ლ ი ც ი Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 (edited) გოგა ჟვანია: უმაღლესი პირები ხელს აფარებენ ზურა ჟვანიას მკვლელებს "ჰკითხეთ ადეიშვილს და მერაბიშვილს რატომ აყალბებდნენ საბუთებს, რატომ აფარებენ ხელს მკვლელებს და რატომ ხუჭავენ თვალს ბევრ რაღაცაზე," - უთხრა "რეზონანსს" ყოფილი პრემიერის ძმამ, გოგა ჟვანიამ, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ უნახავს ის ჩანაწერი, რომელზეც იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თუმურ შაშიაშვილი საუბრობს. ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ ფლობს საიდუმლო აუდიოჩანაწერს, რომელიც საზღვარგარეთ ინახება და რომელიც ნათელს მოჰფენს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხს. გოგა ჟვანია: ყველაფერი ვიცი გადმოცემით. თვითონ ეს ჩანაწერი არ მინახავს და არც მომისმენია. ბატონი თემურისგან ვიცი, რომ აპირებს უახლოეს მომავალში ამ ჩანაწერის გამოქვეყნებას. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია კომენტარის გაკეთება. მაგრამ, ის, რომ ზურა მოკლულია, ეს არის ფაქტი და ამას მოწმობს ყველა ის მასალა, რაც არსებობს. როგორც ვიცი, ბატონმა თემურმა ამ საუბრების მხოლოდ ნაწყვეტი მოისმინა, სადაც უკვე პოსტ-ფაქტუმ მიდის საუბარი იმაზე, თუ როგორ მოახდინონ ამ ყველაფრის ინსცენირება. "რ": აქამდე თუ იცოდით ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ?გ.ჟ: არა, და ჯერჯერობით ეს ჩანაწერი არ მომისმენია. რაც შეეხება საერთოდ იმ მასალებს, რაც ჩვენ გვაქვს, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის მკვლელობა. არსებობს ასევე მასალები, რომ მერე მოხდა ამ ყველაფრის ინსცენირება, თითქოს გაზით გაიგუდა. ასევე, არსებობს მასალები, როგორ ცდილობდა ხელისუფლება საქმის მასალების გაყალბებას.პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ხელს აფარებენ ზურა ჟვანიას მკვლელებს. რითია ეს ყველაფერი გამოწვეული და ვის რა მონაწილეობა აქვს ამ საქმეში მიღებული, ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. მეტიც, დაცვის უფროსმა მკვლელობის ღამეს ზურას სეიფი გახსნა და საბუთები მოიპარა. ეს ადამიანი არავის დაუჭერია ამაზე. პირიქით, დააწინაურეს. "რ": რის საფუძველზე ამბობთ, რომ მან ამოაცალა გარდაცვლილ პრემიერს ჯიბიდან გასაღები? თავად ამ ბრალდებას უარყოფს...გ.ჟ: საფუძველი რას ნიშნავს?.. მივიდა მარტო, გახსნა ზურას სეიფი და რაღაცები ამოიღო. მას არ ჰქონდა უფლება, ზურას პირადი სეიფი გაეხსნა. მკვლელობის საღამოს ზურას ჯიბიდან პირადი გასაღები ამოიღო, ნაცვლად იმისა, რომ გადაეცა ოჯახის წევრებისთვის, წავიდა, გახსნა სეიფი, რაღაცები ამოიღო და წავიდა. ამას ჰქვია ქურდობა. "რ": როდის ამოაცალა გასაღები, პროზექტურაში გადასვენებამდე?გ.ჟ: ჯერჯერობით არ შემიძლია მთლიანად აღვადგინო ღამის მსვლელობა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს მოხდა მაშინ, სანამ ექსპერტიზაზე წაასვენებდნენ. "რ": გავრცელდა ასეთი ხმებიც, თითქოსდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში ოლეგ მელნიკოვი ფიგურირებს, ხომ არ გაგიგიათ ამის შესახებ რამე?გ.ჟ: არის ასეთი ვერსიები. მაგრამ, ყველაფერ ამას სჭირდება მტკიცებულება. ჯერ-ჯერობით ეს მტკიცებულება არ მაქვს. ისე, ძალიან კონკრეტულ გვარებზე და კონკრეტულ ვერსიებზეა საუბარი. არ მიყვარს ფაქტების გარეშე საუბარი. როდესაც რაღაცას ვამბობ, ყოველთვის მაქვს ამის დოკუმენტური მტკიცებულება. ვამბობ, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ხელს აფარებენ მკვლელებს. გენპროკურატურა აყალბებდა საქმის მასალებს. ბუნებრივია, ეს ხდებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის თანხმობით. ჰკითხეთ ადეიშვილს და მერაბიშვილს რატომ აყალბებდნენ საბუთებს, რატომ აფარებენ ხელს მკვლელებს და რატომ ხუჭავენ თვალს ბევრ რაღაცაზე. "რ": როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები პრეზიდენტის გარეშე შეძლებდნენ ამ საქმის გაყალბებას?