psiqea Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 irakli alasania გამარჯობა ბატონო ირკლი...ჩვენი მედიის გადამკიდე ზუსტად ვერ გამოვიტანე დასკვა გუშინდელ ტქვენი პარტიის პრეს-კონფერენციაზე, როემლიც უშუალოდ განათლების სფეროს ეხებოდა. კერძოდ, ზოგიერთი სფეროს დაუფინანსებლობას და .აშ. მე ვერ მივხვდი ზუსტად რაზე იყო სუაბარი და იქნებ სადმე ნეტში სრულად იდოს თქვენი პარტიის პოზიცია უშუალოდ განათლების სისტემასთან მიმართებაში. მე შეხება მაქვს ამ სისტემასთან და კარგად ვიცი ყველა ნაკლი თუ დადებითი მხარე იგივე ამ რეფორმის. როგორც სიუჟეტიდან ჩანდა, საუბარი იყო თუ რატომ ფინანსდება უფრო დავუშვათ ბიზნესის სპეციალობები და იურისპრუდენცია, ვიდრე საბუნებისმეტყველო დარგები. თუ სწორად გავიდე. აქ უამრავი პრობლემა იჩენს თავს და ერთ-ერთი ის, თუ რა მოთხოვნაა ამ დარგებზე. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამის მიმართ. ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. მხოლოდ მაინტერესებს, თქვენი პატიისა და მთლიანად ალიანსის პროგრამა უშუალოდ განათლების სფეროსთან დაკავშირებით სად მოვიძიო სრულად, რომ შესაბამისი წარმოდგენა შემექმნას მასზე. ეს ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.პატივისცემით,ნატო გოგიაშვილი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giogio-Mate Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 ბატონო ირაკლი თქვენ გადადგავდით ისეთ ნაბიჯს როგორც ნოღაიდელმა (ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში ჩასვლა და იქ მოლაპარაკებების გამართვა ებრალიძე და მისთანა პირებთან)? მესმის რომ ეს მისი (ნოღაიდელის) პირადი აზრი და ქცევაა მაგრამ მაინტერესებს თქვენი შეფასება მის ამასწინდელ მოსკოვურ ვოიაჟთან დაკავშირებით როდესაც დღეს ისევ გაჟღერდა ინფორმაცია რომ რუსეთი კვლავ ემზადება ომისთვის, თქვენი აზრით რისი იმედით ჩავიდა ნოღაიდელი ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქში Россия в четыре раза увеличит число войск на Северном Кавказе В ближайшее время численность соединений российских войск на Северном Кавказе вырастет в четыре раза. Об этом 29 октября пишет "Независимая Газета" со ссылкой на неназванные армейские источники. Как стало известно журналистам, недавно завершилась переброска 474-го отдельного автомобильного батальона из города Дмитров Московской области в населенный пункт Миллерово Ростовской области. Кроме того, в чеченском населенном пункте Борзой сформирована 8-я отдельная горная мотострелковая бригада. Наконец, во Владикавказе на базе 58-й армии формируется оперативное командование, в состав которого войдут семь мотострелковых и одна танковая бригада. В усилении контингента на Северном Кавказе примут участие и бойцы внутренних войск МВД РФ. По информации НГ, наращивание численности войск на Северном Кавказе связано с необходимостью отражения агрессии со стороны Грузии. Также усиленные войска будут брошены на борьбу с местными боевиками. Впрочем, ученый-кавказовед Владимир Попов сказал журналистам, что, по его мнению, милитаризация Кавказа в последнее время не приводит к уменьшению числа боевиков. "Милиционеров и солдат много, а защитить конкретного человека некому", - заметил ученый. http://www.lenta.ru/news/2009/10/29/troops/ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 kukuri იგეგმება თუ არა კონსოლიდაცია (ერთიანი კანდიდატის წარმოდგენა მაინც) ოპოზიციაში?