Jump to content
Planeta.Ge

გთავაზობთ იმ ადამიანებთა სიას, რომლებიც რადიკალთა საგაზაფხულო-საზაფხულო აქციებს აფინანსებ


Recommended Posts

დრონიჯი

ავტორი - Gevision.Tv

FRIDAY, 23 OCTOBER 2009 14:33

 

http://www.gevision.tv/index.php?option=co...=23&lang=ka

 

რამდენიმე დღის წინ, ჩვენში ძალიან პოპულარულ „ფაცებოოკზე“ დიდი ჟურნალიტური აურზაური მოჰყვა ჩემი კოლეგა მეგობრების მიერ ნაჩვენებ–ნათარგმნ გადაცემას. ბი-ბი-სის გადაცემა Hard Talk-ს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა.

 

მოკლედ,“ფაცებოოკზე“ კომენტარების რეკორდი რომ მოიხსნა ყველა დაღლილ დაქანცული, ავანი თუ ჩავანი მოწყვეტილი მიესვენა სავარძელში, ზოგი გამარჯვებული, ზოგიც დამარცხებული... იყო თავშეკავებული ქილიკი, დიპლომატიური ბილწსიტყვაობა, „ევას პავაროტში“ გაშვებები და სხვა მრავალი! განსაკუთრებით

„მიაწუწ–მოაწუწეს“ ქართველ ჟურნალისტებს. მოკლედ ძალიან საჭირბოროტო თემებზე შედგა საუბარი: ობიექტურობაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ვაზელინოფობიაზე, ფრჩხილისმკვნეტელობაზე, მედროვეობაზე, ფეხისჭუჭყზე, თაროზე შემოდებულ სიუჟეტებზე ჟურნალისტურ სოლიდარობაზე და ასე, შემდეგ. საკმაოდ დროული იყო ეს სამოქალაქო დებატი. ვიფიქრე, აწი დაფიქრდება მთელი ქართული ჟურნალისტური სამყარო–თქვა (სიტყვა ქართულში სრულიად ერს მოგიაზრებთ, ბატონო პროვოკატორო), მაგრამ თეა თუთბერიძეს ჯვარი წერია და „ზერო“ შედეგი! აი, რატომ, ამ დღიდან სულ რაღაც ერთ–ორ კვირაში ქართულ მედია სივრცეში ჩნდება სტატია, რომლის მოკლე და ზედაპირულ განხილვასაც შემოგთავაზებთ...სამწუხაროდ

ეს ერთადერთო სტატია არ არის რაც მას შემდეგ დაიბეჭდა ან დაიბეჭდება!

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------

 

მიტკალივით თეთრ ფურცელზე, მუქი ფერის ასოები წელში ოდნავ გადახრილან. ეს გახლავთ ჩემო კოლეგის ტექსტი რომელსაც ჩემი კომენტარები მოყვება.

 

დავიწყოთ...

 

„ოპოზიციის უმოქმედობის რეალური მიზეზი არც ზაფხულია და არც თვითლუსტრაცია. ოპოზიციას ფული არ ჰქონია. ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღებული საკუთარი ფინანსებით ერთ კვირასაც კი ვერ გაქაჩავს გრანდიოზულ აქციებსო. საგარეო დაფინანსება კი შეუწყდათ. ის ხალხი, ვინც ხელისუფლების დამხობაში ფული ჩადო, ძალიან გულგატეხილია. ისინი აღარ ენდობიან იმ ლიდერებს, რომელთაც 9 აპრილის და სხვა დღეებში ათასობით კაცის ქუჩაში გამოყვანა კი შეძლო, მაგრამ მთავარ მიზანს ვერ მიაღწია – ხელისუფლების დამხობასა და პრორუსული ხელისუფლების მოყვანას“.

 

 

თუ ტექსტის ავტორი პირველივე აბზაცში ჩვენს გატუტუცებას არ ცდილობს, მაშინ გამოდის რომ

 

1. ავტორმა ზუსტად იცის რომ ოპოზიციას ფული არ აქვს

2. მან იცის რომ საქართველოში რეგისტრირებული ყველა ოპოზიციური პარტია (აქტიური ოპო–პარტიები ) არღვევს საქართველოს კანონს საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების შესახებ და ფულს იღებს გარე, მესამე პოლიტიკური ძალისგან.

