lasha_alo Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 (edited) _ მათ სააკაშვილი არ დაგმეს და არ უარყვეს იმ ძირითადი დანაშაულისთვის, რომელიც მას აქვს. ის არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მტერი. ის არის ქვეყნისა და სახელმწიფოს მოღალატე რუსეთის სასარგებლოდ. ის, რომ არადემოკრატია, რომ კაციჭამიაა, რომ ქიმიური გაზებით მოსახლეობის მომწამვლელი და ქურდბაცაცაა და ა. შ. _ მეორე ბრალდებაა. პირველი ბრალდება მათ სააკაშვილს არ წაუყენეს. მეორე, მათ საზოგადოებას, ერს, ქვეყანას ვერ შესთავაზეს ვერანაირი პროგრამა. მესამე: ის ენერგია, რომელსაც მობილიზაცია გაუკეთეს და ქუჩაში გამოიყვანეს, არ წარმართეს სწორი მიმართულებით. მათ წარმართეს უპერსპექტივო ლოზუნგის მიმართულებით. "წადი, წადი" ლოზუნგი არ არის. ლოზუნგი არის "დამიბრუნე საარჩევნო უფლება, მომეცი სწორი საარჩევნო კანონი". ამაზე ვერავინ გეტყვის, ტყუილად გამოდიხარ ქუჩაშიო. მეორე: "დანიშნე ვადამდელი არჩევნები, იმიტომ, რომ ხარ არალეგიტიმური, ხელისუფლებაში ხარ დარჩენილი ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად და მესამე, "ჩაატარე რეალური არჩევნები, ანუ მიმაღებინე მონაწილეობა არჩევნებში". სამივე ეს არის ძალისმიერი ამოცანა. უნდა გამოსძალო საარჩევნო კანონი, უნდა გამოსძალო, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და ფიზიკურად უნდა მოუგო არჩევნების დღეს, დათრგუნო პოლიციის ჩარევა, კარუსელი და ა. შ. აი, ეს არის რეალური ამოცანა. ამ რეალურ მიმართულებას ოპოზიციამ ააცილა ხალხი. ამის გამო მიმაჩნია, რომ ამათი ახალი გააქტიურება არის ნაფტალინიდან ფიტულების ამოღება. _ ოპოზიციის ლიდერთაგან, თქვენი აზრით, ვინ იმსახურებს ნდობას და საერთოდ, როგორ დაახასიათებდით მათ? _ ოპოზიციის ყველა ლიდერი გულწრფელი არ არის, ბურჯანაძე, ჩემი აზრით, რუსებისაა, ნათელაშვილი, ცხადია, რუსების ყურმოჭრილი ფინიაა, ნოღაიდელზე ლაპარაკი ზედმეტია, ფორუმის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, რუსებისაა, ალასანია გაურკვეველი ფიგურაა ჯერჯერობით. დიდი ალბათობაა, რომ ის იმავე ფერისაა, რაც სააკაშვილი, ანუ შესახედად დასავლური და სინამდვილეში აღმოსავლური. ვინც გულწრფელია და გულით არის მოსული პოლიტიკაში, ის ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. ანდაზაა ევროპული, "ჯობია პირველი კაცი იყო სოფელში, ვიდრე მეორე კაცი იყო ქალაქში". ეს ანდაზა პარტიულ მუშაობაში არ ჭრის. სოფლის დონეზე სახელმწიფოს პოლიტიკა არ გაკეთდება. უნდა შეკრა ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მობილიზებას გაუკეთებს საქართველოს რეალურ პოტენციალს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებით. http://ghn.ge/news-1315.htmlდეტალებში მართალია,მაგრამ ჩვეულად ემოციური და ზოგჯერ ჯიუტად სუბიექტური .თუმცა დიდ პატივს ვცემ :eshmak: Edited November 6, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 lasha_alo მათ წარმართეს უპერსპექტივო ლოზუნგის მიმართულებით. "წადი, წადი" ლოზუნგი არ არის. ლოზუნგი არის "დამიბრუნე საარჩევნო უფლება, მომეცი სწორი საარჩევნო კანონი". ამაზე ვერავინ გეტყვის, ტყუილად გამოდიხარ ქუჩაშიო. ამაში მთლიანად ვეთანხმები.ფორუმის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, რუსებისაა,ამას მომკალით მაგრამ ვერ დავიჯერებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ძალიან მიყვარს ეგ კაცი... ხოლო ის თავღლე ადრე რომ მეცოდებოდა და უბრალოდ სირი მეგონა იმ კადრების შემდეგ უზომოდ მეზიზღება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 სამივე ლოზუნგი ერთმანეთს გავს. ხალხს კი მკვეთრი და იოლად გასაგები ენა უყვარს.მე ასე ვიტყოდი:მაინც შეიძლებოდა საბოლოო მიზნად მიშას წასვლა დაესახელებიათ, მაგრამ უნდა ემოქმედათ ნაბიჯ-ნაბიჯ და თანდათანობით დაეთმობინებიათ მისთვის პოზიციები. არ უნდა ჩაეკეტათ უკან დასახევი გზები და შედეგად გამოუვალ ჩიხში არ უნდა შესულიყვნენ, გაუთავებლად არ უნდა ენიშნათ წინასწარ რევოლუციის თარიღები...როცა ხელისუფლება თითქოს მზად იყო რაღაც დათმობაზე წასასვლელად, მაშინ ოპოზიციიდან მოდიოდა დაახლოებით ასეთი რეაქცია: "ეხლა ეს უკვე აღარ გვინდა, ეს ხომ დათმეთ, სხვა რამესაც დათმობთ."საბოლოოდ ვერაფერს მიაღწიეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ბურჯანაძე, ჩემი აზრით, რუსებისაა, ნათელაშვილი, ცხადია, რუსების ყურმოჭრილი ფინიაა, ნოღაიდელზე ლაპარაკი ზედმეტია, ფორუმის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, რუსებისააეგრეა ეგრე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 Saturn ეგრეა ეგრე ამასაც ეთანხმები?ის არის ქვეყნისა და სახელმწიფოს მოღალატე რუსეთის სასარგებლოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 (edited) ეხ, სააკაშვილის აბე ერთ სიმღერას მახსენებს. "ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელიავ რანუნი........." პ.ს. "დამიბრუნე საარჩევნო უფლება" პასუხი; "მოდი და წაიღე"............................. : ხომ იძახის პიარში, "მოდით დავსხდეთ და ვიმუშაოოოოოოთ სააააარჩევნო კანონზე". Edited November 6, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ნათაძის აზრები ბრეჟნევის პონტში არიან.სანამ არ მოკვდებიან, პოლიტიკას თავს არ ანებენ საქართველოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 lasha_alo მათ წარმართეს უპერსპექტივო ლოზუნგის მიმართულებით. "წადი, წადი" ლოზუნგი არ არის. ლოზუნგი არის "დამიბრუნე საარჩევნო უფლება, მომეცი სწორი საარჩევნო კანონი". ამაზე ვერავინ გეტყვის, ტყუილად გამოდიხარ ქუჩაშიო.როცა ნათაძე გაჯობებს ჭკუაში, დამთავრებულია იქ შენი პოლიტიკოსობა... ახალი ძალები გვინდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.