Jump to content
Planeta.Ge

მე წავიდოდი აუცილებლად.


Recommended Posts

ილია მეორე: ”ეს ანტიეკლესიური კამპანია, უპირველეს ყოვლისა საშიშია თვითონ სახელმწიფოსთვის

 

თბილისის ექვს წერტილში, 13 ნოემბერს, ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს, მომლოცველები შეიკრიბებიან და მეტეხის ხიდისკენ დაიძვრებიან, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 4 საათზე პარაკლისს გადაიხდის.

გუშინ სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა, სამღვდელო პირებსა და მღვდელმთავრებთან შეხვედრის დროს, ამ დღესასწაულზე ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიოში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ერთ ქვეყანაში, ერთდროულად ასი ათასზე მეტი ადამიანი ყოფილიყო წამებული:- ”ამიტომ ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს დღესასწაული და ჩემი აზრით, ყველა მომქმედი ტაძრიდან უნდა წამოვიდეს მრევლი და მოვიდეს მეტეხის ხიდთან. იქ იქნება პარაკლისი, იქ იქნება ღონისძიება”.

 

სამებაში გამართულ შეხვედრაზე, მისმა უწმინდესობა სამღვდელო პირებს ასეთი თხოვნით მიმართა:- ”ერთი რამ მინდა გთხოვოთ - ლოცვის დროს არავითარ შემთხვევაში არ იყოს პოლიტიკური სიტყვები და გამოსვლები”.

 

13 ნოემბერს მომლოცველები შეიკრიბებიან დიდუბის პანთეონთან, სპორტის სასახლესთან, ვაკის პარკში, სასტუმრო ”რედისონთან”, გადასასვლელ ხიდთან, მეტროსადგურ ”ისანთან” და გაემართებიან მეტეხის ხიდისკენ, ასი ათასი მოწამის წამების ადგილას, სადაც, როგორც ზეოთ აღვნიშნეთ, 16 საათზე მისი უწმინდესობა პარაკლისს აღავლენს.

 

გუშინდელ შეხვედრაზე პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზეც ისაუბრა:

 

- ”თქვენ მოგეხსენებათ, ეკლესია არის ჩვენი ყოფის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩ[ენი ცხოვრების საფუძველი. უფალი ბრძანებს - კლდესა მას ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. ეკლესიას ეწოდება მებრძოლი ეკლესია. უპირველეს ყოვლისა, ცოდვას ებრძვის ეკლესია. ჩვენი ეკლესია ამ ბრძოლაში გამოცდილია. ჩვენმა ეკლესიამ და ჩვენმა ხალხმა არაერთი განსაცდელი გამოიარა და ღვთის მადლით, აი, ამ დღემდე მოვედით. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას და ეს ჩვენი იმედები აუცილებლად განხორციელდება. მიუხედავად მრავალი სიძნელისა, ეკლესია მაინც თავის სიმაღლეზე, ჩვენი ერის სულიერი აღმზრდელი იქნება.

 

ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნაკლონი ვართ. ჩვენში ნაკლი არის და ამ ნაკლის გამოსწორებას ვცდილობთ. დადგა ისეთი დრო, როცა ზოგიერთი, რა თქმა უნდა, მტერი საქართველოს ეკლესიისა, ეძებს ნაკლს, რომელიც თითქოს მარტო ჩვენშია, მათში არ არის, ასე გამოდის; ეძებს ნაკლს და ეკლესიის წინააღმდეგ, იყენებს პრესას, ტელევიზიას, რადიოს.

 

მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ლოცვა. მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ გადასცეთ მრევლს, რომ დღეში თორმეტჯერ მაინც წავიკითხოთ 50-ე ფსალმუნი და 90-ე ფსალმუნი; ერთი არის სინანულისა და მეორე დაცვა ხილული და უხილავი მტრებისაგან.

 

უფრო მძიმე დღეები უნახავს ეკლესიას და ეს ანტიეკლესიური კამპანია, უპირეველეს ყოვლისა საშიშია თვითონ სახელმწიფოსთვის. აი, მე უკვე მომდის თანაგრძნობა. მაგალითად, რომის პაპის წარმომადგენელი გვიგზავნის თანაგრძნობას. ისედაც მრავალი პრობლემები გააჩნია ჩვენს სახელმწიფოს და ეს უფრო ამძიმებს ამას. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობდა, ცოდვილთაგან პირველი მე ვარო, მაგრამ, სინამდვილეში ის იყო დიდი ადამიანი და წმინდა ადამიანი.

 

ადამიანი, რომელიც მიაღწევს სულიერებას, იმას მეტი ბრძოლა აქვს და შეგვეწიოს უფალი, აი, ამ ბრძოლაში. მინდა გთხოვოთ ყველას - გადაეცით მოძღვრებს და მრევლს, რომ უფრო კონტროლის ქვეშ, თავისი თავის კონტროლის ქვეშ იყვნენ და არ დაუშვან ისეთი მოქმედება, რომელსაც გამოიყენებს მტერი, ეკლესიის წინააღმდეგ, სამღვდელობის წინააღმდეგ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და ღმერთმა მოგვცეს მადლი, მადლი უძლურსა, მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი”.

 

 

წადით აუცილებლად,რომ ამ ხელისუფლებამ დაინახოს რა მხარდაჭერა აქვს პატრიარქს და ეგება დააყენოს ერთი ადგილი. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 70
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

lasha1997

13 ნოემბერს მომლოცველები შეიკრიბებიან დიდუბის პანთეონთან, სპორტის სასახლესთან, ვაკის პარკში, სასტუმრო ”რედისონთან”, გადასასვლელ ხიდთან, მეტროსადგურ ”ისანთან” და გაემართებიან მეტეხის ხიდისკენ, ასი ათასი მოწამის წამების ადგილას, სადაც, როგორც ზეოთ აღვნიშნეთ, 16 საათზე მისი უწმინდესობა პარაკლისს აღავლენს.

დაიწყო.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაიწყო.....

 

 

არ უნდა მორჩეს კაცო ეს მარაზმი? ხელისუფლებამ მართლა თავზე გადაიჯვა.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეში თორმეტჯერ მაინც წავიკითხოთ 50-ე ფსალმუნი და 90-ე ფსალმუნი

გესმის newstudio ? რამდენჯერ კითხულობ შენა? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

აბბა?

რა აბბა

 

ხალხის მობილიზებას ეხლა ეკლესია აპირებს... ვფიქრობ ხელისუფლებას ცივი ოფლი ასხამს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეში თორმეტჯერ მაინც წავიკითხოთ 50-ე ფსალმუნი და 90-ე ფსალმუნი

 

 

არც მე ვკითხულობ,მაგრამ ეს მარაზმი უნდა მორჩეს ერთხელ და სამუდამოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

არც მე ვკითხულობ,მაგრამ ეს მარაზმი უნდა მორჩეს ერთხელ და სამუდამოთ.

გამორიცხულია

 

მარა ილია მეორემ რომ ტქვას, მიშა დავამტავროთო...თქვენ იაზრი რა მოხდება?! :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამორიცხულია

 

 

რა არის გამორიცხული დეპრეს? თუ მართლა გავიდა ხალხი დამიჯერე მიაყენებენ და არა მარტო ხელისუფლება.ის ლიბერალები თუ რაღაც ჰქვიათ ისინიც. :)): .არა და გავლენ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

თუ მართლა გავიდა ხალხი

მე მგონი ხალხი მივა!!!

 

დამიჯერე მიაყენებენ და არა მარტო ხელისუფლება.ის ლიბერალები თუ რაღაც ჰქვიათ ისინიც. .არა და გავლენ.

აი ეს ფრაზა ცოტა ვერ გავიგე....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ილია მეორემ რომ ტქვას, მიშა დავამტავროთო...

ეგ არ იქნება საკმარისი. აი "მიშა მოვდივარო" თუ დაიძახა, მაშინ ხოოოო :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს ფრაზა ცოტა ვერ გავიგე....

 

 

ხელისუფლებაც და ის „პრადვინუტი“ ახალგაზრდებიც დააყენებენ მეთქი. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ხელისუფლებაც და ის „პრადვინუტი“ ახალგაზრდებიც დააყენებენ მეთქი.

და შენ გგონია უკვე არა აქვთ დაყენებული? :)) :) :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...