Jump to content
Planeta.Ge

როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე?


Recommended Posts

ერთმანეთს არ გამორიცხავენ IMHO

 

მე ორივეს ვეთანხმები

ეს იგივეა რომ თქვა, ხის რკინაო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 226
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ეს იგივეა რომ თქვა, ხის რკინაო :yes:

 

Nukriko

 

100%-იანს ამბობ. ზუსტად მასე გამოუვიდა Student-ს. :givi:

 

 

Student

ერთმანეთს არ გამორიცხავენ IMHO

 

მე ორივეს ვეთანხმები :sorry:

 

Student

 

 

სიტყვაში "ევოლუცია", ძირითადად, გულისხმობენ ორგანული სამყაროს ევოლუციის თეორიას, რომლის თანახმადაც პირველი ცოცხალი ორგანიზმი არაცოცხალი მატერიისგან განვითარდა. შემდეგ, როგორც ამბობენ, ის გარდაიქმნა სხვადასხვა სახის ცოცხალ ორგანიზმად, რამაც საბოლოოდ განაპირობა დედამიწაზე მცენარეთა და ცხოველთა ყველა სახეობის წარმოშობა. მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი შემოქმედის ჩარევის გარეშე მოხდა. ზოგი ცდილობს ღვთის რწმენა ევოლუციურ მოძღვრებას შეუთავსოს და ამბობს, რომ ღმერთმა ევოლუციის გზით შექმნა ცოცხალი ბუნება. კერძოდ, მან თავდაპირველად შექმნა სიცოცხლის უმარტივესი ფორმები, ხოლო უფრო რთული ფორმები, მათ შორის ადამიანი, ევოლუციის გზით განვითარდა.

 

ევოლუციის საყოველთაო მოსაზრებას თუ ეთანხმება ადამიანი, ის ვერ დაეთანხმება "შემოქმედებას". :) სწორედ ამიტომ Nukriko-ს სიტყვებს (ხის რკინა), ვეთანხმები, ზუსტად მასე გამოგივიდა. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

Nukriko

 

ევოლუცია სიცოცხლის განვითარებას გულისხმობს და არა არაცოცხალიდან წარმოშობას. განმარტებას მაინც გადახედეთ - http://en.wikipedia.org/wiki/Evolution

"In biology, evolution is change in the genetic material of a population of organisms through successive generations. Although the changes produced in a single generation are normally small, the accumulation of these differences over time can cause substantial changes in a population, a process that can result in the emergence of new species."

 

არაცოცხალიდან ცოცხლის წარმოშობას რაც შეეხება, მაგას აბიოგენეზი ქვია - http://en.wikipedia.org/wiki/Abiogenesis

"It should not be confused with evolution"

 

 

 

 

ასე რომ თქვენი ირონია უსაფუძვლო იყო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

-------------

 

ერთმანეთს რომ არ ეწინააღმდეგებიან, ამას ისიც მოწმობს რომ ვატიკანმა აღიარა ევოლუცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Student

 

საყოველთაოდ აღიარებული ევოლუციის ფართო გაგებიდან გამომდინარე აღვნიშნე რომ თუ შემოქმედების შედეგს არ წარმოადგენს სიცოცხლის დედამიწაზე წარმოშობა, რჩება ევოლუციის ფართო გაგება, რომ ყველაფერი მიზანმიმართული ჩარევის გარეშე მოხდა. ანუ, ორგანული სამყაროს ევოლუციის ფართო გაგების თანახმად, ცოცხალი ორგანიზმი არაცოცხალი მატერიისგან განვითარდა. როგორც ზემოთ პოსტში ჩანს, ევოლუციის მხოლოდ დარვინისსეულ თეორიაზე არ გამიმახვილებია ყურადღება.

