nia.o Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) ბატონო ირაკლი, მაინტერესებს თქვენი აზრი საპატრიარქოს გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით.. ბატონო ირაკლი, მაინტერესებს - ტალიავინის დასკვნის შემდეგ გახდა ცნობილი რომ 2008წლის საბრძოლო მოქმედებები(ომი) დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ამ დროს თქვენ ბრძანდებოდით საქართველოს სრულუფლებიანი წევრი გაეროში,როგორი იყო თქვენი რეაქცია და რა მოიმოქმედეთ ამის შესაჩერებლად? ბატონო ირაკლი რა ფუნდამენტური ცვლილებები გაქვთ დაგეგმილი, თუ გახდებით თბილისის მერი? Edited October 29, 2009 by J&B ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
didou nana Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) ბ-ნო ირაკლი,მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა და მინდა აქვე გამოვხატო თქვენდამი ჩემი სიმპათია, კითხვა კი ცოტა უცნაური იქნება და მაქვს სურვილი, რომ მიპასუხოთ: ნუთუ დისკომფორტს არ გიქმნით ისეთი ადამიანების გვერდით დგომა, როგორიც გოგა ხაინდრავა, ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე არიან? თუ პოლიტიკური მეტოქის მტრის წინააღმდეგ ყველანაირ ძალასთან თანამშრომლობა მისაღებია თქვენთვის? Edited October 29, 2009 by didou nana ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 prologic 2. ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის, რომელ პრინციპს ემხრობით: ა) საპარლამენტო;ბ) ნახევრად-საპარლამენტო;(საფრანგეთი,პოლ���ნეთი) გ) საპრეზიდენტო; მუშაობთ საკონსტ. კომისიასთან,თქვენიხედვების ლობირებისათვის?ჩვენი პარტია ემხრობა საქრთველოში საპრეზიდენტო მმართველობის მოდელს, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით, გარანტირებული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რეგიონებისთვის ფართო თვითმართველობით. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) დროებით ყველა კითხვა გადადის აქ http://planeta.ge/index.php?showtopic=12783 მერე მეთვითონ გადმოვიტან უკან.. არ იდარდოთ Edited October 29, 2009 by J&B ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jujuna Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ბატონო ირაკლი1. თქვენ, როგორც განაცხადეთ,ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის მომხრე ხართ, რესპუბლიკელები კი საპარლამენტოსი,როგორ აპირებთ ამ საკითხზე შეთნხმებას?2. მერის არჩევნები 2010წელს, შემდეგ საპარლამენტო არჩევნები,გამოდის სააკაშვილი 2013 წლამდე რჩება?3. გავრცელებული ინფორმაციით,ხელისუფლება მერის უფლებების შემცირებას აპირებს,ამ შემთხვევაში, აზრი ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვალერი Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 რა გარანტია აქვს ხალხს რომ ისევე როგორც ახლანდელი მთავრობა ტყუილ დაპირებებს არ გვაძლევთ და მერე ისევ ისე არ იქნება როგორც აქამდის იყო და არის? რანაირად აპირებთ ხალხის ნდობის აღდგენას, მე როგორც რიგით მოქალაქეს რით დამარწმუნებთ რომ მოგცეთ ჩემი ხმა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
UTUFURS Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ბატონო ირაკლი, როგორ უყურებთ ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტს? თქვენი აზრით როგორ შეიძლება მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების დათბობა (თუკი ასეთი რამ შესაძლებელია საერთოდ)? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ierofant Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ბატონო ირაკლი, როგორც ამთავითვე ჩანს, თქვენ, ასე ვთქვათ, არ ებრძვით "ნაციონელურ" კლანს, მეტიც - ამ კლანის მიერ თქვენ საპასუხისმგებლო თანამდბობაზე საქართველოს ბედი გქონდათ საქართველოს გარეთ ჩაბარებული! "არ ებრძვით", იგულისხმება ის, რომ თქვენი პერსონის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თქვენ არ შეეხებით ნაციონალური მოძრაობის მიერ უკანონოდ გადროვილ კაპიტალს, რაც ნაციონალური მოძრაობის ელექტორატზე მუშაობაშიც აისახება თქენი მხრიდან... როგორც ოპოზიციურ ამპლუაში თქვენი ამჟამინდელი მოღვაწეობიდანაც ხალხის თვალში ცხადზე ცხადია, ამით, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რადიკალურ და თვისებრივ ცვლილებების არ უნდა ველოდოთ. ჩანს, რომ თავად ნაციონალური მოძრაობაც თქვენს მიმათ შემწყნარებლურია!.. რა კომენტარს გაკეთებდით ზემოაღნიშნლთან დაკავშრებით და კიდევ: როგორც ფიქრობთ, თუ ამ ვითარებაში ასევე ცხადზე ცხადია, მომსწრენი ვართ იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთის მიერაა კონტროლირებადი, ხოლო დანაჩენ ნაწილში ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის მიმათ, ასე ვთქვათ, კუდის ქიცინის მდგომარეობაა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ კარგა ხნით კავკასიის გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოს ამბავში არ შეიცვლება და რუსეთ-ამერიკას შორის საქართველოში ეთგვარი ბერლინის კედელი აშენდა, საქართველოს ტერიტორიაზე ამ 2 დიდი სახელმწიფოს ინტერესთა დაშორიშორებისა და შეხების ზღუდე აღიმათა და, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო გაიყვეს? ხომ არ მიდის ჩვენი ქვეყანა ისეთგვარი ფედერალიზაციისაკენ, როგორიც, ვთქვათ, გერმანია მოაწყვეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ? ხომ არ მოასწავებს ფედერალიზმამდე სვლა საქართველოს მკაცრ კონტროლს ამ 2 დიდი სახელმწიფოს მიერ კაგრა ხნით - ათწლეულების მანძილზე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 Jonathan Livingston lasha1997 შხარა საქართველოში კონფლიქტების დარეგულირება ობიექტურად ხანგრძლივი პროცესი იქნება, და მე ვთვლი რომ საზოგადოებას ამაზე პირდაპირ და დაუფარავად უნდა ვუთხრათ. აგვისტოს ომამდეც ამ პოზიციაზე ვიყავი. აფხაზებთან მოლაპარაკების დროს დავინახე ქართველებს და აფხაზებს შერიგების პროცესის დაწყების რეალური შანსი. ეს შანსი დღესაც არსებობს, პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ აფხაზები და ოსები რომ ქართული მხარე ამ პრობლემის მოგვარებას იარაღით არ აპირებს და მთავარ აქცენტს გააკეთებს ხალხებს შორის ურთიერობისა და ნდობის აღდგენაზე.ამასთანავე თვითონ ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველი დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ მიდის საერთო ევროპულ სახლში ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ აფხაზებიც და ოსებიც ქართველებთან ერთად ევროპაში ინტეგრაციას დაუჭერენ მხარს, ვიდრე რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ ცხოვრებას. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 murTazi თქვენ როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ადამიანურ რესურსს. სწორად დაგეგმილი შიდა პოლიტიკის ვითარებაში სხვა რომელიმე ერზე უარესი ვიქნებით?დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ერს დიდი ადამიანური რესურსი გააჩნია, უბრალოდ საჭიროა სწორი ორგანიზება და სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება. ხელისუფლების მოვალეობაა ამ ადამიანებს გაუჩნდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 murTazi 2) თუკი არჩევნები მეტნაკლებად ობიექტურად ჩატარდება, მე მჯერა, თქვენ გაიმარჯვებთ. მაგრამ როგორ ფიქრობთ, მანდ გათავდება ბრძოლა, ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად, სადაც გადანაწილებულია ძალაუფლება ჯანსაღად? ხომ არ მოხდება ისე, რომ საგრძნობლად ნაკლებ ბიუჯეტს გამოგიყოფენ, ხელს შეგიშლიან საქმის კეთებაში, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ თქვენი გაკეთებული საქმე არ გაშუქდება და გაპიარდება მსგავსად უგულავას შესრულებული თუნდაც ყველა უმნიშვნელო საქმისა. რა უნდა დაუპირისპიროთ, რომ ეს არ მოხდეს? პოლიტიკური ბრძოლა რათქმაუნდა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ არ მთავრდება. თბილისის მერია და საკრებულო ეს ის ინსტრუმენტებია პოლიტიკური ძალის ხელში ,რომელიც საშუალება მოგვცემს ფინანსური რესურსების სწორი , მიზნობრივი ხარჯვის პირობებში დედაქალაქის მოსახლეობის ყველაზე აქტუალური პრობლემები გადავჭრათ. ამასთანავე მერიასა და საკრებულოს შორის ინსტიტუციონალურად გამართული, დაბალანესებული ურთიერთობები იქნება მაგალითი ,თუ როგორი უნდა იყოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის კომპეტენციის დანაწილება. თუკი ცენტრალური ხელისუფლება ხელოვნურად შეეცდება შეზღუდოს მერიის დაფინანსება ,ეს უყურადღებოდ არ დარჩება დედაქალაქის მოსახლეობისათვის და პოლიტიკურად ძვირად დაუჯდება. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
natasha21 Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ბატონო ირაკლი!ძალიან ბევრი ადამიანი თვლის რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი თქვენ ხართ!იმედს ვიტოვებ რომ ეს გამართლდება და შესაბამისად, თქვენ დადებთ საარჩევნო პროგრამას... ქვეყნის ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანის რეალურაუცილებლობას.. ბიზნესმენებისთვის რეალურად ხელისშემწყობი საგადასახადო სისტემის შემუშავების გეგმას! აქედან , სამწუხარო რეალობას გაქცეული ბიზნესმენებისთვის სათანადო გარემოს შექმნას, და შესაბამისად ინვესტიციების მოდინებას... და როდის უნდა ველოდოთ ასეთი პროგრამის ხილვას?პატისვისცემით ნატაშა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 shamili შეგიძლიათ მოგვცეთ სიტყვა რომ ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და ამ თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების განხილვაც კი არ მოხდება , იმ შემთხვევაშიც კი ყველა ცივილიზებულმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ და ყველა საერთაშორისო პოლიტიკურმა ორგანიზაციამ რომ მოითხოვოს თქვენი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობა ?შეგიძლიათ მოგვცეთ სიტყვა რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ განიხილება თქვენი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ფედერალური ან კონფედერაციული მოწყობის ვარიანტი ? დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას საერთაშორისო არენაზე.კიდევ გავიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის აფხაზებთან და ოსებთან ადამიანური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ ამ ნდობაზე აგებული პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყება. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 meme :) ხოდა მარტივად დასვი კIთხვა ბატონო ირაკლი თქვენ ვარჯიშობთ ? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vachevache Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ბატონო ირაკლი, ტქვენი ხელისუფლებასჰი მოსვლის სჰემტხვევასი, დებთ თუ არა პირობას რომ არ ცაერევით სასამართლო სისტემასი, გაატავისუფლებთ მედიას, ხალხს არ ასიმშილებთ და სიტყვის გამოხატვის ტავისუფლებას არ სეზღუდავთ. რაც მტავარია არ გადადგამთ პიარულ ნაბიჯებს და ტავს არ მოგვაბეზრებთ ფეიერვერკებით. დებთ თუ არა პირობას რომ შეგაწუხებთ ის, რც ხალხს სეაწუხებს და გაგახარებთ, რაც ამ ბედკრულ ქვეყანას გაეხარდება... და კიდევ, არ გირცჰევთ მკაცრი და საომარი რიტორიკის სენარცჰუნებას ცჰვენი მოქალაქეების მიმართ- აფხაზები და ოსები- ფიქრობთ რომ არა მხოლოდ ტერიტორიის,, არამედ ხალხის სემობრუნებასა და ცჰვენს საერთო სივრცესჰი დაბრუნებაზე უნდა იზრუნოტ? - პატივისცემიტ, მე. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts