Jump to content
Planeta.Ge

როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე?


Recommended Posts

http://www.youtube.com/watch?v=5HVb4YRsDIg&feature=player_embedded

 

არ ხარ სამყაროს ცენტრი, – იმ ადამიანებს მივმართავ ვისაც გონიათ რომ ადამიანისთვის შეიქმნა სამყარო. არიან ასეთებიც, განსაკუთრებით მორწმუნეები, ვინც ამტკიცებენ რომ ღმერთმა სამყარო ადამიანისთვის შექმნა, (იმ დღეს ამტკიცებდა ერთი გენიოსი ფორუმზე) ანუ ადამიანი რომ არ ყოფილიყო არაფერს აზრი არ ექნებოდა. ერთის მხრივ შეიძლება რისიმე აზრი მხოლოდ საკითხისადმი ადამიანური მიდგომაა და მეტი არაფერი, აზრი ადამიანს ჭირდება და არა სამყაროს, სამყარო ისეთია როგორიც არის და მორჩა, აზრი ჩვენ გვჭირდება რომ გავიგოთ რა არის სამყარო. მაგრამ ჩვენ როგორც ადამიანები ისევე ადამიანურად ვაკეთებთ დასკვნებს იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს: მაგალითად განა სისულელე არ იქნებოდა ამხელა სამყარო მხოლოდ ჩვენთვის შექმნილიყო? სწორედაც, ამხელა სამყარო, უზარმაზარი, რამდენადაც თანამედროვე კვლევები საშუალებას გვაძლევს მოდით ვისაუბროთ სამყაროს მასშტაბებზე. იქნებ უკეთ გავაცნობიერთ ჩვენი მნიშნვნელობა.

 

შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი!

 

 

სწორედაც! არ ხარ სამყაროს ცენტრი, – იმ ადამიანებს მივმართავ ვისაც გონიათ რომ ადამიანისთვის შეიქმნა სამყარო. არიან ასეთებიც, განსაკუთრებით მორწმუნეები, ვინც ამტკიცებენ რომ ღმერთმა სამყარო ადამიანისთვის შექმნა, (იმ დღეს ამტკიცებდა ერთი გენიოსი ფორუმზე) ანუ ადამიანი რომ არ ყოფილიყო არაფერს აზრი არ ექნებოდა. ერთის მხრივ შეიძლება რისიმე აზრი მხოლოდ საკითხისადმი ადამიანური მიდგომაა და მეტი არაფერი, აზრი ადამიანს ჭირდება და არა სამყაროს, სამყარო ისეთია როგორიც არის და მორჩა, აზრი ჩვენ გვჭირდება რომ გავიგოთ რა არის სამყარო. მაგრამ ჩვენ როგორც ადამიანები ისევე ადამიანურად ვაკეთებთ დასკვნებს იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს: მაგალითად განა სისულელე არ იქნებოდა ამხელა სამყარო მხოლოდ ჩვენთვის შექმნილიყო? სწორედაც, ამხელა სამყარო, უზარმაზარი, რამდენადაც თანამედროვე კვლევები საშუალებას გვაძლევს მოდით ვისაუბროთ სამყაროს მასშტაბებზე. იქნებ უკეთ გავაცნობიერთ ჩვენი მნიშნვნელობა.

 

 

 

თუ შევადარებთ ჩვენ პლანეტას და იუპიტერს ყოველგვარი ციფრების გარეშე, ისიც საკმარისი იქნება ალბათ ვთქვათ რომ იუპიტერის წითელი ლაქა, რომელიც მზის სისტემის ყველაზე დიდ შტორმს წარმოადგნს, მასში დაახლოებით სამი დედამიწა მოთავსდებოდა, იუპიტერი დედამიწაზე დაახლოებით 3000-ჯერ დიდია. იუპიტერი იმაზე დიდია ვიდრე ჩვენი მზის სისტემის ყველა პლანეტა ერთად. თუმცა იუპიტერი ყველაზე დიდი პლანეტა არაა სამყაროში, ბოლო დროს 400-მდე პლანეტა აღმოაჩინეს ჩვენი მზის სისტემის გარეთ, რომელთა უმრავლესობაც იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტია, ბევრი მათგანი კი იუპიტერზე დიდი და მასიური. ჩვენი მზე კი გაცილებით დიდია ვიდრე რომელიმე გიგანტი პლანეტა, მისი მოცულობა რამდენიმე მილიონ დედამიწას დაიტევდა. მზის დიამეტრი 1 377 648 კილომეტრია დედამიწის მხოლოდ 12 756. მზე საშუალო სიდიდის ვარსკვლავად ითვლება მაგრამ დღესდღეობით აღმოჩენილ ვარსკვლავთა შორის ყველაზე დიდთან შედარებით მხოლოდ ნამცეცა წერტილია. ყველაზე დიდი ვარსკვლავი არის VY Canis Majoris (ქართულად ზუსტად როგორ გამოითქმის არ ვიცი) ეს ვარსკვლავი ჰიპერ გიგანტია მისი რადიუსი 2,7 მილიარდი კილომეტრია რაც მზის რადიუსზე 2 ათასჯერ მეტია. ეს გიგანტი ჩვენგან 4900 სინათლის წელიწადის მანძილზე იმყოფება.

 

თუ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს ჩავებღაუჭებით, მაგალითად ვარსკვლავებამდე მანძილს ანდაც გალაქტიკის ზომებს, აქ უკვე კილომეტრები აღარ გამოგვადგება, ასეთ დიდი მანძილები სინათლის წლებით იზომება, სინათლის წელი არის მანძილი რასაც სინათლე გაივლის 1 წელიწადში, სინათლის სიჩქარეა დაახლოებით 300 000 კილომეტრი წამში, 1 სინათლის წელი კილომეტრებში არის დაახლოებით 10 ტრილიონი კილომეტრი, ჩვენგან უახლოესი ვარსკვლავი ალფა ცენტავრი მდებარეობს 4,4 სინათლის წლის მანძილზე ანუ დაახლოებით 44 ტრილიონი კილომეტრის მანძილზე. ეს მანძილი კი გალაქტიკის მასშტაბთან შედარებით არაფერია, ჩვენი გალაქტიკის რძიანი გზის (ირმის ნახტომის) ელიფსის სიგრძე 100 ათასი სინათლის წლის სიგრძისაა, ჩვენი მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან 32 ათასი სინათლის წელიწადის მანძილზე იმყოფება. ეს მანძილი ისევე როგორც მზიდან დედამიწის დაშორება საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან გალაქტიკის ცენტრთან უფრო ახლოს ყოფნა მომაკვდინებელი იქნებოდა რადიაციის გამო. ისევე როგორც ჩვენი მზე ასევე ჩვენი გალაქტიკა თავისი 150 მილიარდი ვარსკვლავით და 100 ათასი სინათლის წლის სიგრძით, საშუალო ზომის კატეგორიაში გადის, არსებობს ჯუჯა გალაქტიკებიც და იმდენად დიდი გალაქტიკებიც რომელთა სიგრძეც 6 მილიონ სინათლის წელიწადს აღწევს.

 

გალაქტიკების რიცხვი ასეულობით მილიარდს აღწევს, მათგან ჩვენთან ყველაზე ახლოს ანდრომედას გალაქტიკაა 2 მილიონი სინათლის წლით დაშორებული. ყველაზე შორს კი ათეულობით მილიარდი სინათლის წელს ითვლის. ჩვენი ჰორიზონტი 46 მილიარდი სინათლის წელია. ანუ ეს არის მანძილი სადამდეც გაგვიწვდება თვალი. ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს რადიუსი. ჯამში კი დაკვირვებადი სამყაროს დიამეტრი 92 მილიარდი სინათლის წელი გამოდის. ეს ძალიან დიდი ციფრია, თუ ვეცდებით მის კილომეტრებში გადაყვანას მივიღებთ უზარმაზარ ციფრს 920 სექსტილიონი (920 000 000 000 000 000 000 000) და ეს მხოლოდ იმ სამყაროს ნაწილია რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის ჩვეულებვრივი მატერია რომელიც სამყაროს 4% შეადგენს, ამ მატერიის შემადგენელი ნაწილი ვართ ჩვენც, მისი ნაწილია ყველაფერი ხილული, ვარსკვლავები გალაქტიკები, პლანეტები ნისლეულები. სამყაროს 23% შედგება ბნელი მატერიისგან. ბნელი იმიტომ ქვია რომ მისი თვისებები და სტრუქტურა ადამიანისთვის ჯერ კიდევ უცნობია, ის ჩვეულებვრივ თვალისთვის უხილავია მისი არსებობა მხოლოდ გარკვეული გამოთვლებით ვლინდება. სამყაროს დანარჩენი 73% კი ბნელი ენერგიისგან შედგება რომლიც ჯერ ჯერობით ისევე ამოუცნობია როგორც ბნელი მატერია. მის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის რომ იგი აიძულებს სამყაროს გაფართოვდეს. თუმცა როგორ და რატომ არავინ იცის. სამყარო საოცარი სიჩქარით ფართოვდება მისი ორი უკიდურესი წერტილი ერთმანეთს სინათლის სიჩქარეზე 4-ჯერ სწრაფად შორდება.