გ.ჟ: რა თქმა უნდა, არა. ბუნებრივია ერთმანეთთან შეთანხმებით ხდებოდა ყველაფერი. "რ": მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიც აფარებს ხელს პრემიერის მკვლელებს?გ.ჟ: რა თქმა უნდა, და ეს მითქვამს არაერთხელ. სააკაშვილი აფარებს ხელს მკვლელებს. "რ": შაშიაშვილი არაა პირველი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პრემიერი არ გარდაცვლილა იმ ბინაში. ეს განცხადება თავდაპირველად ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა. ხომ არ გიცდიათ მასთან შეხვედა?გ.ჟ: არა. არ შევხვედრივარ. ირაკლი ოქრუაშვილს მაშინ ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა. თავდაცვის მინისტრი და იმ გუნდის წევრი იყო, რომელიც მაშინ ყველაფერს მართავდა. მითუმეტეს, თავისი სპეცსამსახურები ჰყავდა. ასე რომ, შესაძლებელია მას ჰქონდეს რაღაცა ინფორმაცია. "რ": თუკი პრემიერი მართლა გაზით გაიგუდა, მაშინ რატომ არ დაიხურა ეს საქმე?გ.ჟ: ვერ დაამტკიცებენ დოკუმენტურად, რომ ზურა გაზით გაიგუდა და ამიტომ ვერ ხურავენ ამ საქმეს. საქმის დახურვის შემდეგ ბუნებრივია მასალები ხელმისაწვდომი გახდება როგორც ოჯახისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება ხელისუფლების ვერსიას. ამიტომაც ურჩევნიათ საქმე ასე გამოკიდებულ მდგომარეობაში იყოს. "რ": თქვენ თვითონ არ გიცდიათ გაგერკვიათ პროკურატურისგან, რატომ არ ხურავენ საქმეს თუკი სიკვდილის მიზეზი დადგენილია?გ.ჟ: მათთან საუბარს არანაირი აზრი არა აქვს. ისინი არ არიან საქმის გამოძიებით დაინტერესებული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება ზურას მკვლელობის საქმეს არ გამოიძიებს. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ამ ხელისუფლებამ ეს საქმე გამოიძიოს. მაგრამ, მუდმივად არ იქნებიან და ეს საქმეც გაიხსნება. გაზეთი ”რეზონანსი” 09:00 / 06-11-2009 ლიცემერი: შესაძლოა ვმეორდები, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა: არიან ადამიანები, რომელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დიდხანს ვცდილობთ, გავშიფროთ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ (მაღალი ალბათობით ვერც ვერასდროს ვერ გავიგებთ). აქედან გამომდინარე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია გოგა ჟვანიას მიერ , მტკიცებულების არქონის მიუხედავად, მტკიცებულების ფორმით იმაზე ლაპარაკი, რომ მისი ძმა მოკლეს-თქვენთვის? პ.ს. ადრე სიმართლის თქმა აკრძალული იყო და ალბათ გახსოვთ როგორ ვესწრაფოდით მას. ახლა კი ყველაფრის თქმაა ნებადართული, მაგრამ ისევ სიმართლის ძიებაში ვართ, მაინც ვერ გვიპოვია. პარადოქსია აბა რა ჯანდაბაა Edited November 6, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ლ ი ც ი "ჰკითხეთ ადეიშვილს და მერაბიშვილს რატომ აყალბებდნენ საბუთებს, რატომ აფარებენ ხელს მკვლელებს და რატომ ხუჭავენ თვალს ბევრ რაღაცაზე,"იტოგში უმაღლესი ხელისუფლების მოკლული ჟვანია, აი ახლა კონკრეტულად ვისი ნაღდად არ ვიცი, რო ვიცოდე ალბათ სანოძის ადგილას ვიქნებოდი ან აღარ ვიქნებოდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ლ ი ც ი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია გოგა ჟვანიას მიერ , მტკიცებულების არქონის მიუხედავად, მტკიცებულების ფორმით იმაზე ლაპარაკი, რომ მისი ძმა მოკლეს-თქვენთვის?