Nukriko Posted October 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 თუ ზვიად გამსახურდია = საქართველოსესეგი ვინც არ ეთანხმება გამსახურდიას ის არ ეთანხმება საქართველოსესეგი ვინც ებრძვის გამსახურდია ის ებრძვის საქართველოს მაგრამ რატომ არის ზვიადი საქართველო? საქართველო ვარ მე, ვართ თვითოეული ჩვენთაგანი... რატომ არ უდრის მაგალითად მამარდაშვილი საქართველოს? რატომ არის ისე რომ საქართველო ვიღაცისაა მარა არა ჩვენი და თუ გვინდა რომ დავიცვათ საქართველო ვიღაც ლიდერი უნდა დაიცვათ. ეს იმას ნიშნავს რომ საქართველო არ არსებობს.. იმიტომ რომ ის მე კი არ ვარ (თვითოეული ჩვენგანი) არამედ სხვაა, ბალიდია.. შესაბამისად რაში მჭირდება ის საქართველო რომელიც მე არ ვარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 Nukriko თუ ზვიად გამსახურდია = საქართველოსესეგი ვინც არ ეთანხმება გამსახურდიას ის არ ეთანხმება საქართველოსესეგი ვინც ებრძვის გამსახურდია ის ებრძვის საქართველოს მაგრამ რატომ არის ზვიადი საქართველო? მოძველებული ვარიანტია. ახლა იქ ერთი სახელი და ერთი გვარი უნდა შეცვალო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 Grig მოძველებული ვარიანტია. ახლა იქ ერთი სახელი და ერთი გვარი უნდა შეცვალო.გრიგი უნდა დამეწერა? :DD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 Nukriko გრიგი უნდა დამეწერა? გრიგი სახელია თუ გვარი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 გრიგი სახელია თუ გვარი? 011.gifსერ გ'რი გი :vini: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 რითი იყო ზვიადი კაგებეს აგენტი საბჭოთა კავშირი რომ დაანგრია ? რა ვიდეო უნდა დადო მონანიებას გულისხმობ ? ეს სახაროვისტების პროპაგანდა ხო აღარ და აღარ დამთავრდა , თქვა გასაგებად მერაბ კოსტავამ ეს რომ არ გაეკეთებინა ჩაიშლებოდა ეროვნული საქმე დაზვიადის მოუნანიებლობის შემთხვევაში ვინ წყალში იყრებოდა მათი ნამოღვაწარი ათხუთმეტი წლიდან . საბჭოთა კავშირი რო დაანგრია მაგით იყო კაგებეს აგენტი ? თუ თქვენი მამარდაშვილივით და სახაროვივით მხოლოდ საბჭოთა რუსეთის იმპერიის დემოკრატიზაციისთვის უნდა ეღვაწა ? დღემდე ვერ ვხვდები ყველა არასრულფასოვნების კომპლექსით გატანჯული არსება რატომ პოვებს შვებას ზვიადის და საერთოდ ღმერთკაცობრივი თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანების ლანძღვაში .ოპოზიციაში ვაჟა ადამიაც იყო მაგრამ მაინც ვამბობ რომ ეროვნული და ვაჟკაცი ადამიანია . აი ჩემი ჩამოთვლილი ადამიანები მართლა სუკის აგენტები იყვნენ და არიან და იმ ფსევდონიმებს კიდევ დაიმახსოვრეთ და ლუსტრაციის კანონი დაადასტურებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 რითი იყო ზვიადი კაგებეს აგენტი საბჭოთა კავშირი რომ დაანგრია ?საბჭოთა კავშირი დაანგრია? :DD მე მეგონა მარტო საქართველო დაუნგრევია და თურმე სსრკ-ც მაგის დანგრეული ყოფილა :DDდღემდე ვერ ვხვდები ყველა არასრულფასოვნების კომპლექსით გატანჯული არსება რატომ პოვებს შვებას ზვიადის და საერთოდ ღმერთკაცობრივი თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანების ლანძღვაში .ზვიადი ღმერთკაცობის თვისებით იყო დაჯილდოებული? :DD აი ჩემი ჩამოთვლილი ადამიანები მართლა სუკის აგენტები იყვნენ და არიან და იმ ფსევდონიმებს კიდევ დაიმახსოვრეთ და ლუსტრაციის კანონი დაადასტურებსარა გვითხარი მამარდაშვილმა რა ჩაიდინა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 (edited) დღემდე ვერ ვხვდები ყველა არასრულფასოვნების კომპლექსით გატანჯული არსება რატომ პოვებს შვებას ზვიადის და საერთოდ ღმერთკაცობრივი თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანების ლანძღვაში .