 

სამყარო უზარმაზარი და მრავალფეროვანია, იმდენად დიდი ახლავე რომ გაქრეს ჩვენი მზე თავისი პლანეტებით, მას არაფერი დააკლდება, არ დაირღვევა არც ერთი კანონზომიერება. სამყარო იმდენად დიდია რომ შესაძლოა ყოველ მემილიონედ დედამიწისეულ წამში ჩვენს მზეზე მილიონჯერ დიდ ვარსკვლავებს ყლაპავენ დიდი შავი ხვრელები. შესაძლოა ყოველ წამს იღუპება სადმე რომელიმე ცივილიზაცია, ყოველ წამს ეჯახებიან გალაქტიკები ერთმანეთს (ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი და ანდრომედას გალაქტიკა 4 მილიარდი წლის შემდეგ ერთმანეთს შეეჯახებიან) ყოველ წამს ფეთქდება ვარსკვლავები და ამის შემდეგ თქვენ გგონიათ სამყარო ადამიანისთვის შეიქმნა? რა პატივი გვაქვს ასეთი? როცა სამყაროს მასშტაბებთან შედარებით ჩვენ მტვრის ნაწილაკებიც კი არ ვართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 226
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

არ ხარ სამყაროს ცენტრი, – იმ ადამიანებს მივმართავ ვისაც გონიათ რომ ადამიანისთვის შეიქმნა სამყარო.

 

ისინი, ვინც ფაქტებიდან გამომდინარე გონივრულ დასკვნას აკეთებენ და დარწმუნებული არიან, რომ სამყარო შექმნილია და არ წარმოადგენს იღბლიანი შემთხვევითობის პროდუქტს, არ ფიქრობენ რომ ისინი სამყაროს ცენტრში არიან! დემაგოგიას აქვს ადგილი ნუკრიკოს მხრიდან! :givi:

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ხელშემწყობი მზის განსაკუთრებული თავისებურებანი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ეს ვარსკვლავი გონიერი და ძლიერი კონსტრუქტორისა და შემოქმედის მიერ არის შექმნილი

 

შენის აზრით თუ დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა, ანუ როგორც მეცნიერები ადასტურებენ მზის, შენს მიერ მოყვანილი, თვისებების გარეშე ხომ ვერ იქნებოდა ევოლუციაც და ამას არც უარყოფს არავინ. ანუ რასაც შენ ამბობ ვერ ვხდები, როგორ გამორიცხავს დიდი აფეთქებით შექმნის თეორიას? ან თუ ესე სრულყოფილია ეს სამყარო და არანაირი დაუგეგმავი მოვლენები არ ხდება, მაშ მეტეორები რატომ გვეცემა, ან ცუნამები რატომ გვკლავს?

 

პავლე მოციქული ამას რელიგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ანუ რელიგიურად ამბობს:

 

"მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა" (რომაელთა 1:20).

 

პავლემ საიდან იცოდა რამე მეცნიერების შეახებ? ტელესკოპიც კი არ იყო მაშინ. გამაგებინე როგორ მოგყავს მაგალითად ინფორმაციულად შეზღუდული ადამიანის სიტყვები.