მეც ვთვლი ერთიანი კანდიდატი, ბევრად უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს არჩევნებში. მთავარი დღეს არის, ძირითადი ოპოზიციური ძალების შეთანხმება რომ ცვლილებები ქვეყანაში და ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი. უახლოესი ოცლწლიანი წარსული ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს გვაძლევს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 psiqea მხოლოდ მაინტერესებს, თქვენი პატიისა და მთლიანად ალიანსის პროგრამა უშუალოდ განათლების სფეროსთან დაკავშირებით სად მოვიძიო სრულად, რომ შესაბამისი წარმოდგენა შემექმნას მასზე. ეს ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.ამ თემაზე ჩვენი პოზიცია ჩვენს საიტზე დევს http://www.ogfd.ge/index.php?lang=geo&...show&id=288 განათლების პროგრამა მზად არის და ორ კვირაში გავაკეთებთ პრეზენტაციას და დაიდება ჩვენს საიტზე... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 irakli alasania მეც ვთვლი ერთიანი კანდიდატი, ბევრად უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს არჩევნებში.ბატონო ირაკლი, არანაირად არ მინდა დისონანსი შევიტანო ამ კითხვით ოპოზიციის "ერთიანობაში", მაგრამ ფიქრობთ თუ არა რომ იმავე ოპოზიციიდან ყველას აძლევს ხელს ერთიანი კანდიდატი და ხელისუფლების დამარცხება თუნდაც ამ კონკრეტულ არჩევნებში? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
anamch Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) მოგესალმებითბატონო ირაკლი, პრინციპში რიტორიკული შეკითხვა უნდა დავსვა 1.აპრილის ოპოაქციბთან თქვენი ჩართულობა , გამოწვეული იყო იმით რომ უნდა დაფიქსირებულიყავით ოპოზიციასტან , რომ ელექტორატი არ დაგეკარგათ?2. ხომ არ იყო ეს შიგნიდან ძალების მობილიზების და დაუსაქსველობის აუცილებლობა? ამ "ერთობით" წააგოო ალასანიას ფიგურამ თუ რამე სარგებელი მაინც მოგიტანათ, რორგოც პოლიტიკოსს? ამას აქვს ჩემთვის , როგორც თქევნი ამომრჩევლისთვის მნიშვნელობა.. წლებია ჩემი ხმები იკარგება, ყოველთვის მცირელექტორატიანი პარტიის და ჯგუფის მხარეს ვარ.. მე ეს არ მაწუხებს , მაგრამ თქვენ რისი იმედი და შანსები გაქვთ, უკვე , დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალის გათვბალსიწინებით? პს: ხო პატივს გცემთ(ჯერ ჯერობით) Edited October 29, 2009 by J&B ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 irakli alasania 1) თავდაპირველად, თქვენი შეფასების მიხედვით აგვისტოს ომში დამნაშავე იყო მხოლოდ რუსეთი, მოგვიანებით თქვენ შეცვალეთ ეს პოზიცია და ეხლა ამტკიცებთ, რომ დამნაშავე ამ ომში არის ასევე სააკაშვილი. ხო ვერ აგვიხსნით რით იყო განპირობებული თქვენი პოზიციის ასეთი თრანსფორმაცია? 2) როგორია თქვენი პარტიის და ზოგადად არასაპარლამენტო ოპოზიციის უახლოესი გეგმები და მიგაჩნიათ თუ არა რეალურად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა? 3) როგორ შეაფასებთ საქართველოს დრევანდელ საგარე პოლიტიკურ მდგომარეობას? რა შანსები აქვს სააკაშვილს უახლოეს ერთ წელიწადში აღიდგინოს თავისი დაკარგული პრესტიჟი დასავლურ სამყაროში? 4) თქვენი პარტია და თქვენ რა იდეოლოგიის მატარებლები ბრძანდებით? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 Helena222 ბატონო ირაკლი , გააუქმებთ თუ არა თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩას, თუ თქვენ მოიგებთ საპრეზიდენტო არჩევნებს?დედაქალაქში ქუჩების სახელების დადგენა არის საკრებულოს მოვალეობა, ჩემი აზრით ამ პროცეში აუცილებელია დედაქალაქის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება, მათ შორის იმ ქუჩის მაცხოვრებლების! პირადად მე არ ვემხრობი მოქმედი პოლიტიკოსების სახელის ქუჩებისადმი დარქმევას. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მისი შეცვლა ბევრ პოლიტიკურ და დიპლომატიურ უხერხულობას გამოიწვევს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) ჩემი კითხვა N2 აქვს თუ არა თქვენს პარტიას ჩანასახის, იდეის დონეზე მაინც მოსაზრება, პროექტი სამედიცინო მომსახურების მოწესრიგების, კერძოდ კი სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის შექმნის შესახებ? ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე დღეს მოშლილია (მოშლილი - პირობითად, რადგან არც არასდროს არსებოობდა) და კატასტროფულ მდგომარეობაშია. Edited October 29, 2009 by Jonathan Livingston ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 babuagiorgi მესამე. ტრადიციული კითხვა, გაქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნის მარვის პოლიტიკური პროგრამა? აქედან გამომდინარე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რა აზრისა ხართ ამ ტერიტორიების თაობაზე ამ პროექტზე?ჩვენი ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ პარტიის ვებ გვერდზე http://www.ogfd.ge/index.php?lang=geo ასევე ქვეყნის განვითარების დარგობრივი სტრატეგიები , ცალ-ცალკე, საარჩევნო კამპანიის პროცესში იქნება საზოგადოებისთვის წარდგენილი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
George Wang Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 გამარჯობათ ბატონო ირაკლი, 1. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ უახლოეს წლებში (შეიძლება თვეებშიც) საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთთან კონფლიქტის განახლება? თუნდაც პანკისის ისევ წამოწევა რუსეთის მხრიდან ამაზე მიმანიშნებელია და ამ შემთხვევაში რა ბერკეტები გვაქვს მის შესაჩერებლად? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 Lo Janko ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებთ თუ არა გახმაურებული მკვლელობების (რობაქიძე, გირგვლიანი, ჟვანიადა სხვა) ბოლომდე გამოძიებას და ზოგადად რას აპირებთ საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი, როგორც სამართლიანობის დამცველი ინსტიტუტისადმი ნდობის ამაღლებისათვის?არათუ ვაპირებთ ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობა იქნება! სწორედ ესეთი შემთხვევები, რომელთა გამოძიება არ მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით , აჩენს საზოგადოების უნდობლობას, არა მხოლოდ მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლის მიმართ არამედ მთლიანად სისტემის მიმართ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 (edited) ბატონო ირაკლი ერთ-ერთ ფორუმზე მოწვეულმა სტუმარმა ბ-ნ ალექსანდრე ებრალიძემ თქვენ ოპოზიციაში ტროას ცხენი გიწოდათ. რა შეფასებას გაუკეთებთ ებრალიძის ამ განცხადებას? ამასთან რას ფიქრობთ თბილისის გუბერნატორის პოსტზე, რომლის შემოღებას სავარაუდოდ თქვენს გასანეიტრალებლად აპირებს ხელისუფლება და ბოლოს იქნება თუ არა ირანთან და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი თქვენი მოსვლის შემთხვევაში? უღრმესი მადლობა Edited October 29, 2009 by ლ ი ც ი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვალერი Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 რა გარანტია აქვს ხალხს რომ ისევე როგორც ახლანდელი მთავრობა ტყუილ დაპირებებს არ გვაძლევთ და მერე ისევ ისე არ იქნება როგორც აქამდის იყო და არის? რანაირად აპირებთ ხალხის ნდობის აღდგენას, მე როგორც რიგით მოქალაქეს რით დამარწმუნებთ რომ მოგცეთ ჩემი ხმა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irakli alasania Posted October 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2009 newstudio ბატონო ირაკლი, პრეზიდენტობის შემთვევაში, ამნისტიას თუ დაგეგმავთ?! მობილურის ქურდობისთვის 13 წელმისჯილებისთვის მაგალითადეს საკონსტიტუციო უფლებამოსილება პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს, მაგრამ მხოლოდ ამნისტია პრობლემის მთავარ მიზეზს ვერ გაუმკლავდება, აუცილებელია სერიოზულად ვიფიქროთ ბოლო წლების განმავლობაში მიღებულ კანონებზე, სასჯელი უნდა იყოს დანაშაშაულის ადეკვატური და არ უნდა ისახავდეს მიზნად მსჯავრდებულის ბოლომდე განადგურებას. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვიდგეს რწმენა დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართ. ეს იქნება მომავალში პრეზიდენტის ერთერთი მთავარი ამოცანა! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts