრისადმი კრიტიკული დამოკიდებულება დაპროტესტი, ასევე კანონის ფარგლებში. ეს ლიბერალური დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპი და ყოველდღიური პრაქტიკაა. ვფირობ, რომ ყველა თვალსაზრისი უნდა გაიგოს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პროვოკაციული ან მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი. შეგვიძლია განსხვავებულ თვალსაზრისს მოვეპრყათ კრიტიკულად, მაგრამ პატივისცემით. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Frank Einstein Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 ხალხი არჩევნების გზით თავის ძალაუფლებას გადასცემს მის მიერ არჩეულ ადამიანებს. თუმცა მიმაჩნია, რომ ხალხი არა მხოლოდ უნდა გადასცემდეს ძალაუფლებას, არამედ უნდა აკონტროლებდეს მის მიერ არჩეულ ხელისუფალთ.დღევანდელ ხელისუფლებას რო გადასცა ხალხმა ძალაუფლება აკონტროლებს ეხლა მას? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
agnus dei Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 სამწუხაროა ჩვენი ქვეყნის "მართლმადიდებლურ" ეკლესიაში რომ გაბატონებულია სრული უვიცობა ქრისტეს მოძღვრებისა. წერა-კითხვის უცოდინარი საეკლესიო იერარქია, "მართლმადიდებლური სამყაროს წმიდა სინოდი",ამპარტავანი,უჭკუო,გონებასუსტი,გაფუფუნებული სამღვდელოება ქრისტეს სახარების გვერდის ავლით აწესებს უგონო,ჯერ არგაგონილ გასაოცარ დოგმებსა და კანონებს, რომლის მეშვეობითაც ხდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის -ერთგული მრევლის ზომბირება და აგრესიულ მასად გადაქცევა...დღევანდელი "მართლმადიდებლობა" ქადაგებს ისეთ დე-მონურ და არადემოკრატიულ სწავლებას,რომელსაც არანაირი კავშირი და არც შეხება იესო ქრისტეს მოძღვრებასთან. ეს ჩემი პირადი აზრია....საჭიროა რეფორმაცია ეკლესიაში,განათლებული მღვდლები....შფოთიანმა ისტორიულმა ზღვამ და წყლის ქვეშ მყოფმა კლდეებმა ჩვენი ეროვნების ხომალდი მეტად დააზიანეს და საშიშარს მდგომარეობაში ჩააგდეს. თვით მისი არსებობაც კი მომავალში საეჭვო გახდა. სავალალოდ მხოლოდ მცირეოდენი გუნდი მამულიშვოლებისა ებრძვის ამ სახიფათო მდგომარეობას, ყოველის ზიანის განკურნებას ცდილობს, ცდილობს გადაარჩინოს დაღუპვას ეროვნული ხომალდი, გაიყვანოს სამშვიდობოს და სანუგეშო მომავალი მოუმზადოს. უმრავლესობა კი გულგრილად უყურებს ამ საშინელს ხიფათს და ან არ ესმის ამ ხიფათის მომაკვდინებელი მნიშვნელობა და ან თუ ესმის გულხელდაკრეფილი შესცქერის შავს მომავალსა, რადგანაც მთლად მოკლებულია უნარსა და მხნეობასა. ზოგნი კი, ვირთაგვებივით, სტოვებენ ეროვნულს ხომალდსა, ღალატობენ მას, გარბიან მისგან და იმედოვნებენ, რომ სხვა ხომალდზე მოიპოვებენ საზრდოს და ბედნიერებას. მაგრამ ისევე ულმობლად სტყუვდებიან, როგორც სულდაბალი ვირთაგვები......იაკობ გოგებაშვილი . ჩვენებური ვირთაგვები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tea_Tutberidze Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 paolo ქალბატონო თეაგამოგითქვამთ ოდესმე პროტესტი სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობების წინააღმდეგ?თუ დანაშაულობები არ ყოფილა? მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას დაუშვია შეცდომები და სამწუხაროდ უშვებს დღესაც. რაც შეეხება პროტესტის გამოთქმას, დიახ გამომითქვამს იმ ნაბიჯებზე, რაც მიმაჩნდა რომ არასწორი იყო. დანაშაულობებში რას გულისხმობთ თუ დააკონკრეტებთ, შევეცდები უფრო კონკრეტული პასუხის გაცემასაც . ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 Tea_Tutberidze მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ორგანიზაციას აქვს უფლება გამოხატოს ამ აზრისადმი კრიტიკული დამოკიდებულება დაპროტესტი, ასევე კანონის ფარგლებში.თეა, შენის აზრით კანონის გარდა ქვეყნად მორალი რატომ არსებობს? დასაშვებად მიგაჩნია თუ არა შეურაწყოფა, რაც კანონით არაა აკრძალული და რამდენად ჯდება თავად შეურაწყოფა დემოკრატიულ ღირებულებებში? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Frank Einstein Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 Tea_Tutberidze და კიდევ, რა არის თავისუფლების ინსტიტუტის ფუნქცია?ხალხი დაცვა მხოლოდ ბნელი სამღვდელოებისაგან?მე არ მახსენდება თავისუფლების ინსტიტურის მიერ ხელისუფლების კრიტიკა... ნუთუ ხელისუფლებას არ შეუბღალავს არც ერთ შემთხვევაში ადამიანების ტავისუფალი ნება? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tea_Tutberidze Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 UTUFURS აი კითხვა ჩემგან თეას: "არ გეზარებ(ოდ)ა?" არა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
hitchhiker Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 Tea_Tutberidze თეა ამჟამად სად ცხოვრობ? რამოდენიმე ინტერვიუში აღნიშნე რომ რაც მუქარის წერილები მოგივიდა იმის მერე სახლში ვეღარ მიდიხარ ვამაყობ შენით :bis: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tea_Tutberidze Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 TORNE თეა თუთბერიძის პასუხები ისევ არაფრისმთქმელი და დაუსაბუთებელი იქნება!ის ვერ იტყვის,რომ ხელისუფლების ,,დაკვეთას''ასრულებდა და ვერც იმას რისთვის დაჭირდა ხელისუფლებას მისი ამ კუთხით გამოყენება?!მაგრამ ერთი კითხვა მეც მაქვს:პატრიარქის დადანაშაულება პრორუსულ ორიენტაციაში რა მიზანს ემსახურებოდა?პატრიარქის დაპატიმრება ხომ არ იყო თქვენი მიზანი?ან მისი გაძევება საქართველოდან?(როგორც ქვეყნის მოღალატე!).აქ იგივე სცენარი გათამაშდა,როგორც ზვიადის დროს.ეროვნულობას ვერ ებრძოდნენ,ამიტომ პიროვენებაზე დაიწყეს მუშაობა,რაც ყველაზე კარგი ხერხია,რომ იდეაც ჩაკლა. აქ როგორც ვხედავ არის კითხვებიც და მოსაზრებებიც . შევეცდები გიპასუხოთ . ალბათ არც ამჯერად დაგაკმაყოფილებთ ჩემს მიერ გაცემული პასუხები, მაგრამ არაუშავს . სამწუხაროდ ამ ქვეყანაში იმდენი ვინმე ასრულებს „დაკვეთას“, რომ რთული წარმოსადგენია დღეს ადამიანებისთვის, რომ შეიძლება ვინმე „დაკვეთის“ გარეშედაც, საკუთარი აზრით მოქმედებდეს. მესმის თქვენი და არც ვაპირებ რამე გიმტკიცოთ. ერთი შემიძლია გითხრათ, ეს დისკუსია და ვიდეორგოლები პირადად ჩემი ინიცირებულია. მართალია, ვიდეორგოლები ჩემი პოზიცია არაა, ეს “მამა ბუასილის” პოზიციაა, მაგრამ დისკუსია, რომელიც მე ჩემს გვერდზე წამოვიწყე, არის ჩემი მოსაზრებები. თქვენი უფლებაა დაიჯერებთ თუ არა. ის ვინც კარგად მიცნობს, მათ ეს არა მხოლოდ სჯერად, არამედ იციან. რაც შეეხება პატრიარქის „დადანაშაულებას“ - პატრიარქი შეხვდა პედაგოგებს, სადაც მან შედარება გააკეთა სახელმწიფოსა და სახელმწიფოს მეთაურსა და გემსა და გემის კაპიტანს შორის და ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომზე. თქვა, რომ ჩვენ შეგვეძლო ეს ომი თავიდან აგვეცილებინა, ჩვენ შეგვეძლო მოგვეძებნა კარი, მაგრამ კარის მოძებნის ნაცვლად კლდეს ვურტყით თავი. მისი თქმით ქართულმა სახელმწიფომ თავიდან არ აიცილა ეს ომი, როცა მას ეს შეეძლო. მე ნამდვილად არ ვაპირებ სააკაშვილის დაცვას, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, პატრიარქის ეს განცხადება ნამდვილად იყო ძალიან შეურაცხმყოფელი. მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ძალიან ბევრი მოქალაქე უკავშირდებოდა აგვისტოს ომის წინ (წინა ორი დღის განმავლობაში). მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, თუ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა რუსი “მშვიდობისმყოფელების” და ე.