3. უფრო მეტიც, ის ფლობს ინფორმაციას რომ ეს მასემე ძალა ოპო–პარტიებს ფულს უხდიდა არსებული ხელისუფლების დამხობის სანაცვლოდ, და რომ ახლა ეს „ბოროტი ძალა“ ძალიან გულგატეხილია.

4. ავტორი ფლობს ინფორმაციას ოპო–პარტიების რეალური მიზნების შესახებაც – პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოყვანა.

 

შესაბამისად გამოდის, რომ სტატიის ავტორის განკარგულებაშია შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 1. საბანკო გადარიცხვები, საბანკო ამონაწერები სადაც ნათლად ჩანს რომ ოპო–პარტიების ლიდერთა, ან მათთან დაახლოებული ოპო–ადამიანების ანგარიშზე რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა, ვინმე „იგორმა“ (რა? არ შეიძლება რომ იგორი ერქვას? ) თანხა გადმორიცხა ან სხვას გადაარიცხინა.

 

გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი ხდება ოპო–პარტიების ლიდერებსა და ბოროტ ძალებს შორის უფსკრულის გაჩენის შესახებ – „ის ხალხი, ვინც ხელისუფლების დამხობაში ფული ჩადო, ძალიან გულგატეხილია“ – ამბობს ავტორი. ესე იგი, ავტორი თავად იყო მოწმე, ან მომსწრე თუ როგორ გულგატეხილი ესაუბრებოდა ბორტნიკოვი, ან ფრატკოვი საქართველოდან გაქცეულ ოლიგარქებს ოპო–პარტიების ლიდერთა უნიათობაზე, ან მან მოისმინა ქართველი ოლოგარქები როგორ გულგატეხილები საუბრობდნენ ოპო–ლიდერებთან. თუ ვცდები იქნებ ვინმემ მითხრას რა მეთოდებით შიძლებოდა მოეპოვებინა ავტორს აღნიშნული ინფორმაცია და თ ასეთი აქვს როგორ უნდა დაეწერა? შეიძლება არ ამხელს წყაროს ვინაობას? იცავს მის კონფიდენციალურობას? მაგრამ რა ვიცი, ვიცი? სადმე წერია რომ ჟურნალისტი იცავს წყაროს ანონიმირობას? არა, არ წერია!

 

 

გავაგრძელეთ (აბზ.2)

 

„ რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში თავშეფარებული ყოფილი ოლიგარქები და შევარდნაძის დროინდელი ბიზნესმენები ფიქრობენ ვისზე დადონ ფსონი. საქართველოდან გაქცეული რევანშისტების არჩევანი მალე გაცხადდება. აი რეალური მიზეზი ოპოზიციის ლიდერთა გაურკვევლობისა, რომელთა ერთი ნაწილი ასევე გაურკვევლად აცხადებს რომ სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება საპროტესტო აქციები. ეს მაშინ, როცა 9 აპრილი ორი თვით ადრე დააანონსეს“.

 

აჰაა... აქ კიდევ ურო შორს მივდივართ.ჟურნალისტურ პრინცეპებს არაჩვეულებრივი, ქართული ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელი შორსმჭვრეტელობით ვუთავსებთ წინასწარმეტყველების უპრეცედენტო ნიჭს. მწერალი გვიმხელს და მკითხველთან ერთად ხარობს: „აი! რეალური მიზეზი ოპოზიციის ლიდერთა გაურკვევლობისა!“

 

გამოდის რომ ავტორი ამხელს მის ქვეცნობიერ სურვილებს და ჩვენთვის ნათელი ხდება რომ მას აქვს ამბიცია ლელა კაკულიას ორი ლუკმა პურის ფულის „წილში ჩაუჯდეს“. ეეეეჰ... ერთი კათხა ლუდი მქონდეს ბობლასავით გავარჩევდი ამ სტატიას!

 

 

(აბზ.3)

 

"დრონი.ჯი-ს ინფორმაციით, სპეცსამსახურებს აქვთ ჩანაწერები ოპოზიციის ლიდერების მიერ თანხის მიღებისა და ამ ფულის გამოყენება-დანიშნულებასთან დაკავშირებით. ასევე ხელისუფლებას გააჩნია მტკიცებულება უცხოეთიდან ოპოზიციის დაფინანსებისა და საეჭვო საბანკო გადარიცხვების შესახებაც."