ღმერთკაცების არც მე მწამს, ზნაჩიტ მეც არასრულფასოვნების კომპლექსით ვიტანჯები, მაგრამ ვერა ვგრძნობ ეტყობა. : აბა, სრულფასოვნებმა ემთხვიეთ მაშინ ღმერთკაცებს. საქართველოში ვატყობ მრავლად იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალშიც. :misha: Edited October 31, 2009 by Lo Janko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 არა გვითხარი მამარდაშვილმა რა ჩაიდინა? თქვა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას... სუკ-ის ბრძანებით. რითი იყო ზვიადი კაგებეს აგენტი საბჭოთა კავშირი რომ დაანგრია ? საბჭოთა კავშირი დაანგრია? მე მეგონა მარტო საქართველო დაუნგრევია ნუ, მე ასე ვიტყოდი, ზვიადამ დაიწყო, ედიკამ განაგრძო, და საჰაკამ დააგვირგვინა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted October 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 მამარდაშვილმა რა ჩაიდინა და ეწეოდა შპიონაჟს ჩეხოსლოვაკიაში ანტისაბჭოურად განწყობილი ინტელიგენციის წინააღმდეგ . ამას ვიმეორებ გამოაჩენს ლუსტრაციის კანონი . ზვიადი ისტორიაში და წმინდა მოწამეთა ზეციურ პანთეონში დიდებით ამაღლდა და არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან მასზე ორჯონიკიძეები , კიტოვანები , ბერძენიშვილები , მამარდაშვილ - სახაროვისტები და უფერული და უსახური უეროვნებო მასა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2009 მამარდაშვილმა რა ჩაიდინა და ეწეოდა შპიონაჟს ჩეხოსლოვაკიაში ანტისაბჭოურად განწყობილი ინტელიგენციის წინააღმდეგრა სახის შპიონაჟზე არის საუბარი?ამას ვიმეორებ გამოაჩენს ლუსტრაციის კანონი .კი ბატონო, მარა ეს ზვიადის დროს უნდა მომხდარიყო და არა გადამალვა კოლხურ კოშკში იმ საბუთების რომელიც გამოავლენდა შპიონებს (ვაი დედა არ გამიგონო )ზვიადი ისტორიაში და წმინდა მოწამეთა ზეციურ პანთეონში დიდებით ამაღლდა და არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან მასზე ორჯონიკიძეებიესე ჯაბა იოსელიანიც არის დიდუბის პანთეონში, მერე რა? მასზე ორჯონიკიძეები , კიტოვანები , ბერძენიშვილები , მამარდაშვილ - სახაროვისტები და უფერული და უსახური უეროვნებო მასაუეროვნულო რას ნიშნავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted November 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2009 (edited) ზვიადის ღმერთკაცობა და კერპთაყვანისმცემლობა აღარ დამთავრდა ხომ?ერთი სერიოზული არაქართველი ესპერტი დაასახელოს ვინმემ, ვინც იტყვის, რომ საბჭოთა კავშირი გამსახურდიამ დაანგრია.მან დააზარალა დისიდენტური მოძრაობა თავისი მონანიებით, ასე თვლიდა ყველა მაშინდელი დისიდენტი და ასეა დღევანდელი გადასახედიდანაც.მაგრამ ეს ყველაზე უარესი არ იყო, რაც მან გააკეთა. გამსახურდიამ სახელი გაუტეხა ქართულ ეროვნულ მოძრაობას ქსენოფობიური განცხადებებით, ე. წ. "საქართველოს კანონიერი მოსახლეობის" ცნების შემოტანით, ეთნიკური ოსების დევნით...არც მინდა ყველაფერი ვთქვა, ყველა ასე უტვინო როგორ გამოდგა. ან კიტოვანი ჩემი მოძებნილი იყო? ერთუჯრედიან ნაციხარ ძველ ბიჭს რომ თავდაცვის მინისტრად დანიშნავ, რას უნდა ელოდე კარგს. Edited November 1, 2009 by paolo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted November 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2009 ღმერთკაცობრივი თვისებებითწმინდა მოწამეთა ზეციურ პანთეონში დიდებით ამაღლდაროგორ უყვართ ზვიადისტებს გადაპრანჭული წინადადებები.თუმცა, ლანძღვა-გინებაშიც ბადალი არ ჰყავთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted November 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2009 ზვიადის ღმერთკაცობა და კერპთაყვანისმცემლობა აღარ დამთავრდა ხომ?ერთი სერიოზული არაქართველი ესპერტი დაასახელოს ვინმემ, ვინც იტყვის, რომ საბჭოთა კავშირი გამსახურდიამ დაანგრია.მან დააზარალა დისიდენტური მოძრაობა თავისი მონანიებით, ასე თვლიდა ყველა მაშინდელი დისიდენტი და ასეა დღევანდელი გადასახედიდანაც.მაგრამ ეს ყველაზე უარესი არ იყო, რაც მან გააკეთა. გამსახურდიამ სახელი გაუტეხა ქართულ ეროვნულ მოძრაობას ქსენოფობიური განცხადებებით, ე. წ. "საქართველოს კანონიერი მოსახლეობის" ცნების შემოტანით, ეთნიკური ოსების დევნით...არც მინდა ყველაფერი ვთქვა, ყველა ასე უტვინო როგორ გამოდგა. ან კიტოვანი ჩემი მოძებნილი იყო? ერთუჯრედიან ნაციხარ ძველ ბიჭს რომ თავდაცვის მინისტრად დანიშნავ, რას უნდა ელოდე კარგს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted November 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2009 ზვიადი აპირებდა ლუსტრაციის კანონის მიღებას მე ვაჟა ადამიასგან ვიცი რომ საქართველოდან განდევნამდე რამდენიმე კვირით ადრე წარუდგინა აგენტთა სია ზვიადს როგორც უშიშროების კომიტეტის ტავმჯდომარემ , მაგრამ განვითარებული მოვლენების გამო ვერ მოასწრო და კოლხურ კოშკში როგორც შენ წერ მხოლოდ ასლები ინახება . ციმბირში მერაბ კოსტავას უფლებების დაცვისთვის და შედარებით ადამიანურად მოპყრობისთვის ზვიადმა მსოფლიო ააწრიალა და პირადად ფრანსუა მიტერანს მისწერა მისი აუტანელი ყოფისა და უსამართლო პატიმრობის შესახებ , რამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია საბჭოთა კავშირზე . ზვიადს რომ არ ,,მოენანიებინა'' მაშინ დღეს ისევ საბჭოთა იმპერიის ნაწილი შეიძლება ვყოფილიყავით ხოლო ზვიადი და მერაბი დღეს ციმბირის ლაგერებში ყოფილიყვნენ ჩამარხულები და თქვენ მათ ქაქუცას მსგავსად ყაჩაღებად მოიხსენიებდით რომლებიც ხელს უშლიდნენ საბჭოთა ახალგაზრდობას ,,ბედნიერი საბჭოეთით'' ტკბობაში . წაგიკითხიათ მერაბ კოსტავას ციხიდან გამოგზავნილი წერილი იმდროინდელი დისიდენტებისადმი სადაც ის გარდაუვალი აუცილებლობით ხსნის ზვიადის ეგრეთწოდებულ ,, მონანიებას'' . საქართველოს დამოუკიდებლობა ვინ გამოაცხადა ? ეგ შენი ეგრეთწოდებული დისიდენტური მოძრაობა სუკის მიერ იყო შეთითხნილი საქართველოში , ლიტვაში ლატვიასა და ესტონეთში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობების შესასუსტებლად , თავის დროზე ზვიადი და მერაბიც იყვნენ მათთან ერთად მაგრამ რომ შეატყვეს რომ მათი გონება საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაციის იქით აღარ მიდიოდა გაეთიშნენ მათ , მათთან ერთად დისიდენტურ მოძრაობას გამოეყვნენ გია ჭანტურია , ირაკლი წერეთელი , თამარ ჩხეიძე და ზვიადის და მერაბის თაოსნობით წამოიწყეს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა . მას შემდეგ რაც შეატყო რომ ეგრეთწოდებული დისიდენტური მოძრაობა საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაციის მიზნის იქით არ მიდიოდა და სახაროვისტების ხედვა ხრუშჩოვის გარდაქმნის გეგმისგან დიდად არ განსხვავდებოდა ზვიადმა ღიად ამხილა ისინა კაგებესთან თანამშრომლობაში და მაგიტომ ვერ იტანენ ზვიადს , ეგენი გმობდნენ საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების სწრაფვას თავისუფლებისადმი . ზვიადის როლი საბჭოთა კავშირის დაშლაში სწორედ ბალტიისპირელ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს კითხონ და არა კაგებეს მიერ მართულ დისიდენტებს . ლანდსბერგისი არის თუ არა დღესდღეობით მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანი , კითხონ აზრი ზვიადის შესახებ .ვიმეორებ ზვიადს მაშინ რომ არ მოენანიებინა დღეს ალბათ ისევ საბჭოთა იმპერიის ან სახენაცვალი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე იმპერიის ნაწილი ვიქნებოდით და ზვიადი და მერაბი ციმბირის ტრამალებში იქნებოდნენ დამარხულები და თქვენ მათ ქაქუცას მსგავსად ყაცჰაღებად მოიხსენიებდით რომლებიც ხელს უშლიდნენ საბჭოთა ,,ბედნიერ'' ახალგაზრდობას ,,დიადი საბჭოეთით'' ტკბობაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.