დედამიწის ბრუნვაც გვინაობამდე არ სჯეროდა რელიგიებს. ჯორდანო ბრუნო რატომ დაწვით მორწმუნეებმა? ეხლა არ მითხრა მე რა შუაში ვარო. მეცნიერულ პროგრესთან ადაპტირებას აკეთებთ პერიოდულად და თავი მოგაქვთ მორწმუნეებს.

 

სპინოზას რას ერჩოდა სინაგოგა? უი დამავიწყდა ეკლესიაც. ესეთ დროს ყველა რელიგია შეხმატკბილებულია ხოლმე.

 

რელიგია აფერხებს წინსვლას და მხოლოდ უბედურებები მოაქვს.

 

პ.ს. ეხლა დრო არ მაქვს რომ, გესაუბრო და ერთს გკითხავ უბრალოდ: შენ, რომ თვალი მიგაჩნია ზეარსების დამადასტურებელ ორგანოდ, ერთი გამაგებინე თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის მაგვარი, მაშ რატომ მისცა ესეთი სუსტი თვალი და რატომ მისცა ვთქვათ ძერას, ქორს, ყვავს, ან კატას ჩვენზე ბევრად განვითარებული თვალი? რა არ ემეტყებოდა თავისი მტავარი ქმნილებისათვის ნორმალური მხედველობა?

 

ან თავისმაგვარი არ მოგწონს :D? ვინ იცოდა ნეტა ღმერთი როგორი იყო?

 

 

ზაპაროჟეცებს რომ რელიგია ჰქონოდათ, მათი ღმერთიც ზაპაროჟეცი იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

ზოგადად ევოლუციაზე თუ გაინტერესებს დისკუსი, რუსულად შეიგიძლია ნახო ეს ვიდეო. ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია 3 მორწმუნეა და 2 ათეისტი. აქედან 1 მღვდელი 1 რაბინი 1 მორწმუნე ფიზიკოსი ხოლო ათეისტები კი მეცნიერები არიან..

 

http://www.tvkultura.ru/video.html?id=160464

 

ის იცოდი, რომ გენეტიკა ინახავს ადამიანის გადატანილ ვირუსების კვალს და აღმოჩნდა რომ ის ვირუსი რომელიც ადამიანისა და მაიმუნის საერთო წინაპარამა გადაიტანა, ადამიანის გენშიც ჩანს და მაიმუნის გენშიც?

 

ამის გარდა, ვერც ერთი კომპეტენტური გენეტიკოსი ვერ უარყოფს გენეტიკურად ადამიანისა და შიმპანძის გენეტიკურ ნათესაობას.

 

გენს ვერ გაექცევიან კრეაციონისტები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის იცოდი, რომ გენეტიკა ინახავს ადამიანის გადატანილ ვირუსების კვალს

 

:)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ხო კიდე ერთი დამავიწყდა: რელიგიას ადამიანი, რომ მიაჩნია დომინანტ სახეობად ამ სამყაროში ეგეც მცდარია. მიკრობები არიან ამ სამყაროს დომინანტები.

 

ხო და იქნებ ღმერთსაც მიკრობის ფორმა ჰქონდა და თავისმაგვარი არსებისთვის შექმნა ეს სამყარო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

ხო კიდე ერთი დამავიწყდა: რელიგიას ადამიანი, რომ მიაჩნია დომინანტ სახეობად ამ სამყაროში ეგეც მცდარია. მიკრობები არიან ამ სამყაროს დომინანტები.

 

ხო და იქნებ ღმერთსაც მიკრობის ფორმა ჰქონდა და თავისმაგვარი არსებისთვის შექმნა ეს სამყარო?

შენ ერთი რამე დაგავიწყდა

 

კრეაციონისტების ბუნებას უგულებელყოფ

 

მათი ბუნება კი ესეთია

http://s41.radikal.ru/i092/1012/d5/1475f222beba.jpg

 

ხუმრობა იქით იყოს და ევოლუციაზე თუ გაინტერესებს ვიდეო, ძალიან საინტერესო ვიდეოა

 

შეგიძლია ნახო: http://atheism.ru/video/?id=19

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ხუმრობა იქით იყოს და ევოლუციაზე თუ გაინტერესებს ვიდეო, ძალიან საინტერესო ვიდეო

 

 

მოიცა ჯერ იმ პირველს ვუყურებ.