 

-------------

„დრონი.ჯი–ს ინფორმაციით...“ არა, რაააა... ჯერ მარტო როგორ ჟღერს! „დრონი.ჯი–ს ინფორმაციით...“ ნუ, მორჩა საუბარი, ეჭვი არ მეპარება რომ დრონი.ჯი–ს აქვს ეს ინფორმაცია და თუ კი ოპო–პარტიების , რომელიმე ლიდერი ოდესმე საკუთარი, ან პარტიის ღირსებისა დასაცავად სასამართლოს მიმართავს... „ტი შტოოოო“! დრონი.ჯი თაროდან ჩამოიღებს აღნიშნულ ინფოს და ####### მოღალატე ოპო–ლიდერებს! (სასამართლო კიდევ სხვა თემაა ვიცი, და ისიც ვიცი რომ ოპო–პარტიების ღირსების თემაც სხვა საკითხია )

 

 

 

 

(აბზ.4)

 

"კერძოდ, ოფშორული ზონებიდან მილიონები სომხეთსა და აზერბაიჯანში ქართველების კუთვნილი ფირმების ანგარიშებზე გადარიცხულა. ამ ფირმების ერთ-ერთი დანიშნულება კი თანხების მიღება და ადრესატისთვის გადაცემა ყოფილა. შესაბამის უწყებებს გააჩნიათ იმის მტკიცებულებაც თუ რა საშუალებებით ხდებოდა ეს ფული ოპოზიციის ლიდერთა ხელში."

 

--------------

ამ აბზაციდან ნათლად ჩანს ავტორის შრომა და ღვაწლი რაც შეიძლება სკანდალური და გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებინა მკითხველისთვის. მადლობა მას ამისთვის! მადლობა, ტაში, მეგობრებო ტაში, უფრო მეტიც, მქუხარე ტაში გარდამავლი ოვაციებში, ხლახი ფეხეზე დგება! ჩვენ დღეს გავხდით უპრეცედენტო ფაქტის მომსწრე! ჩვენთვის ც ნობილი ხდება რომ „...შესაბამის უწყებებს გააჩნიათ იმის მტკიცებულებაც თუ რა საშუალებებით ხდებოდა ეს ფული ოპოზიციის ლიდერთა ხელში“.

 

მე არ ვიცი ასეთი უწყებები რომელია თქვენ? მე მეუბნებიან რომ ასეთი უწყება შეიძლება იყოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი – კონტრდაზვერვის სამსახური, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური, და შეიძლება სოფლის მეორნეობის სამინისტროც კი ...რა არაა? რავიცი, შეწყალების კომისიაში გასათავისუფლებელი პატიმრების შესახებ ქონდათ ინფორმაცია და ... ნუ, მე რაც მითხრეს დავწერე ძმაო... კითხვები გაქვთ?

– ა–ვ–ტ–ო–რ–თ–ა–ნ !

 

 

წაიკითხეთ ტემპში და გაბრაზებულებმა!

 

„... სქემა გაშიფრულია, გაშიფრულია გადმომრიცხავი ფირმის მფლობელთა და მიმღებთა ვინაობაც. ოფშორული ზონიდან უკრაინაში მცხოვრები ერთი ცნობილი ქართველის პირად ანგარიშზე დაფიქსირებული ყოფილა 2 მილიონი დოლარის გადარიცხვის ფაქტიც, ასევე, ამავე პიროვნების ანგარიშზე ბრიტანული `ბარკლაი ბანკიდან~ ორჯერ 2-2 მილიონის გადარიცხვის ფაქტიც. დადასტურებული ყოფილა ისიც რომ ეს პიროვნება, თავის მხრივ, ოპოზიციის დამფინანსებელია და მის ანგარიშს სხვებიც იყენებდნენ ოპოზიციისთვის ფულის მისაწოდებლად...“

 

--------------

მართლაააა? კაი რა ტოოო, ეგ რა არის შეჩემააა... თურმე თარგამაძეს მერაბიშვილი აფინანსებსო... კაი ჩემიიიი! აბა რააა... შენ ამათი რამე გჯერაა, უფრო მაგარს გეტყვი შეჩემა... ამბობენ, თეა თუთბერიძე მაგარი უზრდელი გოგოაო! აუ მართლააა?! ჰო რავი ძმაო, თურმე ძილის წინ თავისუფლების ინსტიტუტის წესდება თუ არ წაიკითხა ვერ იძინებსო! ესე თქვეს...კაი დავიშალეთ „ბრატცი“ რა და ხვალ ისევ ჩვენ „ბირჟაზე“ ვარ რა... ახალ ჭორებს მოგიყვებით მერე!