 

ამრიგად, ზოგიერთი ფიქრობს, რომ არაცოცხალი მატერიისგან ცოცხალი ორგანიზმები თავისით განვითარდაო, და შემდეგ ის გარდაიქმნა სხვადასხვა სახის ცოცხალ ორგანიზმად, რამაც საბოლოოდ განაპირობა დედამიწაზე მცენარეთა და ცხოველთა ყველა სახეობის წარმოშობაო და აქედან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი შემოქმედის ჩარევის გარეშე მოხდა. შენს მსგავსად, ზოგი ცდილობს ღვთის რწმენა ევოლუციურ მოძღვრებას შეუთავსოს და ამბობს, რომ ღმერთმა ევოლუციის გზით შექმნა ცოცხალი ბუნება. :) კერძოდ, მან თავდაპირველად შექმნა სიცოცხლის უმარტივესი ფორმები, ხოლო უფრო რთული ფორმები, მათ შორის ადამიანი, ევოლუციის გზით განვითარდაო. როგორც ჩანს, შენს ეს იგულისხმე. ასეა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და დავამატებ:

 

თუ შენც მაგას ამბობ, ვატიკანისა არ იყოს (:)) მაშინ გამოდის რომ ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი და ცხოველები, როგორც ბიბლიის წიგნ "დაბადებაშია" მოთხრობილი. :) ასე რომ, ნიკრიკოს მართებულად უთქვამს შენს დამიკიდებულებაზე "ხის რკინა" და უადგილო ირონია კი არა, სწორი შეფასება იყო მისი შეფასება. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არის ორნაირი სიცოცხლე. ხორციელი და სულიერი. სიცოცხლე, რომელზეც ახალ აღთქმაშია საუბარი და რომელსაც იესო ქრისტე ჰპირდება მის მოყვარულთ, წარმოადგენს სულიერ სიცოცხლეს, რომელიც მთლიანად პოზიტიური მოვლენაა: არის მარადიული, ნეტარებით და სიხარულით და სიმშვიდით სავსე.

მატერიალური სიცოცხლე როგორც წარმოიშვა ჩემთვის სრულიად არაა საინტერესო, რამეთუ ის დროებითი და წარმავალი მოვლენაა და თუ სულიერს არ შეიძენ, ფიზიკურად ცოცხალი სულიერად მკვდარი იქნები.

ხორციელი სიცოცხლის წარმოშობა იქნება თუ სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები, არაა რელიგიის საგანი, არამედ მეცნიერების.

რელიგიის საგანია სულიერი სიცოცხლე, რომელსაც სულიერად მკვდარი ადამიანი მხოლოდ ღმერთისგან ღებულობს.

Edited by პლატონი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არის ორნაირი სიცოცხლე. ხორციელი და სულიერი. სიცოცხლე, რომელზეც ახალ აღთქმაშია საუბარი და რომელსაც იესო ქრისტე ჰპირდება მის მოყვარულთ, წარმოადგენს სულიერ სიცოცხლეს, რომელიც მთლიანად პოზიტიური მოვლენაა: არის მარადიული, ნეტარებით და სიხარულით და სიმშვიდით სავსე.

მატერიალური სიცოცხლე როგორც წარმოიშვა ჩემთვის სრულიად არაა საინტერესო

 

პლატონი

 

ვინ თქვენთვის არაა საინტერესო? :(

 

გარდა ამისა, თემა ეხება "როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე?" ანუ, სრულიად სხვა თემას. ზღაპრებზე არ ვსაუბრობთ ამ თემაში. ასე რომ, მოიყვანე არგუმენტები, რითაც დაასაბუთებდი იმას, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე. როდემდე უნდა ელოლიავებოდეთ ევოლუციას და შემოქმედებას ერთდროულად? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
  • 9 months later...

საქმე მარტივად არის, ადამიანის ევოლუცია სახეზეა

 

1)H. habilis http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_habilis

2)H. erectus http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_erectus

3)H. rudolfensis http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_rudolfensis

4)H. georgicus http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_georgicus

5)H. ergaster http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_ergaster

6)H. antecessor http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_antecessor

7)H. cepranensis http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_cepranensis

8)H. heidelbergensis http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_heidelbergensis

9)H. neanderthalensis http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9D%D0%B5%D0%B0%D0%BD%D0%B4%D0%B5%D1%80%D1%82%D0%B0%D0%BB%D0%B5%D1%86

10)H. rhodesiensis http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_rhodesiensis

11)H. sapiens sapiens http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A7%D0%B5%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B5%D0%BA_%D1%80%D0%B0%D0%B7%D1%83%D0%BC%D0%BD%D1%8B%D0%B9

12)H. sapiens idaltu http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_sapiens_idaltu

13)H. floresiensis http://ru.wikipedia.org/wiki/Homo_floresiensis

 

