Jump to content
Planeta.Ge

მოძრაობის იდეოლოგია


Recommended Posts

ამ ფორუმზე ძალიან ბევრს უნდა მათ შორის მეც მინდა შევქმნათ გარკვეული სახალხო მოძრაობა, რომელიც გარკვეულ გავლენას მოიპოვებს ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

შეხვედრამდე ჯობია შევთანხმდეთ რა იდეით უნდა გავერთიანდეთ..

 

შეიძლება ეხლა ისეთ საერთო იდეაზე შევთანხმდეთ რომ ძალიან ბევრს მოეწონოს და ბევრი ქართველისთვის იყოს მომხიბლელი.

 

ასე რომ დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა, თუ გვინდა მოძრაობის შექმნა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 82
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Nukriko

შეიძლება ეხლა ისეთ საერთო იდეაზე შევთანხმდეთ რომ ძალიან ბევრს მოეწონოს და ბევრი ქართველისთვის იყოს მომხიბლელი.

 

ასე რომ დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა, თუ გვინდა მოძრაობის შექმნა..

თქვი შენი მოსაზრებები

 

მეც მაქვს ჩემი მოსაზრებები, მერე ვიტყვი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა რამდენი გეყოლებათ უშიშროების წარმომადგენელი წევრად?:D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა რამდენი გეყოლებათ უშიშროების წარმომადგენელი წევრად?

TATASTROFA, საინტერესოა უშიშროების სამსახური რამდენად სერიოზულად აღიქვამს ამ ფორუმის ინიციატივებს.

ვფიქრობ უზერთა და ფორუმის წამკითხველთა სიმცირის გამო დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება.

ასე რომ მგონი ჯერჯერობით საშიში არ უნდა იყოს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

საინტერესოა უშიშროების სამსახური რამდენად სერიოზულად აღიქვამს ამ ფორუმის ინიციატივებს.

ვფიქრობ უზერთა და ფორუმის წამკითხველთა სიმცირის გამო დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება.

ასე რომ მგონი ჯერჯერობით საშიში არ უნდა იყოს.

ნუ ეხლა...ბოდიში ფორუმ.გე ვერაა ჯერჯერობით რაოდენობით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ვფიქრობ უზერთა და ფორუმის წამკითხველთა სიმცირის გამო დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება.

ასე რომ მგონი ჯერჯერობით საშიში არ უნდა იყოს.

 

 

 

--------------------

გეგონოს:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ეხლა...ბოდიში ფორუმ.გე ვერაა ჯერჯერობით რაოდენობით

newstudio, ჩემთან მობოდიშება არ არის საჭირო, რადგან მე უფრო აქაურად ვგრძნობ თავს და ამ ფორუმის გაწონასწორებული იდილია უფრო მაწყობს. ფორუმ.გე-ზე ბოლოს როდის დავპოსტე აღარც მახსოვს. იქ ხანდახან შევიხედავ ხოლმე და არავითარი სურვილი აღარ მიჩნდება დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია.

იქ ზუსტად იმ დისკომფორტს განვიცდი რაზეც TATASTROFA მიანიშნებდა. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოძრაობის იდეოლოგია

 

 

 

ოღონდ ეს "მოძრაობა" (თვითონ სიტყვა) არ მომწონს, იქნებ სხვა რამე მო(ვ)იფიქროთ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

მე ვფიქრობ, რომ მაინც ხარისხი მნიშვნელოვანია.

თუ შევძლებთ ძლიერი და პროგრესული იდეის გარშემო ორგანიზებულ გაერთიანებას, მაშინ უშიშროების ყურადღებასაც დავიმსახურებთ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშინ უშიშროების ყურადღებასაც დავიმსახურებთ.

paolo, აი ეგ არ მაწყობს სწორედ. მაგ სამსახურის ბიჭებს არც კანონი აინტერესებთ და არც გულისხმიერებით გამოირჩევიან. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

თუ შევძლებთ ძლიერი და პროგრესული იდეის გარშემო ორგანიზებულ გაერთიანებას, მაშინ უშიშროების ყურადღებასაც დავიმსახურებთ.

ძაან გინდა?!

 

თუმცა მინდა დაგარწმუნოთ რომ უშიშროებას ეს ფორუმი უყურადღებოთ არ ყავს დატოვებული :jump:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

 

ძაან გინდა?!

 

თუმცა მინდა დაგარწმუნოთ რომ უშიშროებას ეს ფორუმი უყურადღებოთ არ ყავს დატოვებული :jump:

ჰოდა მაშინ წავედი ეხლა მეძინება. იქნებ ღამე რამე იდეა მომივიდეს თავში. :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშ ასე მე ჩემ აზრს გამოვთქვავ იდეოლოგიის შესახებ

 

1) ინდივიდი და სახელმწიფო

საქართველოს მოსახლეობის 30% ეთნიკურად არაქართველია და არამართლმადიდებელია. ამიტომ ჩვენი იდეოლოგიის მთავარი ადგილი დაეთმობა, შემწყნარებლობას და მრავალფეროვნებას. უნდა ვაღიაროთ რომ ადამიანს გააჩნია საკუთარი უფლებები.

 

ყველა ადამიანი, ინდივიდი არის განსაკუთრებული ბუნების მქონე რომელიც განსხვავდება მეორე ინდივიდისგან, ამტიომ მას გააჩნია საკუთარი უფლება, ეს უფლებები ჩვენ კონსტიტუციაში, როგორც უამრავ დემოკრატიულ კონსტიტუცებში არის დაფიქსირებული:

სიტყვის-თავისუფლება, სინდისის თავისუფლება და ა.შ (აქ საჭორო იქნება უფლებების სრული დაწერა, თუ ეს მოძრაობის წესდებად იქცევა)

სახელმწიფო ვალდებული უნდა იყოს, ყველანაირ ორგანიზაციისგან (დიდი კორპორაციისგან, საზოგადოებრივ ორგანიზაციისგან, რელიგიური ორგანიზაციისგან) დაიცვას ინდივიდი თუ ინდივიდის უფლება ირღვევა და ინდივიდისმისი უფლების დაცვა ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საქმედ უნდა აქციოს სახელმწიფომ. (სახელმწიფო უნდა ვამუშაოდ ინდივიდზე)

 

2) სოციალური თანასწორობა

 

იმის გამო რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ოლიგიარქიული სისტემა, სადაც არსებობს ორი უკიდურესი ფენა ღარიბებისა და მდიდრების, სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ეკონომიკურ ცხოვრებაში და დაასტაბილუროს საზოგადოების სოციალუ-ეკონომიკური ცხოვრება.

 

ის მოტივი რომ ინდივიდს გააჩნია უფრო მეტი ნიჭი ვიდრე სხვა ინდივიდს და ამით იშოვა დიდი ფული, საქართველოს მაგალითზე ნაკლებად მოქმედებს, რადაგნ ფული მოპოვება და გამდიდრება მიოხდა ხშირად არაკანონიერ მეშვეობით. ამიტყომ სამართლიანობა მოითხოვს, რომ სახელმწიფომ ადამიანებს ერთნაირი ან უფრო თანამბარი ანაზღაურება და მატერიალური მდომარეიობ უზრუნველყოს

 

სხვა გვარად ჩვენ მივიღებთ ოლიგარქიულ სისტემას ან ე.წ კორპოროკრატიას.

 

სოციალური თანასწორობა და სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის დაბალანსება, გამოიწვევს იმას რომ უცხო კაპიტალის მსხვერპლი არ გახდება საქართველო.

 

3) დეპოლიტიზირება

 

უმთავრესი ამოცანა ჩვენ ქვეყანაში არის დეპოლიტიზირება სასამართლოსი, პოლიციის და ჯარის. (ეს საკიტხი უფრო გასაშლელია)

 

4) რეპუტაციის იდეოლოგია

 

ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეს გააჩნია რეპუტაცია. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დავნერგოთ რეპუტაციის კულტურა, თუ კი ადამიანს აქვს რეპუტაცია შელახული, მას არ მიეცეს მეორე შანსი საზოგადოებრივ და პოლიტკურ ცხოვრებაში აქტიური მოქმედებისა, მაგ: უამრავი ჩვენი პოლიტიკოსი (იგივე კობა დავითაშვილი) არის შემჩნეული ფულის აღებაში და მას რეპუტაცია შელახული აქვს, ამიტომ საზოგადოებამ უნდა მოახერხოს მისი კოლიტიკჯური ცხოვრებიდან "გაძევება", რეპუტაცია უნდა გახდეს მტავარი კრიტერიუმი ადამიანის შეფასებისა და არა ქარიზმა.

 

5) იდენტობის შენარჩუნება და ტრადიციები

 

ქართველებს გვაშინებს გლობალიზაცია, რადგან პატარა ერი ვართ და გვეშინია რომ გლობალურმა კულტურამ არ გადაგვყლაპოს. ამიტომ საჭიროა საკუტარი ეროვნული კულტურის დაცვა. არა პრივილეგირება, რომ უცხოური კულტურა არ შემოვუშვათ, არამედ უცხოურის გვერძე რომ ყოველთვის ფინანსდებოდეს ადგილობრივი კულტურულ-ტრადიციული ღონისძიებები. (ეს პუნქტიც შესავსებია)

 

6) საზოგადოება

 

სახელმწიფო როგორც ძალადობის ინსტიტუტი არის ძალიან საშისი, ის კონტოლის გარეშე დიქტატურაში მალევე გადადის, ამიტომ მის დასაბალანსებლად საჭიროა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. რადგან დღეს-დღეობით სუსტია სამოქლაქო საზხოგადოება საქარტველოში, ამისთვის საჭიროა ის გაკეთდეს რაც თავის დროზე რუზველტმა გააკეტა. შექმნა და დაიწყო პროფკავშირების და საზოგადოებრივ მოძXრაობებიუს დაფინასნება და მოახდინა მატი გფაძლიერება. ამიტომ საქართველოში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ დიდი ფული ჩადოს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების შენებაში, ისეთ ორგანიზაციებში როგოერიცაა: პროგფკავშირები, ენჯეოები და ა.შ

 

დანარჩენს მერე დავწერ...

 

ეხლა რაში მეთანხმებიტ და რაში არ მეთანხმებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ეხლა რაში მეთანხმებიტ და რაში არ მეთანხმებით?

ყველაფერში...მაგრამ ეს დეკლარაციაა

 

აი როგორ, ესაა საკითხავი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...