 

 

 

 

(აბზ.5)

„ამ ფაქტების გამომზეურებას ხელისუფლება მალე აპირებს. შესაძლოა არანაირი კავშირი ამ გადმორიცხვებთან და მოვლენებთან არ ჰქონდეს მაგრამ ბარკლაი ბანკი ის ბანკია, საიდანაც ბადრი პატარკააციშვილი ფულს თბილისში თავის ანგარიშებზე რიცხავდა“.

 

------------

ეს ნამეტანი მძიმე შემთხვევაა და რატომ: ავტორმა მოიპოვა უტყუარი ინფორმაცია რომ შსს (ხელისუფლება) გამოამზეურებს აღნიშნულ ფაქტებს. თუმცა, ჩვენთვის ისევ უცნობი რჩება როგორ და რა მეთოდებით ახერხებს ამას ჟურნალისტი. იქნებ ჩანაფიქრია ასეთი? რეჟისორული რაღაც... აააააა, მივხვდი, ხილვები ქართულ ჟურნალისტიკაში! ხილვები და არაფერი სხვა. მოითხოვე საუკეთესო!

 

ყველაზე საინტერესო მომენტია „ბარკლაი–ბანკი“ – `ბარკლაი ბანკიდან~ ორჯერ 2-2 მილიონის გადარიცხვის ფაქტიც. დადასტურებული ყოფილა ისიც რომ ეს პიროვნება, თავის მხრივ, ოპოზიციის დამფინანსებელია და მის ანგარიშს სხვებიც იყენებდნენ ოპოზიციისთვის ფულის მისაწოდებლად..."შესაძლოა არანაირი კავშირი ამ გადმორიცხვებთან და მოვლენებთან არ ჰქონდეს მაგრამ ბარკლაი ბანკი ის ბანკია, საიდანაც ბადრი პატარკააციშვილი ფულს თბილისში თავის ანგარიშებზე რიცხავდა“

 

 

----------------

კაი, შედეგი მიღწეულია! ჟურნალისტი მოქმედებს რა მისი შინაგანი რწმენის საფუძველზე ბადრი პატარკაციშვილი მიაჩნია ხელისუფლების დამხობის სულ ცოტა ხელშემწყობად, რას ამბობს ხელისუფლება სხვა თემაა მაგრამ ჟურნალისტი თავისი შინაგანი რწმენით რომ მოქმედებს და ამ ყველაფერს წერს, ეგ როგორ მოგწონთ? მმმმმმაგარია! ბარკლაი–ბანკის ხელმძღვანელობა კი ... ეჰ, კარგი რა კარგი რააა, მაგრამ როგორც ვხედავთ ხილვები არ ყოფილა ძალიან მკვეთრი და მკაფიო იმ საბედისწერო ღამეს ქართული ჟურნალისტიკისთვის, შესაბამისად მწერალი თავს იზღვევს და ამბობს: „...შესაძლოა არანაირი კავშირი ამ გადმორიცხვებთან და მოვლენებთან არ ჰქონდეს მაგრამ ბარკლაი ბანკი ის ბანკია, საიდანაც ბადრი პატარკააციშვილი ფულს თბილისში თავის ანგარიშებზე რიცხავდა“.

 

ე ბიჭო თქვი რა გინდა?

 

 

„...ახლა გთავაზობთ იმ ადამიანებთა სიას, რომლებიც დრონი-ჯი-ს წყაროს მონაცემებით, რადიკალთა საგაზაფხულო-საზაფხულო აქციებს აფინანსებდნენ (თავად სპონსორებს კი, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურები ამარაგებდნენ ფულით, რათა ოპოზიციის დაფინანსება საქართველოს მოქალაქეთა ხელით მომხდარიყო. ასე უფრო ჩრდილში იქნებოდა ფსბ-ო):

 

1. ასლან აბაშიძე – 6 000 000 (6 მილიონი) დოლარი;

2. ბადრი მელაძე – 2 000 000;

3. ჯემალ გოგიტიძე – 1 000 000;

4. კახა თარგამაძე – 4 000 000;

5. შალვა ბრეუსი – 2 000 000$;

6. ალექსანდრე სილაგაძე, „საქაერონავიგაციის“ ყოფილი დირექტორი, სსრკ-ს დროს სუკ-ის კაპიტანი იყო – 1 000 000$;

7. ბორის სალარიძე – საგზაო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე – 1 000 000$;