ამ სახეობებზე კრეაციონისტების პოზიციაა, სულ ერთ ადგილზე გვკიდია ფაქტები, როგორც დაგვაპროგრამეს იმას არ შევცვლითო :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

http://s16.radikal.ru/i190/1011/53/4eac74aedb1e.jpg

აი ნაპოვნია მაგალითად თავის ქალების დიდი რაოდენობა რომლების დნმ-იცაა გამოკვლეული ისევე როგორც ექსპერტიზაზე ადგენენ მამაშვილობას ან ერების ნათესავურ კავშირს და ირონია ისაა რო არქეოლოგიურადაც ემთხვევა ყველაფერი და გეოლოგიურადაც გარეგნობას რო აღარ შევეხოთ და ახალ აღმოჩენებს მაიმუნების გონებრივი შესაძლებლობების შესახებ

NatGeo-ზე აჩვენეს 2 საათიანი გადაცემა ადამიანების ახლო წინაპრებზე. ახსნილი იყო თითქმის ყველაფერი, რატომ განუვითარდა ადამიანს ინტელექტი, რატო მოუწიათ ხორცის ჭამაზე გადასვლა, რაში მოეხმარა ეს მათ. ყველაფერი იყო დეტალურად ახსნილი და დადასტურებული ფაქტებით. კიდე იყო ნაჩვენები ადამიანის ევოლუციი ხის სხვა განშტოებები მაგალითად ეგრეთწოდებული ჰობიტები (ტოლკიენის საპატივცემულოდ დარქმეული) და ნეანდერტალელები რატომ ამოწყდნენ ისინი. ევოლუცია შეიძლება იყოს მცდარი, ეს არაა რელიგია და აქ არაა ერთადერთი ჭეშმარიტება უბრალოდ ფაქტი ისაა რო ევოლუციას აქვს სერიოზული მტკიცებულებები მის წინააღმდეგ კი მხოლოდ ერთი რამეა, უმეცრება რომელზეც ასე ხშირად მიუთითებენ ვანოსნაირები მარა მაგით ევოლუციის თეორიას ზიანი არ ყენდება. ეს კი უკვე ნამდვილად ფაქტია

აი ნათესაური კავშირი ადგილობრივ ხალხს შორის რომელიც გაურკვეველი მიზეზების და გამო ემთხვევა არქეოლოგიურ ააღმოჩენებს. ნეტა რატო? ეს ევოლუციას ხდის ფაქტად ისევე როგორც გრავიტაციას. გრავიტაციის თეორია არავინ არ იცის როგორ მუშაობს მარა ფაქტია რო ის არსებობს. ევოლუცია კი ასე თუ ისე ვიცით როგორ მუშაობს და თან ესეთი მტკიცებულებები გვაქ.

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი საყვარელი თემაა, მოიცა მოვიცალო.

 

დღევანდელი მეცნიერება თავისუფლად ამტკიცებს სიცოცხლის გაჩენის შესაძლებლობას ზეარსების (ღმერთი) ჩარევის გარეშე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ზეარსების მიერ სამყაროს შექმნის თეორიულ შესაძლებლობას, თუმცა ბიბლია და მსგავსი წიგნები რა თქმა უნდა ზღაპარია და ყველა რელიგიაც უაზრობაა, ვინაიდან ეფუძნება ადამიანის მიერ შექმნილ ისტორიებს და არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან. უფრო მეტიც უმეტესად ბოროტად ხდება რელიგიის გამოყენება, რათა მასების დამორჩილება შეძლოს გარკვეულმა ავადმყოფური მიდრეკილებების მქონე ადამიანებმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

http://www.youtube.com/watch?v=VdkEbfctk8c&feature=player_embedded#!

 

ამას ვინც ნახავ, ყველა დაფიქრდება იმაზე, რომ სამყარო ჩვენთვის ადამიანებისთვის არ შექმნილა და სამყარო ცნეტრი ჩვენ არ ვართ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ამას ვინც ნახავ, ყველა დაფიქრდება იმაზე, რომ სამყარო ჩვენთვის ადამიანებისთვის არ შექმნილა და სამყარო ცნეტრი ჩვენ არ ვართ..

სამყაროს ცენტრი ჩვენ (მზის სისტემა) რომ არ ვართ, ეს დიდი ხანია დამტკიცებულია. მზის სისტემა მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის განაპირას. იქ სადაც ვარსკვლავები გაცილებით დიდი მანძილებითაა დაშორებული ერთმანეთისაგან, ვიდრე გალაქტიკის ცენტრში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

http://www.youtube.com/watch?v=VdkEbfctk8c&feature=player_embedded#!

