erekle2 Posted November 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2009 (edited) ეძღვნება ერეკლე მეორის დაბადების დღეს7 ნოემბერი ერეკლე მეორის დაბადების დღეა. ეს დღე საბჭოთა ეპოქაში ოქტომბრის რევოლუციის დღედ აღინიშნებოდა, ხოლო 2007 წლის შემდეგ საქართველოში ხელისუფლების ხალხზე ძალადობის სიმბოლოდ იქცა. დღეს, როდესაც ქართული საზოგადოების ნაწილს უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ერში არ დამკვიდრდეს ჩვენი რწმენისა და ტრადიციებისათვის უცხო დღესასწაულები, როგორიცაა, მაგალითად, ჰალოუვინი, ვალენტინობა თუ სხვა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობას შევახსენოთ ასეთი დღეების შესახებ და ჩავუნერგოთ მათ ჩვენი სახელოვანი წინაპრებისადმი პატივისცემა. 7 ნოემბერს ოპოზიცია საპროტესტო დემონსტრაციისათვის ემზადება, ხოლო ხელისუფლება – მის საწინააღმდეგოდ ირაზმება. საქართველოს უახლესი ისტორია გვიჩვენებს თუ რა მოუტანა ქვეყანას ურთიერთდაპირისპირებამ, „პიარზე“ გამიზნულმა იაფფასიანმა ღონისძიებებმა, უშედეგო დემონსტრაციებმა და გაუაზრებელმა სამხედრო დაპირისპირებებმა, რომლებმაც ასობით ქართველი და არაქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. ერეკლე მეორის საზოგადოებისთვის მიუღებელია ნებისმიერი აქცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს არეულობა და ერის გახლეჩა. სამწუხაროდ, ერის გაერთიანება სწრაფად მხოლოდ ტრაგიკულ მოვლენებს მოჰყვება, სხვა შემთხვევაში კი მას ხანგრძლივი და დაუღალავი შრომა სჭირდება. ერის გამთლიანებისთვის კი უპირველეს ყოვლისა აუცილებელია თაობათა შორის დარღვეული კავშირის აღდგენა, ქართული ტრადიციებისა და კულტურის პროპაგანდა, სახელოვანი ქართველი წინაპრების ღვაწლის დაფასება და წარსულსა და მომავალს შორის მკვიდრი ხიდის გადება. შაბათს, 7 ნოემბერს, ყველა ქართველისთვის სათაყვანო მეფე ერეკლე მეორის დაბადების დღეს, ერეკლე მეორის საზოგადოების თაოსნობით გაიმართება ბავშვთა სფეხბურთო გუნდების შეჯიბრი საზოგადოების მიერ დაწესებულ თასზე. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ 1999-2001 წწ დაბადებული საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ბავშვები, მათ შორის აფხაზებიცა და ოსებიც. ერეკლე მეორე გამორჩეული იყო თავისი ტოლერანტობითა და სხვა აღმსარებლობათა მიმართ პატივისცემით. ერეკლე მეორის საზოგადოება მადლობას უხდის მცხეთის მუნიციპალიტეტს ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის. დილის 11 საათზე ტურნირის მონაწილენი ყვავილებით შეამკობენ ერეკლე მეფის საფლავს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. ტურნირი დაიწყება 12 საათზე, მცხეთის 13 მაისის სახელობის მინი-ფეხბურთის მოედანზე (მცხეთა, აღმაშენებლის ქ. #93).ერეკლე მეორის საზოგადოებათბილისი, უზნაძის ქ. 15ტელ: 950364; www.erekle-2.ge Edited November 2, 2009 by erekle2 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2009 erekle2 ერეკლე მეორე იყო უსუსტესი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე! და საკმაოდ კაი მხედართმთავარი! მასეთები ბევრი გვყოლია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2009 ერეკლე მეფე, მაინც მეფე იყო... მაჰგრამ ბოლო დროს, მისი სახელით რატომ სპეკულირებენ, ეგ არ მესმის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ivan Grozny Posted November 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2009 რომ არა ერეკლე მეორის გონიერი პოლიტიკა, დღეს საქართველო თურქეთის პრივინცია იქნებოდა!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted November 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2009 ერეკლე მეორე კარგი მხედართმთავარი იყო და მე ვერც სუსტ პოლიტიკოსობაში დავადანაშაულებდი.მაგრამ დღეს სიტუაცია სხვაგვარია. რუსეთი არის ცალსახად მტერი და მე არ მჯერა, რომ ამ საზოგადოებას მხოლოდ მისი სახელის უკვდავყოფის საკითხი აწუხებდეს. ასეთი ლაპარაკის მიღმა როგორც წესი სხვა მიზნები იმალება ხოლმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2009 ჩემის აზრით იუზერი erekle2 და უყზერი Ivan Grozny ერთი და იგივე პიროვნებაა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2009 Ivan Grozny რომ არა ერეკლე მეორის გონიერი პოლიტიკა, დღეს საქართველო თურქეთის პრივინცია იქნებოდა!!!საბჭოთა ისტორიოგრაფიის ტყუილი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 Nukriko ჩემის აზრით იუზერი erekle2 და უყზერი Ivan Grozny ერთი და იგივე პიროვნებაა....ეზარებათ პროქსი?და დირე ვისი დუბლია?:) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.