8. ლევან მამალაძე – 3 000 000$;

9. თემურ ბასილია – 500 000$;

10. გოჩა ძასოხოვი – 1 500 000$;

11. ალექსანდრე ებრალიძე – 4 000 000$;

12. ზურაბ წერეთელი – 7 000 000$;

13. ირაკლი ოქრუაშვილი – 3 000 000$;

14. ზურაბ ლობჟანიძე („მადნეულის“ ყოფილი გენ.დირექტორი) – 1 000 000$;

15. მიხეილ ხუბუტია – 7 000 000$;

16. ბონდო შალიაკიანი – 1 000 000$;

17. ლევან პირველი – 2 000 000$; ...“

 

 

--------------

აი ეს ის შემთხვევათაგანია როდესაც მე გული მწყდება რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია ქვეყნის ძირითადი კანონით, რომელიც მოიცავს აზრის, შეხედულების თავისუფლად გამოხატვის, გავრცელების, ასევე ინფორმაციის მოპოვებისა და გამოქვეყნების უფლებას.

 

 

„ინფორმაციის გადმოცემისას, ან კომენტირებისას დაშვებული უზუსტობა (თუ ის მომავალში ასეთად იქნა აღიარებული), იმავდროულად და იმავე საშუალებით უნდა შესწორდეს იმავე უწყების ან ჟურნალისტის მიერ, რომელმაც ინფორმაცია გამოაქვეყნა.“ - ამონარიდ!

 

ერთი გაბედოს ვინმემ და მითხრას რომ აღნიშნული ინფორმაციის მომპოვებელი ცდება!!!!!! თავს გაგიჩეჩქვავთ, თეა ვეტყვი და თქვენზე ვიდეო რგოლებს დავამზადებინებ! სად და ვისთან გადამოწმდა ეს ინფორმაცი? რამდენმა წყარომ დაგიდასტურა? უარყო? რამდენჯერ იქნა დარეკილი ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან? პრესის კანონს გაეცანით? ეს ფაქტებია თუ მონაჩმახი? ვინ მოგიყვა? ვინმე გურამი შსს–ში რომ მუშაობს და არავინ რომ არ იცის? თავისუფალი მედია რას ნიშნავს? იმედი რომ დაარბიეს სად იყავით? დავით კიკალიშვილის გვერდით იდექი? ააა, მაშინ ხო...

 

(აბზ.6)

 

„...სავარაუდოდ, ეს თანხები ფე-ეს-ბე-ს სპეცფონდებიდან რამდენიმე ქართული კომპანიის ანგარიშზეა გადმორიცხული ფიქტიური ბიზნესოპერაციებისთვის. სქემა ასეთია: შემკვეთი თანხას რიცხავს გარკვეული პროდუქციის შესაძენად, თანხას წინასწარ რიცხავს, მაგრამ პროდუქცია არ მიეწოდება, ეს ფული კი კონკრეტულ მისამართზე, ამ შემთხვევაში კი, ოპოზიციის ლიდერებთან მიდის.

 

 

–––––––

ეს ის კომპანიაები უნდა იყოს, რომელთაც რუსეთი ფლობს საქართველოში. რაც შეეხება თანხის გადარიცხვის ზუსტ გეგმას, ფე-ეს-ბე-ს სპეც.ფონდებიდან თანხა მის მიერ კონტროლირებად კომპანიაში ირიცხება რუსეთის ტერიტორიაზე, აქედან ასევე ფე-ეს-ბე-ს შექმნილ კომპანიაში ოფშორულ ზონაში, შემდეგ კი საქართველოში, კვლავ რუსული სპეცსამსახურების კონტროლირებად კომპანიებში...“

 

 

აქ უკვე შეწუხდა მწერალი ამდენი ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის დაბეჭვდით და ანაზდად მოხაზა კალმით სიტყვა – „სავარაუდოდ...“ უღრმესი მადლობა!

