Jump to content
Planeta.Ge

პატრიარქმა ხალხს შეკრებისკენ მოუწოდაო


Recommended Posts

პროტესტის ნიშნად 13 ნოემბერს შევიკრიბოთო, თვალი მოვკარი ნიუსს და მერე ვეღარ ვიპოვე...ხო არაფერი გაგიგიათ?!

 

ხელისუფლების წინააღმდეგ, დავიჯერო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლების წინააღმდეგ, დავიჯერო?!

მეგრელი რო ეუბნება მეგობარს იცი ეგ ანეკდოტი? "მანქანა იყიდება 100 ლარადო". "ტყუილი იქნებაო" ეს მეგობარი პასუხობს. "ტყუილია, მარა ხო იაფია"-ო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მეგრელი რო ეუბნება მეგობარს იცი ეგ ანეკდოტი? "მანქანა იყიდება 100 ლარადო". "ტყუილი იქნებაო" ეს მეგობარი პასუხობს. "ტყუილია, მარა ხო იაფია"-ო?

არ ჯობია მითხრა, რა ნიუსი იყო? ვერაფრით ვპოულობ!

 

"უფალი ბრძანებს - კლდესა მას ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. ეკლესიას ეწოდება მებრძოლი ეკლესია. უპირველეს ყოვლისა, ცოდვას ებრძვის ეკლესია. ჩვენი ეკლესია ამ ბრძოლაში გამოცდილია. ჩვენმა ეკლესიამ და ჩვენმა ხალხმა არაერთი განსაცდელი გამოიარა და ღვთის მადლით, აი, ამ დღემდე მოვედით. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას და ეს ჩვენი იმედები აუცილებლად განხორციელდება. მიუხედავად მრავალი სიძნელისა, ეკლესია მაინც თავის სიმაღლეზე, ჩვენი ერის სულიერი აღმზრდელი იქნება.

 

ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნაკლონი ვართ. ჩვენში ნაკლი არის და ამ ნაკლის გამოსწორებას ვცდილობთ. დადგა ისეთი დრო, როცა ზოგიერთი, რა თქმა უნდა, მტერი საქართველოს ეკლესიისა, ეძებს ნაკლს, რომელიც თითქოს მარტო ჩვენშია, მათში არ არის, ასე გამოდის; ეძებს ნაკლს და ეკლესიის წინააღმდეგ, იყენებს პრესას, ტელევიზიას, რადიოს.

 

მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ლოცვა. მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ გადასცეთ მრევლს, რომ დღეში თორმეტჯერ მაინც წავიკითხოთ 50-ე ფსალმუნი და 90-ე ფსალმუნი; ერთი არის სინანულისა და მეორე დაცვა ხილული და უხილავი მტრებისაგან.

 

უფრო მძიმე დღეები უნახავს ეკლესიას და ეს ანტიეკლესიური კამპანია, უპირეველეს ყოვლისა საშიშია თვითონ სახელმწიფოსთვის. აი, მე უკვე მომდის თანაგრძნობა. მაგალითად, რომის პაპის წარმომადგენელი გვიგზავნის თანაგრძნობას. ისედაც მრავალი პრობლემები გააჩნია ჩვენს სახელმწიფოს და ეს უფრო ამძიმებს ამას. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობდა, ცოდვილთაგან პირველი მე ვარო, მაგრამ, სინამდვილეში ის იყო დიდი ადამიანი და წმინდა ადამიანი.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=10621

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...