 

ისე რა საინტერესოა არა რაც უფრო ძველი რელიგიის წარმომადგენელია უფრო ტლუ რომ არის, ვინაიდან მაშინდელი მეცნიერება ვერ ქაჩავდა და საზოგადოებაც გაჭედილია. ახალ ახალი რელიგიები ადაპტირებას ახდენენ მეცნიერულ პროგრესთან და უფრო თანამედროვეები ჩანან.

 

მაგ გადაცემას რომ ვუსმენ ის რაბინი საერთოდ განუვითარებელია თუ დააკვირდები. მღვდელი უფრო ცდილობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეგიძლია ნახო: http://atheism.ru/video/?id=19

 

 

მართლა საინტერესო ლექციაა, ეხლა ვუსმენ. ნამდვილად კარგად აქვს შეკრებილი სხვადასხვა აღმოჩენები და გამოკვლევები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ზოგი მეცნიერი კი შეეცდება ადამიანების დარწმუნებას იმაში, რომ მზის სტრუქტურა, მისი ორბიტა, დედამიწასა და მას შორი მანძილი და სხვა თავისებურებანი, უბრალოდ, იღბლიანი დამთხვევაა. მაგრამ რამდენად გონივრულია ეს?

დამთხვევა არაფერ შუაში არაა. სხვა კუთხიდან შეხედე სიტუაციას. თუ არ ექნებოდა ასეთი სტრუქტურა, ორბიტა და თავისებურებები, მაშინ უბრალოდ არ წარმოიშვებოდა აქ სიცოცხლე ასეთი სახით და წარმოიშობოდა იქ, სადაც ეს ყველაფერი გვხვდება. ახლა მეორე საკითხი - ეს ჩვენთვის, დედამიწის მცხოვრებლებისთვისაა აუცილებელი მზის ზუსტად ის თვისებები რაც შენ აღწერე. მაგრამ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლის ფორმა, რომლისთვისაც დედამიწის პირობები დამღუპველი იქნება და არსებობა ვთქვათ მხოლოდ ცისფერი ვარსკვლავის პირობებში შეეძლება. და წარმოიდგინე ახლა იქ რომელიმე ფორუმზე აზრი პოსტავს "აბა დაფიქრდით ხალხოო, ეს ყველაფერი დამთხვევააო?" :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

 

ისე რა საინტერესოა არა რაც უფრო ძველი რელიგიის წარმომადგენელია უფრო ტლუ რომ არის, ვინაიდან მაშინდელი მეცნიერება ვერ ქაჩავდა და საზოგადოებაც გაჭედილია. ახალ ახალი რელიგიები ადაპტირებას ახდენენ მეცნიერულ პროგრესთან და უფრო თანამედროვეები ჩანან.

 

მაგ გადაცემას რომ ვუსმენ ის რაბინი საერთოდ განუვითარებელია თუ დააკვირდები. მღვდელი უფრო ცდილობს.

მოდი ვთქვათ ისიც რომ ესეთი მღვდლები ერთეულნი არიან და ჩვენთან საქართველოში მღვდლები იმ რაბის უფრო ჰგვანან ვიდრე ამ მღვდელს.

ამიტომ ესეთი განსჯა მთლად სოწრი არ არის, შეიძლება ვიღაც ჭკვიანი რაბინიც იყოს და სულ სხვა რამე ილაპარაკოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

თუ არ ექნებოდა ასეთი სტრუქტურა, ორბიტა და თავისებურებები, მაშინ უბრალოდ არ წარმოიშვებოდა აქ სიცოცხლე

Saturn

 

ზუსტად მაგაშია საქმე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლომდე წავი:read:კითხე :yes: იმიტომ დაგიწერე ის, რაც დაგიწერე. :TAT: Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე ცნობილი თეორია, დინოზავრობის გაქრობის შესახებ :)

http://s015.radikal.ru/i330/1012/99/3d1d44b9cecf.jpg

 

 

მარტო ევოლუცია არ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, ალტერნატიული თეორიებიც უნდა ისწავლებოდეს.

 

მაგალითად ის რომ ბავშვები კომბოსტოში ჩნდებიან და მერე წეროებს მოჰყავთ მშობლებთან

 

http://s010.radikal.ru/i313/1012/9d/caea25ddc455.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...