წ. ერთმორწმუნეების ნასროლმა ტყვიებმა და მეკითხებოდნენ, თუ რატომ არ იცავდა ქართული სახელმწიფო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს რუსული აგრესიისგან. მე ვთვლი, სამწუხაროდ ჩვენს სახელმწიფოს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი. მას უნდა დაეცვა საკუთარი მოქალაქეები. სახელმწიფო ვალდებული იყო დაეცვა საკუთარი მოქალაქეები აგრესორებისგან. თუ პატრიარქი ფიქრობდა, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და თუ მას ჰქონდა ალტერნატიული გამოსავლის გზები, მაშინ ეს უნდა ეთქვა მანამ, სანამ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამდა და ჯარს შეიყვანდა კონფლიქტის ზონაში. ეს მას არ გაუკეთებია. დღეს კი, წელიწადნახევრის შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლების ნაბიჯი არასწორი იყო. მე ვფიქრობ, პატრიარქის ეს გამოსვლა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ყველაზე მეტად მათთვის, ვისი ოჯახის წევრებიც რუსი “ერთმორწმუნე მშვიდობისმყოფელების” ტყვიებმა შეიწირეს. პატრიარქი ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ჩემში პატრიარქის ზემოაღნიშნული გამოსვლა და თუნდაც ის, რომ დღეს იგი რუსეთის პატრიარქს კირილს, რომელიც არის КГБ –ს აგენტი მეტსახელად "მიხაილოვი", თბილისში პატიჟებს ესეც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. ერთმორწმუნე რომ მტერია ამას არ აქვს მიშვნელობა??? ილია მეორეის და გამსახურდიას შედარება ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია. ვინაც არ იცით, გეტყვით, რომ ილია მეორე 1977 წელს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა (და არა სულიწმინდამ) საქართველოს პატრიარქად დაგნიშნა. იგი ერთგულად ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც რუსეთის ახლა უკვე მოდერნიზებულ იმპერიას. დღეს ქართული ეკლესია, რომელიც მიმაჩნია რომ შორს დგას მართმადიდებლობისაგან, ფსევდოპატრიოტიზმითა და ქართული ტრადიციების ყალბი ერთგულებით ატყუებს მრევლს. სინამდვილეში კი ამკვიდრებთ რელიგიურ ნაციზმს და ცდილობთ შეაფერხოთ ნებისმიერი პროგრესული პროცესი საქართველოში. შეგიძლიათ იხილოთ ეს ვიდეო რგოლი. კარგად დააკვირდით და გაიხსენეთ, ასეთი გაბრწყინებული სახით თუ გინახავთ ილია მეორე ან გამსახურდიას ან სააკაშვილთან მიმართებაში? და ხომ არ დაფიქრდებოდით, ნეტავ რატომ? ზვიად გამსახურდიას რეჟიმი რომ რუსეთის მიერ დაემხო ქართველებისვე ხელით ეს თქვენთვის ახალია? თუ არ გახსოვთ ან არ გაგიგიათ? ისე მაგ დროს ხომ ვერ მეტყვით სად იყო ილია მეორე? ან იმდროს სად იყო ზვიადისტების მშვიდონიან აქციებს რომ ხვრეტდნენ ჯაბა იოსელიანის კრიმინალური ბანდის ე.