Nukriko Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 1) კრეაციონალიზმი - უმღლესი გონის არსებობა (ღმერთის) რომელმაც შექმნა ეს სამყარო, სიცოცხლესთან ერთად 2) ევოლუციის თეორია ვიმსჯელოდ ამ საკითხზე ვის რა არგუმენტები გაქვთ.შეიძლება კიდე სხვა ვერსიებიც იყოს, სიცოცხლის გაჩენის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
utilizatori Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 ჩვენ ყველანი უცხოპლანეტელები ვართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 ჩვენ ყველანი უცხოპლანეტელები ვართარის ესეთი თეორიაც.. კომეტებისგან ჩამოდიოდა ბაქტერიები, ბაქტერიები განიცდიდნენ ევოლუციას და აგერ ვართ ჩვენ რა გამოდის რომ ჩვენ უცხო პლანეტელები ვართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 რა გამოდის რომ ჩვენ უცხო პლანეტელები ვართეს არაფერს ხსნის. უცხოპლანეტელები საიდანღა გაჩნდნენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 ეს არაფერს ხსნის. უცხოპლანეტელები საიდანღა გაჩნდნენ?ძალიან შორს წასვლა არ გვინდა... ჯერ დედამიწაზე დავადგინოთ :DD (ჩვენ დადგენილს რა ვუთხარი) სიცოცხლე როგორ გაჩნდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 ძალიან შორს წასვლა არ გვინდა... ჯერ დედამიწაზე დავადგინოთ :DD (ჩვენ დადგენილს რა ვუთხარი) სიცოცხლე როგორ გაჩნდა..კარგი, დავუშვათ საწყის მდგომარეობად რაღაც ბაქტერიების არსებობა. ამის შემდეგ კი შესაძლებელია სიცოცხლის ფორმების გართულების, სახეობების წარმოშობის ახსნა?მე ევოლუციას არ უარვყოფ. ახსნაში მისი მამოძრავებელი ძალების დადგენას ვგულისხმობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 paolo კარგი, დავუშვათ საწყის მდგომარეობად რაღაც ბაქტერიების არსებობა. ამის შემდეგ კი შესაძლებელია სიცოცხლის ფორმების გართულების, სახეობების წარმოშობის ახსნა?თუ ჩემ აზრის გაგება გინდა მაშინ ესე შეგძლია ფილმი ნახო, სადაც შეიძლება პასუხები მიიღო http://zona.ge/movies_form.php?name=4307 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted November 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2009 paolo თუ ჩემ აზრის გაგება გინდა მაშინ ესე შეგძლია ფილმი ნახო, სადაც შეიძლება პასუხები მიიღო http://zona.ge/movies_form.php?name=4307რატომღაც ვერ მიდის ფილმი და არც იტვირთება, მაგრამ შევეცდები ჩემი მოსაზრებები გამოვთქვა ამ საკითხზე.სიცოცხლე მაინც აუხსნელი მოვლენაა, მაგრამ ასევე აუხსნელია ბევრი რამ, რაც ასეთად არ გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ მივეჩვიეთ ან არსებობს მისი მსგავსი საგნები და მოვლენები, რაც ახსნის და გაგების ილუზიას ქმნის. ადამიანის გონებას საერთოდ არ ძალუძს მოვლენათა არსში წვდომა, მას შეუძლია მხოლოდ მათი შედარება და განზოგადება. ამით ჩვენი გონება კმაყოფილდება, მაგრამ სირთულე და გაუგებრობა წარმოიშობა მაშინ, როცა საქმე გვაქვს ერთადერთ და უნიკალურ საგანთან თუ კატეგორიასთან, როგორიცაა მაგალითად ღმერთი, სიცოცხლე, ცნობიერება...სიცოცხლის წარმოშობის სასწაული ყოველდღიურად და ყოველწამიერად ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ვგულისხმობ ადამიანის ჩასახვის პროცესს, ემბრიონის განვითარებას, უჯრედების დაყოფას, ორგანოთა დიფერენციაციას და ა.შ. შემდეგ ხდება კიდევ ერთი სასწაული: თანდათან, როგორღაც ბავშვში ჩაისახება ცნობიერება. ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვსწავლობდეთ ამ პროცესებს, ვიკვლიოთ დნმ-ის კოდები, მაგრამ ალბათ მაინც ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორ და რატომ ხდება ეს, რა ძალა განაპირობებს, ან რამ შექმნა ეს კოდი. ასევე ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორაა დაკავშირებული ტვინში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური მატერიალური პროცესები მისგან კარდინალურად განსხვავებულ რამესთან - ცნობიერებასთან, როგორ გარდაიქმნება მატერიალური იდეალურად. თითქოს ყველაზე ადვილია ყველაფერი ღმერთს მიაწერო, მაგრამ აქ შემდეგ კიდევ უფრო რთული პრობლემები წამოიჭრება.ცნობილია ბიოგენეტიკური კანონი, რომ ონტოგენეზი არის ფილოგენეზის მოკლე განმეორება. მე ვფიქრობ, რომ გვქონდეს საშუალება კინოფილმივით ვუყუროთ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის და განვითარების პროცესს დასაბამიდან დღემდე, დავინახავდით ევოლუციის პროცესს ისევე, როგორც ინდივიდის განვითარების პროცესს ვხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერაფერს გავიგებდით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jacobtodua Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 "სიცოცხლე მაინც აუხსნელი მოვლენაა, მაგრამ ასევე აუხსნელია ბევრი რამ, რაც ასეთად არ გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ მივეჩვიეთ ან არსებობს მისი მსგავსი საგნები და მოვლენები, რაც ახსნის და გაგების ილუზიას ქმნის. ადამიანის გონებას საერთოდ არ ძალუძს მოვლენათა არსში წვდომა, მას შეუძლია მხოლოდ მათი შედარება და განზოგადება. ამით ჩვენი გონება კმაყოფილდება, მაგრამ სირთულე და გაუგებრობა წარმოიშობა მაშინ, როცა საქმე გვაქვს ერთადერთ და უნიკალურ საგანთან თუ კატეგორიასთან, როგორიცაა მაგალითად ღმერთი, სიცოცხლე, ცნობიერება...სიცოცხლის წარმოშობის სასწაული ყოველდღიურად და ყოველწამიერად ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ვგულისხმობ ადამიანის ჩასახვის პროცესს, ემბრიონის განვითარებას, უჯრედების დაყოფას, ორგანოთა დიფერენციაციას და ა.შ. შემდეგ ხდება კიდევ ერთი სასწაული: თანდათან, როგორღაც ბავშვში ჩაისახება ცნობიერება. ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვსწავლობდეთ ამ პროცესებს, ვიკვლიოთ დნმ-ის კოდები, მაგრამ ალბათ მაინც ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორ და რატომ ხდება ეს, რა ძალა განაპირობებს, ან რამ შექმნა ეს კოდი. ასევე ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორაა დაკავშირებული ტვინში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური მატერიალური პროცესები მისგან კარდინალურად განსხვავებულ რამესთან - ცნობიერებასთან, როგორ გარდაიქმნება მატერიალური იდეალურად. თითქოს ყველაზე ადვილია ყველაფერი ღმერთს მიაწერო, მაგრამ აქ შემდეგ კიდევ უფრო რთული პრობლემები წამოიჭრება.ცნობილია ბიოგენეტიკური კანონი, რომ ონტოგენეზი არის ფილოგენეზის მოკლე განმეორება. მე ვფიქრობ, რომ გვქონდეს საშუალება კინოფილმივით ვუყუროთ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის და განვითარების პროცესს დასაბამიდან დღემდე, დავინახავდით ევოლუციის პროცესს ისევე, როგორც ინდივიდის განვითარების პროცესს ვხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერაფერს გავიგებდით. " მშვენიერი მსჯელობაა, ყოჩაღ ავტორო. ვისურვებდი მომესმინა თქვენი მოსაზრება, ევოლუციასთან დაკავშირებით. ფიზიკურ ევოლუციას გულისხმობთ, თუ?... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted November 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2009 (edited) ვისურვებდი მომესმინა თქვენი მოსაზრება, ევოლუციასთან დაკავშირებით. ფიზიკურ ევოლუციას გულისხმობთ, თუ?...ყველანაირს.ევოლუციასთან დაკავშირებით ან ცნობილი თეორია უნდა გავიზიაროთ, ან ის საერთოდ უარვყოთ. ახალი სიტყვის თქმა დილეტანტის დონეზე შეუძლებელია.თუ საერთოდ მეცნიერებას არ უარვყოფთ, მაშინ ბიოლოგიაც მეცნიერებაა და კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს. ამიტომ ჩემი აზრით არ შეიძლება ევოლუციის თეორიის ხელაღებით უარყოფა სანამ რაიმე სხვა ახსნა არ მოუძებნიათ. მიუხედავად გარკვეული სისუსტეების და ხარვეზებისა, ევოლუციის თეორია კვლავ რჩება ძირითად მეცნიერულ ახსნად სახეობათა წარმოშობისა, რომელსაც მეცნიერთა დიდი ნაწილი იზიარებს. კრეაციონალიზმი არასერიოზულად მიმაჩნია რიგი მიზეზების გამო. თუმცა ევოლუციის თეორია სიცოცხლის წარმოშობას საერთოდ არ ხსნის ჩემი აზრით. Edited November 6, 2009 by paolo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jacobtodua Posted November 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2009 მე ვირწმუნებდი ფიზიკური ევოლუციის არ არსებობას დედამიწაზე. ვერა და ვერ დამიშვია, ევოლუციის შედეგად რომელიმე ცოცხალი არსების ფიზიკური ფორმის შეცვლა, მისი თავდაპირველი ანალოგიდან. ადამიანი იქნება ეს ცხოველი თუ მცენარე. არაა ეს ნაჩვენები ღმერთის მიერ ბოძებულ რეალობაში. არც ის უნდა ჩავთვალოთ ფიზიკურ ევოლუციად, როცა ძაღლის ერთი ჯიში მეორესთან შეჯვარებით განსხვავებულ შედეგს რომ იძლევა და არც ის, როცა ტყემალზე ატმის დავამყნობთ, ქლიავის ნაირსახეობას, რომ მივიღებთ. მე მჯერა მარტო გონების ევოლუციის, რომელიც სახეზეა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ოღონდ მხოლოდ ადამიანებში (ჩვენთვის ხილულ დედამიწაზე). ვერ მიეცა უფლისგან ადამიანს დღემდე იმის ცოდნა თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე. ერთადერთ სარწმუნო მცნებად რჩება ღმერთის მიერ მანამდე არსებული, ადამიანის სულის ჩამოყვანა დედამიწაზე და მისთვის ფიზიკური სხეულის შექმნა. და ეს ფიზიკური სხეული მიამსგავსა ღმერთმა, უკვე შექმნილ ცხოველებსა და მცენარეებს, რომლებიც ჩაისახებიან, დაიბადებიან, გაიზრდებიან, დაბერდებიან და მოკვდებიან. მაგრამ მათი მოდგმა არ ქრება ამით, არამედ ისევ მეორდება თავიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 8, 2009 როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე?ევოლუციის თეორიადა ბასტა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 8, 2009 მე ვირწმუნებდი ფიზიკური ევოლუციის არ არსებობას დედამიწაზე. ვერა და ვერ დამიშვია, ევოლუციის შედეგად რომელიმე ცოცხალი არსების ფიზიკური ფორმის შეცვლა, მისი თავდაპირველი ანალოგიდანძაღლი რა არის აბა? მგელი ხო იყო თავის დროზე ძაღლი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 პირველად იყო სიტყვა----------ამას თუ გავიოასნებთ და ათვლის წერტილად ავიღებთ მსჯელობაში ეგების და საინტერესოდ გავნიტარდეს თEმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 პირველად იყო სიტყვა----------ამას თუ გავიოასნებთ და ათვლის წერტილად ავიღებთ მსჯელობაში ეგების და საინტერესოდ გავნიტარდეს თEმაგაავრცელე შენი მოსაზრება, მოდი ყველამ საკუთარი არგუმენტი დავდოთ, ეს იქნება ფაქტების ამსალა თუ ეს იქნება ფილოსოფიურ-თეოლოგიური საკითხები. საბოლოოდ შევაჯამოთ.. რას იტყვი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.