erekle2 Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 (edited) თურქეთის პირისპირ ევროპის იმედით პირველი მსოფლიო ომის დასასრული რუსეთის იმპერიის დაშლით აღინიშნა. საქართველო კვლავ თავისი ისტორიული დამპყრობლის - თურქეთის პირისპირ აღმოჩნდა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება კი მისი აღსასრულის დასაწყისს წარმოადგენდა. გერმანელების მიერ დასუსტებულ და სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული რუსეთისთვის კაბალური ხელშეკრულების თავსმოხვევა ძნელი საქმე ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ბრესტ-ლიტოვსკში აშკარად გამოჩნდა თურქეთის ინტერესიც - მიეტაცებინა საქართველო და ამიერკავკასიის ნაწილი. მართლაც, 1918 წლის 8-9 აპრილს თურქები საქართველოში შემოიჭრნენ. 21 აპრილს კი მათ დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და მთელი მესხეთი. ასეთ ვითარებაში ქართულ პოლიტიკურ წრეებში მომწიფდა აზრი, რომ შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რათა ”გამოცხადებულიყო ამიერკავკასიის დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა”. მაგრამ ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღიდან გადაუჭრელ პრობლემად იქცა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია. გერმანოფილური საქართველოს, ანგლოფილური სომხეთისა და თურქოფილური აზერბაიჯანის ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რაც იმთავითვე ცხადი გახდა. გარდა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა, ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს სიმტკიცეს დიდად ვნებდა ტერიტორიის გამიჯვნის საკითხი - ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს მწვავე სასაზღვრო დავა ჰქონდათ. ქართველ დიპლომატებს იმედი ჰქონდათ, რომ გერმანელები პრინციპულად დადგებოდნენ ქართული ინტერესების დასაცავად, მაგრამ როდესაც ამიერკავკასიაში გამარჯვებულმა ინგლისმა შემოდგა ფეხი, აშკარა გახდა, რომ ამ სახელმწიფოს მთავარ სამიზნეს ბაქოს ნავთობი უფრო წარმოადგენდა, ვიდრე დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ინგლისის მოქმედების ზონად (ფაქტობრივად, საოკუპაციო ზონად) გამოცხადებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საქართველო. იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ბათუმითა და საერთოდ, მთელი აჭარით ინგლისელები განსაკუთრებით იყვნენ დაინტერესებულნი. აღსანიშნავია ისიც, რომ 1918 წლის დეკემბერში მიმდინარე საქართველო-სომხეთის ომში, სომხეთის არმიის სერიოზული მარცხის შემდეგ, საქართველოს მთავრობას შეეძლო, შემოეერთებინა ისტორიული ქართული ტერიტორია - ლორეს რაიონი. ინგლისელი დიპლომატები და სამხედროები კი ანგლოფილური სომხეთის მხარეს დადგნენ და ეს შესაძლებლობა გამოუყენებელი დარჩა. ფრანგებმა და ინგლისელებმა აიძულეს საქართველოს მთავრობა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა საომარი მოქმედებანი სომხეთის წინააღმდეგ. საქართველო-სომხეთის ურთიერთობის მოგვარებაში ინგლისის ანტიქართული პოლიტიკის წყალობით განპირობებულმა შედეგებმა დიდი პრობლემები შეუქმნა ქართველ დიპლომატებს პარიზის კონფერენციაზე ერთა ლიგასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში. ვფიქრობ, ეს ერთი ეპიზოდიც სამარისია, რათა ნათლად წარმოვიდგინოთ ქართული დიპლომატიის ”დამოუკიდებელი” მოქმედების მიმართულება, რომელიც აშკარად გარედან თავსმოხვეულ ინტერესთა სამსახურში მდგომარეობდა და საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მისწრაფებათა საბედისწერო იგნორირების ხარჯზე ვითარდებოდა. (ამონარიდები ”ქართული დიპლომატიის ისტორიიდან”) ... თურქეთი მაშინვე შეუდგა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მინიჭებული უფლებების რეალიზებას - მოითხოვა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების დაცლა. 