 

 

(აბზ.7)

 

"ეს ის კომპანიაები უნდა იყოს, რომელთაც რუსეთი ფლობს საქართველოში. რაც შეეხება თანხის გადარიცხვის ზუსტ გეგმას, ფე-ეს-ბე-ს სპეც.ფონდებიდან თანხა მის მიერ კონტროლირებად კომპანიაში ირიცხება რუსეთის ტერიტორიაზე, აქედან ასევე ფე-ეს-ბე-ს შექმნილ კომპანიაში ოფშორულ ზონაში, შემდეგ კი საქართველოში, კვლავ რუსული სპეცსამსახურების კონტროლირებად კომპანიებში.“

 

 

––––––––––

სახელმწიფო გადატრიალებაში მხილებულია რუსეთის სპეცსამსახურები და ის კერძო კომპანიები რომელსაც რუსეთი ფლობს საქართველოში, ვინ რუსეთი ფლობს? რომელია რუსული კომპანია საქართველოში? ქართული კომპანია არ შეიძლება იყოს რუსული ინტერესების გამტარებელი? ეხლა დავაკვირდი დრონი.ჯი–ს ჟურნალისტს თანხების მოძრაობის ზუსტი გეგმაც ჰქონია!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 

შენ გენაცვალე! შენ გიახარე! შენი ჭირიმე! შენ გეხუტუნე ჩემო საქართველოოოოოოოოოო!

 

 

და, ბოლოს! ვინ ვარ მე ... მე ვარ საქართველოს მოქალაქე! გავისტოს ომში გადარჩენილი ჟურნალისტი, ისევე როგორც ჩემი ბევრი კოლეგა! (თუმცა ხანდახან მგონია რომ სიკვდილი ჯობდა), მეგობრებ და ჯარისკაცებ დახოცილი ადამიანი, მე ვარ მოქალაქე რომელსაც ჯერ არ შესრულებია 27 წელი და ერთი სული მაქვს ეს როდის მოხდება, რადგან „რეზერვში“ მინდა წასვლა! მყავს ერთი შვილი, ბიჭი ანდრია!, რომელიც ღმერთსა და ჩემს ქვეყანს ეკუთვნის, მხოლოდ ამის შემდეგ გვეკუთვნის მე და ჩემს მეუღლეს! მე ვარ სერგო მელიას მეგობარი, რომელიც აგვისტოში დაიღუპა ურჯულოს ტყვიით, მე ვარ გიორგი ანწუხელიძის მეგობარი რომელიც აწამეს და ისე მოკლეს არაკაცებმა, მე ვარ ადამიანი რომელიც ამ დღეებში ვერაფრით ვახერხებ რომ მუხათდგვერდის სასაფლაოზე ავიდე და ერთი ჭიქა ღვინო „წავაქციო“. მე უბრალოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა! ვიცი ვინ არის ჩემი ქვეყნის მტერი რუსი იმპერიალისტი პოლიტიკოსების შემდეგ, ესენი არიან: გაუნათლებელი ახალგაზრდები, მედროვე პოლიტიკოსები (განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიებიდან) მთვრალი და „წამლის მოყვარული“ ოპოზიციური თუ პოზიციური ლიდერები, ნეობოლშევიკები, „კომსამოლა“ ტიპები და ჟურნალისტები, რომლებიც არ ცდილობენ საკუთარი საქციელი შეაფასონ (შარდანზე ფინჯან ყავასთან ღირსებასა და პრინციპებზე საუბრისას უხერხულობას რომ გრძნობენ), ვითომ კარგი ტიპები და ყოფილი „მხედრიონელები“ (მებრძოლებს არ ვგულისხმობ), კიდევ ის ქართველები, რომლებმაც ცხინვალის ომის დროს ოსი ბავშვები მილში ცოცხლად ჩაადუღეს, რატომ? იმიტომ, რომ მათ საერთოდ ბავშვები არ უყვართ... და საერთოდ, მაგათ არც ქვეყანა არ უყვართ! ეჰ წავედი ეხლა მე...

 

... ჯერ კიდევ მჯერა რომ ომში დაკარგული ბიჭები ისევ ცოცხლობი არიან! საიდან სად წავედი!

 

გიორგი მოლოდინი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იყო ეს თემა, მაგრამ არ გავაერთიანებ...იყოს ესეც. ოღონდ ამ აშკარად სარეკლამო ხასიათის (დრონიჯი, გიორგი მოლოდინი) სათაურს შენი ნებართვით შევცლი Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ძალიან მომეწონა რაც წერია

საღოლ ძმაო კაი მასალაა

 

ეს გიორგი მოლოდინი ვინაა პირველად მესმის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maliari

აუ ძალიან მომეწონა რაც წერია

საღოლ ძმაო კაი მასალაა

გჯერა შენ ეხლა ამ ინფორმაციის?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სიამ მკიდია:D- ისე ბასილია რა ჟმოტია ვიკაიფე:D

ბოლო აბზაცის პათეთიკა მევასა:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...