 

ამას ვინც ნახავ, ყველა დაფიქრდება იმაზე, რომ სამყარო ჩვენთვის ადამიანებისთვის არ შექმნილა და სამყარო ცნეტრი ჩვენ არ ვართ..

 

ნურას უკაცრავად. არცისეა, როგორც ათეისტები ჭიკჭიკებთ. :givi:

 

უნდა აღინიშნოს რომ მზის ნათების გარეშე ვერ იარსებებდა დედამიწაზე მცხოვრები ტრილიონობით ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის ვერც ნუკრიკო და ვერც ტაში. :) აღარ იარსებებდა ცოცხალი ორგანიზმების მილიონობით სახეობაში არსებული მრავალფეროვნება, ერთუჯრედიანი ბაქტერიებით დაწყებული და უზარმაზარი ვეშაპებით დამთავრებული.

 

ჩვენი პლანეტა მზის ენერგიის დაახლოებით ნახევარმემილიარდედ ნაწილს იღებს; მზის "სუფრიდან" გადმოცვენილი ეს "ნამცეცებიც" საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, მზის ენერგიის ამ მცირე ნაწილის ეფექტურად გამოყენება რომ შეიძლებოდეს, ის არა მარტო დააკმაყოფილებდა, არამედ გადააჭარბებდა კიდეც ენერგიაზე ჩვენი თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებებს.

ასტრონომიისადმი მიძღვნილ მრავალ წიგნში ნათქვამია, რომ მზე რიგითი ვარსკვლავია, "ჩვეულებრივი ციური სხეული". მაგრამ ნუთუ მზე ყოველმხრივ "ჩვეულებრივი ციური სხეულია"? გილიერმო გონსალესმა, ასტრონომმა ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტიდან (სიეტლი), თქვა, რომ მზე განსაკუთრებულია. უნდა მოახდინოს ამან რაიმე გავლენა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ძიებაზე? გონსალესი პასუხობს: "ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რამდენად მცირეა იმ ვარსკვლავთა არსებობის ალბათობა, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ინტელექტუალური სიცოცხლის არსებობას". ის ამბობს: "თუ ასტრონომები არ შეზღუდავენ მზისმაგვარი განსაკუთრებული ვარსკვლავების ძიებას, ისინი ძალიან ბევრ დროს დაკარგავენ".

 

ათეისტებიც და თეისტებიც, ორივე უნდა დაფიქრდეს, სიცოცხლის შენარჩუნების ხელშემწყობი რა თავისებურებები აქვს მზეს? ამ ფაქტორების განხილვისას უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალი განაცხადი სამყაროს ფიზიკის დარგში მხოლოდ თეორიული ხასიათისაა.

 

საინტერესო თავისებურებები

 

მარტოხელა ვარსკვლავი: ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ჩვენი მზის მეზობლად არსებული ვარსკვლავების 85% წარმოადგენს ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი ან მეტი ვარსკვლავისგან შემდგარ დაჯგუფებას. ასეთ ვარსკვლავებს ერთმანეთთან გრავიტაციული ძალა აკავშირებს.

მზე კი მარტოხელა ვარსკვლავია. "ის, რომ მზე მარტოხელა ვარსკვლავია, ძალიან უჩვეულოა", — წერს ასტრონომი კენეთ ფილიპსი თავის წიგნში ("Guide to the Sun"). მზის ეს მარტოხელობა იძლევა იმის საშუალებას, რომ დედამიწას უფრო სტაბილური ორბიტა აქვს, რაც, გონსალესის აზრით, თავის მხრივ, ხელს უწყობს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს.

 

მძიმე ვარსკვლავი: გონსალესის განაცხადისამებრ, მზის სხვა დამახასიათებელი თავისებურება ის არის, რომ "მზე ერთ-ერთი მძიმე ვარსკვლავია თავის მეზობელ ყველაზე მძიმე ვარსკვლავთა შორის, რომელთა რაოდენობაც ამ სამეზობლოში 10%-ს შეადგენს", — იტყობინება ჟურნალი "ნიუ საიენტისტი". ფილიპსი აღნიშნავს: "მზეზე მოდის მზის სისტემის მასის 99,87%, რის შედეგადაც ის გრავიტაციით აკონტროლებს ყველა სხეულს თავის სისტემაში".

 

ეს თავისებურება ხელს უწყობს იმას, რომ დედამიწა შედარებით შორს არის მზისგან — 150 მილიონი კილომეტრის მანძილზე — მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ განიზიდება მისგან. ეს შედარებით დიდი მანძილი კი დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს იცავს მზეზე მიმდინარე საზიანო ამოფრქვევების გავლენისგან.

 

მძიმე ელემენტები: გონსალესი აღნიშნავს, რომ მზეში არის 50%-ით მეტი მძიმე ელემენტები — ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი, მაგნიუმი, სილიციუმი და რკინა — ვიდრე მისი ასაკისა და ტიპის სხვა ვარსკვლავებში. ამით ჩვენი მზე გამოირჩევა მათგან. "მძიმე ელემენტების რაოდენობა მზეში ძალიან მცირეა, — ამბობს ფილიპსი, — მაგრამ ზოგ ვარსკვლავში. . . მათი რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა". სინამდვილეში, ვარსკვლავებს, რომლებიც მძიმე ელემენტების შემცველობით მზეს უტოლდება, აკუთვნებენ ვარსკვლავთა I პოპულაციად წოდებულ სპეციფიკურ კატეგორიას.

მაგრამ, რა კავშირი აქვს ამას დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან? აი ესაასაკითხავი ახლა! როგორც ასეთი, მძიმე ელემენტები აუცილებელია სიცოცხლის არსებობისთვის. მაგრამ ისინი სამყაროში იშვიათად გვხვდება და შეადგენს მთელი სამყაროს წონის 1%-ზე ნაკლებს. ჩვენი დედამიწა კი თითქმის მთლიანად შედგება ამ მძიმე ელემენტებისგან. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ასტრონომები ამბობენ, დედამიწა მოძრაობს უჩვეულო ვარსკვლავის, მზის გარშემო.

 

ნაკლებად ელიფსური ორბიტა: მზე რომ I პოპულაციის ვარსკვლავია, ამას სხვა სარგებლობაც მოაქვს. "საერთოდ, I პოპულაციის ვარსკვლავებს თითქმის წრიული ორბიტები აქვთ გალაქტიკის ცენტრის გარშემო", — ნათქვამია ზემოხსენებულ წიგნში ("Guide to the Sun"). მზეს, მისი ასაკისა და ტიპის სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ნაკლებად ელიფსური ორბიტა აქვს. საინტერესოა ის, თუ რატომ მოახდენდა ეს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობაზე გავლენას? იმიტომ, რომ მზის წრიული ორბიტა არ უშვებს მას გალაქტიკის შიგნით, სადაც ხშირია ზეახალი (ფეთქებადი) ვარსკვლავები.

 

სტაბილური მზე: ამ მხრივ სხვა საინტერესო ფაქტი არსებობს ჩვენი სისტემის ვარსკვლავთან — მზესთან — დაკავშირებით. მსგავს ვარსკვლავებს თუ შევადარებთ, მზე აშკარად განსხვავდება მათგან სტაბილური გამოსხივებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი ნათება უფრო სტაბილური და უცველელია.

 

ასეთი, შედარებით სტაბილური, ნათება აუცილებელი ფაქტორია სიცოცხლის არსებობისთვის დედამიწაზე. "ამ პლანეტაზე ჩვენი არსებობა იმას ამტკიცებს, რომ მზის ნათება ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გარემოებითი ფაქტორია", — ამბობს მეცნიერი და ისტორიკოსი კარლ ჰუფბაუერი.

 

ორბიტის დახრილობა: მზის ორბიტა მხოლოდ ოდნავ არის დახრილი გალაქტიკა ირმის ნახტომის სიბრტყის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ მზის ორბიტისა და ჩვენი გალაქტიკის სიბრტყეებს შორის არსებული კუთხე ძალიან მცირეა. საინტერესოა, როგორღა უწყობს ეს ხელს სიცოცხლეს დედამიწაზე?

ძალიან შორს, ჩვენი მზის სისტემის ყველაზე განაპირა ნაწილში ჩვენს ირგვლივ მოძრაობს ოორტის ღრუბლად წოდებული კომეტების უზარმაზარი სფერული გროვა. დავუშვათ, მზის ორბიტასა და გალაქტიკის სიბრტყეს შორის არსებული დახრილობა ჩვეულებრივზე უფრო დიდია. მაშინ მზე უეცრად გადაკვეთდა ჩვენი გალაქტიკის სიბრტყეს, რაც არეულობას შეიტანდა ოორტის ღრუბელში. რა იქნებოდა ამის შედეგი? როგორც ასტრონომები ამბობენ, დედამიწა კომეტების კატასტროფულ თავსხმაში მოექცეოდა.

 

რაზე მეტყველებს მზის დაბნელება?

ჩვენს მზის სისტემაში, სულ ცოტა, 60 მთვარეა, ანუ თანამგზავრი. :yes: ისინი მოძრაობენ ამ სისტემის ცხრა პლანეტიდან შვიდის გარშემო. მაგრამ, როგორც ჩანს, მზის სისტემის პლანეტებიდან მხოლოდ დედამიწაზე შეინიშნება მზის სრული დაბნელებები. რატომ არის ეს ასე?

მზის დაბნელება ხდება მაშინ, როცა მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება. მთვარემ რომ მთლიანად დაფაროს მზე, მზისა და მთვარის ხილვადი ზომები დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. და ეს ზუსტად ასეც არის! თუმცა მზის დიამეტრი მთვარის დიამეტრზე 400-ჯერ დიდია, ის მთვარესთან შედარებით დაახლოებით 400-ჯერ უფრო შორსაც არის დედამიწისგან.

მზესა და დედამიწას შორის არსებული მანძილი და, შედეგად, მზის ხილვადი ზომა სრული დაბნელების ხელშემწყობ ფაქტორზე უფრო მეტია. ის აგრეთვე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის. "ეს მანძილი ოდნავ ნაკლები ან მეტი რომ ყოფილიყო, დედამიწა ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი, ესე იგი საცხოვრებლად გამოუსადეგარი, იქნებოდა".

 

უფრო მეტიც, დედამიწის უჩვეულოდ დიდი მთვარე ხელს უწყობს სიცოცხლეს ამ პლანეტაზე, რადგან თავისი მძლავრი გრავიტაციის წყალობით დედამიწას, საკუთარი ღერძის გარშემო, ძლიერი რყევის საშუალებას არ აძლევს. ასეთი რყევა გამოიწვევდა კლიმატის კატასტროფულ ცვლილებებს. მაშასადამე, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ხელშემწყობ მზის სხვა ყველა თავისებურებასთან ერთად, რომლებიც ზემოთ იყო განხილული, საჭიროა მზესა და დედამიწას შორის მანძილის, აგრეთვე მთვარის ზუსტი ზომის ზედმიწევნით სწორი კომბინაცია.

 

საინტერესოა, ყოველივე ამის ურთიერთდამთხვევის რა ალბათობა არსებობს?

დამთხვევაა? :givi:

 

დავუშვათ, თქვენი ავტომობილი წესრიგში მოსაყვანად კარგ ხელოსანს მიუყვანეთ. ის ყველაფერს კეთილსინდისიერად აკეთებს და ბოლოს ხედავთ, რომ ყველაფერი რიგზეა. როგორ ფიქრობთ, რას იტყვის იგი, თუ მოგვიანებით იმის მტკიცებას დაიწყებთ, რომ თქვენი ავტომობილის წესრიგში მოსაყვანად საჭირო სიზუსტე, უბრალოდ, შემთხვევითობის შედეგია?

ამავე კითხვის დასმა არც მზის განსაკუთრებულ თავისებურებებთან დაკავშირებით იქნებოდა ურიგო!

 

ზოგი მეცნიერი კი შეეცდება ადამიანების დარწმუნებას იმაში, რომ მზის სტრუქტურა, მისი ორბიტა, დედამიწასა და მას შორი მანძილი და სხვა თავისებურებანი, უბრალოდ, იღბლიანი დამთხვევაა. :)) :)) :)) მაგრამ რამდენად გონივრულია ეს? :)

 

როგორც წესრიგში მოყვანილი ავტომობილი მეტყველებს ხელოსნის ცოდნასა და უნარზე, ისე ჩვენი მზეც — სხვა ციურ სხეულებთან ერთად — გვეუბნება რაღაცას. დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ხელშემწყობი მზის განსაკუთრებული თავისებურებანი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ეს ვარსკვლავი გონიერი და ძლიერი კონსტრუქტორისა და შემოქმედის მიერ არის შექმნილი. პავლე მოციქული ამას რელიგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ანუ რელიგიურად ამბობს:

 

"მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა" (რომაელთა 1:20).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...