ვერ დაგეთანხმები მეგობარო-ჟვანია რომ მოკლეს ამაში მგონი ორი აზრი არ არსებობს-ჩემთვის მიუღებელია პოლიტუტკების ამაზე ანგაჟირება-ხან ირაკლა გამოხტა-ამას ვიტყვი იმას ვიზამო, ეხლა ეს იმერელი.დააყენონ რა .ან ქნან თუ შვრებიან! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ეს შაშიაშვილი კი ყველაფერს აფუჭებს ამ ჩანაწერებით. როცა ამხელა ტყუილს ამბობ, სხვა ყველაფერიც ეჭვის ქვეშ დგება. თუ არ ჰქონდა, რა ალაპარაკებდა და თუ აქვს, რით ვეღარ გამოაქვეყნა?მერთლა გიჟი და არასერიოზული კაცი ყოფილა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ლ ი ც ი ემთვის კატეგორიულად მიუღებელია გოგა ჟვანიას მიერ , მტკიცებულების არქონის მიუხედავად, მტკიცებულების ფორმით იმაზე ლაპარაკი, რომ მისი ძმა მოკლეს-თქვენთვის? შენ რა მასალები გინდა? ვიდეო მასალას ხომ არ ელოდები, სადაც გადაღებული იქნება მკვლელობის სცენა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 აქედან გამომდინარე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია გოგა ჟვანიას მიერ , მტკიცებულების არქონის მიუხედავად, მტკიცებულების ფორმით იმაზე ლაპარაკი, რომ მისი ძმა მოკლეს-თქვენთვის?არა ლიცემერ, კონკრეტული პიროვნებების დადანაშაულებას სხვა მტკიცებულება სჭირდება, ზოგადად მკვლელობას სხვა. მაგ. ის, რომ ჟვანია გაზით არაა მოწამლული, უკვე ნიშნავს იმას, რომ პიროვნება მოკლეს, ან ხსხვა ხელისუფლებისთვის ვ არასასურველ ვერსიასთან გვაქვს საქმე, მაგრამ კონკრეტულად ამ ფაქტით ვერავის დაადანაშაულებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ფაქტი არის ის რომ, დაცვის ქვეშ მყოფი უმაღლესი რანგიოს ჩინოვნიკი გარდაიცვალა საეჭვო პირობებში _ გვარს არ აქ მნიშვნელობა. მის მერე არის თითქმის 4 წელიწადი გასული. მე მიჩნდება კითხვა - რატომ არ დასრულდა ამდენი ხანი გამოძიება?რა უშლის ამას ხელს?პოლიტიკანბის ეს ბლა-ბლა ნაკლებად მაინტერესებს. დახურონ საქმე და მოგვაწოდონ საგამოძიებო მასალები! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ჩემი აზრით ერთად ერთი ადამიანი ვინც მიშას სიგიჟეს აბალანსებდა იყო ჟვანია გაიხსენეთ 2004 წლის ცხინვალის ამბები. სწორდდ ჟვანიამ შეაჩერა მიშა. . მისი სიკვდილით ხელ-ფეხი გაეხსნა სააკაშვილს და აკეთებს იმას რაც მოესურვება.ზურაბ ჟვანია იყო ერთად ერთი ადამიანი ვისაც გათვითცნობიერებული ქონდა შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და რეალურად აფასებდა რუსეთის ძალას ანუ იცოდა რაც მოყვებოდა რუსებთან კონფლიქტს. დასკვნა აქედან მოეხსნა მიშას ჟვანიას ბარიერი და აიშვა. დამერწმუნეთ ეს შემთხვევით არ მომხდარა. ვიღაცა უსუფთავებს გზას გაუწონასწორებელ, ცანცარა და აფექტურ მიხეილ სააკაშვილს. რატომ? გადახედეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალი და მიხვდებით რატომაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 (edited) ლიცემერი: შესაძლოა ვმეორდები, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა: არიან ადამიანები, რომელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დიდხანს ვცდილობთ, გავშიფროთ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ (მაღალი ალბათობით ვერც ვერასდროს ვერ გავიგებთ). აქედან გამომდინარე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია გოგა ჟვანიას მიერ , მტკიცებულების არქონის მიუხედავად, მტკიცებულების ფორმით იმაზე ლაპარაკი, რომ მისი ძმა მოკლეს-თქვენთვის?ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია რომ საქმეს არ ხურავენ, დახურონ საქმე და გამოძიების მასალები გახადონ ხელმისაწვდომი,ვერ ხედავ რომ ეშმაკობენ? უბრალოდ ამას ეშმაკობაც არ ქვია, ამას ქვია ვირ-ეშმაკობა, დაადგინე რომ გაზითაა მკვდარი? ბაზარი არა დახურე საქმე,რატომ არ ხურავ,ან შენ რატომ არ გაეჭვებს რომ საქმეს არ ხურავენ?რით ახსნი ამას, დიდი ნდობა გაქვს ეტყობა პროკურატურის, ყველაზე სამართლიან პროკურატურის მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში Edited November 6, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 ჟვანია მოკლეს თუ არა, და როგორ ან ვინ გააკეთა ეს, არავინ ვიცით. მაგრამ აქ საქმე სხვა რაღაცაშია - იმაში, რომ მთავრობა ავადმყოფურად ასაიდუმლოებს მასალებს. ეს კი იმის პრეზუმპციას იძლევა, რომ მართლა მოკლეს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ კი არ აუნდა ვამტკიცოთ, რომ მოკლეს, მთავრობამ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ შემთხვევით დაიღუპა. რასაც არ/ვერ აკეთებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 "რ": თუკი პრემიერი მართლა გაზით გაიგუდა, მაშინ რატომ არ დაიხურა ეს საქმე?გ.ჟ: ვერ დაამტკიცებენ დოკუმენტურად, რომ ზურა გაზით გაიგუდა და ამიტომ ვერ ხურავენ ამ საქმეს. საქმის დახურვის შემდეგ ბუნებრივია მასალები ხელმისაწვდომი გახდება როგორც ოჯახისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება ხელისუფლების ვერსიას. ამიტომაც ურჩევნიათ საქმე ასე გამოკიდებულ მდგომარეობაში იყოს. ლიცემერი: შესაძლოა ვმეორდები, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა: არიან ადამიანები, რომელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დიდხანს ვცდილობთ, გავშიფროთ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ (მაღალი ალბათობით ვერც ვერასდროს ვერ გავიგებთ). აქედან გამომდინარე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია გოგა ჟვანიას მიერ , მტკიცებულების არქონის მიუხედავად, მტკიცებულების ფორმით იმაზე ლაპარაკი, რომ მისი ძმა მოკლეს-თქვენთვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 Grig ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ კი არ აუნდა ვამტკიცოთ, რომ მოკლეს, მთავრობამ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ შემთხვევით დაიღუპა. რასაც არ/ვერ აკეთებს.რანაირად უნდა გააკეთოს, სადაც ჟვანია ვითომ დაიღუპა, იმ ბინაშI იმ საათებში გაზი საერთოდ არ ყოფილა იმასაც ამბობენ ბარამიძეც გარეულია ამ საქმეშიო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 newstudio რანაირად უნდა გააკეთოს, სადაც ჟვანია ვითომ დაიღუპა, იმ ბინაშI იმ საათებში გაზი საერთოდ არ ყოფილა ვაა, აი ეს არ ვიცოდი. საიდან ინფო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 (edited) newstudio ვაა, აი ეს არ ვიცოდი. საიდან ინფო? :rolleyes: კომახიძის დოკ. ფილმიდან ჟვანიას დაღუპვის შესახებ, ტექ. მოსაზრებებით გაზი გადაუკეტიათ თბილგაზის თAნამშრომლებს სწორად იმ საათებში როდესაც ჟვანიას "გაზით გაგუდვა" მოხდა Edited November 6, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 Grig ვაა, აი ეს არ ვიცოდი. საიდან ინფო?კომახიძის ჟურნალისტური გამოძიება, იყო ტვ-ში გაზის წნევამ აიწია თუ რაღაცა და იმ სახლშI და მიმდებარე ტერიტორიაზე გაზი გათიშეს იმ დღეს...გაზის ოპერატორთანაც იყო ინტერვიუ, ჩემი ხელით გავთიშეო, ანუ ჩაკეტა რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.