წ. მხედრიონის წევრები? იქნებ შემახსენოს და მიმითითოს ვინმემ სად გამოვიდა ილია მეორე და სად დაგმო ამ ხალხის ჩახოცვა??? სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომ აფხაზეთში ჩვენი მართმადიდებლური ეკლესიები თავის მფარველობის ქვეშ აჰყავთ, რათა ვითომ და დაიცვან მუსულმანებისგან და როცა ამის შესახებ ჩვენს საპატრიარქოს დაუსვეს შეკითხვა, პასუხი იყო, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდნენ. ამ წუთამდე მათგან მე არავითარი კრიტიკული და პრინციპული პასუხი არ გამიგია და არანაირი მკაცრი შეფასება ამას არ მოჰყოლია ჩვენი საპატრიარქოს მხრიდან. ამ დროს ჩვენი პატრიარქი ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ვიმეგობროთ რუს მართლმადიდებლებთან და მათ ეკლესიასთან. მე ასეთი პატრიარქის არ მწამს. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებს, ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ვაყენებ. და ბოლოს, რაც შეეხება ისევ ილია მეორეს, სწორად გამიგეთ, მე მას როგორც ადამიანს, როგორც ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაურს ვცემ პატივს, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენს, მაგრამ როგორც პატრიარქს, მიყვარს და მუხლმოდრეკით ვცემ პატივს ამბროსი ხელაიას, რომელიც იყო ამ ქვეყნის გმირი, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობდა კატეგორიულად და რაღაც ბაიკებს კი არ ყვებოდა, არამედ აცხადებდა იმას, რომ ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა. ამბროსი ხელაია იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლეში თავისუფლების სიმბოლო იყო, გარდაცვალების შემდეგ კი ის არის ეროვნული გმირი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. აი ასეთი მღვდელმთავარი ეკუთვნის ჩვენს საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას. მე მინდა, რომ ასეთი პატრიარქი ჰყავდეს დღეს საქართველოს. babuagiorgi აქ მხოლოდ ერთ კითხვას აქვს აზრი, ისე ამას შეკითხვაც არ უნდა. რა არი სხვა გზით არ შგიძლია რეკლამა რომ გაიკეთო, რა მაინც და მაინც რელიგიას უნდა შეეხო? ხო კიდევ ერთი კითხვა. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ლეზბების მიმართ? პირველ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. თქვენი უფლებაა, რაც გნებავთ ის იფიქრეთ. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, გეტყვით, რომ შესანიშნავი . ყველა ადამიანი საკუთარ პირად ცხოვრებას თავად განსაზღვრავს, ყველა ადამიანი თავისუფალია არჩევანში . ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 დემოკრატია რომ ლობიოს ჭამა არ უნდა იყოს, კი გვითხრა მარკესმა მარაახომ არ ფიქრობ რომ საქართველოში დემოკრატია სწორედ ლობიოს ჭამა ჰგონიათ???? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Frank Einstein Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 რაც შეეხება პატრიარქის „დადანაშაულებას“ - პატრიარქი შეხვდა პედაგოგებს, სადაც მან შედარება გააკეთა სახელმწიფოსა და სახელმწიფოს მეთაურსა და გემსა და გემის კაპიტანს შორის და ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომზე. თქვა, რომ ჩვენ შეგვეძლო ეს ომი თავიდან აგვეცილებინა, ჩვენ შეგვეძლო მოგვეძებნა კარი, მაგრამ კარის მოძებნის ნაცვლად კლდეს ვურტყით თავი. მისი თქმით ქართულმა სახელმწიფომ თავიდან არ აიცილა ეს ომი, როცა მას ეს შეეძლო. მე ნამდვილად არ ვაპირებ სააკაშვილის დაცვას, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, პატრიარქის ეს განცხადება ნამდვილად იყო ძალიან შეურაცხმყოფელი. მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ძალიან ბევრი მოქალაქე უკავშირდებოდა აგვისტოს ომის წინ (წინა ორი დღის განმავლობაში). მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, თუ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა რუსი “მშვიდობისმყოფელების” და ე.წ. ერთმორწმუნეების ნასროლმა ტყვიებმა და მეკითხებოდნენ, თუ რატომ არ იცავდა ქართული სახელმწიფო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს რუსული აგრესიისგან. მე ვთვლი, სამწუხაროდ ჩვენს სახელმწიფოს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი. მას უნდა დაეცვა საკუთარი მოქალაქეები. სახელმწიფო ვალდებული იყო დაეცვა საკუთარი მოქალაქეები აგრესორებისგან. თუ პატრიარქი ფიქრობდა, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და თუ მას ჰქონდა ალტერნატიული გამოსავლის გზები, მაშინ ეს უნდა ეთქვა მანამ, სანამ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამდა და ჯარს შეიყვანდა კონფლიქტის ზონაში. ეს მას არ გაუკეთებია. დღეს კი, წელიწადნახევრის შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლების ნაბიჯი არასწორი იყო. მე ვფიქრობ, პატრიარქის ეს გამოსვლა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ყველაზე მეტად მათთვის, ვისი ოჯახის წევრებიც რუსი “ერთმორწმუნე მშვიდობისმყოფელების” ტყვიებმა შეიწირეს. პატრიარქი ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს არ უნდა აკეთებდესეს წაკითხული გვაქვს უკვე რამე ახალი გეთქვა...copy-paste ჩვენც ვიცით ჩვენს სახელმწიფოს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი. მას უნდა დაეცვა საკუთარი მოქალაქეები. სახელმწიფო ვალდებული იყო დაეცვა საკუთარი მოქალაქეები აგრესორებისგანეხლა რო ოთხო ბავშვი ყავთ გატაცებული, უნდა გამოვიხსნათ ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით? პატრიარქის ეს გამოსვლა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქისთვისხმა ტეასი ხმა ერისა თუ როგორაა?მე არ შეურაცხვყოფილვარ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tea_Tutberidze Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 analgin თეა, ლევან რამიშვილმა ყავაში რამე ხო არ ჩაგიყარა?... კი, სულ მიყრისხოლმე ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 Tea_Tutberidze პატრიარქის ეს გამოსვლა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ყველაზე მეტად მათთვის, ვისი ოჯახის წევრებიც რუსი “ერთმორწმუნე მშვიდობისმყოფელების” ტყვიებმა შეიწირეს.უკაცრავად რომ გეჭრებით, მგონი არც საქართველოს ყველა მოქალაქეს და არც ომში დაღუპულთა ოჯახებს მოუციათ თქვენთვის მსგავსი განცხადებების გაკეთების მანდატი ჯობია საკუთარი სახელით ისაუბროთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tea_Tutberidze Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 analgin შენ არ იყავი რო მწყევლიდი 2001-ში, მიშასთან და ლევან რამიშვილთან როგორ დადიხარ პრივატულ შეხვედრებზე, ეგენი არიან სოროსის მონები და საქართველოს გადაშენება უნდათო?...ისეთი დაგვწყევლე მაშინ ჩვენგან ერთი მართლა მოკვდა (მოკლეს)... სხვა კოშმარული სიზმრებიც ხომ არ გესიზმრებათხოლმე? . შემიძლია დაგეხმაროთ და გაგიგოთ კარგი ექმი ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი . ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Frank Einstein Posted November 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2009 (edited) Tea_Tutberidze გაგიგოთ კარგი ექმი ფსიქოლოგი ან ფსიქიატრიშედეგიც გვანახეთ პ.ს. რას ვერ აპატიებდით მიხეილ სააკაშვილს? როგორც პრეზიდენტს და როგორც მიშიკოს? Edited November 9, 2009 by FrankEinstein ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts