newstudio Posted October 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 მოკლედ ზაზა აზმაიფარაშვილი ოპერის და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორობიდან გაანთავისუფლეს. არაფორმალურ მიზეზად მის ფონდ "იავნანას" კონცერტშI მონაწილეობას ასახელებენ. ეს ყველაფერი არ არის. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ამიერიდან, ოპერაში ყოველ ახალ დადგმაზე ახალ დირიჟორს მოიწვევენ ხოლმე. ვინც არ იცის, ეგ იგივე ყოველი ახალი თამაშIს წინ ფეხბურთის გუნდში ახალი მწვრთნელი რომ მოიყვანონ ხოლმე. წყარო: ინტერპრესსნიუსი, უბრალოდ პაროლი არა მაქვს და გუშინდელ ინფოს ვერ ვხედავ, დადებენ მერე! პ.ს. აბსურდისტან :hello: :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 ეტყობა კაპიტალურად ემზადებიან ხელისუფლებისთვის საომრად და ყველა, თუნდაც მცირე ოპონირების შესაძლებლობასაც კი სპობენ. პრინციპი შემდეგია: ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე (თუნდაც ტუალეტის ზედამხედველი იყოს) ჩვენი კაცი უნდა იჯდეს, ან არავინ არ უნდა იჯდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 Lo Janko პრინციპი შემდეგია: ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე (თუნდაც ტუალეტის ზედამხედველი იყოს) ჩვენი კაცი უნდა იჯდეს, ან არავინ არ უნდა იჯდეს.და ვერ ხვდებიან, რომ ამით სოციალურ დასაყრდენს უკიდურესად ივიწროვებენ? და ამით ლამის მთელი ოპერა ოპოზიის ხელშI გადადის?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 ნინა წკრრრრრრრრრ დანიშნონ - მაგარი ორკესტრი გვეყოლება სულ გადარეულან ეს უბედურები ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 kisa სულ გადარეულან ეს უბედურები !როცა მოწინააღმდეგე არასწორ მანევრს აკეთებს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშალო ხელი - ნაპოლეონი :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 აბსურდისტან არაა... უსამართლო ქვეყანაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 dire უსამართლო ქვეყანაა...არაპრაგმატულად უსამართლო.... ხელისუფლება უკვე სრულიად არაადეკვატურია მოვლენებისადმი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 newstudio ხელისუფლება უკვე სრულიად არაადეკვატურია მოვლენებისადმი!========================================როდის იყო ნეტავ ადეკვატური... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 ისე არ გამიკვირდება, ცოტა ხანში რუსტაველის თეატრიდან რობიკო სტურიაც რომ გაუშვან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giganti Posted October 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 http://itv.ge/?p=30672 აი აი-ტვ-ს ლინკი, მაგ საკითხს ეხება, მეც გუშინ გავიგე და გული დამწყდა ძალიან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 დიმიტრი ჯაიანსაც იგივე ბედი ელის: სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ჯაიანი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება აქვს მიღებული. როგორც ჯაიანმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მას სამინისტროს წარმომადგენელმა არაერთხელ აცნობა, რომ უნდა დაწეროს განცხადება თეატრის ხელმძღვანელობიდან წასვლის შესახებ. დიმიტრი ჯაიანი განცხადების დაწერას არ აპირებს და იგი სამინისტროს გადწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს. “ჩვენ 37 წელს ვიმეორებთ, ოღონდ ახლა დახვრეტები არ არის, იმიტომ, რომ ეს ძალიან ყვირის. ღმერთმა დამიფაროს, რომ თავი შევადარო ახმეტელს, მის ნაფეხურად არ ვღირვარ, მაგრამ რაც მას გაუკეთეს, იგივეს აკეთებენ. მას ვერ აუხსნეს, რატომ ხსნიდნენ, რატომ ანადგურებდნენ და იჭერდნენ”, - განაცხადა ჯაინმა. მისივე თქმით, მას თეატრში დემოკრატია აქვს და ვერავინ იტყვის, რომ თეატრში დიმიტრი ჯაიანს რაიმე პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინოს ან ოდესმე თეატრში პოლიტიკური ნიშნით როლები გადანაწილებულიყო. როგორც მსახიობმა და თეატრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, იგი 17 წელია დასთან ერთად სოხუმის თეატრს პატრონობს და წასვლის შესახებ განცხადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწერს, თუ მას რაიმე დანაშაული დაუმტკიცდება. ხვალ ამ საკითხზე თეატრალურ საზოგადოებაში განცხადებები გაკეთდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. როგორ გადავიმტეროთ ყველა და ყველაფერი, მიმართეთ საქართველოს ხელისუფლებას :eshmak: :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 მოკლედ ზაზა აზმაიფარაშვილი ოპერის და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორობიდან გაანთავისუფლეს. მიშამ რომ შეითავსოს დირიჟორობა ვერა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 სოხუმის თეატრის მსახიობები დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. ამის შესახებ მსახიობის სახლში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თაეტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიმა ჯაიანმა განაცხადა. მისი თქმით, მას ბოლო პერიოდში კულტურის სამინისტროდან არაერთი პიროვნება დაუკავშირდა, დაუკავშირდა პარლამენტარი გია როინიშვილიც და მას პირდაპირ მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება."მე დაველაპარაკე ჩემს თეატრს და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება - თუკი ჩვენს დაშლა-განადგურებას გააგრძელებენ, შევხვდეთ დიპლომატიურ კორპუსს და, რუსეთის გარდა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, პოლიტიკური თავშესაფარი ვთხოვოთ. გავხდებით ორჯერ დევნილები, ერთხელ საკუთარი სახლებიდან, მეორედ კი - საკუთარი სამშობლოდან", -განაცხადა დიმიტრი ჯაიანმა.პრესკონფერენციაზე ჯაიანმა, თეატრის მსახიობებთან, თეატრალურ მოღვაწეებთან ერთად, ისაუბრ განვლილ გზაზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში სოხუმის თეატრმა სოხუმის დაცემის დღიდან გამოიარა, აგრეთვე, სირთულეებზე, რომლებიც, მისივე თქმით, საქართველოს დედაქალაქში შეხვდა. მისივე თქმით, სოხუმის თეატრს დღემადე არ აქვს თავისი შენობა, დასი შეფარებულია მსახიობის სახლს. "არც ქეთი დოლიძეა თამარ აბაკელია, არც მე ვარ სანდრო ახმეტელი, არც ზაზა აზმაიფარაშვილი - ევგენი მიქელაძე. მათ ფეხის ფრჩხილადაც არ ვღირვართ არც ერთი, თუმცა დღეს რომ 37 წელი იყოს, ჩვენ ზუსტად ისევე გაგვისწორდებოდნენ, როგორც ამ ადამიანებს", -აღნიშნა დიმა ჯაიანმა.ამასთან, თეატრალური მოღვაწეები გამოთქვამენ ღრმა აღშფოთებას ზაზა აზმაიფარაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გათავისუფლების გამო. როგორც რეჟისორმა ქეთი დოლიძე "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას აცხადებს, ზაზა აზმაიფარაშვილი მხოლოდ იმისთვის დაისაჯა, რომ მან უდირიჟორა ფონდ "იავნანას" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას."ეს არის ყველაზე ამაზრზენი ფაქტი, რაც კი ბოლო პერიოდში საქართველოს თეატრალურ სამყაროში მომხდარა",-აღნიშნა ქეთი დოლიძემ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 აქართველოში მოქმედ ყველა უცხო ქვეყნის საელჩოს თავშესაფარის თხოვნით სოხუმის თეატრის დასის კოლექტიური წერილი დღეს მიუვა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მმართველმა, დიმიტრი ჯაიანმა განუცხადა. “დღეს ჩვენი კოლექტიური წერილი, რომელსაც დასის ყველა წევრი – 65 ადამიანი აწერს ხელს, საქართველოში მოქმედ ყველა საელჩოს მიუვა. ვთხოვთ უცხო ქვეყნებს, დაგვეხმარონ და მოგვცენ თავშესაფარი. ჩვენი თეატრის გადარჩენისთვის სხვა გზას ვერ ვხედავთ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თავშესაფარს არ ვთხოვთ რუსეთს”, - განაცხადა ჯაიანმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 newstudio საინტერესოა ეს ფაქტი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.