1918 წლის 10 მარტს თურქეთმა მოთხოვნა კვლავ გაიმეორა. 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ეს მოთხოვნა უარყო. ამიერკავკასიის კომისარიატსა და სეიმს კარგად ესმოდათ, რომ ომი თურქეთთან ადვილი არ იყო, ამიტომ დიპლომატიური გზით სცადეს კონფლიქტის მოგვარება. 1918 წლის 14 მარტს ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის საზავო მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხენკელი მეთაურობდა, მის ცდებს, ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები მთლიანად შეენარჩუნებინათ, შედეგი არ მოჰყოლია - თურქეთის დელეგაცია კატეგორიულად მოითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას. თურქეთის არმიამ საომარი მოქმედებები დაიწყო: 1918 წლის 8-9 აპრილს მტერი ამიერკავკასიის საზღვრებში შემოიჭრა. შეიქმნა კრიზისული სიტუაცია. 12 აპრილს აკაკი ჩხენკელმა ევგენი გეგეჭკორს სთხოვა თურქეთის წინააღმდეგ საომარი ოპერაციების შეჩერება. 13 აპრილს ამიერკავკასიის კომისარიატისა და ამიერკავკასიის სეიმის ფრაქციათა გაერთიანებულმა სხდომამ ერთხმად მიიღო ირაკლი წერეთლის რეზოლუცია ტრაპიზონიდან ამიერკავკასიის დელეგაციის გამოწვევის შესახებ. ეს იმას ნიშნავდა, რომ თურქეთთან ომი გრძელდებოდა. 9 აპრილს გამოუცხადებლად დაწყებული ომი 13 აპრილს ოფიციალური გახდა. თურქეთის არმიის შემაჩერებელი ძალა საქართველოს არ გააჩნდა. 15-21 აპრილს თურქეთის ჯარებმა დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი, მთელი მესხეთი თითქმის ბორჯომამდე. თურქეთის შეჩერება ქართულმა ჯარმა მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე შეძლო. ასეთ მძიმე სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში 1918 წლის 22 აპრილს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. სხდომა გახსნა კარლო ჩხეიძემ, ამიერკავკასიის კომისარიატსა და სეიმში უკვე მომწიფებული იყო აზრი ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო დადგენილება: ”გამოცხადდეს ამიერკავკასია დამოუკიდებელ დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად”. ამიერკავკასიის სეიმმა ამავე სხდომაზე მოისმინა ტრაპიზონის საზავო მოლაპარაკებებზე მივლინებული დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ. სეიმის დადგენილებით, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შექმნა დაევალა აკაკი ჩხენკელს. 1918 წლის 26 აპრილს მან სეიმს დასამტკიცებლად წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა. სეიმმა უცვლელად დაამტკიცა აკაკი ჩხენკელის მიერ წარმოდგენილი პროექტი. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ასეთი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას: ა. ჩხენკელი - მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქნეთა მინისტრი; ნ. რამიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი; ა. ხატისოვი - ფინანსთა მინისტრი; ხ-ბ. მელიქ-ასლანოვი - გზათა მინისტრი; ფ-ხ. ხოისკი - იუსტიციის მინისტრი; გრ. გიორგაძე - სამხედრო მინისტრი; ნ. ხომერიკი - მიწათმოქმედების მინისტრი; ნ.-ბ. უსუბეკოვი - სახალხო განათლების მინისტრი; მ. გაჯინსკი - ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი; ა. სააკიანი - სასურსათო საქმეთა მინისტრი; რ. კაჩაზნუნი - სახელმწიფო უზრუნველყოფის მინისტრი; ა. ერზინკიანი - შრომის მინისტრი; ი-ბ. ჰაიდაროვი - სახელმწიფო კონტროლიორი. ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შექმნის დღიდან გადაუჭრელ პრობლემად ექცა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია. გერმანოფილური საქართველოს, ანგლოფილური სომხეთისა და თურქოფილური აზერბაიჯანის ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რაც იმთავითვე ცხადი გახდა. გარდა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა, ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს სიმტკიცეს დიდად ვნებდა ტერიტორიის გამიჯვნის საკითხი - ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან მწვავე სასაზღვრო დავა ჰქონდათ. სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სულ უფრო კატასტროფული ხდებოდა. 1918 წლის 11 მაისს ბათუმში განახლდა ამიერკავკასია-თურქეთის საზავო კონფერენცია. ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხენკელი მეთაურობდა. პირველსავე შეხვედრაზე გაირკვა, რომ თურქეთი პოზიციას არ ცვლიდა, პირიქით, უფრო მეტს მოითხოვდა. 1918 წლის 12 მაისს ბათუმიდან გამოგზავნილ საიდუმლო წერილში აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ საბჭოს აცნობებდა: 1) თურქეთი ითხოვს ახალციხეს, ახალქალაქს და ერევნის გუბერნიის თითქმის ყველა მაზრას; 2) თურქეთი თავის თავზე იღებს წესრიგის დაცვას ამიერკავკასიაში; 3) თურქეთი, ომის შემთხვევაში, ითხოვს ამიერკავკასიის რკინიგზით სარგებლობის უფლებას. ამავე წერილში აკაკი ჩხენკელი იმედს გამოთქვამდა, რომ გერმანია მხარს დაუჭერდა ამიერკავკასიის დელეგაციას, თუმცა გამორიცხული არ იყო საწინააღმდეგოც. წერილში ვკითხულობთ: ”ვთქვათ, ეს გეგმა არ გავიდა, გერმანელებმა არ დაგვიჭირეს ისე ძლიერ მხარი, რა ვქნათ? თათრებმა გასწირეს სომხები, აზერბაიჯანი ცალკე წავა, შეიძლება ოსმალეთზე გადავიდეს. ეს მოხდება მაშინვე, როგორც კი ომი გამოცხადდება ამიერკავკასიის სახელით. რა უნდა ქნას ქართველმა ერმა? ერთადერთი გზაა: ომში არ გაერიო. ომი ყელს გამოჭრის ერს, მოსპობას უქადის”. იმავე დღეს, 12 მაისს, აკაკი ჩხენკელი მეორე საიდუმლო წერილს გზავნის ბათუმიდან, რომელშიც მთელი კატეგორიულობით აფრთხილებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს: ”ყოველ შემთხვევაში, თუ გინდ ვერაფერსაც ვერ მივაღწიოთ, რაც მოასწავებს გერმანელებისაგან ჩვენს გაწირვას, ჩვენ არასგზით არ უნდა ვაწარმოოთ ომი. მხოლოდ და მარტო ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიხსნათ ჩვენი ხალხი დაღუპვისაგან. გაერთიანებული ამიერკავკასია, სულერთია, ვერ იარსებებს, თუ სომხების ტერიტორია ჩამოგლიჯეს მას”. აკაკი ჩხენკელის ორი წერილი საქართველოს ეროვნულ საბჭოს, ფაქტობრივად, სთავაზობდა გერმანოფილურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს, როგორც ერთადერთ რეალურ გამოსავალს შექმნილი კატასტროფული სიტუაციიდან. ამავე დროს, ისიც ცნობილი იყო, რომ თურქოფილური აზერბაიჯანი და ანგლოფილური სომხეთი გერმანიაზე ორიენტირებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე უარს იტყოდნენ. ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის ორი წერილის მიღების შემდეგ, 1918 წლის 14 მაისს, საღამოს, შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა გერმანიის ფაქტორზე დაფუძნებული საგარეო-პოლიტიკური კურსი. აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ბათუმში აკაკი ჩხენკელისათვის სახელმძღვანელოდ გაეგზავნათ შემდეგი მითითებები: ”1. ეცნობოს გერმანიის საზავო დელეგაციის თავმჯდომარეს, გენერალ ფონ ლოსოვს, რომ საქართველოს ეროვნული სანჭოს სურვილი და თხოვნაა, ყოველნაირად ხელი შეუწყოს გერმანია-საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი საკითხების რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაწყვეტას; 2. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, მიიღოს სათანადო ღონისძიება, რომ გერმანიის ჯარმა განაგრძოს სვლა ჩრდილო კავკასიაში, რათა იმდენად დაუახლოვდეს საქართველოს საზღვრებს, რომ შესაძლებელი იყოს მასთან კონტაქტის დაჭერა და საქართველო უზრუნველყოფილი იქნას გარედან მოსალოდნელი რაიმე საფრთხისაგან; 3. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, ხელი შეუწყოს გერმანიაში მყოფი ქართველი სამხედრო ტყვეების, სამშობლოში რაც შეიძლება მალე სამხედრო წესით დარაზმულად დაბრუნებას; 4. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, ვიდრე ეს საქმე მოხერხდებოდეს, დატოვოს საქართველოში მყოფი გერმანელი ტყვეები და მიანდოს გერმანიის ოფიცერთ მათი სამხედრო ორგანიზაცია, რათა საქართველოს მთავრობამ შეძლოს, საჭირო შემთხვევაში შემოიყვანოს ეს ჯარი შინაური წესრიგის დასაცავად და ანარქიასთან საბრძოლველად”. აკაკი ჩხენკელი გერმანიის დახმარებით ”საქართველოს ხსნის გეგმის” რეალიზებას შეუდგა. 1918 წლის 15 მაისს ბათუმიდან გამოგზავნილ საიდუმლო წერილში იგი არწმუნებდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლებელი იყო. აკაკი ჩხენკელი იმასაც იტყობინებოდა, რომ ინგლისის დახმარებით თურქეთის შეჩერება არარეალური იქნებოდა. 15 მაისის წერილში აკაკი ჩხენკელმა კატასტროფიდან თავის დაღწევის ერთადერთ გზად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება დასახა: ”საქართველოს დამოუკიდებლობა - აი, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, როცა აქაური (ბათუმის) მოლაპარაკება შეწყდება. შეწყდება იმიტომ, რომ თურქების პროექტი მიუღებელია. ეს მათ მშვენივრად იციან, მაგრამ მიზნად ხომ ჩვენი მთლიანობის დამხობა აქვთ”. საქართველო-გერმანიის დაახლოებას რეალური საფუძველი ჰქონდა. გერმანიისათვის კი საქართველო მისი აღმოსავლური პოლიტიკის ფორ-პოსტი იქნებოდა. საქართველოს მნიშვნელობას გერმანიისათვის ისიც ზრდიდა, რომ ინგლისზე ორიენტირებული სომხეთი და თურქეთზე ორიენტირებული აზერბაიჯანი ეწინააღმდეგებოდნენ გერმანიის დამკვიდრებას ამიერკავკასიაში. გერმანიას სუსტი პოზიციები ჰქონდა აღმოსავლეთში და ამ რეგიონში წარმატების მოპოვება გარკვეულწილად გაუადვილებდა საქართველოში მტკიცე პოზიციების შექმნას. მოამზადა თემურ ქორიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ისტორიული მემკვიდრეობის” საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე http://erekle-2.ge/ Edited November 6, 2009 by erekle2 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2009 მოამზადა თემურ ქორიძემეს ისააა?იიის?:sorry:თურქეთის პირისპირმორჩით რა ბუას ძიებას!-მაშინ ოსმანური იმპერია იყო, ეხლანდელი ტურქეთი სულ სხვაა-ზუსტათ ისე როგორც ეხლანდელი საქართველო თამარისდროიდელისგან განსხვავდება. ეგეთი პრადვინუტი ქვეყანა გავხდეთ ჯერ და რუსეტი გახდეს -მერე ვიძახოთ ბუააო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2009 (edited) რავი, ჩემი აზრით, ეს თემა ისტორიის განყოფილებაში უნდა იყოს მოკლედ, თEმა გადადის ისტორიის განყოფილებაში Edited November 7, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted November 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2009 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი ოთხი მეზობლიდან ყველაზე ნაკლები პრობლემები თურქეთთან გვაქვს. ზოგი კი ჯერ არარსებულ საფრთხეებზე აკეთებს მინიშნებებს.ისტორიაზე კი ბატონო, ვილაპარაკოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ivan Grozny Posted November 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2009 ეს თურქული ფორუმი ხომ არ არის? ანკარა ხომ არ გაფინანსებთ?PS. ეტყობა აქ ბევრია სტამბულის ბაზარში გაყიდული ქართველების ვაი–შთამომავალი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2009 Ivan Grozny ეს თურქული ფორუმი ხომ არ არის? ანკარა ხომ არ გაფინანსებთ?სადაც რუსეთზე კაის ლაპარაკობენ ის რუსული ფორუმია პეტერბურღი აფინანსებს?PS. ეტყობა აქ ბევრია სტამბულის ბაზარში გაყიდული ქართველების ვაი–შთამომავალი!და იქ ბევრია გივიების მიერ ნაყიდი ნატაშების ვაი-შთამომავალი?-მაგ ლოგიკით ბრატ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.